მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ხუციშვილის აზარტი და ადრენალინი
ზაზა ხუციშვილის აზარტი და ადრენალინი

მუ­სი­კო­სი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. საყ­ვა­რელ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ის რა­დიო "ვი­ნი­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლია. ხში­რად დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ნა­დი­რო­ბის­თვი­საც ახერ­ხებს, მაგ­რამ წიგ­ნე­ბის სა­კი­თხა­ვად თით­ქმის ვერ იც­ლის. უმე­ტე­სად რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბა და ყო­ველ­დღე იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი იზი­დავს, რამ­დენ­ჯერ­მე უთა­მა­შია კი­დეც. ამ­ბობს, რომ პა­სუ­ხის გახ­სე­ნე­ბა ად­ვი­ლია, როცა თა­მაშს ეკ­რან­ზე უყუ­რებ. როცა მო­ნა­წი­ლე­ობ, სხვა სის­ხარ­ტეა სა­ჭი­რო.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- რა­დიო "ვი­ნი­ლის" დე­ვი­ზია: "მუ­სი­კა, ლა­პა­რა­კის ნაც­ვლად!" ეს სი­ტყვე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" ვი­სეს­ხე (იცი­ნის). დრო­ის დიდ ნა­წილს "მა­ესტრო­ზე" ვა­ტა­რებ. არხზე მალე ახა­ლი გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი და­ი­წყე­ბა. გვაქვს სა­კუ­თა­რი დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც 200 მა­ყუ­რე­ბელს იტევს. ყვე­ლა­ნა­ი­რი აპა­რა­ტუ­რაა შე­ძე­ნი­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა. მათ­გან "მაგ­თი­ფა­ნი" რით იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- ჩვე­ნი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ის იქ­ნე­ბა, რომ კონ­კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას სა­ინ­ტე­რე­სოს გავ­ხდით. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ პრო­დი­უ­სინგზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მომ­ღე­რა­ლი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სის მიღ­მა რჩე­ბა. უცხო­ეთ­ში, რო­გორც კი ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდას შე­ამ­ჩნე­ვენ, მა­შინ­ვე მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იწყე­ბენ ფიქ­რს. ეს მე­თო­დი ჩვენ­თა­ნაც უნდა და­ი­ნერ­გოს. ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის მუზა უნდა იყოს, ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი უნდა და­უ­წე­რონ. "მაგ­თი­ფა­ნი" აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ი­წყე­ბა.

- კონ­ცერ­ტის­თვის "ვა­კის პარ­კიც" ემ­ზა­დე­ბა?

- დიახ, ინი­ცი­ა­ტი­ვა ერთ-ერთი კლუ­ბის­გან წა­მო­ვი­და. შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, კონ­ცერ­ტი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ჩვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მე­ხუ­თე კონ­ცერტს ვა­ტა­რებთ. მე­ღი­მე­ბა, მა­ნამ­დე "შავ სი­ა­ში" ვი­ყა­ვით მოხ­ვედ­რი­ლე­ბი. იმე­დი მაქვს, მალე ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩად­გე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ისე­თი შე­მარ­თე­ბა, რო­გო­რიც ახლა მაქვს, არას­დროს მქო­ნია. კარ­გი წი­ნათ­გრძნო­ბა მაქვს. "ვა­კის პარ­კი" 2 წე­ლი­წად­ში 20 წლის გახ­დე­ბა. რო­გორ უნდა აღ­ვნიშ­ნოთ იუ­ბი­ლე, უკვე მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს.

- რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­სა­კი­თხად დრო სა­ერ­თოდ არ მრჩე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ ინ­ტერ­ნე­ტით და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვეც­ნო­ბი რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას. წლე­ბის წინ წიგ­ნებს მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით ვკი­თხუ­ლობ­დი.

- იმ წიგ­ნე­ბი­დან, რო­მელ­მა მო­ახ­დი­ნა წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

- "თორ­მე­ტი სკა­მი" ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბია. მიყ­ვარს ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა". ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ჰე­მინ­გუ­ე­ის შე­მოქ­მე­დე­ბა.

- რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გი­ზი­დავს?

- და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე, რო­გო­რიც - ადა­მი­ა­ნე­ბი. თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან მომ­წონ­და ათო­სი "სამი მუშ­კე­ტე­რი­დან". ვაჟ­კა­ცო­ბით, სი­ტყვის პატ­რო­ნო­ბით უნდა იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი, ქვეყ­ნის, ოჯა­ხის, მშობ­ლის, მე­უღ­ლის და­ფა­სე­ბა უნდა იცო­დეს.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გი­ზი­დავს?

- რამ­დენ­ჯერ­მე მი­თა­მა­შია. მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში უფრო ად­ვი­ლია ყოფ­ნა. როცა კი­თხვას ეკ­რა­ნი­დან ვუს­მენ, პა­სუ­ხის გახ­სე­ნე­ბა არ მი­ჭირს. კა­მე­რე­ბის წინ თა­მაშს სხვა სის­ხარ­ტე სჭირ­დე­ბა.

- დან­ტეს აზ­რით, რისი და­კარ­გვა ანაღ­ვლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ბრძენ ადა­მი­ანს?

- წლე­ბის, ხომ?

- არა, მაგ­რამ სწორ პა­სუხ­თან ახ­ლოს ხარ. მი­გა­ნიშ­ნებ: რო­მა­ე­ლე­ბი მე­გობ­რებს უწო­დე­ბენ "ყვე­ლა­ზე დიდ ქურ­დებს", რად­გან ისი­ნი გვპა­რა­ვენ იმას, რისი და­კარ­გვაც, დან­ტეს აზ­რით, ბრძენ ადა­მი­ანს ყვე­ლა­ზე მე­ტად ანაღ­ვლებს.

- მე­გობ­რე­ბი გვპა­რა­ვენ? და­ვი­ბე­ნი.

- არა მხო­ლოდ გვპა­რა­ვენ, ჩვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუთ­მობთ.

- მივ­ხვდი, დრო­ის და­კარ­გვა­ზეა ლა­პა­რა­კი.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე წყა­ლუხ­ვი მდი­ნა­რე?

- ამა­ზო­ნი.

- რას აკე­თებ­და ბალ­ზა­კი, როცა სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კობ­და?

- არ ვიცი.

- გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ქუდს იხ­დი­და.

- (იცი­ნის) უც­ნა­უ­რი წესი ჰქო­ნია.

- სად არის დაკ­რძა­ლუ­ლი ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძე?

- შუ­ამ­თის მო­ნას­ტერ­ში.

- რო­მე­ლია ხმელ­თა­შუა ზღვი­სა და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სრუ­ტე?

- გიბ­რალ­ტა­რი.

- მარ­ტო­ხე­ლა კაცი შინ არ­ყოფ­ნის დროს გა­ქურ­დეს. რამ­დენ ხან­ში გა­ი­გებ­და ამ ამ­ბავს აგა­რაკ­ზე მყო­ფი მისი მე­უღ­ლე?

- მარ­ტო­ხე­ლას მე­უღ­ლე არ ეყო­ლე­ბო­და.

- "ზოგ­ჯერ თქმა სჯობს არა თქმა­სა, ზოგ­ჯერ..."

- "...ზოგ­ჯერ თქმი­თაც და­შავ­დე­ბის".

- რა გვა­რი იყო ვაჟა-ფშა­ვე­ლას ერთ-ერთი ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რი, ჯო­ყო­ლა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვიხ­სე­ნებ, არა­და, ვაჟა-ფშა­ვე­ლა ჩემი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რია.

- ალ­ხას­ტა­ი­ძე. რო­მელ­მა რე­ჟი­სორ­მა გა­და­ი­ღო "დონ-კი­ხო­ტის" ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტი?

- რეზო ჩხე­ი­ძემ.

- "ლა­მის სახ­ლში შე­მო­იჭ­რას თუთა,/ ლა­მის თავ­ზე გა­და­მის­ვას ხელი,/ და­მი­ძა­ხებს, თვალს ჩა­მიკ­რავს მუ­დამ,/ ხე მა­ღა­ლი, ხე ზურ­მუხ­ტის­ფე­რი.../ რა ჩურ­ჩუ­ლი ეს­მით ჩემ­თა ყურ­თა!/ რა ჩურ­ჩუ­ლი!.. დამ­დაგ­ვე­ლი, მწვე­ლი.../ ლა­მის სახ­ლში შე­მო­ვი­დეს თუთა/ ლა­მის წელ­ზე შე­მომ­ხვი­ოს ხელი". ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- ანა კა­ლან­და­ძე.

- ეს ხე აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ბი­ნა­და­რია, დღე-ღა­მე­ში 60-70 სან­ტი­მეტ­რით იზ­რდე­ბა. 100 წლამ­დე ცო­ცხლობს და სი­ცო­ცხლე­ში მხო­ლოდ ერთხელ ყვა­ვის.

- ბამ­ბუ­კი.

- რა ერ­ქვა ავა­ზაკს, რო­მე­ლიც იესო ქრის­ტეს დას­ჯის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს?

- ბა­რა­ბა.

- რა ჰქვია ნავს, რომ­ლი­თაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში და­ცუ­რა­ვენ?

- გონ­დო­ლა.

- "აპა­ტი­ეთ, მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ". ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- კე­ნე­დი. თუ წრე­წი­რის სიგ­რძეს 2-ჯერ გავზრდით, რამ­დენ­ჯერ გა­იზ­რდე­ბა მისი რა­დი­უ­სი?

- (ფიქ­რობს) 2-ჯერ.

- წარ­სულ­ში ქმრის მო­ღა­ლა­ტე ცო­ლებ­სა და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებს შუბლს უდა­ღავ­დნენ, რათა მათი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლას სცოდ­ნო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა და დღემ­დე არ­სე­ბობს ვარ­ცხნი­ლო­ბის ეს ფორ­მა. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ალ­ბათ "ჩოლ­კა­ზე".

- რა ჰქვია მას ქარ­თუ­ლად?

- ეგ მარ­თლა არ ვიცი.

- წი­ნა­მო. ადა­მი­ა­ნის რო­მე­ლი ჯირ­კვა­ლი გა­მო­ყოფს ად­რე­ნა­ლინს?

- თირკმელ­ზე­და.

- ექ­სტრი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- ჩემი ექ­სტრი­მი ნა­დი­რო­ბაა. ყვე­ლა­ზე მეტი ად­რე­ნა­ლი­ნი ამ დროს გა­მო­ი­ყო­ფა და ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. ნა­დი­რო­ბის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სე­ზონ­ზე მი­ნი­მუმ კვი­რა­ში 1 დღით მა­ინც მივ­დი­ვარ. ახლა მხო­ლოდ ძაღ­ლე­ბი გამ­ყავს სა­ვარ­ჯი­შოდ, კურ­დღელს ვა­დევ­ნი­ნებ. თა­ვად, ხელ­ში თო­ფის ნაც­ვლად ჯოხი მი­ჭი­რავს, ბრა­კო­ნი­ე­რი არ ვარ. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს მწყერ­ზე ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა.

- ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რა­ზეა ნა­დი­რო­ბა?

- ტყის ქა­თამ­სა და ჩი­ბუ­ხა­ზე, რო­მელ­საც ბე­კა­სის სა­ხე­ლით უფრო იც­ნო­ბენ. მდევ­რით კურ­დღელ­ზე ნა­დი­რო­ბაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. დათვზე არ ვნა­დი­რობ, ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი მგო­ნია. ტყის ქა­თამ­ზე ნა­დი­რო­ბა იმით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ტყე­ში სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ტყის ქა­თა­მი ხეზე არ ჯდე­ბა, მი­წა­ზე ცხოვ­რობს და ძა­ლი­ან სწრა­ფია. როცა ფრინ­დე­ბა, ხე­ებს შო­რის ისე დაფ­რი­ნავს, ტრა­ექ­ტო­რი­ას ვერ გან­სა­ზღვრავ. ასე­ვეა ბე­კა­სიც. ინ­გლი­სე­ლე­ბი ბე­კასს "სნა­იპს" ეძა­ხი­ან და სი­ტყვა "სნა­ი­პე­რი" აქე­დან მო­დის. სირ­თუ­ლი­სა და სპორ­ტუ­ლი აზარ­ტის გამო ამ ორ ფრინ­ველ­ზე ნა­დი­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. ნა­დი­რო­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ძაღ­ლის მუ­შა­ო­ბას. თუ ჩემი ძაღ­ლი ფორ­მა­ში ვერ არის, სა­ნა­დი­როდ გული არც მი­მი­წევს. რო­გორც შენი შე­გირ­დი, მე­გო­ბა­რი ისეა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ პო­უ­ლობს კურ­დღელს, რო­გორ მიჰ­ყვე­ბა კვალს. კურ­დღე­ლი მთე­ლი გზა ემა­ლე­ბა, ეს მის­დევს, იმ­დე­ნად კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბაა, თო­ფის გას­რო­ლა უკვე მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

- ალ­კოჰოლ­თან "მე­გობ­რობ"?

- ტა­ნი­ნი­ა­ნი კა­ხუ­რი ღვი­ნო მიყ­ვარს, ზა­ფხულ­ში - ლუდი. მაქ­სი­მუმ 1 ლიტრს ვსვამ. მეტი აღარ მსი­ა­მოვ­ნებს. თუ ვი­ღა­ცას მეტი უნდა, და­ლი­ოს. მე არა­ვის ვე­ჯიბ­რე­ბი, სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ვსვამ.

- იზა­ბე­ლა, სა­ფე­რა­ვი, ალექ­სან­დრო­უ­ლი, ცო­ლი­კა­უ­რი - ამ ჯი­შე­ბი­დან რო­მელს არ აქვს შავი ნა­ყო­ფი?

- ცო­ლი­კა­ურს.

- ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის, ორ­ჯო­ნი­კი­ძის რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ის უბ­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლი, გოგი თუ­შუ­რაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. რა მეტ­სა­ხე­ლით ვიც­ნობთ მას?

- კუ­კარ­ა­ჩა.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე თა­გო­რის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს რომ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის უსაყ­ვე­დუ­რო, იგი­ვეა, რაც და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს..."

- "...და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს - ავად­მყო­ფო­ბის­თვის".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ზაზა ხუციშვილის აზარტი და ადრენალინი

ზაზა ხუციშვილის აზარტი და ადრენალინი

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი საკმაოდ აქტიური ადამიანია. საყვარელ საქმეს ემსახურება, ის რადიო "ვინილის" ხელმძღვანელია. ხშირად დროის გამონახვას ნადირობისთვისაც ახერხებს, მაგრამ წიგნების საკითხავად თითქმის ვერ იცლის. უმეტესად რელიგიურ ლიტერატურას ეცნობა და ყოველდღე იღებს ინფორმაციას. ინტელექტუალური თამაშები იზიდავს, რამდენჯერმე უთამაშია კიდეც. ამბობს, რომ პასუხის გახსენება ადვილია, როცა თამაშს ეკრანზე უყურებ. როცა მონაწილეობ, სხვა სისხარტეა საჭირო.

პრეამბულის მაგიერ

- რადიო "ვინილის" დევიზია: "მუსიკა, ლაპარაკის ნაცვლად!" ეს სიტყვები "ნაციონალებისგან" ვისესხე (იცინის). დროის დიდ ნაწილს "მაესტროზე" ვატარებ. არხზე მალე ახალი გასართობი გადაცემები დაიწყება. გვაქვს საკუთარი დარბაზი, რომელიც 200 მაყურებელს იტევს. ყველანაირი აპარატურაა შეძენილი.

- საქართველოში არაერთი მუსიკალური კონკურსი ტარდება. მათგან "მაგთიფანი" რით იქნება განსხვავებული?

- ჩვენი განმასხვავებელი ის იქნება, რომ კონკურსის დამთავრების შემდეგ, გამორჩეული მონაწილეების შემოქმედებით ცხოვრებას საინტერესოს გავხდით. პასუხისმგებლობას ვიღებთ პროდიუსინგზე. საქართველოში ბევრი საინტერესო მომღერალი საპროდიუსერო კომპანიების ინტერესის მიღმა რჩება. უცხოეთში, როგორც კი ნიჭიერ ახალგაზრდას შეამჩნევენ, მაშინვე მის განვითარებაზე იწყებენ ფიქრს. ეს მეთოდი ჩვენთანაც უნდა დაინერგოს. ნიჭიერი მომღერალი კომპოზიტორების მუზა უნდა იყოს, ახალი სიმღერები უნდა დაუწერონ. "მაგთიფანი" აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

- კონცერტისთვის "ვაკის პარკიც" ემზადება?

- დიახ, ინიციატივა ერთ-ერთი კლუბისგან წამოვიდა. შემოგვთავაზეს, კონცერტი ჩაგვეტარებინა. ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მეხუთე კონცერტს ვატარებთ. მეღიმება, მანამდე "შავ სიაში" ვიყავით მოხვედრილები. იმედი მაქვს, მალე ყველა შემსრულებელი თანაბარ პირობებში ჩადგება. სიმართლე გითხრათ, ისეთი შემართება, როგორიც ახლა მაქვს, არასდროს მქონია. კარგი წინათგრძნობა მაქვს. "ვაკის პარკი" 2 წელიწადში 20 წლის გახდება. როგორ უნდა აღვნიშნოთ იუბილე, უკვე მოფიქრებული მაქვს.

- როგორი მკითხველი ხარ?

- სამწუხაროდ, მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად დრო საერთოდ არ მრჩება. ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტით და შეძლებისდაგვარად, ვეცნობი რელიგიურ ლიტერატურას. წლების წინ წიგნებს მეგობრების რჩევით ვკითხულობდი.

- იმ წიგნებიდან, რომელმა მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება?

- "თორმეტი სკამი" ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. მიყვარს ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". ყოველთვის მომწონდა ჰემინგუეის შემოქმედება.

- როგორი პერსონაჟები გიზიდავს?

- დაახლოებით ისეთივე, როგორიც - ადამიანები. თავის დროზე ძალიან მომწონდა ათოსი "სამი მუშკეტერიდან". ვაჟკაცობით, სიტყვის პატრონობით უნდა იყოს გამორჩეული, ქვეყნის, ოჯახის, მშობლის, მეუღლის დაფასება უნდა იცოდეს.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- რამდენჯერმე მითამაშია. მაყურებლის ამპლუაში უფრო ადვილია ყოფნა. როცა კითხვას ეკრანიდან ვუსმენ, პასუხის გახსენება არ მიჭირს. კამერების წინ თამაშს სხვა სისხარტე სჭირდება.

- დანტეს აზრით, რისი დაკარგვა ანაღვლებს ყველაზე მეტად ბრძენ ადამიანს?

- წლების, ხომ?

- არა, მაგრამ სწორ პასუხთან ახლოს ხარ. მიგანიშნებ: რომაელები მეგობრებს უწოდებენ "ყველაზე დიდ ქურდებს", რადგან ისინი გვპარავენ იმას, რისი დაკარგვაც, დანტეს აზრით, ბრძენ ადამიანს ყველაზე მეტად ანაღვლებს.

- მეგობრები გვპარავენ? დავიბენი.

- არა მხოლოდ გვპარავენ, ჩვენც სიამოვნებით ვუთმობთ.

- მივხვდი, დროის დაკარგვაზეა ლაპარაკი.

- რომელია ყველაზე წყალუხვი მდინარე?

- ამაზონი.

- რას აკეთებდა ბალზაკი, როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა?

- არ ვიცი.

- გენიალური ადამიანებისადმი პატივისცემის ნიშნად, ქუდს იხდიდა.

- (იცინის) უცნაური წესი ჰქონია.

- სად არის დაკრძალული ალექსანდრე ჭავჭავაძე?

- შუამთის მონასტერში.

- რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- გიბრალტარი.

- მარტოხელა კაცი შინ არყოფნის დროს გაქურდეს. რამდენ ხანში გაიგებდა ამ ამბავს აგარაკზე მყოფი მისი მეუღლე?

- მარტოხელას მეუღლე არ ეყოლებოდა.

- "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ..."

- "...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

- რა გვარი იყო ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი, ჯოყოლა?

- სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ, არადა, ვაჟა-ფშაველა ჩემი საყვარელი ავტორია.

- ალხასტაიძე. რომელმა რეჟისორმა გადაიღო "დონ-კიხოტის" ქართული ვარიანტი?

- რეზო ჩხეიძემ.

- "ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,/ ლამის თავზე გადამისვას ხელი,/ დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ,/ ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი.../ რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!/ რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი.../ ლამის სახლში შემოვიდეს თუთა/ ლამის წელზე შემომხვიოს ხელი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ანა კალანდაძე.

- ეს ხე აღმოსავლეთ აზიის ბინადარია, დღე-ღამეში 60-70 სანტიმეტრით იზრდება. 100 წლამდე ცოცხლობს და სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ყვავის.

- ბამბუკი.

- რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს?

- ბარაბა.

- რა ჰქვია ნავს, რომლითაც ვენეციის არხებში დაცურავენ?

- გონდოლა.

- "აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ". ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- ვერ გიპასუხებ.

- კენედი. თუ წრეწირის სიგრძეს 2-ჯერ გავზრდით, რამდენჯერ გაიზრდება მისი რადიუსი?

- (ფიქრობს) 2-ჯერ.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა. რაზეა ლაპარაკი?

- ალბათ "ჩოლკაზე".

- რა ჰქვია მას ქართულად?

- ეგ მართლა არ ვიცი.

- წინამო. ადამიანის რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?

- თირკმელზედა.

- ექსტრიმის მოყვარული ხარ?

- ჩემი ექსტრიმი ნადირობაა. ყველაზე მეტი ადრენალინი ამ დროს გამოიყოფა და ეს ძალიან მსიამოვნებს. ნადირობისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სეზონზე მინიმუმ კვირაში 1 დღით მაინც მივდივარ. ახლა მხოლოდ ძაღლები გამყავს სავარჯიშოდ, კურდღელს ვადევნინებ. თავად, ხელში თოფის ნაცვლად ჯოხი მიჭირავს, ბრაკონიერი არ ვარ. აგვისტოს ბოლოს მწყერზე ნადირობის სეზონი დაიწყება.

- ყველაზე საინტერესო რაზეა ნადირობა?

- ტყის ქათამსა და ჩიბუხაზე, რომელსაც ბეკასის სახელით უფრო იცნობენ. მდევრით კურდღელზე ნადირობაც ძალიან საინტერესოა. დათვზე არ ვნადირობ, ადამიანის მსგავსი მგონია. ტყის ქათამზე ნადირობა იმით არის საინტერესო, რომ ტყეში სიარული ძალიან მიყვარს. ტყის ქათამი ხეზე არ ჯდება, მიწაზე ცხოვრობს და ძალიან სწრაფია. როცა ფრინდება, ხეებს შორის ისე დაფრინავს, ტრაექტორიას ვერ განსაზღვრავ. ასევეა ბეკასიც. ინგლისელები ბეკასს "სნაიპს" ეძახიან და სიტყვა "სნაიპერი" აქედან მოდის. სირთულისა და სპორტული აზარტის გამო ამ ორ ფრინველზე ნადირობა განსაკუთრებით მიყვარს. ნადირობის პროცესში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ძაღლის მუშაობას. თუ ჩემი ძაღლი ფორმაში ვერ არის, სანადიროდ გული არც მიმიწევს. როგორც შენი შეგირდი, მეგობარი ისეა. საინტერესოა, როგორ პოულობს კურდღელს, როგორ მიჰყვება კვალს. კურდღელი მთელი გზა ემალება, ეს მისდევს, იმდენად კარგი სანახაობაა, თოფის გასროლა უკვე მესამეხარისხოვანია.

- ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- ტანინიანი კახური ღვინო მიყვარს, ზაფხულში - ლუდი. მაქსიმუმ 1 ლიტრს ვსვამ. მეტი აღარ მსიამოვნებს. თუ ვიღაცას მეტი უნდა, დალიოს. მე არავის ვეჯიბრები, სიამოვნებისთვის ვსვამ.

- იზაბელა, საფერავი, ალექსანდროული, ცოლიკაური - ამ ჯიშებიდან რომელს არ აქვს შავი ნაყოფი?

- ცოლიკაურს.

- ის საქართველოს სახალხო კომისარიატის, ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული, გოგი თუშურაშვილი გახლდათ. რა მეტსახელით ვიცნობთ მას?

- კუკარაჩა.

- დაბოლოს, დაასრულე თაგორის ცნობილი გამონათქვამი: "ახალგაზრდა ადამიანს რომ სიყვარულისთვის უსაყვედურო, იგივეა, რაც დაავადებულ ადამიანს..."

- "...დაავადებულ ადამიანს - ავადმყოფობისთვის".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"