მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
70-მდე რეკრუტმა კახეთში დისლოკაციის ადგილი დატოვა
70-მდე რეკრუტმა კახეთში დისლოკაციის ადგილი დატოვა

კა­ხეთ­ში, პალ­დოს სა­ვე­ლე ბა­ნა­კი 70-მდე რეკ­რუტ­მა და­ტო­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი­დან გამ­თე­ნი­ი­სას წა­მო­ვიდ­ნენ. მათ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით გა­ი­ა­რეს და სახ­ლებ­ში დაბ­რუნ­დნენ. რეკ­რუ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ნაკ­ში მათ ჯა­რის­კა­ცის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­დნენ.

კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე. რეკ­რუ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ისი­ნი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას უნდა სწავ­ლობ­დნენ და არა ტუ­ა­ლე­ტე­ბის ხეხ­ვით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, რეკ­რუ­ტე­ბის მხრი­დან პალ­დოს საბ­რძო­ლო ბა­ზის და­ტო­ვე­ბა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია. რო­გორც სე­სი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბაზა 70-მდე რეკ­რუტ­მა და­ტო­ვა და ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი იყო, რომ მათ ვერ გა­უძ­ლეს იმ ცხოვ­რე­ბის წესს, რო­მე­ლიც სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბობს.

"პალ­დოს საბ­რძო­ლო ბაზა არის პირ­ვე­ლა­დი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის ბაზა, სა­დაც ხვდე­ბი­ან ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში იმ­სა­ხუ­რე­ბენ. ისი­ნი გა­დი­ოდ­ნენ პირ­ვე­ლად წვრთნას და ეს არის სა­ვე­ლე პი­რო­ბე­ბი. სა­ვე­ლი პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით, ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა ხდე­ბა თა­ვად ჯა­რის­კა­ცის მიერ. გან­წეს­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­ე­ვა­ლა შე­სა­ბა­მი­სი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა, მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს და სხვებ­მაც უარი გა­ნა­ცხა­დეს. მე ვე­სა­უბ­რე სამ­ხედ­რო ბა­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და უმ­რავ­ლე­სო­ბამ ვერ გა­უძ­ლო იმ ცხოვ­რე­ბის წესს, რაც მი­ღე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის და მი­ი­ღეს წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია, არა­ფე­რი სა­გან­გა­შო აქ არ არის", - აღ­ნიშ­ნა სე­სი­აშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

70-მდე რეკრუტმა კახეთში დისლოკაციის ადგილი დატოვა

70-მდე რეკრუტმა კახეთში დისლოკაციის ადგილი დატოვა

კახეთში, პალდოს საველე ბანაკი 70-მდე რეკრუტმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ისინი დისლოკაციის ადგილიდან გამთენიისას წამოვიდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ.

კერძოდ, საუბარია საპირფარეშოების დასუფთავებაზე. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვით იყვნენ დაკავებული.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რეკრუტების მხრიდან პალდოს საბრძოლო ბაზის დატოვებაში საგანგაშო არაფერია. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზა 70-მდე რეკრუტმა დატოვა და ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ მათ ვერ გაუძლეს იმ ცხოვრების წესს, რომელიც საველე პირობებში არსებობს.

"პალდოს საბრძოლო ბაზა არის პირველადი საბრძოლო მომზადების ბაზა, სადაც ხვდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მომავალში საკონტრაქტო სამსახურში იმსახურებენ. ისინი გადიოდნენ პირველად წვრთნას და ეს არის საველე პირობები. საველი პირობებში, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ხდება თავად ჯარისკაცის მიერ. განწესში რამდენიმე ადამიანს დაევალა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ უარი განაცხადეს და სხვებმაც უარი განაცხადეს. მე ვესაუბრე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას და უმრავლესობამ ვერ გაუძლო იმ ცხოვრების წესს, რაც მიღებულია სამხედრო სამსახურისთვის და მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, არაფერი საგანგაშო აქ არ არის", - აღნიშნა სესიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"