პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან"
"ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან"

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძის კა­რი­ე­რა სოფო ჭყო­ნი­ას სა­ა­გენ­ტო "ამ­სა­ში" და­ი­წყო, შემ­დეგ კი ფრან­გულ­მა "ფორდ მო­დელსმა" მი­იწ­ვია სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ გულ­მა მა­ინც სამ­შობ­ლო­ში გა­მო­უ­წია. დღეს კი თიკა, რო­მე­ლიც ორი შვი­ლის დე­დაა, ჩვე­ნე­ბებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვით გა­მო­დის:

- ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მო­სი, ძი­რი­თა­დად, ჯინ­სი მაც­ვია. თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, შე­სა­ბა­მი­სად ვი­მო­სე­ბი. ყო­ველ­თვის ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს მო­დის სი­ახ­ლე­ებს, მაგ­რამ თუ სა­მო­სი არ მომ­წონს ან არ მიხ­დე­ბა, მო­დუ­რო­ბის გამო არ ჩა­ვიც­ვამ. ერთი რო­მე­ლი­მე ბრენ­დი არ მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი. ადრე არ მომ­წონ­და "ქლო­ეს" სა­მო­სი, მაგ­რამ ბოლო ხანს მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან კარ­გია. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან გა­მო­ვარ­ჩევ ლაკო ბუ­კი­ას, მომ­წონს მისი კო­ლექ­ცია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხედ­ვა აქვს.

- სად იძენთ სა­მოსს?

- სა­მოსს ყო­ველ­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ძენ. შო­პინ­გის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი ქა­ლა­ქე­ბია მი­ლა­ნი და პა­რი­ზი. საფ­რან­გეთ­ში 3 თვეს ვცხოვ­რობ­დი და ეს ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს მისი ქა­ლა­ქე­ბით, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, ხალ­ხი­თა და კულ­ტუ­რით. სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სას მე­უღ­ლის აზრს ვით­ვა­ლის­წი­ნებ, სა­ყიდ­ლებ­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად წას­ვლას მირ­ჩევ­ნია მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წა­ვი­დე. რა თქმა უნდა, მის­თვის იოლი არ არის მთე­ლი დღე მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი და ტან­საც­მლის რჩე­ვა, მაგ­რამ ამა­ზე უარს არას­დროს მე­უბ­ნე­ბა.

- ათი წლის წინ საფ­რან­გეთ­ში, "ფორდ მო­დელსში" მი­გიწ­ვი­ეს სა­მუ­შა­ოდ. რო­გორ შე­ა­ფა­სებ ევ­რო­პულ და ქარ­თულ სა­მო­დე­ლო ბა­ზარს?

- "ფორდ მო­დელსში" სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის გრა­ფი­კი გვქონ­და... სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბის მხრივ სა­ქარ­თვე­ლო პა­რიზს ვერ შე­ედ­რე­ბა. ამ­ბო­ბენ, ქარ­თუ­ლი მოდა წინ წა­ვი­დაო, მაგ­რამ ბევ­რი ნი­უ­ან­სია, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას. სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი ხდე­ბა. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ლუქ მო­დელსს" (ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი) კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს უცხო­ურ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან და მის მო­დე­ლებს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იწ­ვე­ვენ სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბი დიდ­ხანს ვერ რჩე­ბი­ან ევ­რო­პა­ში, ჩა­მო­დი­ან თბი­ლის­ში და თხოვ­დე­ბი­ან. ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, სინ­გა­პურ­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ჩა­მო­ვე­დი და გავ­თხოვ­დი.

- გა­რეგ­ნო­ბა­ში კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნის სურ­ვი­ლი არას­დროს გქო­ნია?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა ცხვი­რის ოპე­რა­ცია არ უნდა გა­ი­კე­თოს, რად­გან ის ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს მის ხა­სი­ათს.

- ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ?

- გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვა­კე­თებ, გარ­და იმი­სა, რომ არ მი­ვირ­თმევ ცო­მე­ულს, თუმ­ცა მიყ­ვარს ტკბი­ლე­უ­ლი. თავს ყვე­ლა ქალ­მა უნდა მო­უ­ა­როს და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მა­ინ­ცდა­მა­ინც მო­დე­ლი იყოს. ბე­ბია მე­უბ­ნე­ბო­და ბავ­შვო­ბა­ში: დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძებ, ჯერ თავი უნდა მო­ი­წეს­რი­გო და მერე გა­ას­წო­რო სა­წო­ლიო (იცი­ნის). ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვარ­ჯი­ში, ეს ხელს უწყობს ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბას. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ლიტრ წყალს ვსვამ, ეს კარ­გია სა­ხის კა­ნის­თვის, კბი­ლე­ბი­სა და თმის­თვის. არ ვე­წე­ვი და არ ვსვამ ყა­ვას.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გიყ­ვართ?

- თუ ზღვა­ზე არ ვარ და­სას­ვე­ნებ­ლად, ვა­ტა­რებ სა­ყუ­რეს. უსა­ა­თოდ კი დის­კომ­ფორ­ტს გან­ვიც­დი. წელს მო­დუ­რია "რე­ი­ბა­ნე­ბი", ძა­ლი­ან მომ­წონს ასე­თი სათ­ვა­ლე, შე­ვი­ძი­ნე, მაგ­რამ თბი­ლის­ში ლა­მის ყვე­ლა ასეთ სათ­ვა­ლეს ატა­რებს და უკვე გული ამიც­რუვ­და.

- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ქა­ლებს?

- ქალი მუ­დამ ფორ­მა­ში უნდა იყოს, ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა თავს მო­უარო და კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

გიული
0

კარგი ხარ გაიხარე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან"

"ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან"

ქართველი მოდელის თიკა სიხარულიძის კარიერა სოფო ჭყონიას სააგენტო "ამსაში" დაიწყო, შემდეგ კი ფრანგულმა "ფორდ მოდელსმა" მიიწვია სამუშაოდ, მაგრამ გულმა მაინც სამშობლოში გამოუწია. დღეს კი თიკა, რომელიც ორი შვილის დედაა, ჩვენებებზე სპეციალური მიწვევით გამოდის:

- ყოველდღიურად უფრო თავისუფალი სტილის სამოსი, ძირითადად, ჯინსი მაცვია. თუ წვეულებაზე მივდივარ, შესაბამისად ვიმოსები. ყოველთვის ვადევნებ თვალყურს მოდის სიახლეებს, მაგრამ თუ სამოსი არ მომწონს ან არ მიხდება, მოდურობის გამო არ ჩავიცვამ. ერთი რომელიმე ბრენდი არ მაქვს ამოჩემებული. ადრე არ მომწონდა "ქლოეს" სამოსი, მაგრამ ბოლო ხანს მივხვდი, რომ ძალიან კარგია. ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევ ლაკო ბუკიას, მომწონს მისი კოლექცია, ინდივიდუალური ხედვა აქვს.

- სად იძენთ სამოსს?

- სამოსს ყოველთვის საზღვარგარეთ ვიძენ. შოპინგისთვის ყველაზე კარგი ქალაქებია მილანი და პარიზი. საფრანგეთში 3 თვეს ვცხოვრობდი და ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს მისი ქალაქებით, ღირსშესანიშნაობებით, ხალხითა და კულტურით. სამოსის არჩევისას მეუღლის აზრს ვითვალისწინებ, საყიდლებზე მეგობართან ერთად წასვლას მირჩევნია მეუღლესთან ერთად წავიდე. რა თქმა უნდა, მისთვის იოლი არ არის მთელი დღე მაღაზიებში სიარული და ტანსაცმლის რჩევა, მაგრამ ამაზე უარს არასდროს მეუბნება.

- ათი წლის წინ საფრანგეთში, "ფორდ მოდელსში" მიგიწვიეს სამუშაოდ. როგორ შეაფასებ ევროპულ და ქართულ სამოდელო ბაზარს?

- "ფორდ მოდელსში" სამი თვის განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი გვქონდა... სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების მხრივ საქართველო პარიზს ვერ შეედრება. ამბობენ, ქართული მოდა წინ წავიდაო, მაგრამ ბევრი ნიუანსია, რომელიც ხელს უშლის ამ სფეროს განვითარებას. სამოდელო ბიზნესში, ფაქტობრივად, არაფერი ხდება. სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსს" (ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი) კონტაქტები აქვს უცხოურ სააგენტოებთან და მის მოდელებს მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები იწვევენ სამუშაოდ, მაგრამ ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, სინგაპურში ვიყავი მიწვეული, მაგრამ ჩამოვედი და გავთხოვდი.

- გარეგნობაში კორექტივების შეტანის სურვილი არასდროს გქონია?

- ჯერჯერობით არა, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანმა ცხვირის ოპერაცია არ უნდა გაიკეთოს, რადგან ის ზუსტად გამოხატავს მის ხასიათს.

- ფორმას როგორ ინარჩუნებთ?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ არ მივირთმევ ცომეულს, თუმცა მიყვარს ტკბილეული. თავს ყველა ქალმა უნდა მოუაროს და არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მოდელი იყოს. ბებია მეუბნებოდა ბავშვობაში: დილით რომ გაიღვიძებ, ჯერ თავი უნდა მოიწესრიგო და მერე გაასწორო საწოლიო (იცინის). ასევე, აუცილებელია ვარჯიში, ეს ხელს უწყობს ფორმის შენარჩუნებას და ნერვული სისტემის მოწესრიგებას. დღის განმავლობაში 2 ლიტრ წყალს ვსვამ, ეს კარგია სახის კანისთვის, კბილებისა და თმისთვის. არ ვეწევი და არ ვსვამ ყავას.

- აქსესუარები გიყვართ?

- თუ ზღვაზე არ ვარ დასასვენებლად, ვატარებ საყურეს. უსაათოდ კი დისკომფორტს განვიცდი. წელს მოდურია "რეიბანები", ძალიან მომწონს ასეთი სათვალე, შევიძინე, მაგრამ თბილისში ლამის ყველა ასეთ სათვალეს ატარებს და უკვე გული ამიცრუვდა.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?

- ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, ნებისმიერ პირობებში შეიძლება თავს მო­უარო და კარგად გამოიყურებოდე.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)