მსახიობმა იუნა შაფათავამ ტელევიზიასთან დაკავშირებული ოცნება აისრულა და "მეცხრე არხზე" შალვა რამიშვილთან ერთად, შუადღის გადაცემაში საკუთარ ბლოკს წარმოგვიდგენს. იუნა ამჟამინდელ საქმიანობაზე, სიახლეებზე, ფილმებზე, პირად ცხოვრებასა და წლის ყველაზე დიდ სიხარულზე გვესაუბრება.
- იუნა, ვინ შემოგთავაზა "მეცხრე არხზე" მუშაობა?
- შარშან, ოქტომბრის თვეში უმუშევარი დავრჩი, რასაც პოლიტიკურ მოვლენებს ვუკავშირებ... მეიდანზე, უძრავი ქონების განვითარების კომპანიაში ათი წელი ვიმუშავე. ამ სფეროში ფაქტობრივად, ექსპერტი ვარ და ყოფილი კლიენტები, კოლეგები, დეველოპერები, მენეჯერები ახლაც ხშირად მირეკავენ. თუ 10 წელი ბრწყინვალე თანამშრომელი ვიყავი, ენებიც კარგად ვიცოდი და მოლაპარაკების ხელოვნებაც, მეთერთმეტე წელს რა მოხდა? მამაჩემიც ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდში დარჩა უმუშევარი... სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მუშაობა "ინფო 9"-ში დავიწყე. ამ სფეროში გამოუცდელი ვარ, ამიტომ ბევრი საპილოტე გადაცემის ჩაწერა მოგვიხდა. როცა "ინფო" დაიხურა, "მეცხრე არხზე" გადამიყვანეს. შალვა რამიშვილის გადაცემას ჩემი ბლოკი კვირაში ერთხელ შეუერთდება. გახარებული ვარ, რადგანაც იმას გავაკეთებ, რაც მინდოდა.
- შენს ბლოკში რა თემებს განიხილავ?
- ნებისმიერს, შეზღუდვა არ მაქვს. ეს იქნება გადაცემა გადაცემაში. შევეცდები, წინა პლანზე მუდმივი საკაცობრიო თემები წამოვწიო; რაც კარგია ადამიანში, გამოჩნდება და რაც ცუდია, არც ის დაიმალება. საერთოდ, ყოველთვის პოზიტივს ვეძებ და შევეცდები, გადაცემაც პოზიტიური იყოს. აბსოლუტურად აპოლიტიკური გახლავართ და იმედია, პაციფისტად დავრჩები. ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, ხასიათის შეცნობა ისეთივე საინტერესოა, როგორიც ინფორმაციის დამუშავების, გადაცემის მომზადების მომენტი, გადაღებები და ა.შ.
- ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე თუ ისაუბრებთ?
- რა თქმა უნდა! მართალია, ჩემთვის რთულია ზოგადად, "ქართულ ფორმატში" ჩაჯდომა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, ეს მოვახერხო. პირველი გადაცემის მასალა უკვე მზად მაქვს. მინდა, მაყურებელს შევუყვარდე და ჩემს გამოჩენას ელოდებოდეს, მიუხედავად იმისა, ეკრანზე ხუთი წუთით გამოვჩნდები თუ ერთი საათით.
- მოსალოდნელი კრიტიკისთვის მზად ხარ?
- კრიტიკა აუცილებელია, რადგან სწორედ კრიტიკასა და დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება. თუმცა, გადაჭარბებულიც არაფერი ვარგა. ინტერნეტსაიტებზე ლანძღვას უკვე შეჩვეული ვარ. კამერის წინ ყველაფერზე დაფიქრებულად და გააზრებულად ვისაუბრებ. შევეცდები, აბსოლუტურად დადებითი ვიყო; ნებისმიერი თაობის მაყურებელი გვეყოლება და მიუღებელს არაფერს გავაკეთებ. ჩემი ჩაცმულობაც ისეთი იქნება, როგორიც ტელევიზიას შეეფერება. შევეცდები, ჩემი შერჩეული რესპონდენტები ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც საინტერესონი იყვნენ, - მათგან რაიმე ახალი გავიგოთ.
- ვინ არის შენი უშუალო ხელმძღვანელი?
- ლუბა ელიაშვილი. ქალბატონ ლუბას ადრე არ ვიცნობდი და ასეთ ჭკვიან, ერუდირებულ ქალთან შეხვედრა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. გარკვეულ რჩევებსა და მითითებს მაძლევს და მეც ვცდილობ, მაქსიმალურად გავითვალისწინო.
- შალვა როგორი პარტნიორია?
- შალვას ჯერ არ ვიცნობ, მხოლოდ მის მეუღლესთან მაქვს ურთიერთობა. ამბობენ, შალვა ძალიან ჭკვიანიაო, მე კი მასზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს, პოზიტიური, მხიარული ადამიანია. მგონი, ჩვენ შორის გარკვეული მსგავსებაც არის - ორივე თავისუფალი პიროვნება ვართ.
- ბოლო დროს რომელიმე რეჟისორისგან ხომ არ გქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?
- ბევრი შემოთავაზებაა, მაგრამ ის, რაც მე მინდა - საერთაშორისო პროექტს ვგულისხმობ, არსად ჩანს... "სამშობლო" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერა ჯერ არ შემდგარა. მასში გიორგი მეგრელიშვილი, მე და რამდენიმე მსახიობი ვმონაწილეობთ. საკმაოდ დამაფიქრებელი ფილმია და პოზიტიურად შეფასდა. მეორე ფილმია "Fight till the end", რომლის პრემიერაც მაისშია დაგეგმილი. ის გიორგი მეგრელიშვილმა გადაიღო, მე კი მასში ეპიზოდური როლი მაქვს.
- რომელ პერსონაჟს განასახიერებდი სიამოვნებით?
- მარგარიტა გოტიეს, ანა კარენინას, მადამ ბოვარს. კლეოპატრასაც სიამოვნებით განვასახიერებდი, მაგრამ გარეგნობა არ მიწყობს ხელს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ კლეოპატრა იმდენად ლამაზი არ იყო, რამდენადაც ჭკვიანი და გენიალური. მინდა, დრამაში მივიღო მონაწილეობა. მსურს ისე ვიტირო, რომ ყველა ჩემთან ერთად ატირდეს, რომ ყველა ქალის უბედურება გამოვიტირო (იცინის), რომ მერე, ყველანი ბედნიერები ვიყოთ.
- ამ ეტაპზე ბედნიერი ხარ?
- ამას წინათ მივხვდი, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. თუმცა, ამ მარტოობის გამო უბედური არ ვარ. მომწონს, რომ ნერვებს არავინ მიშლის, არავისზე ვფიქრობ... ისეთი ადამიანის პოვნა მსურს, ვინც გამანებივრებს. მამაკაცებს უნდათ, მათი სათამაშო იყო, მე კი ვერავის სათამაშო ვერ გავხდები. შესაძლოა, ამ ეტაპზე არც ვარ მზად საიმისოდ, რომ "ჩუსტებიან" კაცს ვუყურო ან უბრალოდ, ჩემთვის მისაღები პიროვნება ჯერ არ გამოჩენილა.
- შენი ყოფილი მეუღლე ისევ ციხეშია?
- კი, ისევ ციხეშია. ის ჟურნალებს კითხულობს და არ მოსწონს, რასაც ჩემზე წერენ. იქიდან რომ გამოვა, ალბათ, ზოგიერთები ენას დაიმოკლებენ, რადგან მას მძიმე ხასიათი აქვს და იმედია, მოერიდებათ. ბოლო დროს ჩემს დას - სოფიკოსაც ძალიან აწუხებენ. მე ცუდ ქალად მიმიჩნევენ და ამის გამო, ჩემს დედმამიშვილსაც ათასნაირ სიბილწეს სწერენ.
- შენი ტყუპისცალი - დეა გათხოვებას ხომ არ აპირებს?
- სხვათა შორის, დეამ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გააჩინა. პატარა მარუსია - მარიამი გვყავს, რომელიც უკვე სამი თვის არის. დეამ ეს დიდი საჩუქარი საახალწლოდ გაგვიკეთა. ბავშვმა ოჯახში ხალისი შემოიტანა, თქვენ კი პირველები ხართ, ვისთანაც ეს ამბავი საჯაროდ განვაცხადე.
- ვინ არის მარიამის მამა?
- მეწარმეა, ბიზნესმენი. ჟურნალში საკუთარი სახელის ამოკითხვა ალბათ, არ მოეწონება, ამიტომაც, მისი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ... ბოლო წლებში ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი შენაძენი მარიამია. ამას წინათ ბავშვს ფეხის ფრჩხილებზე მანიკიური წავუსვი და დეა გაგიჟდა, - ეს რა გააკეთე? ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მომიკვდება, მას აღარასდროს დაგიტოვებო (იცინის). მე კი ვპირდები, რომ მარუსიას კინოშიც ვათამაშებ, "ეთერშიც" გავიყვან და ცნობილ გოგოდ ვაქცევ!
- დეა თქვენთან ცხოვრობს?
- ამ ეტაპზე ჩვენთან არის, რადგან მას საქმეები აქვს და ბავშვს დედა უვლის; მე და სოფიკოც ვეხმარებით. ძიძა არ გვჭირდება, მარიამზე თავადაც მშვენივრად ვზრუნავთ...
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)