საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოს ომი ორი ადამიანის - სააკაშვილისა და მერაბიშვილის უტვინო პოლიტიკის შედეგია"
"აგვისტოს ომი ორი ადამიანის - სააკაშვილისა და მერაბიშვილის უტვინო პოლიტიკის შედეგია"

ცხინ­ვა­ლე­ლი ალი­კა თე­დე­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2008 წლის 6 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში, დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გურ­ში და­ა­კა­ვეს და ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. თე­დე­ევს 17 წელი და 6 თვე აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი და რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად მისი ჯა­შუ­შო­ბის მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უქონ­ლო­ბის გამო გა­და­ი­ფიქ­რეს. ალი­კა თე­დე­ე­ვი თბი­ლის­სა და ცხინ­ვალს შო­რის გა­საც­ვლელ პა­ტი­მარ­თა სი­ა­შია და დღე-დღე­ზე ელის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ალი­კა თე­დე­ე­ვი: - 2008 წლის 6 აგ­ვის­ტოს და­მა­კა­ვა კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა. ე.წ. მო­დულ­ში უფ­რო­სის, თუ არ ვცდე­ბი, ჟღენ­ტის კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს. უჯ­რი­დან ამო­ი­ღეს პა­კე­ტი თეთ­რი ფხვნი­ლით და მი­თხრეს, ეს შე­ნია, ვე­რა­ფერს და­ამ­ტკი­ცებ და რა­საც გე­ტყვით, უნდა დაგ­ვთან­ხმდე, ხომ ხე­დავ, ომი და­წყე­ბუ­ლია, ცხინ­ვა­ლე­ლი კაცი ხარ და რა და­ვა­ლე­ბა­საც მოგ­ცემთ, უნდა შე­ას­რუ­ლოო. თურ­მე მა­ნამ­დე ჩემს ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ჩემი მშობ­ლე­ბი და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ცხინ­ვალ­ში ცხოვ­რო­ბენ, მე­უღ­ლე ქარ­თვე­ლი მყავს, აგა­რი­და­ნაა.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ გახ­დით კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სა­მიზ­ნე?

- ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხე­ლმძღვა­ნელ დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ევ­თან ვმუ­შა­ობ­დი და ამი­ტო­მაც მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ... ე.წ. მო­დულ­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს, ცხინ­ვალ­ში აფეთ­ქე­ბე­ბი მო­მე­წყო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში "სროკ­ზე გაშ­ვე­ბით" და­მე­მუქრნენ, სა­ი­და­ნაც "ცო­ცხა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­დი". უარი რომ ვთქვი, ფეხ­მძი­მე ცო­ლის და­პა­ტიმ­რე­ბით და­მე­მუქრნენ. იმა­ვე სა­ღა­მოს გა­დამ­ცეს კას­პის პო­ლი­ცი­ას ყა­ჩა­ღო­ბის შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით.

ესე­ნი რომ ამ­ბო­ბენ, ომი 8 აგ­ვის­ტოს და­ი­წყოო, არ არის მარ­თა­ლი. 1-2 აგ­ვის­ტო­დან უკვე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი იყო, იყ­ვნენ და­ხო­ცი­ლე­ბიც. 8 აგ­ვის­ტოს და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მიყ­ვა­ნეს გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და თქვეს, თით­ქოს მე ცხინ­ვალ­ში და­მა­პა­ტიმ­რეს. იქ დამ­ხვდა კახა ყა­ლი­ჩა­ვა, მეტ­სა­ხე­ლად "ცხრა­თი­თა", ზუს­ტად არ მახ­სოვს მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი ჯა­ლა­თი იყო. და­ი­წყო ჩემი წა­მე­ბა - შე­მაგ­დეს აბა­ნო­ში, ცე­მის დროს გა­ვი­თი­შე და როცა გონ­ზე მო­ვე­დი, არ შე­ვიმ­ჩნიე. იქ იყ­ვნენ ყა­ლი­ჩა­ვა, ვინ­მე რუს­ლა­ნა, ყა­ჭე­იშ­ვი­ლი. მეს­მო­და, ამ­ბობ­დნენ, "შტი­რი" და­ვუ­დოთ და გონ­ზე რომ მოვა, თავს მო­იკ­ლავ­სო. ბო­ლოს და­მიგ­დეს 2 ცალი "ბი­გის" სა­პარ­სი და აბა­ნოს კარი მო­კე­ტეს. წა­მოჯ­დო­მა რომ შევ­ძე­ლი, ხე­ლე­ბი გა­და­ვი­სე­რე, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და დი­ლით მო­ვე­დი გონს. კარ­ცერ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს და ხე­ლე­ბით მი­მა­ბეს ძელ­ზე. ვე­უბ­ნე­ბო­დი, მომ­კა­ლით, რა­ღას უყუ­რებთ-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხეს, შენ­თვის სიკ­ვდი­ლი მის­წრე­ბაა, წა­მე­ბით უნდა ამოგხდეს სუ­ლიო. ასე გრძელ­დე­ბო­და 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში - დღე­ში 5-ჯერ შე­მო­დი­ოდ­ნენ სა­კან­ში და მა­წა­მებ­დნენ. მა­ტყუ­ებ­დნენ, თით­ქოს ოჯა­ხი აღარ მყავ­და... სი­მარ­თლე სამი თვის შემ­დეგ შე­ვი­ტყვე, როცა ჩემ­თან "წი­თე­ლი ჯვა­რი" შე­მო­ვი­და. ცხინ­ვა­ლი­დან მე­ძებ­და ჩემი ოჯა­ხი. ცი­ხე­ში გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ქარ­თველ­მა მე­გობ­რებ­მა გა­და­მა­ტა­ნი­ნეს. ჩემ­მა ოჯახ­მა დღე­საც არ იცის, რა გა­მო­ვი­ა­რე...

- რო­გორც ვიცი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ჯა­შუ­შო­ბა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის შექ­მნა­ში გე­დე­ბო­დათ ბრა­ლი.

- ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. სხვა­თა შო­რის, ჩემი საქ­მე ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას საქ­მეს და­უ­კავ­ში­რეს - მას ჯა­შუ­შო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ და ცხინ­ვა­ლე­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ.

7 წელი დამ­რჩა მო­სახ­დე­ლი. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში იმე­დი მოგ­ვე­ცა, რომ აღარ გაგ­რძელ­დე­ბა ჩვე­ნი წა­მე­ბა. როცა გა­მო­ვალ, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს დაწ­ვრი­ლე­ბით შე­ი­ტყობს.

პრე­ტენ­ზია მაქვს არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, არა­მედ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ. ვგუ­ლის­ხმობ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს - ომი მათ და­ი­წყეს, სწო­რედ მათ კი­სერ­ზეა ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პა­ტი­მა­რი კაცი ვარ და გა­რეთ რომ ვიყო, უფრო ბევ­რი რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა­სა და ფაქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნას შევ­ძლებ­დი. უშუ­ა­ლოდ მქონ­და შე­ხე­ბა ასეთ ამ­ბებ­თან, კუ­ლუ­ა­რუ­ლი სა­უბ­რე­ბის მომსწრეც გახ­ლდით, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს მტკ­იცე­ბუ­ლე­ბე­ბი... იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვლა­პა­რა­კობ, რომ ოსი ვარ და ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი მაქვს. ეს ომი ამ ორი ადა­მი­ა­ნის უტვი­ნო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია...

ნა­ხე­ვა­რი სა­ნა­თე­საო ქარ­თვე­ლე­ბი მყავს, ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა მა­კავ­ში­რებს მათ­თან, ბო­ლოს და ბო­ლოს, შვი­ლი ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი მყავს. ასეც რომ არა, ქრის­ტი­ა­ნი და ღვთის მო­ში­ში კაცი ვარ. ვი­ღა­ცე­ბის უაზ­რო პო­ლი­ტი­კის გამო, ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის ასე­თი რამ არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. 5 წელი სრულ­დე­ბა, ქარ­თულ ცი­ხე­ში ვზი­ვარ და ქარ­თვე­ლე­ბის­გან კარ­გის მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს.

- ახ­ლა­ხან პატ­რი­არ­ქმა თქვე­ნი თანა­მე­მა­მუ­ლე მა­რეკ დუ­და­ე­ვი მო­ნათ­ლა. თუ გაქვთ მას­თან კონ­ტაქ­ტი და რა იცით, კვლავ ფიქ­რობს ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე?

- მა­რეკს ახ­ლოს ვიც­ნობ და ვიცი, დღეს­დღე­ო­ბით, ღვთის წყა­ლო­ბით, მოქ­ცე­უ­ლია და ლო­ცუ­ლობს. ჩვენ ღმერ­თმა და ლოც­ვამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ყვე­ლამ იცის, რა გა­და­ი­ტა­ნა მა­რეკ დუ­და­ევ­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის დიდ წვლილს შე­ი­ტანს ქარ­თვე­ლი და ოსი ხალ­ხე­ბის შე­რი­გე­ბა­სა და ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა­ში, მეც მის გვერ­დით დავ­დგე­ბი. ორი­ვე მხა­რეს ბევ­რი ცუდი აქვს ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­წყე­ბას უნდა მი­ე­ცეს, ჩვენ შო­რის შუღ­ლი აღარ უნდა არ­სე­ბობ­დეს.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"აგვისტოს ომი ორი ადამიანის - სააკაშვილისა და მერაბიშვილის უტვინო პოლიტიკის შედეგია"

"აგვისტოს ომი ორი ადამიანის - სააკაშვილისა და მერაბიშვილის უტვინო პოლიტიკის შედეგია"

ცხინვალელი ალიკა თედეევი საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის 6 აგვისტოს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში დააკავეს და ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. თედეევს 17 წელი და 6 თვე აქვს შეფარდებული და რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. როგორც თვითონ ამბობს, სამართალდამცველები თავდაპირველად მისი ჯაშუშობის მუხლით გასამართლებას ცდილობდნენ, თუმცა მტკიცებულებების უქონლობის გამო გადაიფიქრეს. ალიკა თედეევი თბილისსა და ცხინვალს შორის გასაცვლელ პატიმართა სიაშია და დღე-დღეზე ელის გათავისუფლებას.

ალიკა თედეევი: - 2008 წლის 6 აგვისტოს დამაკავა კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა. ე.წ. მოდულში უფროსის, თუ არ ვცდები, ჟღენტის კაბინეტში შემიყვანეს. უჯრიდან ამოიღეს პაკეტი თეთრი ფხვნილით და მითხრეს, ეს შენია, ვერაფერს დაამტკიცებ და რასაც გეტყვით, უნდა დაგვთანხმდე, ხომ ხედავ, ომი დაწყებულია, ცხინვალელი კაცი ხარ და რა დავალებასაც მოგცემთ, უნდა შეასრულოო. თურმე მანამდე ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ჩემი მშობლები და დედმამიშვილები ცხინვალში ცხოვრობენ, მეუღლე ქართველი მყავს, აგარიდანაა.

- თქვენი აზრით, რატომ გახდით კონტრდაზვერვის სამიზნე?

- ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხე­ლმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან ვმუშაობდი და ამიტომაც მითვალთვალებდნენ... ე.წ. მოდულში შემომთავაზეს, ცხინვალში აფეთქებები მომეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში "სროკზე გაშვებით" დამემუქრნენ, საიდანაც "ცოცხალი ვერ გამოვიდოდი". უარი რომ ვთქვი, ფეხმძიმე ცოლის დაპატიმრებით დამემუქრნენ. იმავე საღამოს გადამცეს კასპის პოლიციას ყაჩაღობის შეთითხნილი ბრალდებით.

ესენი რომ ამბობენ, ომი 8 აგვისტოს დაიწყოო, არ არის მართალი. 1-2 აგვისტოდან უკვე საომარი მოქმედებები დაწყებული იყო, იყვნენ დახოცილებიც. 8 აგვისტოს დასისხლიანებული მიმიყვანეს გლდანის მე-8 დაწესებულებაში და თქვეს, თითქოს მე ცხინვალში დამაპატიმრეს. იქ დამხვდა კახა ყალიჩავა, მეტსახელად "ცხრათითა", ზუსტად არ მახსოვს მისი თანამდებობა, მაგრამ ცნობილი ჯალათი იყო. დაიწყო ჩემი წამება - შემაგდეს აბანოში, ცემის დროს გავითიშე და როცა გონზე მოვედი, არ შევიმჩნიე. იქ იყვნენ ყალიჩავა, ვინმე რუსლანა, ყაჭეიშვილი. მესმოდა, ამბობდნენ, "შტირი" დავუდოთ და გონზე რომ მოვა, თავს მოიკლავსო. ბოლოს დამიგდეს 2 ცალი "ბიგის" საპარსი და აბანოს კარი მოკეტეს. წამოჯდომა რომ შევძელი, ხელები გადავისერე, გონება დავკარგე და დილით მოვედი გონს. კარცერში ჩამიყვანეს და ხელებით მიმაბეს ძელზე. ვეუბნებოდი, მომკალით, რაღას უყურებთ-მეთქი. მიპასუხეს, შენთვის სიკვდილი მისწრებაა, წამებით უნდა ამოგხდეს სულიო. ასე გრძელდებოდა 2 თვის განმავლობაში - დღეში 5-ჯერ შემოდიოდნენ საკანში და მაწამებდნენ. მატყუებდნენ, თითქოს ოჯახი აღარ მყავდა... სიმართლე სამი თვის შემდეგ შევიტყვე, როცა ჩემთან "წითელი ჯვარი" შემოვიდა. ცხინვალიდან მეძებდა ჩემი ოჯახი. ციხეში გაუსაძლისი მდგომარეობა ქართველმა მეგობრებმა გადამატანინეს. ჩემმა ოჯახმა დღესაც არ იცის, რა გამოვიარე...

- როგორც ვიცი, თავდაპირ­ველად, ჯაშუშობასა და შეიარა­ღებული ფორმირების შექმნაში გედებოდათ ბრალი.

- ცდილობდნენ, მაგრამ მტკიცებულება არ ჰქონდათ. სხვათა შორის, ჩემი საქმე ვახტანგ მაისაიას საქმეს დაუკავშირეს - მას ჯაშუშობას ედავებოდნენ და ცხინვალელები სჭირდებოდათ.

7 წელი დამრჩა მოსახდელი. ახალი ხელისუფლების პირობებში იმედი მოგვეცა, რომ აღარ გაგრძელდება ჩვენი წამება. როცა გამოვალ, ყველა ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობს.

პრეტენზია მაქვს არა ქართველი ხალხის, არამედ პოლიტიკოსების მიმართ. ვგულისხმობ სააკაშვილსა და მერაბიშვილს - ომი მათ დაიწყეს, სწორედ მათ კისერზეა ეს დიდი პასუხისმგებლობა. პატიმარი კაცი ვარ და გარეთ რომ ვიყო, უფრო ბევრი რამის დამტკიცებასა და ფაქტების მოყვანას შევძლებდი. უშუალოდ მქონდა შეხება ასეთ ამბებთან, კულუარული საუბრების მომსწრეც გახლდით, შენახული მაქვს მტკ­იცებულებები... იქიდან გამომდინარე არ ვლაპარაკობ, რომ ოსი ვარ და ჩემი ინტერესები მაქვს. ეს ომი ამ ორი ადამიანის უტვინო პოლიტიკის შედეგია...

ნახევარი სანათესაო ქართველები მყავს, ნათელმირონობა მაკავშირებს მათთან, ბოლოს და ბოლოს, შვილი ნახევრად ქართველი მყავს. ასეც რომ არა, ქრისტიანი და ღვთის მოშიში კაცი ვარ. ვიღაცების უაზრო პოლიტიკის გამო, ქართველებსა და ოსებს შორის ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. 5 წელი სრულდება, ქართულ ციხეში ვზივარ და ქართველებისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს.

- ახლახან პატრიარქმა თქვენი თანა­მემამულე მარეკ დუდაევი მონათლა. თუ გაქვთ მასთან კონტაქტი და რა იცით, კვლავ ფიქრობს ანგარიშსწორებაზე?

- მარეკს ახლოს ვიცნობ და ვიცი, დღესდღეობით, ღვთის წყალობით, მოქცეულია და ლოცულობს. ჩვენ ღმერთმა და ლოცვამ გადაგვარჩინა. ყველამ იცის, რა გადაიტანა მარეკ დუდაევმა. დარწმუნებული ვარ, ის დიდ წვლილს შეიტანს ქართველი და ოსი ხალხების შერიგებასა და ძველი ურთიერთობების აღდგენაში, მეც მის გვერდით დავდგები. ორივე მხარეს ბევრი ცუდი აქვს ერთმანეთისთვის გაკეთებული და ყველაფერი დავიწყებას უნდა მიეცეს, ჩვენ შორის შუღლი აღარ უნდა არსებობდეს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ