პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანჩოს მიერ ციხეში გატარებული ერთი წელი - "ჩემმა სიმღერებმა გადამარჩინა"
პანჩოს მიერ ციხეში გატარებული ერთი წელი - "ჩემმა სიმღერებმა გადამარჩინა"

პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი პან­ჩო თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა, დღეს თავს ოთა­ხის მო­ხატ­ვით ირ­თობს და სა­მო­მავ­ლოდ არა­ერ­თი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც გეგ­მავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან­ვე გა­მაფრ­თხი­ლა, დიდი მო­ლა­პა­რა­კე არ ვარო, მა­ინც ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ...

- რო­გორ ბრძან­დე­ბით?

- ისევ "ცი­ხე­ში" ვარ (იღი­მის)...

- ეგ, რო­გორ?

- ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­რეთ ვერ გავ­დი­ვარ. ნორ­მა­ლუ­რად ვერც ვმღე­რი და ვერც ვლა­პა­რა­კობ. მოკ­ლედ, ექიმ­მა "სრო­კი" და­მი­მა­ტა...

- რე­ა­ლუ­რად კი, ცი­ხე­ში ლა­მის ერთი წელი დაჰ­ყა­ვით, რად­გა­ნაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გქონ­დათ მოს­ჯი­ლი...

- ჰო, ცუდი ყო­ფაქ­ცე­ვის­თვის დამ­სა­ჯეს... ცოტა რთუ­ლი კი არის, იმ სა­ში­ნე­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, სა­დაც ვი­ყა­ვი, ნამ­დვი­ლად სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი იყო, რო­მე­ლიც ლომ­ბარ­დის პრინ­ცი­პით მუ­შა­ობ­და, - ადა­მი­ა­ნებს ისეთ პი­რო­ბებს უქ­მნი­და, მთელ ქო­ნე­ბას აყიდ­ვი­ნებ­და, რომ იმ სა­ში­ნე­ლე­ბის­თვის თავი და­ეღ­წია... ჩემ­გან არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­თხო­ვია... მე მოს­ჯი­ლი მქონ­და, სას­ჯე­ლი უნდა მო­მე­ხა­და და ვიხ­დი­დი... ხომ არ გგო­ნი­ათ, პა­ტიმ­რებს შო­რის ყვე­ლა ძვე­ლი ბიჭი და თვა­ლებ­ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მკვლე­ლი იყო?! იქა­უ­რო­ბა გა­დავ­სე­ბუ­ლი გახ­ლდათ გლე­ხე­ბით, რომ­ლებ­საც მა­გა­ლი­თად, კი­ლოგ­რა­მი ჯარ­თის მო­პარ­ვი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე წელი ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი... ჩემ­თან ერ­თად, 80 წლის მო­ხუ­ცე­ბუ­ლიც იჯდა...

- რო­მელ ცი­ხე­ში იხ­დი­დით სას­ჯელს?

- გლ­და­ნის მერ­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ში გახ­ლდით. იქ ჩემი "ცო­ცხით" ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი (იცი­ნის).

- სა­ნამ ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­დით, ალ­ბათ, გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გქონ­დათ იმ სამ­ყა­რო­ზე, არა?

- კი ვი­ცო­დი, რომ ცი­ხე­ში კარ­გი სი­ტუ­ა­ცია არ იყო, მაგ­რამ რაც იქ ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, იმას, მა­ნამ­დე რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი?!. ცი­ხე­ში ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი, პა­ტიმ­რებს კონ­ცერ­ტებს ვუ­ტა­რებ­დით ხოლ­მე... შეს­ვლი­სას ოფი­ცერს ვუ­თხა­რი, - სა­ღა­მოს გი­ტა­რას მო­მი­ტა­ნენ და შე­მო­ა­ტა­ნი­ნე-მეთ­ქი. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და, - თუ იცი, სა­ერ­თოდ სად მოხ­ვდიო?! გი­ტა­რა კი არა, ჩაი და ყავა არ გვქონ­და, რომ დაგ­ვე­ლია... რა­დიო იყო ისე­თი, ყური უნდა მი­გე­დო, რამე რომ მო­გეს­მი­ნა... სხვა საქ­მე რომ არა­ფე­რი მქონ­და, ცი­ხის უფ­რო­სის სა­ხელ­ზე წე­რი­ლებს ვწერ­დი, გი­ტა­რა შე­მო­ა­ტა­ნი­ნეთ-მეთ­ქი, რი­თაც ვხა­ლი­სობ­დი... არა­და, პა­ტიმ­რე­ბი ისეთ სტრეს­ში იყ­ვნენ, ღა­მე­ებს ათე­ნებ­დნენ. ღა­მით ბევ­რს კა­მე­რა­ში უც­ვივ­დე­ბოდ­ნენ, სცემ­დნენ... იმ მწვა­ლებ­ლე­ბის გუნდში ნორ­მა­ლუ­რი ოფიც­რე­ბიც იყ­ვნენ, გა­მი­მარ­თლა, რად­გან მათ­თან მოვ­ხვდი... მთელ ცი­ხე­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კე სა­შინ­ლად გვთრგუ­ნავ­და...

- ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა თქვენ­ზეც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და?

- არა. მოკ­ლედ, ჩემ­მა სიმ­ღე­რებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა, მაგ­რამ როცა უყუ­რებ, რო­გორ სცე­მენ სხვებს და შენ გე­უბ­ნე­ბი­ან, - გა­ი­ა­რეო, მერ­ჩივ­ნა, ჩემ­თვი­საც და­ერ­ტყათ... ერთხელ, სიმ­ღე­რის გამო კარ­ცერ­ში მსვამ­დნენ.

- რო­გორ?

- რა­დი­ო­ში ჩემს "ცაში ახე­დეს" ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ და თა­ნა­მო­საკ­ნე­ებ­მა მი­თხრეს, - შენი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჯობ­სო. მეც ერთი სტრო­ფი წა­ვიმ­ღე­რე და სა­კან­ში თავი შე­მო­ყო ოფი­ცერ­მა. მერე ალ­ბათ იფიქ­რა, კარ­ცერ­ში სიმ­ღე­რის გამო რო­გორ ჩავ­სვაო და შე­მეშ­ვა. სიმ­ღე­რას ვინ ჩი­ვის, სა­კან­ში ჩურ­ჩუ­ლით ვლა­პა­რა­კობ­დით, ხმა გა­რეთ რომ არ გა­სუ­ლი­ყო...

- ახ­სე­ნეთ, ციხე ლომ­ბარ­დის პრინ­ცი­პით მუ­შა­ობ­დაო...

- კი, იქ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი გაქვს ფული, სად გაქვს სახ­ლი, რა მან­ქა­ნა გყავს. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ხედ­ვით აწე­სე­ბენ იმ თან­ხას, რო­მე­ლიც გი­რა­ოს სა­ხით უნდა გა­და­ი­ხა­დო.

ჩემს კა­მე­რა­ში ბიჭი იჯდა, რომ­ლის ამ­ბა­ვიც ასე­თი იყო: მისი მან­ქა­ნა პო­ლი­ცი­ელს მო­ე­წო­ნა. უთხრა, მოგ­ვე­ციო. ამან - გი­ჟე­ბი ხომ არ ხარ­თო?! ცოტა ხან­ში ის ბიჭი და­ი­ჭი­რეს და მან­ქა­ნაც "აა­ხი­ეს"... ჩემ­თან ერთი ბა­ბუა იჯდა, მე­ზობ­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე კურ­დღე­ლი მო­ე­პა­რა... როცა ადა­მი­ანს პუ­რის ფული არ აქვს, წავა და მო­ი­პა­რავს, აბა, რას იზამს?! სას­ჯელს მავ­თუ­ლის მო­პარ­ვის­თვი­საც იხ­დიდ­ნენ... ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ვე­ლი ის იყო, როცა გა­მოჭ­რი­ლი ფან­ჯრი­დან ვხე­დავ­დით, გვა­მე­ბი შე­ნო­ბი­დან რო­გორ გაჰ­ქონ­დათ. არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს ცე­მის­გან დან­გრე­ულ-ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლე­ბი. ცი­ხე­ში ახა­ლი "სას­ტა­ვი" რომ მო­ვი­დო­და, კა­რან­ტინ­ში ამ­ყო­ფებ­დნენ. კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის შემ­დეგ, პა­ტიმ­რებს ისე სცემ­დნენ, სა­წყლე­ბი ერ­თმა­ნეთს დე­რეფ­ნებ­ში მი­ათ­რევ­დნენ...

ერთხელ კა­მე­რა­ში სი­გა­რე­ტი მოვ­წიე, ამის გამო, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს კა­მე­რას მა­ღა­ზია დაგ­ვი­კე­ტეს, სა­დაც სა­ჭი­რო ნივ­თებს ვყი­დუ­ლობ­დით...

- რო­დე­საც ცი­ხის შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, მა­შინ რა ხდე­ბო­და თქვენს კა­მე­რა­ში?

- რო­გორც კი ის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, ცი­ხე­ში ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. თა­ვი­დან ვერც კი გა­ვი­გეთ, რა ხდე­ბო­და. რა­დიო გა­თი­შეს და ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ ვი­ღებ­დით, გა­რე­დან ყვი­რი­ლის ხმა გვეს­მო­და, რად­გან ცი­ხეს­თან უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი... მა­ნამ­დე თუ კვი­რა­ში ერთხელ შეგ­ვეძ­ლო ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­რეკ­ვა, მა­შინ ორ­ჯერ გვა­რეკ­ვი­ნებ­დნენ, თუ აბა­ნო­ში კვი­რა­ში ერთხელ, 5 წუ­თით შევ­ყავ­დით, ზოგი ტან­საც­მლი­ა­ნი ბა­ნა­ობ­და, გახ­დას რომ ვერ ას­წრებ­და, მერე ბა­ნა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას კვი­რა­ში ორ­ჯერ გვაძ­ლევ­დნენ... ტე­ლე­ვი­ზო­რი და ჩა­ი­და­ნიც ვი­ყი­დეთ და ყა­ვის და­ლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვქონ­და... ის კად­რე­ბი რომ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვერ მო­ვი­დო­და და ისევ ცი­ხე­ში ვიჯ­დე­ბო­დი. ცი­ხი­დან ჩემს გა­მოყ­ვა­ნა­ზე ჩემი ბიჭი "ჩა­ლი­ჩობ­და". მოკ­ლედ, შვი­ლებ­ზე ღი­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შე­მიქ­მნია ცხოვ­რე­ბა­ში...

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­მის შეც­ვლას აპი­რებთ...

- იმე­დი მაქვს, რომ არა მარ­ტო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­შიც ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა... ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას ჩემს გან­ვლილ გზა­ზე ვი­ფიქ­რე, აზ­რზე მო­ვე­დი, ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი... ცხოვ­რე­ბა მალე გა­დის... არა­და, უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი მაქვს, სა­გი­ჟეთ­შიც კი ვყო­ფილ­ვარ... უკვე ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის დროა.

- სა­გი­ჟეთ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რა­ღაც ვი­ხუ­ლიგ­ნე და... მა­შინ რუ­სეთ­ში გახ­ლდით. იქ ძმამ ჩა­მო­მა­კი­თხა, სა­გი­ჟე­თი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა და გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ერ­თად, რეს­ტო­რან­ში წა­ვე­დით. რეს­ტორ­ნი­დან რომ გა­მო­ვე­დით, გა­მომ­ძი­ე­ბელს ვთხო­ვე, - ოღონ­დაც, დღეს გა­მიშ­ვით და ხვალ დი­ლით, სა­გი­ჟეთ­ში ჩემი ფე­ხით მი­ვალ-მეთ­ქი. და­მი­ჯე­რა, - წადი და დი­ლით მი­დიო. შე­მეძ­ლო, არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სი­ტყვა შე­ვას­რუ­ლე. ამის გამო გა­მომ­ძი­ე­ბელს სა­სა­მარ­თლო არც გა­უ­მარ­თავს, დარ­ბა­ზი­დან­ვე გა­მო­მიშ­ვა. ჩვენ­გან ფუ­ლიც კი არ აიღო...

- თქვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი უყ­ვართ და ხში­რა­დაც მღე­რი­ან...

- მასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არც არა­სო­დეს ვიმ­ღე­რებ­დი. პრო­ფე­სი­ით არც მომ­ღე­რა­ლი ვარ და არც მხატ­ვა­რი, მაგ­რამ ორი­ვე საქ­მე მიყ­ვარს... ახლა ჩემი ოთა­ხის მო­ხატ­ვას ვაგ­რძე­ლებ. მომ­წონს ეს საქ­მე...

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას მე­ტყვით?

- მალე ალ­ბომს გა­მო­ვუშ­ვებ. ყვე­ლა სიმ­ღე­რა მზად არის, მაგ­რამ 4-5 წე­ლია, მის გა­მოს­ვლას საშ­ვე­ლი არ და­ად­გა... სიმ­ღე­რებ­საც ვწერ და უკვე იმ­დე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი და­მიგ­როვ­და, მე­ო­რე ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ჯერ პირ­ველს უნდა მივ­ხე­დო.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პანჩოს მიერ ციხეში გატარებული ერთი წელი - "ჩემმა სიმღერებმა გადამარჩინა"

პანჩოს მიერ ციხეში გატარებული ერთი წელი - "ჩემმა სიმღერებმა გადამარჩინა"

პოპულარული სიმღერების ავტორი პანჩო თითქმის ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, დღეს თავს ოთახის მოხატვით ირთობს და სამომავლოდ არაერთი იდეის განხორციელებასაც გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გამაფრთხილა, დიდი მოლაპარაკე არ ვარო, მაინც ბევრი ვისაუბრეთ...

- როგორ ბრძანდებით?

- ისევ "ციხეში" ვარ (იღიმის)...

- ეგ, როგორ?

- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარეთ ვერ გავდივარ. ნორმალურად ვერც ვმღერი და ვერც ვლაპარაკობ. მოკლედ, ექიმმა "სროკი" დამიმატა...

- რეალურად კი, ციხეში ლამის ერთი წელი დაჰყავით, რადგანაც თავისუფლების აღკვეთა გქონდათ მოსჯილი...

- ჰო, ცუდი ყოფაქცევისთვის დამსაჯეს... ცოტა რთული კი არის, იმ საშინელების გახსენება, სადაც ვიყავი, ნამდვილად საკონცენტრაციო ბანაკი იყო, რომელიც ლომბარდის პრინციპით მუშაობდა, - ადამიანებს ისეთ პირობებს უქმნიდა, მთელ ქონებას აყიდვინებდა, რომ იმ საშინელებისთვის თავი დაეღწია... ჩემგან არავის არაფერი მოუთხოვია... მე მოსჯილი მქონდა, სასჯელი უნდა მომეხადა და ვიხდიდი... ხომ არ გგონიათ, პატიმრებს შორის ყველა ძველი ბიჭი და თვალებჩასისხლიანებული მკვლელი იყო?! იქაურობა გადავსებული გახლდათ გლეხებით, რომლებსაც მაგალითად, კილოგრამი ჯართის მოპარვისათვის რამდენიმე წელი ჰქონდათ მისჯილი... ჩემთან ერთად, 80 წლის მოხუცებულიც იჯდა...

- რომელ ციხეში იხდიდით სასჯელს?

- გლდანის მერვე საპყრობილეში გახლდით. იქ ჩემი "ცოცხით" ვიყავი მისული (იცინის).

- სანამ ციხეში აღმოჩნდებოდით, ალბათ, გარკვეული წარმოდგენა გქონდათ იმ სამყაროზე, არა?

- კი ვიცოდი, რომ ციხეში კარგი სიტუაცია არ იყო, მაგრამ რაც იქ ჩემი თვალით ვნახე, იმას, მანამდე როგორ წარმოვიდგენდი?!. ციხეში ნამყოფი ვიყავი, პატიმრებს კონცერტებს ვუტარებდით ხოლმე... შესვლისას ოფიცერს ვუთხარი, - საღამოს გიტარას მომიტანენ და შემოატანინე-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, - თუ იცი, საერთოდ სად მოხვდიო?! გიტარა კი არა, ჩაი და ყავა არ გვქონდა, რომ დაგველია... რადიო იყო ისეთი, ყური უნდა მიგედო, რამე რომ მოგესმინა... სხვა საქმე რომ არაფერი მქონდა, ციხის უფროსის სახელზე წერილებს ვწერდი, გიტარა შემოატანინეთ-მეთქი, რითაც ვხალისობდი... არადა, პატიმრები ისეთ სტრესში იყვნენ, ღამეებს ათენებდნენ. ღამით ბევრს კამერაში უცვივდებოდნენ, სცემდნენ... იმ მწვალებლების გუნდში ნორმალური ოფიცრებიც იყვნენ, გამიმართლა, რადგან მათთან მოვხვდი... მთელ ციხეში გამეფებული სისასტიკე საშინლად გვთრგუნავდა...

- ფიზიკური ძალადობა თქვენზეც ხორციელდებოდა?

- არა. მოკლედ, ჩემმა სიმღერებმა გადამარჩინა, მაგრამ როცა უყურებ, როგორ სცემენ სხვებს და შენ გეუბნებიან, - გაიარეო, მერჩივნა, ჩემთვისაც დაერტყათ... ერთხელ, სიმღერის გამო კარცერში მსვამდნენ.

- როგორ?

- რადიოში ჩემს "ცაში ახედეს" ახალგაზრდა ბიჭები ასრულებდნენ და თანამოსაკნეებმა მითხრეს, - შენი შესრულებული ჯობსო. მეც ერთი სტროფი წავიმღერე და საკანში თავი შემოყო ოფიცერმა. მერე ალბათ იფიქრა, კარცერში სიმღერის გამო როგორ ჩავსვაო და შემეშვა. სიმღერას ვინ ჩივის, საკანში ჩურჩულით ვლაპარაკობდით, ხმა გარეთ რომ არ გასულიყო...

- ახსენეთ, ციხე ლომბარდის პრინციპით მუშაობდაო...

- კი, იქ ყველამ ყველაფერი იცის, მაგალითად, რამდენი გაქვს ფული, სად გაქვს სახლი, რა მანქანა გყავს. ამ ყველაფრის მიხედვით აწესებენ იმ თანხას, რომელიც გირაოს სახით უნდა გადაიხადო.

ჩემს კამერაში ბიჭი იჯდა, რომლის ამბავიც ასეთი იყო: მისი მანქანა პოლიციელს მოეწონა. უთხრა, მოგვეციო. ამან - გიჟები ხომ არ ხართო?! ცოტა ხანში ის ბიჭი დაიჭირეს და მანქანაც "აახიეს"... ჩემთან ერთი ბაბუა იჯდა, მეზობლისთვის რამდენიმე კურდღელი მოეპარა... როცა ადამიანს პურის ფული არ აქვს, წავა და მოიპარავს, აბა, რას იზამს?! სასჯელს მავთულის მოპარვისთვისაც იხდიდნენ... ყველაზე დამთრგუნველი ის იყო, როცა გამოჭრილი ფანჯრიდან ვხედავდით, გვამები შენობიდან როგორ გაჰქონდათ. არაერთხელ მინახავს ცემისგან დანგრეულ-ჩალურჯებულები. ციხეში ახალი "სასტავი" რომ მოვიდოდა, კარანტინში ამყოფებდნენ. კარანტინის დაშლის შემდეგ, პატიმრებს ისე სცემდნენ, საწყლები ერთმანეთს დერეფნებში მიათრევდნენ...

ერთხელ კამერაში სიგარეტი მოვწიე, ამის გამო, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს კამერას მაღაზია დაგვიკეტეს, სადაც საჭირო ნივთებს ვყიდულობდით...

- როდესაც ციხის შემზარავი კადრები გავრცელდა, მაშინ რა ხდებოდა თქვენს კამერაში?

- როგორც კი ის კადრები გავრცელდა, ციხეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. თავიდან ვერც კი გავიგეთ, რა ხდებოდა. რადიო გათიშეს და ინფორმაციას ვერ ვიღებდით, გარედან ყვირილის ხმა გვესმოდა, რადგან ციხესთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი... მანამდე თუ კვირაში ერთხელ შეგვეძლო ოჯახის წევრებთან დარეკვა, მაშინ ორჯერ გვარეკვინებდნენ, თუ აბანოში კვირაში ერთხელ, 5 წუთით შევყავდით, ზოგი ტანსაცმლიანი ბანაობდა, გახდას რომ ვერ ასწრებდა, მერე ბანაობის საშუალებას კვირაში ორჯერ გვაძლევდნენ... ტელევიზორი და ჩაიდანიც ვიყიდეთ და ყავის დალევის საშუალებაც გვქონდა... ის კადრები რომ არ გავრცელებულიყო, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ისევ ციხეში ვიჯდებოდი. ციხიდან ჩემს გამოყვანაზე ჩემი ბიჭი "ჩალიჩობდა". მოკლედ, შვილებზე ღირებული არაფერი შემიქმნია ცხოვრებაში...

- დარწმუნებული ვარ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლას აპირებთ...

- იმედი მაქვს, რომ არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, ქვეყანაშიც ბევრი რამ შეიცვლება... ციხეში ყოფნისას ჩემს განვლილ გზაზე ვიფიქრე, აზრზე მოვედი, ბევრს ვკითხულობდი... ცხოვრება მალე გადის... არადა, უკვე ყველაფერი ნანახი მაქვს, საგიჟეთშიც კი ვყოფილვარ... უკვე ცხოვრების შეცვლის დროა.

- საგიჟეთში როგორ აღმოჩნდით?

- საბჭოთა კავშირის დროს რაღაც ვიხულიგნე და... მაშინ რუსეთში გახლდით. იქ ძმამ ჩამომაკითხა, საგიჟეთიდან გამომიყვანა და გამომძიებელთან ერთად, რესტორანში წავედით. რესტორნიდან რომ გამოვედით, გამომძიებელს ვთხოვე, - ოღონდაც, დღეს გამიშვით და ხვალ დილით, საგიჟეთში ჩემი ფეხით მივალ-მეთქი. დამიჯერა, - წადი და დილით მიდიო. შემეძლო, არ მივსულიყავი, მაგრამ სიტყვა შევასრულე. ამის გამო გამომძიებელს სასამართლო არც გაუმართავს, დარბაზიდანვე გამომიშვა. ჩვენგან ფულიც კი არ აიღო...

- თქვენი სიმღერები უყვართ და ხშირადაც მღერიან...

- მასე რომ არ ყოფილიყო, არც არასოდეს ვიმღერებდი. პროფესიით არც მომღერალი ვარ და არც მხატვარი, მაგრამ ორივე საქმე მიყვარს... ახლა ჩემი ოთახის მოხატვას ვაგრძელებ. მომწონს ეს საქმე...

- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით?

- მალე ალბომს გამოვუშვებ. ყველა სიმღერა მზად არის, მაგრამ 4-5 წელია, მის გამოსვლას საშველი არ დაადგა... სიმღერებსაც ვწერ და უკვე იმდენი ნამუშევარი დამიგროვდა, მეორე ალბომის გამოშვებაც შეიძლება, მაგრამ ჯერ პირველს უნდა მივხედო.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება