საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმალაძეების ოჯახში ქალის ხელს არავინ თხოულობს
ხმალაძეების ოჯახში ქალის ხელს არავინ თხოულობს

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის ოჯახ­ში ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­თან­ხმებ­ლად ქა­ლა­ქის ნო­მერ­ზე დავ­რე­კე. ყურ­მი­ლი პა­ტა­რა ბიჭ­მა აიღო. გა­მეც­ნო: - მე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე ვარ, ოღონდ - პა­ტა­რა ვახ­ტან­გი, პაპა სახ­ლში არ არი­სო. მერე ტე­ლე­ფონ­თან "დი­დე­და მა­ნა­ნი­კოს" უხმო. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა მა­ჩხა­ნე­ლი ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია, კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი. მა­ნა­ნა­სა და ვახ­ტანგს ორი შვი­ლი ჰყავთ - ნინო და ირაკ­ლი. ნინო ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრია და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, და­ვით კირ­ვა­ლი­ძის მე­უღ­ლე. ირაკ­ლის თსუ-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ სა­სა­უბ­როდ შინ მი­მი­პა­ტი­ჟა. ის პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მის პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას უყუ­რებ­და.

- პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მებს თვალს ხში­რად ადევ­ნებთ?

- როცა დრო მაქვს, ვუ­ყუ­რებ. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა.

- მე­უღ­ლეს შე­ნიშ­ვნას ან რჩე­ვას აძ­ლევთ?

- ზოგ­ჯერ აზრს ვუ­ზი­ა­რებ. რჩე­ვით, აბა, რა უნდა ვურ­ჩიო? მას ეს საქ­მე ჩემ­ზე კარ­გად ეს­მის.

- თქვენს ნათ­ქვამს ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- მის­მენს ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­ტყვე­ლე­ბას და ლექ­სი­კას, ვფიქ­რობ, საყ­ვე­დურს არ იმ­სა­ხუ­რებს. ქ-ნი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე არის თქვენ­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი? ჰოდა, ქ-ნ-მა მზე­ქა­ლამ ბევ­რჯერ შე­უ­ქო ვახ­ტანგს ქარ­თუ­ლი. მე ეს, რო­გორც ფი­ლო­ლოგს, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წილს ოჯახ­ში პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს, თქვენს შემ­თხვე­ვა­შიც ასეა?

- რომ გი­თხრათ, პო­ლი­ტი­კა­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ არ­სე­ბობს ჩვენ­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო თე­მე­ბი - შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, თა­ვი­სი რუ­ტი­ნუ­ლი თუ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით და ა.შ.

- ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ახერ­ხებს?

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. როცა დრო გვაქვს, სა­ღა­მო­ო­ბით შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან მივ­დი­ვართ. ჩემს ქა­ლიშ­ვილს 3 შვი­ლი ჰყავს. ვახ­ტან­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მთხრო­ბე­ლია და ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ მისი ნა­ამ­ბო­ბი ზღაპ­რე­ბი და ის­ტო­რი­ე­ბი. სა­ერ­თოდ, ოთხი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი გიჟ­დე­ბა პა­პა­ზე.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი ხართ?

- 1980 წელს შე­ვუღლდით, დე­კემ­ბერ­ში 33 წელი გახ­დე­ბა.

- ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- 70-იანი წლე­ბის ბო­ლოს თსუ-ის ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა და მა­თე­მა­ტი­კოს­თა ერთ ჯგუფს გა­უჩ­ნდა იდეა, დახ­მა­რე­ბო­და ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის - ბა­რა­ლე­თი­სა და კო­თე­ლი­ას სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო (სამ­წუ­ხა­როდ, ახლა რა ხდე­ბა იქ, არ ვიცი). მე მა­შინ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტში ვმუ­შა­ობ­დი. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ფი­ლო­ლო­გე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი შე­ვუ­ერ­თდით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლებს. და­ი­წყო ხან­გრძლი­ვი ოდი­სეა ის­ტო­რი­ულ მეს­ხეთ­ში. ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას "ელექტრი­ჩკით" მივ­დი­ო­დით. გზა გა­ჭი­მუ­ლი, მაგ­რამ მხი­ა­რუ­ლი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი იყო. ვსა­უბ­რობ­დით ყვე­ლა­ფერ­ზე - ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, მუ­სი­კა­სა და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ბედ­ზე. იქ გა­ვი­ცა­ნი ვახ­ტან­გი.

- ბა­ტონ­მა ვახ­ტან­გმა რით მოგ­ხიბ­ლათ?

- გულ­წრფე­ლო­ბით, გამ­ბე­და­ო­ბით, პირ­და­პი­რო­ბით, მო­მე­ტე­ბუ­ლი წე­სი­ე­რე­ბით, სხვა­ზე ზრუნ­ვის უნა­რით. მას­ში არა­ნა­ი­რი სი­ყალ­ბე არ იყო. დღემ­დე ასე­თია. ვახ­ტანგს, ისე­ვე რო­გორც ბევრ იმ­დრო­ინ­დელ ახალ­გაზ­რდას, მრა­ვალ­მხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და და სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რად გვიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ. ვახ­ტან­გის ოჯახს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ვახ­ტან­გის პა­პის ოჯა­ხი დიდი ხნის ემიგ­რი­რე­ბუ­ლი იყო საფ­რან­გეთ­ში. ვახ­ტან­გის დედა, თა­მარ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ნი­ცა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვახ­ტან­გის პაპა და­ი­ჭი­რეს. მა­შინ ყვე­ლას ეგო­ნა, რომ იგი გა­და­სახ­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, 1937 წელსვე და­უხვრე­ტი­ათ თბი­ლის­ში. დე­ი­და თა­მა­რი 18-19 წლის იყო, როცა გა­და­ა­სახ­ლეს. 4 წელი ციმ­ბი­რის მი­ვარ­დნილ სო­ფელ­ში გა­ა­ტა­რა. გა­და­სახ­ლე­ბის ამ­ბებს რომ იხ­სე­ნებ­და, თა­ვა­დაც ტი­რო­და და ჩვენც გვა­ტი­რებ­და. გა­და­სახ­ლე­ბი­დან რომ დაბ­რუნ­და, სტო­მა­ტო­ლო­გი გახ­და. დე­ი­და თა­მა­რი გა­და­სახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ერთ სა­ხა­ლი­სო ამ­ბავს იხ­სე­ნებ­და: II მსოფ­ლიო ომი რომ და­ი­წყო, ექი­მი ქა­ლე­ბი ომში გა­საწ­ვე­ვად კო­მი­სა­რი­ატ­ში დაგ­ვი­ბა­რეს. რომ მი­ვე­დი, გა­მომ­კი­თხეს: - რა გვა­რი ხარ? - თუ­მა­ნიშ­ვი­ლი. სად და­ი­ბა­დე? - ნი­ცა­ში. - რა­ი­ო­ნი მი­თხა­რი, სოფ­ლის სა­ხელს ნუ მე­უბ­ნე­ბიო, - შე­მოს­წყრო­მია ვი­ღაც. ბო­ლოს გა­არ­კვი­ეს, რომ საფ­რან­გეთ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, სა­ზღვარ­გა­რეთ ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავ­და და თა­ვა­დაც გა­და­სახ­ლე­ბა­ში იყო ნამ­ყო­ფი. ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სან­დოდ არ ჩამ­თვა­ლეს და ომში აღარ წა­მიყ­ვა­ნე­სო... ვახ­ტან­გის ბიძა მა­მის მხრი­დან, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო. 1924 წელს დახ­ვრი­ტეს.

- ბა­ტონ ვახ­ტანგს ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არას­დროს უსა­უბ­რია.

- მარ­თა­ლია, არ ლა­პა­რა­კობს. ასე­თი­ვე­ნი არი­ან ჩემი შვი­ლე­ბიც. არც მათ უყ­ვართ სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა.

- ეს თავ­მდაბ­ლო­ბაა?

- ალ­ბათ. და კი­დევ ის, რომ ასე­თი თე­მე­ბი ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი გაც­ნო­ბის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და, მალე და­ო­ჯახ­დით?

- 1980 წელს სვა­ნეთ­ში ვი­ყა­ვით, ფე­ხით მო­ვი­ა­რეთ. იქ უფრო და­ვახ­ლოვ­დით და დავ­რწმუნ­დით, რომ ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი გვა­კავ­ში­რებ­და. მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით.

- სიყ­ვა­რულ­ში რო­გორ გა­მო­გი­ტყდათ?

- ვახ­ტან­გი სენ­ტი­მენ­ტა­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ერთ დღეს მო­ვი­და და მი­თხრა, ხელი ხომ არ მო­ვა­წე­რო­თო? მორ­ჩა და გა­თავ­და.

- რო­გორც ვხვდე­ბი, რო­მან­ტი­კო­სი არ არის.

- ზო­მი­ე­რად. სა­მა­გი­ე­როდ, იდე­ა­ლის­ტი და ზედ­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტია.

- თქვენ?

- მეც იდე­ა­ლის­ტი ვარ და ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კო­სი. პრე­ტენ­ზია მაქვს მე­ლო­მა­ნო­ბა­ზე. მუ­სი­კა და პო­ე­ზია მიყ­ვარს. ვახ­ტან­გი პრო­ზის კა­ცია.

- რო­გო­რი მა­მაა?

- მისი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ალ­ბათ, თვი­თონ რომ ისურ­ვებ­და, შვი­ლებს იმ­დე­ნი დრო ვერ და­უთ­მო. მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას ვერ ას­წრებს. ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მობს, ფიქ­რობს, სულ მუ­შა­ობს. მო­უც­ლე­ლო­ბის გამო ბავ­შვებს ბევ­რი და­აკ­ლდათ, მაგ­რამ ცუდი შვი­ლე­ბი არ გვყავს. ვახ­ტან­გი ყო­ველ­თვის მათ გვერ­დით იდგა, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ. თუმ­ცა, შვი­ლებს აბ­სო­ლუ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დით.

- თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) დათო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბაა.

- იშ­ვი­ა­თია, სი­დედ­რი სი­ძე­ზე ამას ამ­ბობ­დეს.

- ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი რძა­ლი. სა­ლო­მე ფრი­დონ ხალ­ვა­შის შვი­ლიშ­ვი­ლია. მე და ვახ­ტან­გი ვამ­ბობთ, რომ 4 შვი­ლი გვყავს. ჩვენს ოჯახ­ში კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ.

- ბა­ტო­ნი და­ვი­თი თქვენ­თან მო­ვი­და და ქა­ლიშ­ვი­ლის ხელი გთხო­ვათ?

- არა. ჯერ ნი­ნომ გვი­თხრა, მერე და­თოც გა­ვი­ცა­ნით. ვახ­ტან­გი შო­რი­დან იც­ნობ­და. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შეხ­ვედ­რა იყო, კლა­სი­კუ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბი, ხე­ლის თხოვ­ნა და მსგავ­სი რამ არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. სხვა­თა შო­რის, ჩემი ხელი არც ვახ­ტანგს უთხო­ვია მა­მა­ჩე­მის­თვის და არც - და­თოს - ვახ­ტან­გის­თვის. მახ­სოვს, ამ დღის­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფლა­ვი მო­ვამ­ზა­დე. აღ­მოჩ­ნდა, რომ და­თოს ბრინ­ჯი არ უყ­ვარს და ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი ტკბი­ლი ფლა­ვი ხე­ლუხ­ლებ­ლად დარ­ჩა მა­გი­და­ზე.

- ქორ­წი­ლი ჰქონ­დათ?

- მხო­ლოდ ჯვა­რი და­ი­წე­რეს, მე­გობ­რებ­მა მი­უ­ლო­ცეს და მერე სა­მოგ­ზა­უ­როდ იტა­ლი­ა­ში წა­ვიდ­ნენ.

- სი­ძემ თავი რო­გორ შე­გაყ­ვა­რათ?

- ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია, მის მი­მართ არა­ნა­ი­რი ხინ­ჯი არ მაქვს. დათო ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლი, ცოლ-შვილ­ზე გა­დამ­კვდა­რი კა­ცია. სიძე-სი­მამრს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ და ან­გა­რიშს უწე­ვენ ერ­თმა­ნე­თის აზრს.

- როცა თქვე­ნი მე­უღ­ლის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გეს­მით, რა რე­აქ­ცია გაქვთ?

- აბა, ვინ აკ­რი­ტი­კებს? რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვის­მი­ნე მსგავ­სი რამ, მაგ­რამ ძა­ლი­ან უსუ­სუ­რი კრი­ტი­კა იყო.

- მშვი­დი ადა­მი­ა­ნია?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მშვი­დია. ზოგ­ჯერ იცის აფეთ­ქე­ბა.

- ეს რა დროს ხდე­ბა?

- როცა უსა­მარ­თლო­ბას ეჯა­ხე­ბა და ადა­მი­ანს რა­ღა­ცას უხ­სნის და ვერ აგე­ბი­ნებს. იმე­დია, სა­დაც სა­ჭი­როა, იქ თავს შე­ი­კა­ვებს.

- ახ­ლა­ხან კობა და­ვი­თაშ­ვილ­თან მო­უ­ვი­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა...

- მუ­შა­ო­ბის დროს მსგავ­სი შე­კა­მა­თე­ბე­ბი ხდე­ბა.

- მე­უღ­ლეს რას საყ­ვე­დუ­რობთ?

- სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა ხში­რად უწევს. მე არას­დროს მივ­ყა­ვარ. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი. ვსაყ­ვე­დუ­რობ იმა­საც, რომ მის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე სრუ­ლი ქა­ო­სია. როცა და­ლა­გე­ბას მო­ვინ­დო­მებ, მიშ­ლის, ფი­ზი­კო­სი ვარ და და­მი­ჯე­რე, ქა­ოს­შია წეს­რი­გიო.

- შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში თქვენ პირ­ვე­ლი ლედი გახ­დეთ, ამა­ზე გფიქ­რი­ათ?

- მი­ფიქ­რია და ეს ძა­ლი­ან მა­ფო­რი­ა­ქებს. პი­რა­დად მე ამა­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვად მეჩ­ვე­ნე­ბა. ბუ­ნე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვარ. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ვახ­ტან­გი მე­ცო­დე­ბა კი­დეც იმ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის, რაც შე­იძ­ლე­ბა მის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბას მოჰ­ყვეს. შე­იძ­ლე­ბა არც და­მი­ჯე­როთ, მაგ­რამ ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით. თუმ­ცა, ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის ვახ­ტან­გის ფასი და ღირ­სე­ბა.

- პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბა­ზე თა­ვად ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი რას ამ­ბობს?

- ამა­ზე მას ჰკი­თხეთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხმალაძეების ოჯახში ქალის ხელს არავინ თხოულობს

ხმალაძეების ოჯახში ქალის ხელს არავინ თხოულობს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის ოჯახში ინტერვიუს შესათანხმებლად ქალაქის ნომერზე დავრეკე. ყურმილი პატარა ბიჭმა აიღო. გამეცნო: - მე ვახტანგ ხმალაძე ვარ, ოღონდ - პატარა ვახტანგი, პაპა სახლში არ არისო. მერე ტელეფონთან "დიდედა მანანიკოს" უხმო. ქალბატონი მანანა მაჩხანელი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი. მანანასა და ვახტანგს ორი შვილი ჰყავთ - ნინო და ირაკლი. ნინო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის მეუღლე. ირაკლის თსუ-ის ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ქალბატონმა მანანამ სასაუბროდ შინ მიმიპატიჟა. ის პარლამენტის სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას უყურებდა.

- პარლამენტის სხდომებს თვალს ხშირად ადევნებთ?

- როცა დრო მაქვს, ვუყურებ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან ხშირად ხდება.

- მეუღლეს შენიშვნას ან რჩევას აძლევთ?

- ზოგჯერ აზრს ვუზიარებ. რჩევით, აბა, რა უნდა ვურჩიო? მას ეს საქმე ჩემზე კარგად ესმის.

- თქვენს ნათქვამს ითვალისწინებს?

- მისმენს ხოლმე. რაც შეეხება მის მეტყველებას და ლექსიკას, ვფიქრობ, საყვედურს არ იმსახურებს. ქ-ნი მზექალა შანიძე არის თქვენთვის ავტორიტეტი? ჰოდა, ქ-ნ-მა მზექალამ ბევრჯერ შეუქო ვახტანგს ქართული. მე ეს, როგორც ფილოლოგს, ძალიან მახარებს.

- პოლიტიკოსების ნაწილს ოჯახში პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უყვარს, თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

- რომ გითხრათ, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ-მეთქი, ტყუილი იქნება. რა თქმა უნდა, ვლაპარაკობთ, მაგრამ არსებობს ჩვენთვის უფრო საინტერესო და სასიამოვნო თემები - შვილები, შვილიშვილები, ჩვენი მეგობრები და ახლობლები, ჩვენი ყოველდღიურობა, თავისი რუტინული თუ სერიოზული პრობლემებით და ა.შ.

- ბატონი ვახტანგი ოჯახური საქმეებისთვის დროის გამონახვას ახერხებს?

- შეძლებისდაგვარად. როცა დრო გვაქვს, საღამოობით შვილიშვილებთან მივდივართ. ჩემს ქალიშვილს 3 შვილი ჰყავს. ვახტანგი შესანიშნავი მთხრობელია და ბავშვებს ძალიან უყვართ მისი ნაამბობი ზღაპრები და ისტორიები. საერთოდ, ოთხივე შვილიშვილი გიჟდება პაპაზე.

- რამდენი წელია, რაც დაოჯახებულები ხართ?

- 1980 წელს შევუღლდით, დეკემბერში 33 წელი გახდება.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- 70-იანი წლების ბოლოს თსუ-ის ახალგაზრდა ფიზიკოსთა და მათემატიკოსთა ერთ ჯგუფს გაუჩნდა იდეა, დახმარებოდა ჯავახეთის ქართული სოფლების - ბარალეთისა და კოთელიას სკოლებს, რომლებიც ყველა თვალსაზრისით საშინელ მდგომარეობაში იყო (სამწუხაროდ, ახლა რა ხდება იქ, არ ვიცი). მე მაშინ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ვმუშაობდი. მე და ჩემი მეგობარი ფილოლოგები და ისტორიკოსები შევუერთდით უნივერსიტეტელებს. დაიწყო ხანგრძლივი ოდისეა ისტორიულ მესხეთში. ყოველ შაბათ-კვირას "ელექტრიჩკით" მივდიოდით. გზა გაჭიმული, მაგრამ მხიარული და შინაარსიანი იყო. ვსაუბრობდით ყველაფერზე - ლიტერატურაზე, მუსიკასა და რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლოს ბედზე. იქ გავიცანი ვახტანგი.

- ბატონმა ვახტანგმა რით მოგხიბლათ?

- გულწრფელობით, გამბედაობით, პირდაპირობით, მომეტებული წესიერებით, სხვაზე ზრუნვის უნარით. მასში არანაირი სიყალბე არ იყო. დღემდე ასეთია. ვახტანგს, ისევე როგორც ბევრ იმდროინდელ ახალგაზრდას, მრავალმხრივი განათლება ჰქონდა და საინტერესო მოსაუბრე იყო. განსაკუთრებით ემოციურად გვიყვებოდა თავისი წინაპრების შესახებ. ვახტანგის ოჯახს საინტერესო ისტორია აქვს.

- რას გულისხმობთ?

- ვახტანგის პაპის ოჯახი დიდი ხნის ემიგრირებული იყო საფრანგეთში. ვახტანგის დედა, თამარ თუმანიშვილი, ნიცაშია დაბადებული. მოგვიანებით, ქალიშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნებული ვახტანგის პაპა დაიჭირეს. მაშინ ყველას ეგონა, რომ იგი გადასახლებაში წაიყვანეს. სინამდვილეში, 1937 წელსვე დაუხვრეტიათ თბილისში. დეიდა თამარი 18-19 წლის იყო, როცა გადაასახლეს. 4 წელი ციმბირის მივარდნილ სოფელში გაატარა. გადასახლების ამბებს რომ იხსენებდა, თავადაც ტიროდა და ჩვენც გვატირებდა. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, სტომატოლოგი გახდა. დეიდა თამარი გადასახლებასთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ამბავს იხსენებდა: II მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ექიმი ქალები ომში გასაწვევად კომისარიატში დაგვიბარეს. რომ მივედი, გამომკითხეს: - რა გვარი ხარ? - თუმანიშვილი. სად დაიბადე? - ნიცაში. - რაიონი მითხარი, სოფლის სახელს ნუ მეუბნებიო, - შემოსწყრომია ვიღაც. ბოლოს გაარკვიეს, რომ საფრანგეთში იყო დაბადებული, საზღვარგარეთ ნათესავები ჰყავდა და თავადაც გადასახლებაში იყო ნამყოფი. ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი სანდოდ არ ჩამთვალეს და ომში აღარ წამიყვანესო... ვახტანგის ბიძა მამის მხრიდან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო. 1924 წელს დახვრიტეს.

- ბატონ ვახტანგს ამ თემაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

- მართალია, არ ლაპარაკობს. ასეთივენი არიან ჩემი შვილებიც. არც მათ უყვართ საჯაროდ გამოჩენა.

- ეს თავმდაბლობაა?

- ალბათ. და კიდევ ის, რომ ასეთი თემები ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანია მათთვის.

- თქვენი სიყვარულის ამბავი გაცნობის შემდეგ როგორ გაგრძელდა, მალე დაოჯახდით?

- 1980 წელს სვანეთში ვიყავით, ფეხით მოვიარეთ. იქ უფრო დავახლოვდით და დავრწმუნდით, რომ ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებდა. მალევე დავქორწინდით.

- სიყვარულში როგორ გამოგიტყდათ?

- ვახტანგი სენტიმენტალობით არ გამოირჩევა. ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, ხელი ხომ არ მოვაწეროთო? მორჩა და გათავდა.

- როგორც ვხვდები, რომანტიკოსი არ არის.

- ზომიერად. სამაგიეროდ, იდეალისტი და ზედმეტად ოპტიმისტია.

- თქვენ?

- მეც იდეალისტი ვარ და ძალიან რომანტიკოსი. პრეტენზია მაქვს მელომანობაზე. მუსიკა და პოეზია მიყვარს. ვახტანგი პროზის კაცია.

- როგორი მამაა?

- მისი ყოველდღიური საქმიანობის გამო, ალბათ, თვითონ რომ ისურვებდა, შვილებს იმდენი დრო ვერ დაუთმო. მუდმივად რაღაცას ვერ ასწრებს. ძალიან ბევრს შრომობს, ფიქრობს, სულ მუშაობს. მოუცლელობის გამო ბავშვებს ბევრი დააკლდათ, მაგრამ ცუდი შვილები არ გვყავს. ვახტანგი ყოველთვის მათ გვერდით იდგა, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ. თუმცა, შვილებს აბსოლუტურ თავისუფლებას ვაძლევდით.

- თქვენი ქალიშვილის მეუღლე, სოფლის მეურნეობის მინისტრი...

- (მაწყვეტინებს) დათო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

- იშვიათია, სიდედრი სიძეზე ამას ამბობდეს.

- ასევე ძალიან მიყვარს ჩემი რძალი. სალომე ფრიდონ ხალვაშის შვილიშვილია. მე და ვახტანგი ვამბობთ, რომ 4 შვილი გვყავს. ჩვენს ოჯახში კარგი ადამიანები შემოვიდნენ.

- ბატონი დავითი თქვენთან მოვიდა და ქალიშვილის ხელი გთხოვათ?

- არა. ჯერ ნინომ გვითხრა, მერე დათოც გავიცანით. ვახტანგი შორიდან იცნობდა. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, კლასიკური რიტუალები, ხელის თხოვნა და მსგავსი რამ არ შესრულებულა. სხვათა შორის, ჩემი ხელი არც ვახტანგს უთხოვია მამაჩემისთვის და არც - დათოს - ვახტანგისთვის. მახსოვს, ამ დღისთვის არაჩვეულებრივი ფლავი მოვამზადე. აღმოჩნდა, რომ დათოს ბრინჯი არ უყვარს და ჩემი გაკეთებული ტკბილი ფლავი ხელუხლებლად დარჩა მაგიდაზე.

- ქორწილი ჰქონდათ?

- მხოლოდ ჯვარი დაიწერეს, მეგობრებმა მიულოცეს და მერე სამოგზაუროდ იტალიაში წავიდნენ.

- სიძემ თავი როგორ შეგაყვარათ?

- ძალიან თბილი ადამიანია, მის მიმართ არანაირი ხინჯი არ მაქვს. დათო ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი, ცოლ-შვილზე გადამკვდარი კაცია. სიძე-სიმამრს ერთმანეთი უყვართ და ანგარიშს უწევენ ერთმანეთის აზრს.

- როცა თქვენი მეუღლის მისამართით კრიტიკული განცხადებები გესმით, რა რეაქცია გაქვთ?

- აბა, ვინ აკრიტიკებს? რამდენჯერმე მოვისმინე მსგავსი რამ, მაგრამ ძალიან უსუსური კრიტიკა იყო.

- მშვიდი ადამიანია?

- ვერ ვიტყვი, რომ მშვიდია. ზოგჯერ იცის აფეთქება.

- ეს რა დროს ხდება?

- როცა უსამართლობას ეჯახება და ადამიანს რაღაცას უხსნის და ვერ აგებინებს. იმედია, სადაც საჭიროა, იქ თავს შეიკავებს.

- ახლახან კობა დავითაშვილთან მოუვიდა შელაპარაკება...

- მუშაობის დროს მსგავსი შეკამათებები ხდება.

- მეუღლეს რას საყვედურობთ?

- საზღვარგარეთ წასვლა ხშირად უწევს. მე არასდროს მივყავარ. რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მოგზაურობაზე ვგიჟდები. ვსაყვედურობ იმასაც, რომ მის სამუშაო მაგიდაზე სრული ქაოსია. როცა დალაგებას მოვინდომებ, მიშლის, ფიზიკოსი ვარ და დამიჯერე, ქაოსშია წესრიგიო.

- შესაძლოა მომავალში თქვენ პირველი ლედი გახდეთ, ამაზე გფიქრიათ?

- მიფიქრია და ეს ძალიან მაფორიაქებს. პირადად მე ამაზე ლაპარაკი ნაადრევად მეჩვენება. ბუნებით თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ. მართალი გითხრათ, ვახტანგი მეცოდება კიდეც იმ სიტუაციებისთვის, რაც შეიძლება მის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას მოჰყვეს. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. თუმცა, ჩემზე კარგად არავინ იცის ვახტანგის ფასი და ღირსება.

- პრეზიდენტობის კანდიდატობაზე თავად ბატონი ვახტანგი რას ამბობს?

- ამაზე მას ჰკითხეთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"