დიღომში, ბელიაშვილის N8-ში კომპანია "ლონდონ ჰაუსის" ახალი შოურუმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. შოურუმი ოფიციალურად გახსნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, დავიდ მორანმა. ახალი შოურუმის ოფიციალურ პრეზენტაციას ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ასევე "ლონდონ ჰაუსის" პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და თურქეთიდან.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა დავიდ მორანმა წარმატებები უსურვა კომპანია "ლონდონ ჰაუსს" და აღნიშნა, რომ უკვე ტრადიციად იქცა ბრიტანეთის ელჩების მიერ "ლონდონ ჰაუსის" შოურუმების გახსნა საქართველოში. კომპანიის პირველი შოურუმი, რომელიც ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს, ასევე ბრიტანეთის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში, დენის კიფმა 5 წლის წინ გახსნა.
ახალი შოურუმის პრეზენტაციაზე ქართველ და უცხოელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, სანტექნიკის და ავეჯის ახალ კოლექციებს.
საღამო მუსიკალურად დავით ილურიძის ჯაზ-ბენდმა გააფორმა.
R