ვანო მერაბიშვილი - "მეგონა, რომ ინკვიზიციის სხდომაზე ვიყავი"

ვანო მერაბიშვილი - "მეგონა, რომ ინკვიზიციის სხდომაზე ვიყავი"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი რაბათის ციხის გადასარჩენად საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აპირებს, - ამის შესახებ მერაბიშვილმა კულტურის სამინისტროში, რაბათის ციხესთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"აქ რომ მოვდიოდი, მეგონა საქმე იყო გაცილებით მარტივად, მაგრამ თურმე ყველაფერი მძიმედ ყოფილა. მომეჩვენა, რომ ვიყავი ინკვიზიციის სხდომაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს, 21-ე საუკუნეა. ვაპირებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, შევქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა რაბათის ციხის გადასარჩენად და არც ერთ მტკაველს რაბათში არ დავთმობ",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა