სილენდი. მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფო.
დედაქალაქი: რაფს-ტაუერი
მმართველობის ფორმა: კონსტიტუციური მონარქია
ტერიტორია: 0,00055 კმ²
მოსახლეობა: 5 ადამიანი
ვალუტა: სილენდის დოლარი
დევიზი: '«Ex mare libertas (თავისუფლება ზღვიდან)»
ჰიმნი: '«Ex mare libertas»
თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი სახელმწიფო წარმონაქმნი მართლა არსებობს ყოფილ თავდაცვით პლატფორმა - რაფს-ტაუერზე,ჩრდილოეთ ზღვაში, ბრიტანეთის სანაპიროდან 10 კმ.-ის მოშორებით. თუმცა ფაქტიურად არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია და არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს ტერიტორიულ პრეტენზიას.რამდენიმე გეოპოლიტიკურ ერთეულს მსოფლიოში არა აქვს საერთაშორისო აღიარება, თუმცა ისინი დე ფაქტო დამოუკიდებელი მმართველობის ერთეულები ან სახელმწიფოები არიან.
1972 წელს სილენდმა დაიწყო მონეტის მოჭრა, ხოლო 1975 წელს მიიღო კონსტიტუცია, ასევე დამტკიცდა სახელმწიფო დროშა და გერბი.