ქრისტინა აგილერას ზედმეტი წონა საზოგადოების განსჯის საგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო, მომღერალმა უეცრად 11კგ-ით დაიკლო. ახლა ვარსკვლავი 56 კგ-ს იწონის.
ქრისტინა საყვარელი მამაკაცის, მეთიუ რუტლერის და მომავალი ქორწილის ხათრით გახდა.
"ქრისტინა ქორწილისთვის ემზადება. წონაში იკლებს და ფორმაში დგება. მეთიუ და ქრისტინა დაქორწინებას ამ ზაფხულს აპირებენ. მას პატარა ოჯახური დღესასწაულის მოწყობა სურს. თავის თავს კი საჩუქარი წონაში დაკლებით გაუკეთა. ახლა 56 კგ-ს იწონის და თავს შესანიშნავად გრძნობს. სურს, რომ ახალი ცხოვრება ახალი სხეულით დაიწყოს", - წერს Showbiz Spy.
მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.