საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაციამ გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციამ გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ცენ­ტრმა" გურ­ჯა­ა­ნის, სა­გა­რე­ჯოს და დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გამ­გებ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ და­ნიშ­ვნის ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას ითხოვს. გამ­გებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გურ­ჯა­ან­ში აკა­კი ოსი­აშ­ვი­ლი, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში - ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი და სა­გა­რე­ჯო­ში გი­ორ­გი ლო­ლა­ძე უკა­ნო­ნოდ და­ი­ნიშ­ნენ. გამ­გებ­ლად და­ნიშ­ვნამ­დე ისი­ნი 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ.

იუ­რის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გამ­გე­ბე­ლი არის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, რო­მელ­საც "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, საკ­რე­ბუ­ლოს თან­ხმო­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ნიშ­ნავს. ამა­ვე კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პირი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს მხო­ლოდ კონ­კურ­სის შე­დე­გად, გარ­და კა­ნო­ნის 30 -ე მუხ­ლში ჩა­მოთ­ვლი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი კი გამ­გებ­ლის­თვის გა­მო­ნაკ­ლისს არ ად­გენს. არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის შე­ფა­სე­ბით კი, სა­ხე­ზეა საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მხრი­დან კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვა, რის შე­დე­გა­დაც ეჭ­ვის ქვეშ დგე­ბა რო­გორც გამ­გებ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ასე­ვე - მათ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

სრუ­ლი ვერ­სია

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა" გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე რეაგირებისათვის კახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია საკრებულოების თავმჯდომარეებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. გამგებლის თანამდებობებზე გურჯაანში აკაკი ოსიაშვილი, დედოფლისწყაროში - ირაკლი შიოლაშვილი და საგარეჯოში გიორგი ლოლაძე უკანონოდ დაინიშნენ. გამგებლად დანიშვნამდე ისინი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ.

იურისტების განმარტებით, გამგებელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავს. ამავე კანონის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა კანონის 30 -ე მუხლში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლი კი გამგებლისთვის გამონაკლისს არ ადგენს. არასამთავრობოების შეფასებით კი, სახეზეა საკრებულოების მხრიდან კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევა, რის შედეგადაც ეჭვის ქვეშ დგება როგორც გამგებლების უფლებამოსილება, ასევე - მათ მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის კანონიერება.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა