სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგუტინი და ვარუმი ქართველი მსმენელის მუსიკალურობამ მოხიბლა
აგუტინი და ვარუმი ქართველი მსმენელის მუსიკალურობამ მოხიბლა

რუ­სუ­ლი ესტრა­დის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლებს იმე­დე­ბი გა­უც­რუვ­დათ - გუ­შინ თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი­სა და ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნის კონ­ცერ­ტი ანშლა­გით ჩა­ტარ­და.

კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად დიდი იყო, მა­ყუ­რებ­ლის­თვის სკა­მე­ბი ორ­კესტრის ორ­მო­შიც კი ჩა­იდ­გა. კონ­ცეტრს ახა­ლა­გაზ­რდე­ბიც არ აკ­ლდა.

ვარ­სკვლა­ვურ­მა წყვილ­მა ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შე­ას­რუ­ლა და მა­ყუ­რე­ბე­ლიც აა­ცეკ­ვა.

კონ­ცერ­ტი 21.00 სათ­ზე და­ი­წყო და 2 სა­ათ­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა, მა­ყუ­რე­ბე­ლი მომ­ღერ­ლებს სცე­ნი­დან არ უშ­ვებ­და და ვა­რუმ­მა და აგუ­ტინ­მა და­მა­ტე­ბით 5 სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს.

მომ­ღერ­ლებ­მა სიმ­ღე­რე­ბი ჯაზ-ბენდთან ერ­თად შე­ას­რუ­ლეს. მა­ყუ­რებ­ლის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­მა ჯგუფ­მაც და­იმ­სა­ხუ­რა, რო­მელ­მაც დარ­ბა­ზიც აი­ყო­ლია.

რო­გორც კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ამ­ბე­ბი.გე"-სთან ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, ქარ­თვე­ლი ერი მუ­სი­კა­ლუ­რია, რა­მაც და­მა­ტე­ბი­თი მუხ­ტი მის­ცა, კონ­ცერ­ტზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ემო­ცია გა­ე­ცა.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მუ­სი­კა­ლუ­რია, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა. მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბაზ­ში მღე­რო­და და არც ერთი სი­ტყვა არ შეშ­ლი­ათ. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. დიდი სურ­ვი­ლია, ისევ დავ­ბრუნ­დეთ თბი­ლის­ში. უამ­რა­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტი და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მა­თაც ეკუთ­ვნის ჩვენ­გან ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, - გა­ნა­ცხა­და აგუ­ტინ­მა.

ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ნაც­ნო­ბი რე­პერ­ტუ­ა­რით და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­ცე­ნო კოს­ტუ­მე­ბით წარ­სდგა. "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას მან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

"აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. გვე­ნატ­რე­ბო­და ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კა. ჩვენ ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბით და ბა­თუმ­ში სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რე­ბის კონ­ცერტს გავ­მარ­თავთ", - გა­ნა­ცხა­და ან­ჟე­ლი­კა ვა­რუმ­მა.

კონ­ცერტს რო­გორც სამ­თავ­რო­ბო, კულ­ტუ­რის სფე­რო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა მათ­გა­ნი ფეხ­ზე იდგა, ად­გილ­ზე ცეკ­ვავ­დნენ, მღე­როდ­ნენ და ნაც­ნობ მე­ლო­დი­ებს რიტ­მუ­ლად მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ.

რო­გორც კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ის კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე ში­შობ­და, ვი­ნა­ი­დან ჩვენ­ში რუ­სუ­ლი ესტრა­დის მომ­ღერ­ლე­ბის კონ­ცერტს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ, თუმ­ცა ვა­რუ­მი­სა და აგუ­ტი­ნის კონ­ცერ­ტმა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ეჭ­ვე­ბი გა­ფან­ტა და მო­მა­ვა­ლი კონ­ცერ­ტიც და­ი­გეგ­მა. კერ­ძოდ, 4 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლე ჩა­მო­ვა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

აგუტინი და ვარუმი ქართველი მსმენელის მუსიკალურობამ მოხიბლა

აგუტინი და ვარუმი ქართველი მსმენელის მუსიკალურობამ მოხიბლა

რუსული ესტრადის მიმართ  სკეპტიკურად განწყობილებს იმედები გაუცრუვდათ - გუშინ თბილისის საკონცერტო დარბაზში ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის კონცერტი  ანშლაგით ჩატარდა.

კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, მაყურებლისთვის სკამები ორკესტრის ორმოშიც კი ჩაიდგა. კონცეტრს ახალაგაზრდებიც არ აკლდა.

ვარსკვლავურმა წყვილმა ცნობილი ჰიტები შეასრულა და მაყურებელიც ააცეკვა.

კონცერტი 21.00 სათზე დაიწყო და 2 საათში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მაყურებელი მომღერლებს სცენიდან არ უშვებდა და ვარუმმა და აგუტინმა დამატებით 5 სიმღერა შეასრულეს.

მომღერლებმა სიმღერები ჯაზ-ბენდთან ერთად შეასრულეს. მაყურებლის აპლოდისმენტები ქორეოგრაფიულმა ჯგუფმაც დაიმსახურა, რომელმაც დარბაზიც აიყოლია.

როგორც კონცერტის დასრულების შემდეგ, "ამბები.გე"-სთან ლეონიდ აგუტინმა აღნიშნა, ქართველი ერი მუსიკალურია, რამაც დამატებითი მუხტი მისცა, კონცერტზე მაქსიმალური ემოცია გაეცა.

"ქართველი ხალხი მუსიკალურია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მაყურებელი დარბაზში მღეროდა და არც ერთი სიტყვა არ შეშლიათ. ბედნიერები ვართ. დიდი სურვილია, ისევ დავბრუნდეთ თბილისში. უამრავი აპლოდისმენტი დავიმსახურეთ. აპლოდისმენტები მათაც ეკუთვნის ჩვენგან ასეთი სიყვარულისთვის, - განაცხადა აგუტინმა.

ანჟელიკა ვარუმი ქართველი მსმენელის წინაშე ნაცნობი რეპერტუარით და მრავალფეროვანი სასცენო კოსტუმებით წარსდგა. "ამბები.გე"-სთან საუბრისას მან საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

"აღფრთოვანებული ვარ. გვენატრებოდა ქართველი პუბლიკა. ჩვენ ზაფხულში საქართველოში დავბრუნდებით და ბათუმში საცეკვაო მუსიკის მოტივებზე შექმნილი სიმღერების კონცერტს გავმართავთ", - განაცხადა ანჟელიკა ვარუმმა.

კონცერტს როგორც სამთავრობო, კულტურის სფეროსა და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.  თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად, ყველა მათგანი ფეხზე იდგა, ადგილზე ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ნაცნობ მელოდიებს რიტმულად მიჰყვებოდნენ.

როგორც კონცერტის ორგანიზატორმა, დათო ოქიტაშვილმა განაცხადა, ის კონცერტის დაწყებამდე შიშობდა, ვინაიდან ჩვენში რუსული ესტრადის მომღერლების კონცერტს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ვარუმისა და აგუტინის კონცერტმა ორგანიზატორების ეჭვები გაფანტა და მომავალი კონცერტიც დაიგეგმა. კერძოდ, 4 ივნისს საქართველოში ლაიმა ვაიკულე ჩამოვა.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება