სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში ორ ახალ ბრიგადას ჩამოაყალიბებს
რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში ორ ახალ ბრიგადას ჩამოაყალიბებს

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ახა­ლი ფრე­გა­ტე­ბი­თა და წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ორი ახა­ლი ბრი­გა­და შე­ე­მა­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­დალ­მა, ად­მი­რალ ვიქ­ტორ ჩირ­კოვ­მა გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს შავი ზღვის ფლო­ტის რე­ფორ­მი­რე­ბის, ახა­ლი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ახა­ლი ბა­ზე­ბის შექ­მნის მკვეთ­რად გა­წე­რი­ლი გეგ­მა-პრო­ექ­ტი. შავი ზღვის ფლო­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში ხმელ­თა­შუა ზღვა­ში არ­სე­ბულ არას­ტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ჩირ­კო­ვის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, უკვე მო­მა­ვა­ლი წლი­დან შავი ზღვის ფლო­ტი 11356Р/М-ის პრო­ექ­ტის ფრე­გა­ტე­ბი­სა და 636.3-ის პრო­ექ­ტის დი­ზელ-ელექტრულ წყალ­ქვე­შა ნა­ვებს მი­ი­ღებს. ორი­ვე ტი­პის მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა ფლოტს ექვს-ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი ოდე­ნო­ბით გა­და­ე­ცე­მა. მათი გა­მო­ყე­ნე­ბით ახა­ლი ბრი­გა­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. მე­ო­რე ბრი­გა­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 636.3-ის პრო­ექ­ტის წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი შევა, რომ­ლე­ბიც შავ და ხმელ­თა­შუა ზღვებ­ში იმოქ­მე­დე­ბენ.

თა­ვის დრო­ზე ექ­სპორ­ტის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი 11356Р/М-ის პრო­ექ­ტის ფრე­გა­ტე­ბი ინ­დო­ე­თის დაკ­ვე­თით (ინ­დო­ეთ­მა ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა) შე­იქ­მნა. მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა მათი მი­ღე­ბა სა­კუ­თარ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შიც გა­და­წყვი­ტა. შავი ზღვის ფლო­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პირ­ვე­ლი ხო­მალ­დის "ად­მი­რა­ლი გრი­გო­რო­ვი­ჩის" წყალ­ში ჩაშ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში იგეგ­მე­ბა. 125 მ-ის სიგ­რძის ფრე­გატს 180 კა­ცი­ა­ნი ეკე­პა­ჟი ემ­სა­ხუ­რე­ბა. მას ეფექ­ტუ­რი ბრძო­ლის წარ­მო­ე­ბა რო­გორც სა­ზღვაო, ასე­ვე წყალ­ქვე­შა და სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე­ებ­თან შე­უძ­ლია.

636-ის პრო­ექ­ტის წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი ასე­ვე ექ­სპორ­ტის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ვარ­შა­ვის პაქ­ტის ქვეყ­ნე­ბის­თვის შე­იქ­მნა. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა "ვარ­შა­ვი­ან­კა". წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალ­ქვე­შა ნავ­მა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის არა­ერ­თი ეტა­პი გა­ი­ა­რა. 74 მ-ის სიგ­რძი­სას, მას ჩას­ვლა მაქ­სი­მა­ლურ 300 მ-ის სიღ­რმე­ზე შე­უძ­ლია. ეკი­პა­ჟი 52 კაცს, შე­ი­ა­რა­ღე­ბა კი 6 სა­ტორ­პე­დო აპა­რატს ით­ვლის. 2012-2016 წლებ­ში შავი ზღვის ფლოტ­მა 6 ასე­თი წყალ­ქვე­შა ნავი უნდა მი­ი­ღოს. ამ­ჟა­მად რუ­სეთს შავ ზღვა­ზე მხო­ლოდ ორი წყალ­ქვე­შა ნავი ჰყავს. მათ­გან მწყობ­რში მხო­ლოდ ერ­თია.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში ორ ახალ ბრიგადას ჩამოაყალიბებს

რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში ორ ახალ ბრიგადას ჩამოაყალიბებს

უახლოეს მომავალში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი ფრეგატებითა და წყალქვეშა ნავებით დაკომპლექტებული ორი ახალი ბრიგადა შეემატება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ადმირალ ვიქტორ ჩირკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფოს უკვე შემუშავებული აქვს შავი ზღვის ფლოტის რეფორმირების, ახალი მცურავი საშუალებებით გაძლიერებისა და ახალი ბაზების შექმნის მკვეთრად გაწერილი გეგმა-პროექტი. შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება პირველ რიგში ხმელთაშუა ზღვაში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობას უკავშირდება.

ჩირკოვის განცხადების თანახმად, უკვე მომავალი წლიდან შავი ზღვის ფლოტი 11356Р/М-ის პროექტის ფრეგატებისა და 636.3-ის პროექტის დიზელ-ელექტრულ წყალქვეშა ნავებს მიიღებს. ორივე ტიპის მცურავი საშუალება ფლოტს ექვს-ექვსი ერთეული ოდენობით გადაეცემა. მათი გამოყენებით ახალი ბრიგადა ჩამოყალიბდება. მეორე ბრიგადის შემადგენლობაში მხოლოდ 636.3-ის პროექტის წყალქვეშა ნავები შევა, რომლებიც შავ და ხმელთაშუა ზღვებში იმოქმედებენ.

თავის დროზე ექსპორტისთვის გამიზნული 11356Р/М-ის პროექტის ფრეგატები ინდოეთის დაკვეთით (ინდოეთმა ექვსი ერთეული შეიძინა) შეიქმნა. მაგრამ გარკვეული ცვლილებების შემდეგ, რუსეთმა მათი მიღება საკუთარ შეიარაღებაშიც გადაწყვიტა. შავი ზღვის ფლოტისთვის განკუთვნილი პირველი ხომალდის "ადმირალი გრიგოროვიჩის" წყალში ჩაშვება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. 125 მ-ის სიგრძის ფრეგატს  180 კაციანი ეკეპაჟი ემსახურება. მას ეფექტური ბრძოლის წარმოება როგორც საზღვაო, ასევე წყალქვეშა და საჰაერო სამიზნეებთან შეუძლია.

636-ის პროექტის წყალქვეშა ნავები ასევე ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ისინი ვარშავის პაქტის ქვეყნებისთვის შეიქმნა. სწორედ ამან განაპირობა პროექტის სახელწოდება "ვარშავიანკა". წლების განმავლობაში წყალქვეშა ნავმა გაუმჯობესების არაერთი ეტაპი გაიარა. 74 მ-ის სიგრძისას, მას ჩასვლა მაქსიმალურ 300 მ-ის სიღრმეზე შეუძლია. ეკიპაჟი 52 კაცს, შეიარაღება კი 6 სატორპედო აპარატს ითვლის. 2012-2016 წლებში შავი ზღვის ფლოტმა 6 ასეთი წყალქვეშა ნავი უნდა მიიღოს. ამჟამად რუსეთს შავ ზღვაზე მხოლოდ ორი წყალქვეშა ნავი ჰყავს. მათგან მწყობრში მხოლოდ ერთია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე