პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუღლეზე შურისძიების მიზნით მამაკაცმა სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა
მეუღლეზე შურისძიების მიზნით მამაკაცმა სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა

ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რებ­მა მა­იკლ ფილ­პოტ­მა ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით სახ­ლი დაწ­ვა და 6 შვი­ლი იმ­სხვერ­პლა. ამ დროს მისი 6 შვი­ლი შინ იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­იკლმა სახ­ლის გა­დაწ­ვის გეგ­მა ამ­ჟა­მინ­დელ მე­უღ­ლეს­თან, მე­ი­რიდ­თან და კი­დევ ერთ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა.

რო­გორც ბრალ­მდე­ბელ­მა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, "მა­იკლ ფილ­პოტს მუ­შა­ო­ბა არ სურ­და. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, რომ სახ­ლი ბავ­შვე­ბით ავ­სე­ბუ­ლი­ყო და ამის ხარ­ჯზე შემ­წე­ო­ბა მი­ე­ღო". სწო­რედ ამი­ტომ ცხოვ­რობ­და 11 ბავ­შვი ერთ სახ­ლში. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ლიზა უი­ლი­სი სახ­ლი­დან წა­ვი­და და თან 5 შვი­ლის წაყ­ვა­ნაც გა­ნიზ­რა­ხა.

6 ბავ­შვი ფილ­პორ­ტი­სა და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლის იყო. 4 შვი­ლი მა­მა­კაცს ლი­ზას­გან შე­ე­ძი­ნა. (1 შვი­ლი ლი­ზას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან ყავ­და). გარ­და ამი­სა, მა­იკლს 3 სხვა ქა­ლის­გან კი­დევ 6 შვი­ლი ჰყავ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში მა­იკ­ლი 17 ბავ­შვის მამა იყო. თუმ­ცა, მას შვი­ლე­ბის აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის­თვის ფული სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან არას­დროს და­უ­ხარ­ჯავს. პა­ტა­რე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო პენ­სი­ა­ზე იყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი.

რო­გორც და­სავ­ლურ პრე­სა­ში წე­რენ, მა­მა­კაც­მა ხან­ძა­რი იმის­თვის გა­ა­ჩი­ნა, რომ ყო­ფი­ლი ცოლი კრი­მი­ნალ­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა და თა­ვად უფრო დიდი სახ­ლი მი­ე­ღო. მა­მა­კაც­მა ხან­ძრის გა­ჩე­ნა ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის გა­მოც გა­და­წყვი­ტა. როცა ლი­ზამ სახ­ლი და­ტო­ვა, მა­იკლმა მისი და ბავ­შვე­ბის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნიზ­რა­ხა, რათა შემ­წე­ო­ბა არ და­ე­კარ­გა. რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­დეს, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი გეგ­მავ­დნენ, 6 ბავ­შვი სახ­ლის უკა­ნა სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­ეყ­ვა­ნათ, სა­დაც დიდი ფან­ჯა­რა იყო და პა­ტა­რე­ბი კი­ბის დახ­მა­რე­ბით ად­ვი­ლად ჩა­ვი­დოდ­ნენ ეზო­ში, მაგ­რამ გეგ­მა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა, რად­გა­ნაც ცე­ცხლი 2 წუთ­ში აალ­და და ხან­ძა­რი უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­და, ვიდ­რე ელოდ­ნენ.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლომ მა­იკლს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, მის მე­უღ­ლე­სა და მე­სა­მე პირს კი და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მეუღლეზე შურისძიების მიზნით მამაკაცმა სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა

მეუღლეზე შურისძიების მიზნით მამაკაცმა სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა

ბრიტანეთში მცხოვრებმა მაიკლ ფილპოტმა ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა. ამ დროს მისი 6 შვილი შინ იმყოფებოდა. მაიკლმა სახლის გადაწვის გეგმა ამჟამინდელ მეუღლესთან, მეირიდთან და კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად შეიმუშავა.

როგორც ბრალმდებელმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, "მაიკლ ფილპოტს მუშაობა არ სურდა. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ სახლი ბავშვებით ავსებულიყო და ამის ხარჯზე შემწეობა მიეღო". სწორედ ამიტომ ცხოვრობდა 11 ბავშვი ერთ სახლში. თუმცა, მოგვიანებით ყოფილი მეუღლე, ლიზა უილისი სახლიდან წავიდა და თან 5 შვილის წაყვანაც განიზრახა.

6 ბავშვი ფილპორტისა და მისი ამჟამინდელი მეუღლის იყო. 4 შვილი მამაკაცს ლიზასგან შეეძინა. (1 შვილი ლიზას პირველი მეუღლისგან ყავდა). გარდა ამისა, მაიკლს 3 სხვა ქალისგან კიდევ 6 შვილი ჰყავდა. საერთო ჯამში მაიკლი 17 ბავშვის მამა იყო. თუმცა, მას შვილების აღზრდა-განათლებისთვის ფული საკუთარი ჯიბიდან არასდროს დაუხარჯავს. პატარები  საქველმოქმედო პენსიაზე იყვნენ დამოკიდებულნი.

როგორც დასავლურ პრესაში წერენ, მამაკაცმა ხანძარი იმისთვის გააჩინა, რომ ყოფილი ცოლი კრიმინალში დაედანაშაულებინა და თავად უფრო დიდი სახლი მიეღო. მამაკაცმა ხანძრის გაჩენა ბავშვებზე მეურვეობის მოპოვების გამოც გადაწყვიტა. როცა ლიზამ სახლი დატოვა, მაიკლმა მისი და ბავშვების სახლში დაბრუნება განიზრახა, რათა შემწეობა არ დაეკარგა. როგორც სასამართლოში განაცხადეს, თანამზრახველები გეგმავდნენ, 6 ბავშვი სახლის უკანა საძინებელში შეეყვანათ, სადაც დიდი ფანჯარა იყო და პატარები კიბის დახმარებით ადვილად ჩავიდოდნენ ეზოში, მაგრამ გეგმა სრულიად შეიცვალა, რადგანაც ცეცხლი 2 წუთში აალდა და ხანძარი უფრო მასშტაბური გახდა, ვიდრე ელოდნენ.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მაიკლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მის მეუღლესა და მესამე პირს კი დანაშაულში თანამონაწილეობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ