პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ანთაძე - "ახალმა პოლიტიკურმა გარემომ საზოგადოებას საშუალება მისცა, თავისი უკეთესი სახე აჩვენოს"
ია ანთაძე - "ახალმა პოლიტიკურმა გარემომ საზოგადოებას საშუალება მისცა, თავისი უკეთესი სახე აჩვენოს"

"მომ­რავ­ლდა სურ­ვი­ლი, რომ არა მხო­ლოდ და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, არა­მედ, ამ დახ­მა­რე­ბას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სახე შევ­ძი­ნოთ. ეს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა მო­ი­ტა­ნა ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­რე­მომ", - წერს ფე­ის­ბუქ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ია ან­თა­ძე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთი არ­სე­ბი­თი ნი­შა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა და გა­თი­თო­კა­ცე­ბა. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მთე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კა, მათ შო­რის, ყვე­ლა თოქ­შოუ და გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მა - თუმ­ცა, ამა­ზე სხვა დროს დავ­წერ.

გუნ­დუ­რო­ბა, სო­ლი­და­რო­ბა, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მა, ერ­თმა­ნე­თის გამ­ხნე­ვე­ბა და დახ­მა­რე­ბა - იმ დრო-სივ­რცი­დან ამოკ­ვე­თი­ლი იყო.

მხო­ლოდ ახლა - ამ ახალ დრო­ში - გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლის, დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის, პა­ტა­რა თენ­გო ზა­კაშ­ვი­ლის და სხვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით. ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბაა "იმ" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და "ამ" სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის. გული მად­ლი­ე­რე­ბით მაქვს სავ­სე, მაგ­რამ არც კი ვიცი, ვის მი­მართ. :)

პო­ლი­ტი­კით იმი­ტომ და­ვი­წყე, რომ ზუს­ტად პო­ლი­ტი­კას ეხე­ბა ის, რისი თქმაც მინ­დო­და და მინ­და: იყო შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მო სო­ლი­და­რო­ბის­თვის და ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის და არც ყო­ფი­ლა არც სო­ლი­და­რო­ბა და არც ქველ­მოქ­მე­დე­ბა. ახლა კი მომ­რავ­ლდა სურ­ვი­ლი, რომ არა მხო­ლოდ და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, არა­მედ, ამ დახ­მა­რე­ბას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სახე შევ­ძი­ნოთ. ცხა­დია, ეს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა მო­ი­ტა­ნა ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­რე­მომ, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, თა­ვი­სი უკე­თე­სი სახე აჩ­ვე­ნოს. ეს ჩემი აზ­რია და, შე­გიძ­ლი­ათ, არ და­ე­თან­ხმოთ. თუ არ და­ე­თან­ხმე­ბით, მა­შინ და­წე­რეთ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სო­ლი­და­რო­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა; რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად კლი­პე­ბი იქ­მნე­ბო­და და ტე­ლე­მა­რა­თო­ნე­ბი ტარ­დე­ბო­და.

მი­თხა­რით ერთი შემ­თხვე­ვა, როცა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მო­ხერ­ხდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა რო­მე­ლი­მე ერთი ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად. და­მი­სა­ხე­ლეთ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მამ გა­და­არ­ჩი­ნა - ერთი სა­ხე­ლი და გვა­რი.

უკვე სა­უ­ბა­რია ფონ­დე­ბის შექ­მნა­ზე, ქველ­მოქ­მე­დე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, მთე­ლი სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბა­ზე. გახ­სოვთ ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გა­სულ წლებ­ში?

ერ­თი­ა­ნო­ბა არის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. გი­ორ­გის მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტზე ერ­თად იდ­გნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი ხა­ნია ერთ სივ­რცე­ში თავი არ მო­უყ­რი­ათ. და მე ეს ძა­ლი­ან მომ­წონს. მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ისევ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ გი­ორ­გის ერ­თად ეხ­მა­რე­ბი­ან", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ია ანთაძე - "ახალმა პოლიტიკურმა გარემომ საზოგადოებას საშუალება მისცა, თავისი უკეთესი სახე აჩვენოს"

ია ანთაძე - "ახალმა პოლიტიკურმა გარემომ საზოგადოებას საშუალება მისცა, თავისი უკეთესი სახე აჩვენოს"

"მომრავლდა სურვილი, რომ არა მხოლოდ დავეხმაროთ ერთმანეთს, არამედ, ამ დახმარებას ინსტიტუციური სახე შევძინოთ. ეს ახალი რეალობა მოიტანა ახალმა პოლიტიკურმა გარემომ", - წერს ფეისბუქში ჟურნალისტი ია ანთაძე და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ საუბრობს:

"სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ერთი არსებითი ნიშანი იყო საზოგადოების დაყოფა და გათითოკაცება. ამას ემსახურებოდა მთელი საინფორმაციო პოლიტიკა, მათ შორის, ყველა თოქშოუ და გასართობი გადაცემა - თუმცა, ამაზე სხვა დროს დავწერ.

გუნდურობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდით დგომა, ერთმანეთის გამხნევება და დახმარება - იმ დრო-სივრციდან ამოკვეთილი იყო.

მხოლოდ ახლა - ამ ახალ დროში - გახდა შესაძლებელი გიორგი ყორღანაშვილის, დიმიტრი ცინცაძის, პატარა თენგო ზაკაშვილის და სხვების გადარჩენა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით. ძალიან დიდი სხვაობაა "იმ" საზოგადოებასა და "ამ" საზოგადოებას შორის. გული მადლიერებით მაქვს სავსე, მაგრამ არც კი ვიცი, ვის მიმართ. :)

პოლიტიკით იმიტომ დავიწყე, რომ ზუსტად პოლიტიკას ეხება ის, რისი თქმაც მინდოდა და მინდა: იყო შეუსაბამო გარემო სოლიდარობისთვის და ქველმოქმედებისთვის და არც ყოფილა არც სოლიდარობა და არც ქველმოქმედება. ახლა კი მომრავლდა სურვილი, რომ არა მხოლოდ დავეხმაროთ ერთმანეთს, არამედ, ამ დახმარებას ინსტიტუციური სახე შევძინოთ. ცხადია, ეს ახალი რეალობა მოიტანა ახალმა პოლიტიკურმა გარემომ, რომელმაც საზოგადოებას საშუალება მისცა, თავისი უკეთესი სახე აჩვენოს. ეს ჩემი აზრია და, შეგიძლიათ, არ დაეთანხმოთ. თუ არ დაეთანხმებით, მაშინ დაწერეთ ერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საზოგადოების მხრიდან სოლიდარობამ გადაარჩინა; რომლის გადასარჩენად კლიპები იქმნებოდა და ტელემარათონები ტარდებოდა.

მითხარით ერთი შემთხვევა, როცა საჯარო სივრცეში მოხერხდა საზოგადოების მობილიზება რომელიმე ერთი ადამიანის დასახმარებლად. დამისახელეთ ერთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების თანადგომამ გადაარჩინა - ერთი სახელი და გვარი.

უკვე საუბარია ფონდების შექმნაზე, ქველმოქმედების ინსტიტუციონალიზაციაზე, მთელი სისტემის ამოქმედებაზე. გახსოვთ ასეთი ინიციატივები გასულ წლებში?

ერთიანობა არის ადამიანების გადასარჩენად. გიორგის მხარდამჭერ კონცერტზე ერთად იდგნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანია ერთ სივრცეში თავი არ მოუყრიათ. და მე ეს ძალიან მომწონს. მათი პოლიტიკური შეხედულებები ისევ განსხვავებულია, მაგრამ გიორგის ერთად ეხმარებიან", - წერს ჟურნალისტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს