მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

ცხინ­ვა­ლის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ­გორ­თან სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახალ­გორ­ში მცხოვ­რებ­მა და მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გუ­შინ დაბ­რუნ­და ცხინ­ვა­ლი­დან, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მი­ნისტრს შეხ­ვდა.

"ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ახალ­გორ­თან სა­ერ­თოდ სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვას აპი­რე­ბენ. გუ­შინ ჩა­მო­ვე­დი ცხინ­ვა­ლი­დან, სა­დაც იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ეს სა­ზღვა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნი­ლი ისე­დაც არ არის. თა­ნაც, მა­თი­ვე თქმით, და­ნარ­ჩე­ნი რა­ი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს, რომ გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ ახალ­გო­რის შემ­თხვე­ვა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი. ასე რომ, სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა არა მგო­ნია, ეს ერთ ან ორ თვე­ში მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ახალ­გო­რის მკვიდრმა და აქვე გან­მარ­ტა, რომ ახალ­გო­რე­ლე­ბის­თვის ცხინ­ვალ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერგნე­თის გავ­ლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ახალ­გო­რის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლოა გა­მარ­ტივ­დეს, წყა­როს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ახალ­გო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს ჯე­მალ ჯი­კა­ევს ეკუთ­ვნის, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­საც დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ აპი­რე­ბენ.

"სხვა­თა შო­რის, გა­მარ­ტი­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ეს ჯე­მალ ჯი­კა­ე­ვის სურ­ვი­ლია. სა­უ­ბა­რია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩა­წე­რი­ლი არ არის, ახალ­გორ­ში შე­მო­ეშ­ვათ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, თუმ­ცა მათ ქმე­დე­ბებ­ზე ისი­ნი აგებ­დნენ პა­სუხს, ვინც ისი­ნი მო­იწ­ვია. ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ შე­უ­ზღუ­და­ვად მოხ­დეს სტუმ­რე­ბის შე­მოშ­ვე­ბა, როცა მა­გა­ლი­თად ლხი­ნი ან ჭი­რია ვინ­მეს ოჯახ­ში, თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, ჯი­კა­ე­ვის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ზი­ა­რე­ბას არა­ვინ აპი­რებს და მე­ტიც, გა­გიმ­ხელთ, რომ ჯე­მალ ჯი­კა­ე­ვის შეც­ვლა­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი, რად­გან მას "ქარ­თუ­ლი იდე­ე­ბი" აწუ­ხებს", - აღ­ნიშ­ნა წყა­რომ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორში მცხოვრებმა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ დაბრუნდა ცხინვალიდან, სადაც რამდენიმე მინისტრს შეხვდა.

"ინფორმაცია მაქვს, რომ ახალგორთან საერთოდ საზღვრის ჩაკეტვას აპირებენ. გუშინ ჩამოვედი ცხინვალიდან, სადაც იმ ადამიანებთან მქონდა შეხვედრა, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას. როგორც ისინი ამბობენ, ეს საზღვარი ოფიციალურად გახსნილი ისედაც არ არის. თანაც, მათივე თქმით, დანარჩენი რაიონების მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რომ გამონაკლისი მხოლოდ ახალგორის შემთხვევაშია დაშვებული. ასე რომ, საკითხი აქტუალურად განიხილება, თუმცა არა მგონია, ეს ერთ ან ორ თვეში მოხდეს", - განაცხადა ახალგორის მკვიდრმა და აქვე განმარტა, რომ ახალგორელებისთვის ცხინვალში გადაადგილება, სავარაუდოდ, ერგნეთის გავლით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ახალგორისკენ გადაადგილება შესაძლოა გამარტივდეს, წყაროს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა ახალგორის ადმინისტრაციის უფროს ჯემალ ჯიკაევს ეკუთვნის, რომლის გათვალისწინებასაც დე-ფაქტო ხელისუფლებაში არ აპირებენ.

"სხვათა შორის, გამარტივების ინიციატივა ნამდვილად არსებობს და ეს ჯემალ ჯიკაევის სურვილია. საუბარია, რომ ის ადამიანები, ვინც ჩაწერილი არ არის, ახალგორში შემოეშვათ გარკვეული დროით, თუმცა მათ ქმედებებზე ისინი აგებდნენ პასუხს, ვინც ისინი მოიწვია. ასევე განიხილება, რომ შეუზღუდავად მოხდეს სტუმრების შემოშვება, როცა მაგალითად ლხინი ან ჭირია ვინმეს ოჯახში, თუმცა, როგორც ვიცი, ჯიკაევის ამ ინიციატივის გაზიარებას არავინ აპირებს და მეტიც, გაგიმხელთ, რომ ჯემალ ჯიკაევის შეცვლაზეცაა საუბარი, რადგან მას "ქართული იდეები" აწუხებს", - აღნიშნა წყარომ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?