პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთში, N2-ე საჯარო სკოლაში 18 მოსწავლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა
ქობულეთში, N2-ე საჯარო სკოლაში 18 მოსწავლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა

ქო­ბუ­ლე­თის N2-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 18 მოს­წავ­ლე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­ი­წამ­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­დო­ნა გო­გი­ტი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა ქო­ბუ­ლე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შო არ არის.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­ებს ერ­თნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ - თავ­ბრუს­ხვე­ვა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა და კი­დუ­რე­ბის გა­ცი­ე­ბა. მა­დო­ნა გო­გი­ტი­ძის თქმით, რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში გა­წე­რენ, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებს კი გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

"სკო­ლა­ში ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ის, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. შე­წყვე­ტი­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან ქო­ბუ­ლე­თის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, N2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მე­ო­რე ცვლა­ში სწავ­ლო­ბენ", - აღ­ნიშ­ნა მა­დო­ნა გო­გი­ტი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ბავ­შვებს შო­რის რამ­დე­ნი­მე მე-5 კლა­სის, ხოლო უმე­ტე­სო­ბა მე-7-მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლეა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქობულეთში, N2-ე საჯარო სკოლაში 18 მოსწავლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა

ქობულეთში, N2-ე საჯარო სკოლაში 18 მოსწავლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა

ქობულეთის N2-ე საჯარო სკოლაში 18 მოსწავლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მადონა გოგიტიძემ განუცხადა, მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

მისივე ინფორმაციით, მოსწავლეებს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებათ - თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და კიდურების გაციება. მადონა გოგიტიძის თქმით, რამდენიმე ბავშვს საავადმყოფოდან უახლოეს საათებში გაწერენ, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.

"სკოლაში ამჟამად პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვები არიან ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავიანთ სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, N2 საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ", - აღნიშნა მადონა გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს შორის რამდენიმე მე-5 კლასის, ხოლო უმეტესობა მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია