პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ხიდაშელი: "ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია"
გიორგი ხიდაშელი: "ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია"

ინ­დო­ე­ლე­ბის­თვის მი­ყი­დულ მი­წებ­ზე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გი­ორ­გი ხი­და­შელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დი­ცის მი­წე­ბის უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბას ხმა­უ­რი იმი­ტომ მოჰ­ყვა, რომ სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის ე.წ. სა­ზღვა­რი და იქ­მნე­ბა საფრ­თხე, რომ ახალ­მა მე­პატ­რო­ნემ, რომ­ლის­თვი­საც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს, შე­საძ­ლოა ეს ფარ­თო­ბე­ბი ოკუ­პან­ტებს მიჰ­ყი­დოს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სწო­რედ ამ ფარ­თო­ბებს ესა­ზღვრე­ბა ის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა მავ­თულხლარ­თი გა­ავ­ლეს, ამი­ტომ იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბის კი­დევ უფრო მეტ აღელ­ვე­ბას. ეს ჩემი პი­რა­დი აზ­რია, თუმ­ცა, მი­ვიჩ­ნევ, რომ ქარ­თველ­მა კაც­მა, ასეთ სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილ­ზე მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ უნდა გა­ას­ხვი­სოს. ფაქ­ტია, რომ, დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ინ­დურ კომ­პა­ნი­ებს მი­წე­ბი კა­ნო­ნის დაც­ვით აქვთ შე­ძე­ნი­ლი, მაგ­რამ ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა, რაც შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მოკ­ვლე­ვის კომ­პე­ტენ­ცი­აა. თუნ­დაც ის, რომ შ.პ.ს. "მად­ლმა", რო­მე­ლიც გორ­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფარ­თო­ბე­ბის შე­ძე­ნი­დან სულ რამ­დე­ნი­მე, 4-5 დღე­ში გა­ას­ხვი­სა მიწა ინ­დო­ე­ლებ­ზე, თუმ­ცა, ამ დრო­ის­თვის ინ­დო­ე­ლე­ბის­თვის მი­ყი­დულ მი­წებ­ზე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ხი­და­შელ­მა.

სო­ფელ დიც­ში დღეს დი­ლი­დან და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის ინ­დურ კომ­პა­ნი­ებ­ზე გას­ხვი­სე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და. დი­ცე­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც სოფ­ლის კუთ­ვნი­ლი სა­რე­ზერ­ვო სა­ვარ­გუ­ლე­ბის და სა­ძო­ვა­რი ფარ­თო­ბის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ შე­ი­ტყვეს, როცა ინ­დო­ე­ლებ­მა მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყეს. დღეს მი­წის ახალ მე­პატ­რო­ნე­ებს ხე­ხი­ლის ბა­ღის გა­შე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს და ნარ­გა­ვე­ბის გა­სა­შე­ნებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ორ­მო­ე­ბი ხე­ლით თუ ნიჩ­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­წით ამო­ავ­სეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბას არ აპი­რე­ბენ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­სა­ზღვრედ არ­სე­ბუ­ლი ფარ­თო­ბე­ბის უცხო­ე­ლებ­ზე მი­ყიდ­ვას, გე­ნო­ცი­დის ტოლ­ფა­სად მი­იჩ­ნე­ვენ. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­სა­ტა­ნად სა­ჩი­ვარ­საც ამ­ზა­დებს, სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი, რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტა­ვენ, ინ­დო­ე­ლებს სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­წის ახალ მე­სა­კუთ­რე­ებს გა­აჩ­ნი­ათ დო­კუ­მე­ტა­ცია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სო­ფელ დი­ცის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ათო­ბით ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი შე­ი­ძი­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ირ­კვე­ვა, რომ ოთხმა ინ­დურ­მა კომ­პა­ნი­ამ, სა­ვარ­გუ­ლე­ბი, 2012 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში გორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შ.პ.ს. "მად­ლის­გან" კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ი­ძი­ნა, "მადლს" კი, თა­ვის მხრივ, დი­ცის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წე­ბი, უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 2012 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს აქვს შე­ძე­ნი­ლი.

სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ მი­წე­ბის აუქ­ცი­ო­ნის წე­სით, ან სხვა ფორ­მით გა­ყიდ­ვა­ზე არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­დნენ და ეჭ­ვო­ბენ, რომ მთე­ლი რიგი დარ­ღვე­ვე­ბით გას­ხვის­და, რის გა­მოც, გა­მო­ძი­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­წყე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

დიც­ში დღეს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი პა­პუ­ნა კო­ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ინ­დურ კომ­პა­ნი­ებს ფარ­თო­ბე­ბი კა­ნონ­დარ­ღვე­ვით არ შე­უ­ძე­ნი­ათ, თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გას­ხვი­სე­ბი­სას დარ­ღვე­ვებს არ გა­მო­რი­ცხავს და აღელ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას და­ვის სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­თო­დით გაგ­რძე­ლე­ბას ურ­ჩევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გიორგი ხიდაშელი: "ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია"

გიორგი ხიდაშელი: "ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია"

ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა გიორგი ხიდაშელმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დიცის მიწების უცხოელებზე გასხვისებას ხმაური იმიტომ მოჰყვა, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის ე.წ. საზღვარი და იქმნება საფრთხე, რომ ახალმა მეპატრონემ, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები არაფერს ნიშნავს, შესაძლოა ეს ფართობები ოკუპანტებს მიჰყიდოს.

"მოგეხსენებათ, სწორედ ამ ფართობებს ესაზღვრება ის ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია და რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართი გაავლეს, ამიტომ იწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ აღელვებას. ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა, მივიჩნევ, რომ ქართველმა კაცმა, ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარე ტერიტორია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაასხვისოს. ფაქტია, რომ, დოკუმენტების თანახმად, ინდურ კომპანიებს მიწები კანონის დაცვით აქვთ შეძენილი, მაგრამ ბევრი კითხვა ჩნდება, რაც შესაბამისი ორგანოების მოკვლევის კომპეტენციაა. თუნდაც ის, რომ შ.პ.ს. ,,მადლმა", რომელიც გორშია რეგისტრირებული, აღნიშნული ფართობების შეძენიდან სულ რამდენიმე, 4-5 დღეში გაასხვისა მიწა ინდოელებზე, თუმცა, ამ დროისთვის ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია", - აღნიშნა გიორგი ხიდაშელმა.

სოფელ დიცში დღეს დილიდან დაპირისპირება იყო. ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწების ინდურ კომპანიებზე გასხვისებას აპროტესტებდა. დიცელებმა, რომლებმაც სოფლის კუთვნილი სარეზერვო სავარგულების და საძოვარი ფართობის გასხვისების შესახებ გუშინ შეიტყვეს, როცა ინდოელებმა მიწის დამუშავება დაიწყეს. დღეს მიწის ახალ მეპატრონეებს ხეხილის ბაღის გაშენების საშუალება არ მისცეს და ნარგავების გასაშენებლად გამზადებული ორმოები ხელით თუ ნიჩბების დახმარებით მიწით ამოავსეს.

ადგილობრივები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ არსებული ფართობების უცხოელებზე მიყიდვას, გენოციდის ტოლფასად მიიჩნევენ. სოფლის მოსახლეობა პროკურატურაში შესატანად საჩივარსაც ამზადებს, სამართლებრივი დავის დასრულებამდე კი, როგორც თავად განმარტავენ, ინდოელებს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ მიწის ახალ მესაკუთრეებს გააჩნიათ დოკუმეტაცია, რომლის საფუძველზეც სოფელ დიცის ტერიტორიაზე არსებული ათობით ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინეს. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ოთხმა ინდურმა კომპანიამ, სავარგულები, 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გორში რეგისტრირებული შ.პ.ს. "მადლისგან" კეთილსინდისიერად შეიძინა, "მადლს" კი, თავის მხრივ, დიცის ტერიტორიაზე არსებული მიწები, უცხოელებზე გასხვისებამდე, რამდენიმე დღით ადრე, 2012 წლის ნოემბრის ბოლოს აქვს შეძენილი.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწების აუქციონის წესით, ან სხვა ფორმით გაყიდვაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ეჭვობენ, რომ მთელი რიგი დარღვევებით გასხვისდა, რის გამოც, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ.

დიცში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. არსებული დოკუმენტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე მიიჩნევს, რომ ინდურ კომპანიებს ფართობები კანონდარღვევით არ შეუძენიათ, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გასხვისებისას დარღვევებს არ გამორიცხავს და აღელვებულ მოსახლეობას დავის სამართლებრივი მეთოდით გაგრძელებას ურჩევს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა