მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქე­თი ხი­ტირ­ი: "მსა­ხი­ო­ბის­თვის წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს"

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბევ­რი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი­ა... ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი, არაფ­რის­მთქმე­ლი მზე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სცე­ნას არ უხ­დე­ბა", - გვითხ­რა სა­უბ­რი­სას მსა­ხი­ობ­მა ქე­თი ხი­ტირ­მა, რო­მელ­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე არა­ერ­თი რო­ლი გა­ნუ­სა­ხი­ე­რე­ბი­ა. მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა თა­ვი სპექ­ტაკ­ლე­ბით: "და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი", "წა­თეს წი­თე­ლი წა­ღე­ბი", "სა­ლა­მუ­რა" და ა.შ. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას, რე­ჟი­სორ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის მი­ერ დად­გმულ სა­კურ­სო სპექ­ტაკლ "სე­ი­ლე­მის პრო­ცეს­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლი­სათ­ვის ქე­თი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს.

- სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბებ­სა და ზღაპ­რებ­ზე დღემ­დე ვგიჟ­დე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეგ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" მიყ­ვარ­და. ისიც მახ­სოვს, რო­გორ ვოც­ნე­ბობ­დი, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, გამ­ღვი­ძე­ბო­და და პე­პი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ეს ოც­ნე­ბა 13 წლი­სას ამიხ­და, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში პე­პის რო­ლი ვი­თა­მა­შე. დღემ­დე მომ­წონს ეს პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სი სი­თა­მა­მი­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბით. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ჩემ­სა და პე­პის შო­რის მსგავ­სე­ბა­საც ვხე­დავ­დი. ისიც მახ­სოვს, მა­მა რა­დი­არდ კიპ­ლინ­გის "მა­უგ­ლის" რომ მი­კითხ­ავ­და, რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი ვის­მენ­დი. სა­ო­ცა­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, გო­ე­თეს "ფა­უს­ტი" რომ წა­ვი­კითხ­ე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და გა­ვოც­დი კი­დეც, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის წყა­ლო­ბით აღ­ვიქ­ვი პირ­ვე­ლად ეშ­მა­კის არ­სე­ბო­ბა (ი­ღი­მის). ასე ნა­ბიჯ­-ნა­ბიჯ ვე­ზი­ა­რე წიგნს, ის ჩე­მი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი გახ­და და ვე­რა­ვი­თა­რი ელექ­ტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ვერ შე­მიც­ვლის. წიგ­ნი აძ­ლევს ადა­მი­ანს და­ფიქ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ყვე­ლას­თვის, მსა­ხი­ო­ბის­თვის კი გან­სა­კუთ­რე­ბით, წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს. მახ­სოვს, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­ში რომ ვა­ბა­რებ­დი, სცე­ნა­ზე დგო­მის გარ­და ისიც მა­ხა­რებ­და, რომ უამ­რავ მწე­რალს გა­ვეც­ნო­ბო­დი, ბევ­რი პი­ე­სის წა­კითხ­ვა და სწავ­ლა მო­მი­წევ­და. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნა­კი­თხი რომ იყოს, ამის­თვის რო­ლე­ბი არ კმა­რა. არა­და, მსმე­ნი­ა, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი, ასე თუ ისე, წიგ­ნი­ე­რი­ა­ო, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი დგას სცე­ნა­ზე. მსა­ხი­ო­ბი რომ ცა­რი­ე­ლი­ა, ეს არა მხო­ლოდ მი­სი მეტყ­ვე­ლე­ბით, სცე­ნა­ზე­ დგო­მი­თაც ჩანს. ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი, არაფ­რის­მთქმე­ლი მზე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სცე­ნას არ უხ­დე­ბა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ვინ მი­გაჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე წიგ­ნი­ე­რად?

- მსა­ხი­ო­ბი და პო­ე­ტი გი­ორ­გი ზან­გუ­რი. ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია და ამას ჩე­მი მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ნა­კი­თხი იყო და­თო იაშ­ვი­ლი, იგი­ვე იაშ­კა, რო­მე­ლიც ჩვენ გვერ­დით აღარ არის. ხში­რად მით­ქვამს, რომ და­თო ძა­ლი­ან აკ­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს.

- ახ­ლა რას კითხ­უ­ლობთ?

- სე­მუ­ელ ბე­კეტს. მარ­თა­ლი­ა, მი­სი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი არის "გო­დოს მო­ლო­დინ­ში", მაგ­რამ მას უამ­რა­ვი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ზა­უ­ლი და პო­ე­ტუ­რი ნაშ­რო­მი აქვს.

- რო­გო­რია თქვე­ნი წიგ­ნის თა­რო?

- ჩემს წიგ­ნის თა­რო­ზე, ეგ­ზი­უ­პე­რით და­წე­ბუ­ლი, დოს­ტო­ევ­სკი­თა და ჩე­ხო­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი დევს. ახ­ლაც მახ­სოვს გან­ცდა, ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტას" კითხ­ვი­სას რომ მქონ­და და ეს ნა­წარ­მო­ე­ბი რო­გორ არ შე­მოვ­დო ჩემს თა­რო­ზე?

- თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბით?

- რა თქმა უნ­და. ძა­ლი­ან მომ­წონს აკა მორ­ჩი­ლა­ძე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა თვალ­საზ­რი­სი არ­სე­ბობს, მე ძა­ლი­ან მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით - მი­სი "ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი".

- დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს შე­ა­და­რებ­დით?

- ოთარ ჭი­ლა­ძის "წა­თეს წი­თელ წა­ღებს". ამ ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­წე­რი­ლი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან ჰგავს.

- რის წა­კითხ­ვას ურ­ჩევთ დამ­წყებ მკითხ­ველს?

- ცვა­ი­გის "უც­ნო­ბი ქა­ლის წე­რი­ლის", რო­მე­ლიც ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში წა­ვი­კი­თხე და დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქე­თი ხი­ტირ­ი: "მსა­ხი­ო­ბის­თვის წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს"

ქე­თი ხი­ტირ­ი: "მსა­ხი­ო­ბის­თვის წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს"

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბევ­რი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი­ა... ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი, არაფ­რის­მთქმე­ლი მზე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სცე­ნას არ უხ­დე­ბა", - გვითხ­რა სა­უბ­რი­სას მსა­ხი­ობ­მა ქე­თი ხი­ტირ­მა, რო­მელ­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე არა­ერ­თი რო­ლი გა­ნუ­სა­ხი­ე­რე­ბი­ა. მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა თა­ვი სპექ­ტაკ­ლე­ბით: "და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი", "წა­თეს წი­თე­ლი წა­ღე­ბი", "სა­ლა­მუ­რა" და ა.შ. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას, რე­ჟი­სორ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის მი­ერ დად­გმულ სა­კურ­სო სპექ­ტაკლ "სე­ი­ლე­მის პრო­ცეს­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლი­სათ­ვის ქე­თი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს.

- სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბებ­სა და ზღაპ­რებ­ზე დღემ­დე ვგიჟ­დე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეგ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" მიყ­ვარ­და. ისიც მახ­სოვს, რო­გორ ვოც­ნე­ბობ­დი, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, გამ­ღვი­ძე­ბო­და და პე­პი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ეს ოც­ნე­ბა 13 წლი­სას ამიხ­და, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში პე­პის რო­ლი ვი­თა­მა­შე. დღემ­დე მომ­წონს ეს პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სი სი­თა­მა­მი­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბით. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ჩემ­სა და პე­პის შო­რის მსგავ­სე­ბა­საც ვხე­დავ­დი. ისიც მახ­სოვს, მა­მა რა­დი­არდ კიპ­ლინ­გის "მა­უგ­ლის" რომ მი­კითხ­ავ­და, რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი ვის­მენ­დი. სა­ო­ცა­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, გო­ე­თეს "ფა­უს­ტი" რომ წა­ვი­კითხ­ე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და გა­ვოც­დი კი­დეც, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის წყა­ლო­ბით აღ­ვიქ­ვი პირ­ვე­ლად ეშ­მა­კის არ­სე­ბო­ბა (ი­ღი­მის). ასე ნა­ბიჯ­-ნა­ბიჯ ვე­ზი­ა­რე წიგნს, ის ჩე­მი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი გახ­და და ვე­რა­ვი­თა­რი ელექ­ტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ვერ შე­მიც­ვლის. წიგ­ნი აძ­ლევს ადა­მი­ანს და­ფიქ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ყვე­ლას­თვის, მსა­ხი­ო­ბის­თვის კი გან­სა­კუთ­რე­ბით, წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს. მახ­სოვს, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­ში რომ ვა­ბა­რებ­დი, სცე­ნა­ზე დგო­მის გარ­და ისიც მა­ხა­რებ­და, რომ უამ­რავ მწე­რალს გა­ვეც­ნო­ბო­დი, ბევ­რი პი­ე­სის წა­კითხ­ვა და სწავ­ლა მო­მი­წევ­და. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნა­კითხი რომ იყოს, ამის­თვის რო­ლე­ბი არ კმა­რა. არა­და, მსმე­ნი­ა, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი, ასე თუ ისე, წიგ­ნი­ე­რი­ა­ო, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი დგას სცე­ნა­ზე. მსა­ხი­ო­ბი რომ ცა­რი­ე­ლი­ა, ეს არა მხო­ლოდ მი­სი მეტყ­ვე­ლე­ბით, სცე­ნა­ზე­ დგომითაც ჩანს. ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი, არაფ­რის­მთქმე­ლი მზე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სცე­ნას არ უხ­დე­ბა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ვინ მი­გაჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე წიგ­ნი­ე­რად?

- მსა­ხი­ო­ბი და პო­ე­ტი გი­ორ­გი ზან­გუ­რი. ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია და ამას ჩე­მი მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ნა­კითხი იყო და­თო იაშ­ვი­ლი, იგი­ვე იაშ­კა, რო­მე­ლიც ჩვენ გვერ­დით აღარ არის. ხში­რად მით­ქვამს, რომ და­თო ძა­ლი­ან აკ­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს.

- ახ­ლა რას კითხ­უ­ლობთ?

- სე­მუ­ელ ბე­კეტს. მარ­თა­ლი­ა, მი­სი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი არის "გო­დოს მო­ლო­დინ­ში", მაგ­რამ მას უამ­რა­ვი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ზა­უ­ლი და პო­ე­ტუ­რი ნაშ­რო­მი აქვს.

- რო­გო­რია თქვე­ნი წიგ­ნის თა­რო?

- ჩემს წიგ­ნის თა­რო­ზე, ეგ­ზი­უ­პე­რით და­წე­ბუ­ლი, დოს­ტო­ევ­სკი­თა და ჩე­ხო­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი დევს. ახ­ლაც მახ­სოვს გან­ცდა, ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტას" კითხ­ვი­სას რომ მქონ­და და ეს ნა­წარ­მო­ე­ბი რო­გორ არ შე­მოვ­დო ჩემს თა­რო­ზე?

- თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბით?

- რა თქმა უნ­და. ძა­ლი­ან მომ­წონს აკა მორ­ჩი­ლა­ძე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა თვალ­საზ­რი­სი არ­სე­ბობს, მე ძა­ლი­ან მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით - მი­სი "ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი".

- დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს შე­ა­და­რებ­დით?

- ოთარ ჭი­ლა­ძის "წა­თეს წი­თელ წა­ღებს". ამ ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­წე­რი­ლი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან ჰგავს.

- რის წა­კითხ­ვას ურ­ჩევთ დამ­წყებ მკითხ­ველს?

- ცვა­ი­გის "უც­ნო­ბი ქა­ლის წე­რი­ლის", რო­მე­ლიც ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში წა­ვი­კითხე და დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს