სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ცოცხალი მკვდარი” - 36 წლის მამაკაცს არარსებული გვამის გადამალვა აღიარებინეს
”ცოცხალი მკვდარი” - 36 წლის მამაკაცს არარსებული გვამის გადამალვა აღიარებინეს

თე­ლა­ვის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს, ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის­თვის დას­დო ბრა­ლი. არა­და, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, იგი რი­გი­თი პრო­კუ­რო­რო­ბი­დან და­ა­წი­ნა­უ­რეს. მა­შინ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და­წი­ნა­უ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მთა­ვარ პრო­კუ­რორს არ მო­უ­წო­ნეს და ბა­ხუ­ტო­ვის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა მოს­თხო­ვეს. რო­გორც ჩანს, ამ მო­თხოვ­ნამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და საქ­მე­ზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

36 წლის მწყემ­სი, ალექ­სან­დრე ბა­ხუ­ტო­ვი ცი­ხე­ში სას­ჯელს ჩა­უ­დე­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დი­და. გა­ირ­კვა, რომ ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი, რომ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვი­საც იგი გა­ა­სა­მარ­თლეს, ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლა და მწყემ­სად, მთა­ში იყო წა­სუ­ლი.

ამ სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ბა­ხუ­ტო­ვის ნაც­ვლად სა­კან­ში დამ­ნა­შა­ვე პრო­კუ­რო­რე­ბი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ასე არ მოხ­და, - დღემ­დე არა­ვინ დას­ჯი­ლა. უფრო მე­ტიც - მხო­ლოდ პრო­კუ­რორ ჯა­ვა­ხიშ­ვილს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, მაგ­რამ არც ის და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ. რო­გორც ჩანს, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ კო­ლე­გა მა­ინც და­ინ­დო, მი­იჩ­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და, მხო­ლოდ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­ნიშ­ვნის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს. მის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე პრო­ცეს­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმ­სჯე­ლე­ბენ. წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა 3 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უც­ნო­ბია, ამ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცე­მი­ან თუ არა სხვა პი­რე­ბი. მათ შო­რის, პრო­კუ­რო­რი ქე­თე­ვან ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მას შემ­დე­გაც მო­ი­თხო­ვა ბა­ხუ­ტო­ვის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა, როცა უკვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლი იყო. მისი მო­თხოვ­ნა მა­შინ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ოშ­ხე­რელ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა...

აქვე დავ­ძენთ, რომ ე.წ. "ცო­ცხა­ლი მკვდრის" სა­ხე­ლით გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მხო­ლოდ ბა­ხუ­ტო­ვი როდი გა­ა­სა­მარ­თლეს: გვა­მის გა­და­მალ­ვის ბრალ­დე­ბით, პა­ტიმ­რო­ბა­ში კი­დევ სამი პირი - ას­ლან გა­უ­ა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სი ცო­ცი­აშ­ვი­ლი და ვე­ფხო ხა­ჩოშ­ვი­ლი - აღ­მოჩ­ნდა. რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, პრო­კუ­რორ­მა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა 2007 წლის 21 ნო­ემ­ბერს თე­ლა­ვის სა­სა­მარ­თლო­ში, ამ სამ პირ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა - არა­და, ამ დროს უკვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნდა ე.წ. "მოკ­ლუ­ლი" ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი. მარ­თა­ლია, ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ ბრა­ლი მათ­თვის არა­ვის მო­უხ­სნია და მხო­ლოდ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორ­მეს.

ამ საქ­მე­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს ბა­ხუ­ტო­ვის გერი, ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ცე­მით აღი­ა­რე­ბი­ნეს ჩა­უ­დე­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი. სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ცი­ციშ­ვი­ლი საქ­მე­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით გა­იყ­ვა­ნეს.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო:

2007 წლის 15 ივ­ნისს ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და და ოჯახ­მა მისი ძებ­ნა და­ი­წყო. მალე ძა­ლო­ვა­ნებ­მა ალექ­სან­დრე ბა­ხუ­ტო­ვი და­ა­კა­ვეს, საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. მარ­თა­ლია, ოჯახს შვი­ლის ცხე­და­რი არ ჰქონ­და, მაგ­რამ გა­მო­იგ­ლო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც ოჯა­ხი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო.

რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, პო­ლი­ცი­ამ ბა­ხუ­ტოვ­ზე, რო­გორც ბრალ­დე­ბულ­ზე არ­ჩე­ვა­ნი მას შემ­დეგ შე­ა­ჩე­რა, რაც დად­გინ­და, რომ 2007 წლის 15 ივ­ნისს მასა და ჩო­ფი­კაშ­ვილს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი სწო­რედ ამ დღი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და... 4 თვის შემ­დეგ, 20 სექ­ტემ­ბერს, როცა გა­ირ­კვა, რომ ლაშა სახ­ლში ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­და, ბა­ხუ­ტო­ვი უკვე სას­ჯელს იხ­დი­და.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს გა­ნა­ჩე­ნი 2007 წლის 24 აგ­ვის­ტოს გა­მო­უ­ტა­ნა. მარ­თა­ლია, მას თა­ვი­დან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, მაგ­რამ მალე ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი გა­რე­მო­ე­ბა: პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით, ბა­ხუ­ტო­ვის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის გა­რე­შე გა­მო­ი­ტა­ნეს. მა­შინ კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რორ­მა, ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა და და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მო­ი­თხო­ვა. ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე ბა­ხუ­ტო­ვი რომ არ წა­სუ­ლი­ყო, მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

რა­ტომ მი­ი­ღეს ძა­ლო­ვა­ნებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უც­ნო­ბია, მაგ­რამ უკვე გარ­კვე­უ­ლია, რომ პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ბა­ხუ­ტო­ვის გერი, ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი იყო. სო­ფელ ნა­ფა­რე­უ­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­კა­ვე­ბულ ცი­ციშ­ვილს სას­ტი­კად სცე­მეს და მის­გან მო­ი­თხოვ­დნენ, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, თუ სად იყო ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ცხე­და­რი. მას მა­ნამ­დე სცე­მეს, სა­ნამ არ თქვა, - ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი ჩემ­მა მა­მი­ნაც­ვალ­მა ბა­ხუ­ტოვ­მა მოკ­ლა და მე გვა­მის და­მალ­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დიო. არც ბა­ხუ­ტო­ვი დარ­ჩე­ნი­ლა ცემა-წა­მე­ბის გა­რე­შე. ბო­ლოს მა­ნაც აღი­ა­რა ჩა­უ­დე­ნე­ლი მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ არც ეს აღ­მოჩ­ნდა პო­ლი­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სი და და­კა­ვე­ბუ­ლებს წა­მე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ, გვა­მის გა­და­მალ­ვის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად სხვე­ბიც და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ.

ამ­გვა­რად მი­ღე­ბუ­ლი "აღი­ა­რე­ბის" შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლის სა­ნა­ხა­ვად ბა­ხუ­ტო­ვი სო­ფელ ფშა­ველ­ში, ე.წ. "ნა­წის­ქვი­ლა­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­იყ­ვა­ნეს. გე­რი­სა და მა­მი­ნაც­ვლის ცემა ისევ გრძელ­დე­ბო­და და მათ­გან გვა­მის ად­გი­ლის და­სა­ხე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ბო­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თა­ვად­ვე და­ას­კვნეს, - ალ­ბათ გვა­მი მდი­ნა­რე სტორ­ში გა­და­აგ­დე­სო, და საქ­მეც ასე და­ას­რუ­ლეს...

ცი­ხე­ში მყოფ­მა ბა­ხუ­ტოვ­მა მოს­ვე­ნე­ბა მას შემ­დეგ და­კარ­გა, როცა შე­ი­ტყო - ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში ჯან­მრთე­ლი იმ­ყო­ფე­ბაო. 2007 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს მან სა­ხალ­ხო დამ­ცველს აც­ნო­ბა, - ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს ვიხ­დი, სო­ფელ ჯუ­ღა­ან­ში, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში­აო.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯერ ბა­ხუ­ტო­ვი მო­ი­ნა­ხუ­ლეს, შემ­დეგ, მისი მო­ნა­თხრო­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, სო­ფელ­ში ჩა­ვიდ­ნენ და იქ მარ­თლაც, ცო­ცხა­ლი ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი დახ­ვდათ.

ბა­ხუ­ტო­ვი სას­ტი­კად ნა­ცე­მი რომ იყო, ეს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის ჟურ­ნა­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და - იქ აღ­წე­რი­ლი იყო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოყ­ვა­ნილ პა­ტი­მარს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი მის წა­მე­ბა­ში კონ­კრე­ტულ პი­რებს ასა­ხე­ლებ­და და ამ­ბობ­და, რომ ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, პო­ლი­ცი­ე­ლი გოჩა ნო­ღაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად თავა აქ­ტი­უ­რობ­და, სხვებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უმო­წყა­ლოდ გვცემ­და მე და ჩემს მა­მი­ნაც­ვალ­სო... "27 ივ­ნისს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სო­ფელ კი­სის­ხევ­ში, ბა­ხუ­ტო­ვის ძმის­შვილ­თან წას­ვლა მომ­თხო­ვეს; პო­ლი­ცია მარ­წმუ­ნებ­და, რომ ჩემს მა­მი­ნაც­ვალს ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი იქ ჰყავ­და გა­და­მა­ლუ­ლი. ვცდი­ლობ­დი ამეხ­სნა, რომ ეს ტყუ­ი­ლი იყო, მაგ­რამ მან­ქა­ნა­ში ჩა­მაგ­დეს, ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს და გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თან­დას­წრე­ბით, რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბით სას­ტი­კად მცე­მეს. წა­მე­ბის შემ­დეგ კი­სის­ხევ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­მი­ნაც­ვლის ძმის­შვილ­მა, ზაურ ბა­ხუ­ტოვ­მა, რა თქმა უნდა, უარ­ყო ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის მათ სახ­ლში ყოფ­ნა", - ამ­ბობ­და ცი­ციშ­ვი­ლი.

წა­მე­ბის შემ­დეგ, 28 ივ­ნისს სა­ღა­მოს, პო­ლი­ცი­ამ ცი­ციშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, თუმ­ცა, მა­ნამ­დე მას ასე­თი ში­ნა­არ­სის ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნეს: "...წა­ვი­ღეთ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ცხე­და­რი და დავ­მარ­ხეთ 1 მეტრ სიღ­რმე­ზე, სა­გუ­ბუ­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 700-800 მეტრზე, რა ად­გი­ლის ჩვე­ნე­ბაც შე­მიძ­ლია"...

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გერი პო­ლი­ცი­ამ გა­აფრ­თხი­ლა, არა­ფე­რი ეთ­ქვა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, თო­რემ უკან შე­აბ­რუ­ნებ­დნენ. ცი­ციშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, უკვე სექ­ტემ­ბერ­ში მას­თან ისევ მი­ვი­და პო­ლი­ცი­ე­ლი თავა და აი­ძუ­ლა, სო­ფელ რუ­ის­პირ­ში, ვინ­მე დუ­რუს ფერ­მა­ში სა­მუ­შა­ოდ გაჰ­ყო­ლო­და, სა­დაც მას ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე უნდა ემუ­შა­ვა. სამი დღის შემ­დეგ იქი­დან გა­პარ­ვა შეძ­ლო...

ირაკ­ლი ცი­ციშ­ვილ­მა ოქ­ტომ­ბერ­ში თე­ლა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ნახა "მკვდა­რი" ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, ჩემ­თვის ხელი არა­ვის უხ­ლია, ჩემი ნე­ბით ცხვარ­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლიო. თუმ­ცა მე­ო­რე დღეს ჩო­ფი­კაშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ნა­ცხა­და, ბა­ხუ­ტოვ­მა თავ­ში ჯოხი ჩა­მარ­ტყაო:

ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, 15 ივ­ნისს იგი ნა­თან ზა­თი­აშ­ვი­ლის მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა­ში იყო, სა­დაც ალექ­სი ბა­ხუ­ტოვ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და... შემ­დეგ ალექ­სი ბა­ხუ­ტოვ­მა და­უ­ძა­ხა და სი­გა­რე­ტი სთხო­ვა. მას სი­გა­რე­ტი მდი­ნა­რე სტო­რის ნა­პირ­თან გა­მო­უ­ტა­ნა და სახ­ლის­კენ მობ­რუნ­და. სწო­რედ ამ დროს გო­ნე­ბა და­კარ­გა. გონ­ზე რომ მო­ვი­და, უკვე მდი­ნა­რის ნა­პირ­თან იწვა. შემ­დეგ სახ­ლში შებ­რუნ­და. იგი ამ­ბობ­და, - გამ­თე­ნი­ი­სას, 4 სა­ათ­ზე სა­მუ­შა­ოდ ე.წ. ნა­წიდ­ნა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წა­ვე­დი და მწყემ­სად ვმუ­შა­ობ­დიო. 20 სექ­ტემ­ბერს ლაშა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი თე­ლავ­ში დაბ­რუნ­და. ქუ­ჩა­ში ნაც­ნო­ბი - ვინ­მე არა­ბუ­ლი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხით შეხ­ვდა და მის­გან შე­ი­ტყო, რომ სო­ფელ­ში იგი გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ და და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ კი­დეც! სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მას­თან თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ვი­და, იძუ­ლე­ბით ჩას­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და თე­ლა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წა­იყ­ვა­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი 15 ივ­ნისს მასა და ბა­ხუ­ტოვს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ. მე­ო­რე დღეს ჩო­ფი­კაშ­ვილს კვლავ მი­ა­კი­თხეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ვე­ნი­დან სის­ხლი აუ­ღეს და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად, ექიმს გა­ა­სინ­ჯეს. ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, - იქ შე­ვი­ტყვე, რომ კის­რის ძვა­ლი "და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მქო­ნი­აო"...

ალექ­სან­დრე ბა­ხუ­ტო­ვი ამ­ბობ­და: პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ია­რა­ღის მუ­ქა­რი­თა და ცე­მით მა­ი­ძუ­ლებ­დნენ მეთ­ქვა, სად ჩავ­მარ­ხე ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის გვა­მი; ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი - გოჩა, მოკ­ვლი­თაც მე­მუქ­რე­ბო­დაო. "და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 11 სა­ათ­ზე და­მი­კავ­შირ­და ჩემი გერი და ფერ­მა­ში შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. იქ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი დამ­ხვდა. ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­მა­დეს და ცემა და­მი­წყეს. იქვე იყო ჩემი მე­უღ­ლე, ინ­დი­რა იზო­რია. მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ცი­ელ­მა გო­ჩამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა. შემ­დეგ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს ნა­ფა­რე­უ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში, სა­დაც გაგ­რძელ­და ჩემი და ჩემი გე­რის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. გა­უ­საძ­ლი­სი წა­მე­ბის ფონ­ზე ირაკ­ლიმ აღი­ა­რა, თით­ქოს მე მოვ­კა­ლი ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი. ცე­მი­სა და წა­მე­ბის შემ­დეგ მეც ვა­ღი­ა­რე მკვლე­ლო­ბა. არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით მა­ი­ძუ­ლეს, გვა­მის გა­და­მალ­ვის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ჩემი ნაც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი: ას­ლან გა­უ­ა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სი ცო­ცი­აშ­ვი­ლი და ვე­ფხო ხა­ჩოშ­ვი­ლი... ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას. ამ დროს ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ფეხი მუ­ცელ­ში ჩა­მარ­ტყა, ია­რა­ღი მო­მა­დო სა­ხე­ზე და და­მე­მუქ­რა, ხოლო ნუგ­ზარ ზა­თი­აშ­ვი­ლი ჯოხს მირ­ტყამ­და კი­სერ­ში"... - ამ­ბობ­და ბრალ­დე­ბუ­ლი.

ამ საქ­მის გამო, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის დას­ჯა მა­შინ­დელ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა - სო­ზარ სუ­ბარ­მა 2007 წელს მოს­თხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რას. მას ასე­ვე მი­აჩ­ნდა, რომ სხვა მუხ­ლებ­თან ერ­თად, საქ­მე ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლი­თაც უნდა აღ­ძრუ­ლი­ყო, რად­გან ბა­ხუ­ტო­ვის გერს პო­ლი­ცი­ე­ლი სამი დღე ვი­ღა­ცის ფერ­მა­ში, იძუ­ლე­ბით ამუ­შა­ვებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, მა­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­და და, ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში საქ­მე აღიძ­რა იძუ­ლე­ბით ცრუჩ­ვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტზე. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამ ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა ჩა­ა­ტა­რა და 2007 წლის 6 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტას მი­მარ­თა, რომ ბა­ხუ­ტო­ვის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო და ხე­ლახ­ლა გან­სა­ხილ­ვე­ლად საქ­მე იმა­ვე სა­სა­მარ­თლოს დაჰბ­რუ­ნე­ბო­და...

2007 წლის 19 დე­კემ­ბერს ყვე­ლას ეგო­ნა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და ბა­ხუ­ტოვს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. პრო­კუ­რორ­მა ქე­თე­ვან ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გან­მარ­ტა: ვი­ნა­ი­დან ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბა­ხუ­ტოვ­მა ჯოხი ჩა­არ­ტყა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს, მკვლე­ლო­ბის გა­ნა­ჩე­ნი გა­უქ­მდეს, მაგ­რამ სა­ჭი­როა ხე­ლახ­ლა დად­გინ­დეს, რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ბა­ხუ­ტოვ­მა და ამი­ტომ მისი საქ­მე იმა­ვე სა­სა­მარ­თლომ ხე­ლახ­ლა უნდა გა­ნი­ხი­ლო­სო.

ბა­ხუ­ტო­ვის ად­ვო­კა­ტი საქ­მის შე­წყვე­ტას ითხოვ­და. - აცხა­დებ­და, ამ საქ­მე­ში ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გარ­და, სხვა არ­გუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობ­სო. ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბაც. სა­ბო­ლო­ოდ, ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცია ასე­თი იყო: "ბა­ხუ­ტოვ­მა ჯოხი ჩა­მარ­ტყა, გა­ვი­თი­შე და გონ­ზე 400-500 მეტ­რის და­შო­რე­ბით, წყალ­ში მო­ვე­დი". ამ პო­ზი­ცი­ის აბ­სურ­დუ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი აცხა­დებ­და: გა­მარ­კვი­ეთ, თუ გონ­და­კარ­გუ­ლი კაცი მდი­ნა­რე­ში ეგდო, რა­ტომ არ და­იხ­რჩო? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, კაცი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალ­ში იწვა და გა­დარ­ჩა? თა­ნაც დად­გე­ნი­ლია, რომ იმ მო­მენ­ტის­თვის წყა­ლი ადი­დე­ბუ­ლი იყოო!

სა­სა­მარ­თლომ, ყვე­ლას გა­საკ­ვი­რად, პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა - ბა­ხუ­ტო­ვის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­უქ­მა, საქ­მე ხე­ლახ­ლა გან­სა­ხილ­ვე­ლად კვლავ თე­ლა­ვის სა­სა­მარ­თლოს ანუ იქ და­აბ­რუ­ნა, სა­დაც უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს, და ბრალ­დე­ბუ­ლი ისევ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

ბა­ხუ­ტო­ვი ცი­ხი­დან მხო­ლოდ 2008 წლის 26 ივ­ნისს, და­კა­ვე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ არც გვა­მის და­მალ­ვა­ში მხი­ლე­ბულ 3 პირს გა­უ­სა­ჩივ­რე­ბია უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ყვე­ლა ძა­ლო­ვა­ნი, პრო­კუ­რო­რი და მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ამ სკან­და­ლურ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს, პა­სუხს აგებს სა­მარ­თლის წი­ნა­შე.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

”ცოცხალი მკვდარი” - 36 წლის მამაკაცს არარსებული გვამის გადამალვა აღიარებინეს

”ცოცხალი მკვდარი” - 36 წლის მამაკაცს არარსებული გვამის გადამალვა აღიარებინეს

თელავის პროკურორის მოადგილეს, ზურაბ ჯავახიშვილს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის დასდო ბრალი. არადა, არჩევნების შემდეგ, იგი რიგითი პროკურორობიდან დააწინაურეს. მაშინ ჯავახიშვილის დაწინაურება ჟურნალისტებმა მთავარ პროკურორს არ მოუწონეს და ბახუტოვის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მოსთხოვეს. როგორც ჩანს, ამ მოთხოვნამ შედეგი გამოიღო და საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

36 წლის მწყემსი, ალექსანდრე ბახუტოვი ციხეში სასჯელს ჩაუდენელი დანაშაულისთვის იხდიდა. გაირკვა, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი, რომლის განზრახ მკვლელობისთვისაც იგი გაასამართლეს, ცოცხალი ყოფილა და მწყემსად, მთაში იყო წასული.

ამ სკანდალური ფაქტის მიუხედავად, ბახუტოვის ნაცვლად საკანში დამნაშავე პროკურორები და მოსამართლეები აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, - დღემდე არავინ დასჯილა. უფრო მეტიც - მხოლოდ პროკურორ ჯავახიშვილს წაუყენეს ბრალი, მაგრამ არც ის დაუპატიმრებიათ. როგორც ჩანს, მთავარმა პროკურატურამ კოლეგა მაინც დაინდო, მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე პატიმრობის შეფარდების საჭიროება არ არსებობდა, მხოლოდ წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. მის ბრალეულობაზე პროცესზე მოგვიანებით იმსჯელებენ. წაყენებული ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უცნობია, ამ საქმეზე პასუხისგებაში მიეცემიან თუ არა სხვა პირები. მათ შორის, პროკურორი ქეთევან ჩომახაშვილი, რომელმაც მას შემდეგაც მოითხოვა ბახუტოვის პატიმრობაში დატოვება, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. დაზარალებული ცოცხალი იყო. მისი მოთხოვნა მაშინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ოშხერელმა დააკმაყოფილა...

აქვე დავძენთ, რომ ე.წ. "ცოცხალი მკვდრის" სახელით გახმაურებული საქმისთვის მხოლოდ ბახუტოვი როდი გაასამართლეს: გვამის გადამალვის ბრალდებით, პატიმრობაში კიდევ სამი პირი - ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი - აღმოჩნდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პროკურორმა ჯავახიშვილმა 2007 წლის 21 ნოემბერს თელავის სასამართლოში, ამ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა - არადა, ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ სოფელში გამოჩნდა ე.წ. "მოკლული" ჩოფიკაშვილი. მართალია, ისინი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, მაგრამ ბრალი მათთვის არავის მოუხსნია და მხოლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

ამ საქმეში ასევე ფიგურირებს ბახუტოვის გერი, ირაკლი ციციშვილი, რომელიც დაკავებული იყო და ცემით აღიარებინეს ჩაუდენელი დანაშაული. სასურველი ჩვენების მიღების შემდეგ ციციშვილი საქმეში მოწმის სტატუსით გაიყვანეს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

2007 წლის 15 ივნისს ლაშა ჩოფიკაშვილი გაუჩინარდა და ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მალე ძალოვანებმა ალექსანდრე ბახუტოვი დააკავეს, საქმე გახსნილად გამოაცხადეს და ლაშა ჩოფიკაშვილი მოკლულად მიიჩნიეს. მართალია, ოჯახს შვილის ცხედარი არ ჰქონდა, მაგრამ გამოიგლოვა. პროკურატურამაც ოჯახი დაზარალებულად ცნო.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პოლიციამ ბახუტოვზე, როგორც ბრალდებულზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, რაც დადგინდა, რომ 2007 წლის 15 ივნისს მასა და ჩოფიკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ლაშა ჩოფიკაშვილი სწორედ ამ დღიდან გაუჩინარდა... 4 თვის შემდეგ, 20 სექტემბერს, როცა გაირკვა, რომ ლაშა სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა, ბახუტოვი უკვე სასჯელს იხდიდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი 2007 წლის 24 აგვისტოს გამოუტანა. მართალია, მას თავიდან გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი, მაგრამ მალე ბრალი დაუმძიმდა და განზრახ მკვლელობით გაასამართლეს. საყურადღებოა ერთი გარემოება: პროკურატურის მოთხოვნით, ბახუტოვის საქმეზე განაჩენი საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანეს. მაშინ კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა, ზურაბ ჯავახიშვილმა სასამართლოს საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა და დაკავებულისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამ წინადადებაზე ბახუტოვი რომ არ წასულიყო, მისთვის წაყენებული ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

რატომ მიიღეს ძალოვანებმა ეს გადაწყვეტილება, უცნობია, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ პოლიციის პირველი მსხვერპლი ბახუტოვის გერი, ირაკლი ციციშვილი იყო. სოფელ ნაფარეულის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ ციციშვილს სასტიკად სცემეს და მისგან მოითხოვდნენ, დაესახელებინა, თუ სად იყო ჩოფიკაშვილის ცხედარი. მას მანამდე სცემეს, სანამ არ თქვა, - ჩოფიკაშვილი ჩემმა მამინაცვალმა ბახუტოვმა მოკლა და მე გვამის დამალვაში ვეხმარებოდიო. არც ბახუტოვი დარჩენილა ცემა-წამების გარეშე. ბოლოს მანაც აღიარა ჩაუდენელი მკვლელობა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა პოლიციისთვის საკმარისი და დაკავებულებს წამებით აიძულებდნენ, გვამის გადამალვის თანამონაწილეებად სხვებიც დაესახელებინათ.

ამგვარად მიღებული "აღიარების" შემდეგ, მკვლელობის ადგილის სანახავად ბახუტოვი სოფელ ფშაველში, ე.წ. "ნაწისქვილარის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიყვანეს. გერისა და მამინაცვლის ცემა ისევ გრძელდებოდა და მათგან გვამის ადგილის დასახელებას მოითხოვდნენ. ბოლოს სამართალდამცავებმა თავადვე დაასკვნეს, - ალბათ გვამი მდინარე სტორში გადააგდესო, და საქმეც ასე დაასრულეს...

ციხეში მყოფმა ბახუტოვმა მოსვენება მას შემდეგ დაკარგა, როცა შეიტყო - ლაშა ჩოფიკაშვილი საკუთარ სახლში ჯანმრთელი იმყოფებაო. 2007 წლის 19 ოქტომბერს მან სახალხო დამცველს აცნობა, - ადამიანი, რომლის განზრახ მკვლელობისთვის სასჯელს ვიხდი, სოფელ ჯუღაანში, მის საცხოვრებელ სახლშიაო.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ჯერ ბახუტოვი მოინახულეს, შემდეგ, მისი მონათხრობის გადასამოწმებლად, სოფელში ჩავიდნენ და იქ მართლაც, ცოცხალი ჩოფიკაშვილი დახვდათ.

ბახუტოვი სასტიკად ნაცემი რომ იყო, ეს დროებითი მოთავსების იზოლატორის ჟურნალითაც დასტურდებოდა - იქ აღწერილი იყო დაზიანებები, რომლებიც მოყვანილ პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა. ირაკლი ციციშვილი მის წამებაში კონკრეტულ პირებს ასახელებდა და ამბობდა, რომ ნაფარეულის პოლიციაში ყველაზე მეტად, პოლიციელი გოჩა ნოღაშვილი, მეტსახელად თავა აქტიურობდა, სხვებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ გვცემდა მე და ჩემს მამინაცვალსო... "27 ივნისს სამართალდამცავებმა სოფელ კისისხევში, ბახუტოვის ძმისშვილთან წასვლა მომთხოვეს; პოლიცია მარწმუნებდა, რომ ჩემს მამინაცვალს ჩოფიკაშვილი იქ ჰყავდა გადამალული. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ მანქანაში ჩამაგდეს, ნაფარეულის პოლიციაში წამიყვანეს და განყოფილების უფროსის თანდასწრებით, რეზინის ხელკეტებით სასტიკად მცემეს. წამების შემდეგ კისისხევში ჩამიყვანეს, მაგრამ მამინაცვლის ძმისშვილმა, ზაურ ბახუტოვმა, რა თქმა უნდა, უარყო ჩოფიკაშვილის მათ სახლში ყოფნა", - ამბობდა ციციშვილი.

წამების შემდეგ, 28 ივნისს საღამოს, პოლიციამ ციციშვილი გაათავისუფლა, თუმცა, მანამდე მას ასეთი შინაარსის ჩვენება მიაცემინეს: "...წავიღეთ ჩოფიკაშვილის ცხედარი და დავმარხეთ 1 მეტრ სიღრმეზე, საგუბურებიდან დაახლოებით 700-800 მეტრზე, რა ადგილის ჩვენებაც შემიძლია"...

გათავისუფლებული გერი პოლიციამ გააფრთხილა, არაფერი ეთქვა ფიზიკურ ძალადობაზე, თორემ უკან შეაბრუნებდნენ. ციციშვილის მტკიცებით, უკვე სექტემბერში მასთან ისევ მივიდა პოლიციელი თავა და აიძულა, სოფელ რუისპირში, ვინმე დურუს ფერმაში სამუშაოდ გაჰყოლოდა, სადაც მას ანაზღაურების გარეშე უნდა ემუშავა. სამი დღის შემდეგ იქიდან გაპარვა შეძლო...

ირაკლი ციციშვილმა ოქტომბერში თელავის პროკურატურაში ნახა "მკვდარი" ჩოფიკაშვილი, რომელიც ირწმუნებოდა, ჩემთვის ხელი არავის უხლია, ჩემი ნებით ცხვარში ვიყავი წასულიო. თუმცა მეორე დღეს ჩოფიკაშვილმა ჩვენება შეცვალა და მოულოდნელად განაცხადა, ბახუტოვმა თავში ჯოხი ჩამარტყაო:

ლაშა ჩოფიკაშვილის განმარტებით, 15 ივნისს იგი ნათან ზათიაშვილის მეცხოველეობის ფერმაში იყო, სადაც ალექსი ბახუტოვთან შელაპარაკება მოუხდა... შემდეგ ალექსი ბახუტოვმა დაუძახა და სიგარეტი სთხოვა. მას სიგარეტი მდინარე სტორის ნაპირთან გამოუტანა და სახლისკენ მობრუნდა. სწორედ ამ დროს გონება დაკარგა. გონზე რომ მოვიდა, უკვე მდინარის ნაპირთან იწვა. შემდეგ სახლში შებრუნდა. იგი ამბობდა, - გამთენიისას, 4 საათზე სამუშაოდ ე.წ. ნაწიდნარის ტერიტორიაზე წავედი და მწყემსად ვმუშაობდიო. 20 სექტემბერს ლაშა ჩოფიკაშვილი თელავში დაბრუნდა. ქუჩაში ნაცნობი - ვინმე არაბული გაკვირვებული სახით შეხვდა და მისგან შეიტყო, რომ სოფელში იგი გარდაცვლილი ეგონათ და დაუსაფლავებიათ კიდეც! სოფელში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მასთან თელავის პოლიციის სამი თანამშრომელი მივიდა, იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და თელავის პროკურატურაში წაიყვანა. სამართალდამცავები 15 ივნისს მასა და ბახუტოვს შორის მომხდარი შელაპარაკებით დაინტერესდნენ. მეორე დღეს ჩოფიკაშვილს კვლავ მიაკითხეს პოლიციელებმა და თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს. მისი განმარტებით, ვენიდან სისხლი აუღეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, ექიმს გაასინჯეს. ჩოფიკაშვილი ამბობს, - იქ შევიტყვე, რომ კისრის ძვალი "დაზიანებული მქონიაო"...

ალექსანდრე ბახუტოვი ამბობდა: პოლიციელები იარაღის მუქარითა და ცემით მაიძულებდნენ მეთქვა, სად ჩავმარხე ჩოფიკაშვილის გვამი; ნაფარეულის პოლიციის თანამშრომელი - გოჩა, მოკვლითაც მემუქრებოდაო. "დაახლოებით ღამის 11 საათზე დამიკავშირდა ჩემი გერი და ფერმაში შეხვედრა მთხოვა. იქ რამდენიმე პოლიციელი დამხვდა. ხელბორკილები დამადეს და ცემა დამიწყეს. იქვე იყო ჩემი მეუღლე, ინდირა იზორია. მისი მიმართულებით პოლიციელმა გოჩამ რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ გადაგვიყვანეს ნაფარეულის პოლიციაში, სადაც გაგრძელდა ჩემი და ჩემი გერის ფიზიკური შეურაცხყოფა. გაუსაძლისი წამების ფონზე ირაკლიმ აღიარა, თითქოს მე მოვკალი ჩოფიკაშვილი. ცემისა და წამების შემდეგ მეც ვაღიარე მკვლელობა. არაადამიანური მოპყრობით მაიძულეს, გვამის გადამალვის თანამონაწილეებად დამესახელებინა ჩემი ნაცნობი ახალგაზრდები: ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი... ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურ ზეწოლას. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ფეხი მუცელში ჩამარტყა, იარაღი მომადო სახეზე და დამემუქრა, ხოლო ნუგზარ ზათიაშვილი ჯოხს მირტყამდა კისერში"... - ამბობდა ბრალდებული.

ამ საქმის გამო, ყველა დამნაშავე სამართალდამცველის დასჯა მაშინდელმა სახალხო დამცველმა - სოზარ სუბარმა 2007 წელს მოსთხოვა პროკურატურას. მას ასევე მიაჩნდა, რომ სხვა მუხლებთან ერთად, საქმე ტრეფიკინგის მუხლითაც უნდა აღძრულიყო, რადგან ბახუტოვის გერს პოლიციელი სამი დღე ვიღაცის ფერმაში, იძულებით ამუშავებდა. რაც შეეხება პროკურატურას, მაშინ ოფიციალური განმარტება გაკეთდა და, ირაკლი ციციშვილის მიმართვის საფუძველზე, კახეთის პოლიციის სამმართველოში საქმე აღიძრა იძულებით ცრუჩვენების მიცემის ფაქტზე. პროკურატურის განმარტებით, სწორედ ამ ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, გამოძიებამ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ჩაატარა და 2007 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართა, რომ ბახუტოვისთვის გამოტანილი განაჩენი გაუქმებულიყო და ხელახლა განსახილველად საქმე იმავე სასამართლოს დაჰბრუნებოდა...

2007 წლის 19 დეკემბერს ყველას ეგონა, რომ უზენაესი სასამართლო პატიმრობიდან გაათავისუფლებდა ბახუტოვს, მაგრამ ასე არ მოხდა. პროკურორმა ქეთევან ჩომახაშვილმა სასამართლოზე განმარტა: ვინაიდან ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ბახუტოვმა ჯოხი ჩაარტყა, გენერალურ პროკურატურას სურს, მკვლელობის განაჩენი გაუქმდეს, მაგრამ საჭიროა ხელახლა დადგინდეს, რა დანაშაული ჩაიდინა ბახუტოვმა და ამიტომ მისი საქმე იმავე სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოსო.

ბახუტოვის ადვოკატი საქმის შეწყვეტას ითხოვდა. - აცხადებდა, ამ საქმეში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, სხვა არგუმენტი არ არსებობსო. ეჭვქვეშ დააყენა ჩოფიკაშვილის ჩვენებაც. საბოლოოდ, ჩოფიკაშვილის პოზიცია ასეთი იყო: "ბახუტოვმა ჯოხი ჩამარტყა, გავითიშე და გონზე 400-500 მეტრის დაშორებით, წყალში მოვედი". ამ პოზიციის აბსურდულობაში დარწმუნებული ადვოკატი აცხადებდა: გამარკვიეთ, თუ გონდაკარგული კაცი მდინარეში ეგდო, რატომ არ დაიხრჩო? როგორ წარმოგიდგენიათ, კაცი მთელი ღამის განმავლობაში წყალში იწვა და გადარჩა? თანაც დადგენილია, რომ იმ მომენტისთვის წყალი ადიდებული იყოო!

სასამართლომ, ყველას გასაკვირად, პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა - ბახუტოვისთვის გამოტანილი განაჩენი გააუქმა, საქმე ხელახლა განსახილველად კვლავ თელავის სასამართლოს ანუ იქ დააბრუნა, სადაც უკანონო განაჩენი გამოიტანეს, და ბრალდებული ისევ პატიმრობაში დატოვა.

ბახუტოვი ციხიდან მხოლოდ 2008 წლის 26 ივნისს, დაკავებიდან ერთი წლის თავზე გაათავისუფლეს. მაშინ არც გვამის დამალვაში მხილებულ 3 პირს გაუსაჩივრებია უკანონო პატიმრობა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ძალოვანი, პროკურორი და მოსამართლე, რომელიც ამ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს, პასუხს აგებს სამართლის წინაშე.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ