პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - აბსურდულია, თითქოს ჟურნალისტები ვალოდინე და შემდეგ რესტორნიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი
ირაკლი ღარიბაშვილი - აბსურდულია, თითქოს ჟურნალისტები ვალოდინე და შემდეგ რესტორნიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი

აბ­სურ­დუ­ლია ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ვიწ­ვიე, ხუთი სა­ა­თი ვა­ლო­დი­ნე და რეს­ტორ­ნი­დან სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლი­დან გა­ვე­დი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს ბრალ­დე­ბა არის აბ­სურ­დი და არას­დროს ასე­თი მიდ­გო­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ არ ჰქო­ნია.

"არას­დროს ასე­თი მიდ­გო­მა თქვენს მი­მართ არ მქო­ნია და როცა სა­ჭი­როდ ვთვლი, კო­მენ­ტარს ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ. მე მაქვს ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა თქვენ­და­მი", - მი­მარ­თა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ მი­უწ­ვე­ვია და ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­დი­ლი რეს­ტო­რან­ში.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­ეძ­ლოთ და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, რო­მე­ლიც ეტყო­და, რომ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და.

"დღეს შე­იძ­ლე­ბა ვსა­დი­ლობ სხვა­გან, თუმ­ცა სად გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს, ამას მე ვწყვეტ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში 2 აპ­რილს იმ­ყო­ფე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მას რეს­ტო­რან "აჭა­რულ სახ­ლთან" 17:00 სა­ა­თი­დან ელო­დე­ბოდ­ნენ და ბა­თუმ­ში სა­ი­ას თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აჭა­რის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ვა­ლე­რი თე­ლი­ას შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნის­ტრის­გან კო­მენ­ტა­რის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

რო­გორც 2 აპ­რილს იქ მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, რეს­ტორ­ნის და­ტო­ვე­ბამ­დე, იქ შეკ­რე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებს დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა უთხრა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აპი­რებ­და "აჭა­რუ­ლი სახ­ლი­დან" გა­მოს­ვლას და მოკ­ლე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას, რის­თვი­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერთ-ერთ შე­სას­ვლელ­თან მი­ვიდ­ნენ კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად, თუმ­ცა, მი­ნის­ტრი რეს­ტორ­ნის მე­ო­რე გა­სას­ვლე­ლი­დან გა­ვი­და, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და ად­გი­ლი კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ირაკლი ღარიბაშვილი - აბსურდულია, თითქოს ჟურნალისტები ვალოდინე და შემდეგ რესტორნიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი

ირაკლი ღარიბაშვილი - აბსურდულია, თითქოს ჟურნალისტები ვალოდინე და შემდეგ რესტორნიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი

აბსურდულია ბრალდება, თითქოს ბათუმში ჟურნალისტები მოვიწვიე, ხუთი საათი ვალოდინე და რესტორნიდან სათადარიგო გასასვლელიდან გავედი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ბრალდება არის აბსურდი და არასდროს ასეთი მიდგომა ჟურნალისტების მიმართ არ ჰქონია.

"არასდროს ასეთი მიდგომა თქვენს მიმართ არ მქონია და როცა საჭიროდ ვთვლი, კომენტარს ყოველთვის ვაკეთებ. მე მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა თქვენდამი", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ბათუმში ჟურნალისტები არ მიუწვევია და ეს იყო ჩვეულებრივი სადილი რესტორანში.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ დაკავშირებოდნენ მისი პრესსამსახურის უფროსს, რომელიც ეტყოდა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა.

"დღეს შეიძლება ვსადილობ სხვაგან, თუმცა სად გავაკეთებ კომენტარს, ამას მე ვწყვეტ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში 2 აპრილს იმყოფებოდა. ჟურნალისტები მას რესტორან "აჭარულ სახლთან" 17:00 საათიდან ელოდებოდნენ და ბათუმში საიას თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მინისტრისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ.

როგორც 2 აპრილს იქ მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, რესტორნის დატოვებამდე, იქ შეკრებულ ჟურნალისტებს დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აპირებდა "აჭარული სახლიდან" გამოსვლას და მოკლე კომენტარის გაკეთებას, რისთვისაც ჟურნალისტები ერთ-ერთ შესასვლელთან მივიდნენ კომენტარის ჩასაწერად, თუმცა, მინისტრი რესტორნის მეორე გასასვლელიდან გავიდა, ჩაჯდა მანქანაში და ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"