2011 წლის მარტში, სირიაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება კვლავ გრძელდება. შედარებით მცირე შეტაკებებიდან, სამოქალაქო ომი მასიურ შეტაკებებში გადაიზარდა, რომელშიც ტანკები, ავიაცია და არტილერია არიან ჩართულნი. მეამბოხეები და პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგული სამთავრობო ძალები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მასშტაბურ სისხლისმღვრელ ბრძოლებს მართავენ.
თითქმის 2 წლიანმა გაუთავებელმა საბრძოლო მოქმედებებმა, სირიის ეკონომიკა გაანადგურა. ბევრი ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურებულია. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემთა მიხედვით სამთავრობო ჯარებმა 12000-მდე, მეამბოხეებმა კი - 20000 კაცი დაკარგეს. დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი 40000-ს აჭარბებს. დაახლოებით მილიონ ადამიანზე მეტი ლტოლვილია.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ს მიხედვით.