მონიკა ბელუჩი კინოპრემიერაზე

მონიკა ბელუჩი კინოპრემიერაზე

Dolce&Gabbana-ს მუზა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის კერპი იტალიელი მონიკა ბელუჩი 48 წლისაა. ვარსკვლავი პარიზში თავისი ახალი ფილმის, რომანტიკული კომედიის "Des Gens Qui S'embrassent" (ხალხის კოცნა) პრემიერაზე იმყოფებოდა. მონიკას მაქმანებით გაფორმებული წითელი კაბა ეცვა და წვეულებაზე მყოფი მამაკაცების დაჟინებულ მზერას ვერსად გაურბოდა.

ფოტოგრაფები ჩასაფრებულნი ელოდნენ ბელუჩის, რომელიც თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებზე უარს არასდროს ეუბნება და ფოტოგრაფების წინაშეც ყოველთვის სიამოვნებით პოზირებს.

წითელ ხალიჩაზე მონიკასთან ერთად მისი კოლეგები, ვალერი ბონეტონი, კედ მერადი და ერიკ ელმოსნინოც იმყოფებოდნენ.

როგორც პაპარაცებმა განაცხადეს, მონიკას სახესა და ყელზე ნაოჭები ეტყობოდა, თუმცა მაინც ულამაზესი იყო. ბელუჩი პლასტიკურ ქირურგიაზე უარს ამბობს - ბოტოქსით გაყინულ სახეს, ნაოჭებიანი, მაგრამ ცოცხალი ღიმილი მირჩევნიაო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება