საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი შექსპირის შემოქმედებას არ იცნობს
თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი შექსპირის შემოქმედებას არ იცნობს

სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უი­ლი­ამ შექ­სპი­რის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მწი­რი ცნო­ბე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბა. იმა­საც კი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ სა­ხე­ლის უკან ერთი ან სუ­ლაც რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა იმა­ლე­ბა. იგი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1564 წლის 23 აპ­რილს და­ი­ბა­და ინ­გლის­ში, უო­რი­კის საგ­რა­ფოს ქა­ლაქ სტრე­ტფორდ-ონ-ეი­ვონ­ში. მა­მა­მი­სი, ჯონ შექ­სპი­რი, ბეწ­ვე­უ­ლით მო­ვაჭ­რე გახ­ლდათ, დედა კი, მერი არ­დე­ნი, - ფერ­მე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი. ჯონ შექ­სპირს ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეჭი­რა, ერთხანს ქა­ლა­ქის­თა­ვიც კი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა შემ­დეგ გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლა და ვა­ჟიშ­ვი­ლი ვერ გა­უგ­ზავ­ნია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. უი­ლი­ა­მი 14 წლამ­დე სტრე­ტფორდ-ონ-ეი­ვო­ნის გრა­მა­ტი­კულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. 18 წლი­სას ცო­ლად შე­ურ­თავს თა­ვის­ზე რვა წლით უფ­რო­სი ენ ჰე­თუ­ეი (რო­მე­ლიც ამ დროს უკვე ორ­სუ­ლად ყო­ფი­ლა). მათ სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ: სუ­ზა­ნა და ტყუ­პი - ჯუ­დი­თი და ჰამ­ნე­ტი.

1585 წელს შექ­სპირ­მა ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა და ლონ­დონ­ში მო­ხე­ტი­ა­ლე დასს გაჰ­ყვა. დე­და­ქა­ლაქ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა და­ი­წყო თე­ატ­რა­ლურ დას­ში. ამა­ვე დროს წერ­და პი­ე­სებს, სო­ნე­ტებ­სა და პო­ე­მებს. ჯე­იმს I-ის (1603-1625) ტახ­ტზე ას­ვლის შემ­დეგ მის თე­ატ­რა­ლურ ჯგუფს "სა­მე­ფო დასი" ეწო­და. უი­ლი­ამ შექ­სპი­რი მისი ძი­რი­თა­დი დრა­მა­ტურ­გი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ (მა­გა­ლი­თად, ჰამ­ლე­ტის მა­მის აჩ­რდი­ლის როლს თა­მა­შობ­და). შექ­სპი­რის თე­ატ­რი ხში­რად მარ­თავ­და წარ­მოდ­გე­ნებს სა­მე­ფო კარ­ზე. შექ­სპირ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა და, რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ მალე და­სის მე­წი­ლეც გახ­და, რა­მაც მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში სახ­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. "სა­მე­ფო დასი" სხვა­დას­ხვა თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში მარ­თავ­და სპექ­ტაკ­ლებს, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი იყო "გლო­ბუ­სი". სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბი შექ­სპირს სტრე­ტფორდ-ონ-ეი­ვონ­ში გა­უ­ტა­რე­ბია. გარ­და­იც­ვა­ლა 1616 წლის 23 აპ­რილს (და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა, რაც ამ მოვ­ლე­ნას ლე­გენ­დის ელ­ფერს სძენს).

სა­ნამ შექ­სპი­რი ცო­ცხა­ლი იყო, რო­გორც ჩანს, არა­ვის ეპა­რე­ბო­და ეჭვი, რომ მისი სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი პი­ე­სე­ბის ავ­ტო­რი თა­ვად იგია. თუმ­ცა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა კაცი, ვინც გა­ნა­ცხა­და, - შექ­სპი­რის სა­ხელს სხვა იყე­ნებ­და, მი­სი­ვე თან­ხმო­ბი­თო.

შექ­სპი­რის პი­ე­სე­ბის ნამ­დვი­ლი ავ­ტო­რის ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად XIX სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა, მას მერე, რაც შექ­სპი­რის ფი­გუ­რის გა­ი­დე­ა­ლე­ბა ხდე­ბა. ამ­ჟა­მად შე­საძ­ლო "კან­დი­და­ტე­ბის" რი­ცხვი რამ­დე­ნი­მე ათე­ულს აღ­წევს, მათ შო­რი­საა ფი­ლო­სო­ფო­სი და მეც­ნი­ე­რი ფრენ­სის ბე­კო­ნი, დრა­მა­ტურ­გი კრის­ტო­ფერ მარ­ლო, გრა­ფი რეტ­ლენ­დი და მისი მე­უღ­ლე, ელი­ზა­ბეტ სიდ­ნი და მრა­ვა­ლი სხვა.

ცნო­ბი­ლია, რომ შექ­სპი­რის კა­ლამს ეკუთ­ვნის 38 პი­ე­სა, 154 სო­ნე­ტი და 2 პო­ე­მა (ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, რად­გან რამ­დე­ნი­მე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი შექსპირის შემოქმედებას არ იცნობს

თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი შექსპირის შემოქმედებას არ იცნობს

საყოველთაო აღიარების მიუხედავად, უილიამ შექსპირის ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ამ სახელის უკან ერთი ან სულაც რამდენიმე პერსონა იმალება. იგი, სავარაუდოდ, 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა ინგლისში, უორიკის საგრაფოს ქალაქ სტრეტფორდ-ონ-ეივონში. მამამისი, ჯონ შექსპირი, ბეწვეულით მოვაჭრე გახლდათ, დედა კი, მერი არდენი, - ფერმერის ქალიშვილი. ჯონ შექსპირს ქალაქის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობა ეჭირა, ერთხანს ქალაქისთავიც კი ყოფილა, თუმცა შემდეგ გაღატაკებულა და ვაჟიშვილი ვერ გაუგზავნია უმაღლესი განათლების მისაღებად. უილიამი 14 წლამდე სტრეტფორდ-ონ-ეივონის გრამატიკულ სკოლაში სწავლობდა. 18 წლისას ცოლად შეურთავს თავისზე რვა წლით უფროსი ენ ჰეთუეი (რომელიც ამ დროს უკვე ორსულად ყოფილა). მათ სამი შვილი შეეძინათ: სუზანა და ტყუპი - ჯუდითი და ჰამნეტი.

1585 წელს შექსპირმა ოჯახი მიატოვა და ლონდონში მოხეტიალე დასს გაჰყვა. დედაქალაქში მსახიობობა დაიწყო თეატრალურ დასში. ამავე დროს წერდა პიესებს, სონეტებსა და პოემებს. ჯეიმს I-ის (1603-1625) ტახტზე ასვლის შემდეგ მის თეატრალურ ჯგუფს "სამეფო დასი" ეწოდა. უილიამ შექსპირი მისი ძირითადი დრამატურგი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი გახლდათ (მაგალითად, ჰამლეტის მამის აჩრდილის როლს თამაშობდა). შექსპირის თეატრი ხშირად მართავდა წარმოდგენებს სამეფო კარზე. შექსპირმა პოპულარობა მოიპოვა და, როგორც ჩანს, საკმაოდ მალე დასის მეწილეც გახდა, რამაც მშობლიურ ქალაქში სახლის შეძენის საშუალება მისცა. "სამეფო დასი" სხვადასხვა თეატრის შენობაში მართავდა სპექტაკლებს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო "გლობუსი". სიცოცხლის ბოლო წლები შექსპირს სტრეტფორდ-ონ-ეივონში გაუტარებია. გარდაიცვალა 1616 წლის 23 აპრილს (დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ამ მოვლენას ლეგენდის ელფერს სძენს).

სანამ შექსპირი ცოცხალი იყო, როგორც ჩანს, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მისი სახელით ცნობილი პიესების ავტორი თავად იგია. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა კაცი, ვინც განაცხადა, - შექსპირის სახელს სხვა იყენებდა, მისივე თანხმობითო.

შექსპირის პიესების ნამდვილი ავტორის ძიება ინტენსიურად XIX საუკუნიდან იწყება, მას მერე, რაც შექსპირის ფიგურის გაიდეალება ხდება. ამჟამად შესაძლო "კანდიდატების" რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს, მათ შორისაა ფილოსოფოსი და მეცნიერი ფრენსის ბეკონი, დრამატურგი კრისტოფერ მარლო, გრაფი რეტლენდი და მისი მეუღლე, ელიზაბეტ სიდნი და მრავალი სხვა.

ცნობილია, რომ შექსპირის კალამს ეკუთვნის 38 პიესა, 154 სონეტი და 2 პოემა (ნაწარმოებების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს