პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას პროცესმა ისევ ხმაურით ჩაიარა
ბაჩო ახალაიას პროცესმა ისევ ხმაურით ჩაიარა

ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გიგი კა­ლან­და­ძის და მათ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი 6 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას დღეს 5 პირი მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა.

და­კი­თხულ­თა შო­რის იყო საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი პა­ა­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გა­ნა­ცხა­და, რომ ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ბრალ­დე­ბულ­მა ზუ­რაბ შა­მა­თა­ვამ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რის შემ­დე­გაც სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს და მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო. მისი თქმით, იმ დღეს ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც ვერ გა­მოჩ­ნდა და მე­გო­ბარ­თან გა­ა­თე­ნა ერთი ღამე.

ასე­ვე და­ი­კი­თხა პა­ა­ტაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი შო­ში­აშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც პა­ა­ტაშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ ერთი ღამე გა­ა­თე­ნა. მოწ­მე შო­ში­აშ­ვი­ლის თქმით, პა­ა­ტაშ­ვი­ლი მას­თან ნა­ცე­მი და შო­კი­რე­ბუ­ლი მი­ვი­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ასე­ვე და­ი­კი­თხნენ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ზუ­რაბ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი კახა ესე­ბუა, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნეს, რომ სამ­ხედ­რო­ებს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად აყ­ვი­რებ­დნენ შე­ძა­ხი­ლით "გა­უ­მარ­ჯოს მე­ო­თხე ბრი­გა­დას" და ეს ხმე­ბი მათ ეს­მო­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებ­მა დაც­ვის მხა­რის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. კი­თხვე­ბი ესე­ბუ­ა­სა და გო­გი­ჩა­იშ­ვილს თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მაც და­უს­ვეს. ესე­ბუა დაც­ვის მხა­რემ ტყუ­ილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში ასა­ხუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის თა­რი­ღი გან­სხვავ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თა­რი­ღის­გან. ამ მო­ტი­ვით კი დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტებ­მა ესე­ბუ­ას ჩვე­ნე­ბის საქ­მი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ ორ მოწ­მეს, ასე­ვე, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს გა­მომ­ძი­ე­ბელს, მოწ­მე შალ­ვა ალა­ნი­ას, რო­მე­ლიც ასე­ვე ამ­ბობს, რომ 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სამ­ხედ­რო­ებს არა­სა­თა­ნა­დოდ ეპყრო­ბოდ­ნენ, დაც­ვამ და­უს­ვა შე­კი­თხვე­ბი, თუ რა­ტომ არ ამ­ხი­ლეს და­ნა­შა­ულ­ში და რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ ახლა ამა­ზე.

პრო­ცეს­მა ხმა­უ­რით ჩა­ი­ა­რა. მოწ­მე­ე­ბის­თვის დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი არა­ერ­თხელ გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი. დღეს­ვე დაც­ვის მხა­რემ პრო­კუ­რა­ტუ­რა მოწ­მე­ე­ბის მი­მართ ზე­წო­ლა­ში კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. კერ­ძოდ, ახა­ლა­ი­ას და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მოწ­მე­ებს სა­სა­მარ­თლო­ში პო­ლი­ცია მი­ა­ცი­ლებს, რაც მათ­ზე ზე­წო­ლის ნი­შა­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ად­ვო­კა­ტებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ საქ­მეს და­ერ­თოს ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. შუ­ამ­დგომ­ლო­ბას შე­ე­წი­ნაღ­მდე­გა პრო­კუ­რო­რი. ბრალ­დე­ბის მხა­რემ გან­მარ­ტა რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თან­ხლე­ბით მოწ­მე­ე­ბის პრო­ცე­სებ­ზე მის­ვლა უსაფრ­თხო­ე­ბი­დან და წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა. მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ზე, წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ზე ახა­ლა­ი­ას, ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას, გიგი კა­ლან­და­ძი­სა და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 10 აპ­რილს გა­ნახ­ლდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბაჩო ახალაიას პროცესმა ისევ ხმაურით ჩაიარა

ბაჩო ახალაიას პროცესმა ისევ ხმაურით ჩაიარა

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და მათთან ერთად ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვისას დღეს 5 პირი მოწმის სტატუსით დაიკითხა.

დაკითხულთა შორის იყო საქმეში დაზარალებულად ცნობილი პაატაშვილი, რომელმაც სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბრალდებულმა ზურაბ შამათავამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, რის შემდეგაც სამსახურიდან დაითხოვეს და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მისი თქმით, იმ დღეს ოჯახის წევრებთანაც ვერ გამოჩნდა და მეგობართან გაათენა ერთი ღამე.

ასევე დაიკითხა პაატაშვილის მეგობარი გიორგი შოშიაშვილი, რომელთანაც პაატაშვილმა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ერთი ღამე გაათენა. მოწმე შოშიაშვილის თქმით, პაატაშვილი მასთან ნაცემი და შოკირებული მივიდა.

დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხნენ სამხედრო პოლიციის ყოფილი გამომძიებელი ზურაბ გოგიჩაიშვილი და სამხედრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კახა ესებუა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სამხედროებს შეურაცხმყოფელად აყვირებდნენ შეძახილით "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას" და ეს ხმები მათ ესმოდათ.

აღნიშნული მოწმეების ჩვენებებმა დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია. კითხვები ესებუასა და გოგიჩაიშვილს თავად ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ და სხვა ბრალდებულებმაც დაუსვეს. ესებუა დაცვის მხარემ ტყუილში დაადანაშაულა, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასახული მოვლენების თარიღი განსხვავდება სასამართლოში დასახელებული თარიღისგან. ამ მოტივით კი დაცვის მხარის ადვოკატებმა ესებუას ჩვენების საქმიდან ჩამოშორება მოითხოვეს. აღნიშნულ ორ მოწმეს, ასევე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს გამომძიებელს, მოწმე შალვა ალანიას, რომელიც ასევე ამბობს, რომ 2011 წლის სექტემბერში სამხედროებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ, დაცვამ დაუსვა შეკითხვები, თუ რატომ არ ამხილეს დანაშაულში და რატომ საუბრობენ ახლა ამაზე.

პროცესმა ხმაურით ჩაიარა. მოწმეებისთვის დასმული შეკითხვები არაერთხელ გახდა დაპირისპირებული მხარეების პროტესტის მიზეზი. დღესვე დაცვის მხარემ პროკურატურა მოწმეების მიმართ ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. კერძოდ, ახალაიას და სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მოწმეებს სასამართლოში პოლიცია მიაცილებს, რაც მათზე ზეწოლის ნიშანია. აქედან გამომდინარე ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ საქმეს დაერთოს ვიდეომასალა, რომელიც სასამართლოს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. შუამდგომლობას შეეწინაღმდეგა პროკურორი. ბრალდების მხარემ განმარტა რომ პოლიციელების თანხლებით მოწმეების პროცესებზე მისვლა უსაფრთხოებიდან და წესრიგის დამყარებიდან გამომდინარე ხდება. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, წამების ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე ახალაიას, ზურაბ შამათავას, გიგი კალანდაძისა და სხვა ბრალდებულების სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ