პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით ჰადსონი: "ჩვენი რომანი ძველმოდური იყო. ორი თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვარ"
ქეით ჰადსონი: "ჩვენი რომანი ძველმოდური იყო. ორი თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვარ"

ჟურ­ნალ Elle-ს მა­ი­სის ნომ­რის მთა­ვა­რი გმი­რი, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ქეით ჰადსო­ნია, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მას ინ­ტერ­ვი­უც მის­ცა და ფო­ტო­კა­მე­რის წინ იპო­ზი­ო­რა. ინ­ტერ­ვი­უს დროს მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ტყდა, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მშობ­ლის რო­ლია.

"მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად აღარ ვარ ისე­თი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი, რო­გო­რიც ადრე. ახლა ჩემ­თვის მთა­ვა­რია სა­მა­გა­ლი­თო დე­დის და კარ­გი პარტნი­ო­რის როლი", - აღ­ნიშ­ნა ქე­ით­მა.

"ახლა მე ოჯა­ხის ნა­წი­ლი ვარ და მინ­და ისე გავ­ზარ­დო ჩემი შვი­ლე­ბი, რო­გორც მე ვიზ­რდე­ბო­დი. ჩემს შვი­ლებს გა­უ­მარ­თლათ რომ ასე ცხოვ­რო­ბენ, რომ აქვთ ის, რაც აქვთ და ამას აფა­სე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა ვარ­სკვლავ­მა.

თა­ვად ქე­ი­თი გოლ­დი ჰო­უ­ნის და ბილ ჰადსო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია, თუმ­ცა ის დე­დამ მა­მო­ბილ­თან, კურტ რა­სელ­თან ერ­თად გა­ზარ­და. მსა­ხი­ო­ბი ახლა სიყ­ვა­რუ­ლით იგო­ნებს ბავ­შვო­ბას:

"რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მე და ჩემს ძმებს გვინ­დო­და, რომ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი გრძნო­ბე­ბი ფორ­მა­ლო­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი იყო. სწო­რედ ამი­ტომ, დე­დის და მა­მის ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნია შინ გა­ი­მარ­თა. მა­მამ დე­დას ბე­ჭე­დი აჩუ­ქა და სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა - ეს ქორ­წი­ნე­ბის მათი ვერ­სია იყო და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ყვე­ლა­ფე­რი. ეს იყო მხო­ლოდ ჩვე­ნი, პი­რა­დი ის­ტო­რია", - აღ­ნიშ­ნა ქეით ჰადსონ­მა.

თა­ვად მსა­ხი­ობს ორი შვი­ლი ჰყავს: ცხრა წლის რა­ი­დერ რა­სე­ლი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან, კრის რო­ბინ­სო­ნის­გან და 21 თვის ბინ­გემ ჰო­უ­ნი, ამ­ჟა­მინ­დე­ლი საყ­ვარ­ლის, მეთ ბე­ლა­მის­გან. მე­ო­რე შვილ­ზე ქე­ი­თი მა­შინ და­ორ­სულ­და, რო­დე­საც მას და მეთს რო­მა­ნი 2 თვის გაბ­მუ­ლი ჰქონ­დათ:

"ჩვე­ნი ის­ტო­რია სტან­დარ­ტუ­ლად რო­მან­ტი­კუ­ლი იყო: კლა­სი­კუ­რი არ­ში­ყი, პა­ემ­ნე­ბი... მაგ­რამ ორი თვის მერე გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვარ. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და! ვი­ცო­დი, რომ რო­დე­საც საქ­მე ასე სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა, გვერ­დით სა­ი­მე­დო და ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი უნდა გყავ­დეს. რო­დე­საც ორ­სუ­ლად ხარ, ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ბევრ რა­მე­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას", - აღ­ნიშ­ნა ვარ­სკვლავ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქე­ი­თი და მე­თიუ არ არი­ან და­ო­ჯა­ხე­ბულ­ნი.

"ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ქორ­წი­ნებთ. ვგო­ნებ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბი ფორ­მა­ლო­ბებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და ჰადსონ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Elle-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქეით ჰადსონი: "ჩვენი რომანი ძველმოდური იყო. ორი თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვარ"

ქეით ჰადსონი: "ჩვენი რომანი ძველმოდური იყო. ორი თვის შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვარ"

ჟურნალ Elle-ს მაისის ნომრის მთავარი გმირი, ცნობილი მსახიობი ქეით ჰადსონია, რომელმაც გამოცემას ინტერვიუც მისცა და ფოტოკამერის წინ იპოზიორა. ინტერვიუს დროს მსახიობი გამოტყდა, რომ მისთვის ყველაზე პრიორიტეტული მშობლის როლია.

"მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ნამდვილად აღარ ვარ ისეთი თავზეხელაღებული, როგორიც ადრე. ახლა ჩემთვის მთავარია სამაგალითო დედის და კარგი პარტნიორის როლი", - აღნიშნა ქეითმა.

"ახლა მე ოჯახის ნაწილი ვარ და მინდა ისე გავზარდო ჩემი შვილები, როგორც მე ვიზრდებოდი. ჩემს შვილებს გაუმართლათ რომ ასე ცხოვრობენ, რომ აქვთ ის, რაც აქვთ და ამას აფასებენ", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

თავად ქეითი გოლდი ჰოუნის და ბილ ჰადსონის ქალიშვილია, თუმცა ის დედამ მამობილთან, კურტ რასელთან ერთად გაზარდა. მსახიობი ახლა სიყვარულით იგონებს ბავშვობას:

"როდესაც პატარა ვიყავი, მე და ჩემს ძმებს გვინდოდა, რომ ჩვენი მშობლები დაქორწინებულიყვნენ. ჩვენი ოჯახური გრძნობები ფორმალობაზე გაცილებით ძლიერი იყო. სწორედ ამიტომ, დედის და მამის ქორწინების ცერემონია შინ გაიმართა. მამამ დედას ბეჭედი აჩუქა და სიყვარული აუხსნა - ეს ქორწინების მათი ვერსია იყო და ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. ეს იყო მხოლოდ ჩვენი, პირადი ისტორია", - აღნიშნა ქეით ჰადსონმა.

თავად მსახიობს ორი შვილი ჰყავს: ცხრა წლის რაიდერ რასელი ყოფილი მეუღლისგან, კრის რობინსონისგან და 21 თვის ბინგემ ჰოუნი, ამჟამინდელი საყვარლის, მეთ ბელამისგან. მეორე შვილზე ქეითი მაშინ დაორსულდა, როდესაც მას და მეთს რომანი 2 თვის გაბმული ჰქონდათ:

"ჩვენი ისტორია სტანდარტულად რომანტიკული იყო: კლასიკური არშიყი, პაემნები... მაგრამ ორი თვის მერე გავიგე, რომ ორსულად ვარ. შოკში ჩავვარდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს საკმაოდ საინტერესო იქნებოდა! ვიცოდი, რომ როდესაც საქმე ასე სერიოზულადაა, გვერდით საიმედო და ძლიერი მამაკაცი უნდა გყავდეს. როდესაც ორსულად ხარ, ყველაფერი იცვლება. ყოველი ნაბიჯი ბევრ რამეზე ახდენს გავლენას", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

აღსანიშნავია, რომ ქეითი და მეთიუ არ არიან დაოჯახებულნი.

"ჩვენ აუცილებლად ვიქორწინებთ. ვგონებ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი გრძნობები ფორმალობებზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჰადსონმა.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება