მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ლოპოტის ხეობაში თანამებრძოლებიც გაანადგურეს
ჩვენმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ლოპოტის ხეობაში თანამებრძოლებიც გაანადგურეს

2012 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს სა­სა­ზღვრო სო­ფელ ლა­ფან­ყურ­თან მე­ტად უც­ნა­უ­რი და გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და. ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რაც ამ პრო­ცე­სებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბით ვრცელ­დე­ბო­და, იმ­თა­ვით­ვე გა­ა­ჩი­ნა უამ­რა­ვი კი­თხვა და ეჭვი - იყო ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც ქვეყ­ნის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებ­და? დღეს კი სა­ხალ­ხო დამ­ცველ უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის პირ­ველ წლი­ურ ან­გა­რიშ­ში ერთ-ერთ ეპი­ზო­დად სწო­რედ ე.წ. ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცია მოხ­ვდა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მე­ტად სკან­და­ლუ­რიც გა­მოდ­გა. რა არის ან­გა­რიშ­ში ისე­თი, რაც აქამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, და­ღუ­პულ ჩე­ჩენ­თა ოჯა­ხე­ბის­გან, ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის­გან ან ამა თუ იმ ექ­სპერ­ტის­გან არ იცო­და? - თით­ქმის არა­ფე­რი. თუმ­ცა ამ ფაქ­ტზე ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სამ­თავ­რო­ბო ვერ­სი­ის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი იწყებს ლა­პა­რაკს. კი­თხვა ის­მის ასე, - საქ­მე, რო­მელ­საც გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს, უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო კი ამ­გვა­რი მას­შტა­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში? ამა­ზე უჩა ნა­ნუ­აშ­ვილს ერთი პა­სუ­ხი აქვს: სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ტე­რე­სის სფე­როა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, მით უფრო, სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ის ვალ­დე­ბუ­ლია, ეს ფაქ­ტე­ბი გა­მო­ი­ძი­ოს. სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­როს, მათ შო­რის, კონ­ფი­დენ­ცი­ურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი წერს, რომ შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა მი­თი­თე­ბა-თხოვ­ნით, 2012 წლის თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ჩეჩ­ნე­თის ომის ვე­ტე­რა­ნებ­თან, ჩე­ჩენ დევ­ნი­ლებ­თან და ჩე­ჩენ­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. "სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი ჩე­ჩენ მე­ომ­რებს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ ე.წ. კო­რი­დორს ჩეჩ­ნეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში წვრთნას, აღ­ჭურ­ვას და ჩეჩ­ნეთ­ში გა­დას­ვლის­თვის ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას. მარ­ტი­დან და­ი­წყო ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩეჩ­ნე­ბის ჩა­მოს­ვლა. მათ­თვის თბი­ლის­ში (ძი­რი­თა­დად, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში) და­ი­ქი­რა­ვეს ბი­ნე­ბი. და­პი­რე­ბი­სა­მებრ, ჩეჩ­ნეთ­ში ყო­ველ­თვი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 50-მდე მებ­რძო­ლი უნდა გა­და­სუ­ლი­ყო"... "ჩა­მო­სულ ჩეჩ­ნებს აე­რო­პორ­ტში ხვდე­ბოდ­ნენ და დის­ლო­კა­ცი­ის ან სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ზე გა­დაჰ­ყავ­დათ შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს. ისი­ნი ჩუქ­ნიდ­ნენ და უფორ­მებ­დნენ მათ ია­რაღს, აძ­ლევ­დნენ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ეს ვერ­სია თა­ვის დრო­ზე ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა იჩ­ქე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის დის­შვილ­მა, უმარ იდი­გოვ­მა გა­ახ­მა­უ­რა. ის ამ­ბობ­და, რომ ეს სპე­ცო­პე­რა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დად­გმუ­ლი ფარ­სი იყო და მის პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. "ამ სა­წყლებს ქარ­თუ­ლი მხა­რე შეჰ­პირ­და ჩეჩ­ნეთ­ში გა­დაყ­ვა­ნას. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამი­სათ­ვის მის­ცეს ია­რა­ღი, მერე კი ად­რე­ვე და­უ­ნაღ­მეს გზა და ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. სრო­ლაც აუ­ტე­ხეს..." - გა­ნა­ცხა­და იდი­გოვ­მა და იქვე დას­ძი­ნა, მათ პი­რა­დად თავ­დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ მის­ცა ია­რა­ღიო. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ინ­ფორ­მი­რე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბის ჯგუფ­თან უშუ­ა­ლო კავ­ში­რი ჰქონ­დათ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს - სან­დრო ამი­რი­ძე­სა და ზუ­რაბ მა­ი­სუ­რა­ძეს.

"წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ფან­ყურ­ში და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი ჯგუ­ფის ქარ­თვე­ლი წევ­რე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ჯგუ­ფის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, მეგ­ზუ­რო­ბა და­ღეს­ტნის სა­ზღვრამ­დე და ინ­სტრუქ­ტა­ჟი. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მამა, მე­რაბ მარ­გოშ­ვი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­თვის მი­ცე­მულ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­ში აცხა­დებს, რომ მისი შვი­ლი წვრთნას გა­დი­ო­და შავ­ნა­ბა­დას ბა­ზა­ზე, ხოლო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი წიკ­ლა­უ­რი და ჩო­ხე­ლი იყ­ვნენ ამ ჯგუ­ფის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში. ომ­ბუდსმე­ნის შე­ფა­სე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, იკ­ვე­თე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. ნა­ნუ­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს, რომ შე­იქ­მნას დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც გა­მო­იკ­ვლევს 2012 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ან­გა­რიშს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ქვეყ­ნის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მოდ­გე­ნილ ვერ­სი­ას "იდი­ო­ტო­ბა" უწო­და. აბ­სურ­დად და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მცდე­ლო­ბად შეა­ფასა ეს შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ. "ეს იყო რუ­სე­ბის მიერ კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სპეც­ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ ისარ­გებ­ლეს იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა არე­უ­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში მა­მუ­კა არე­ში­ძე.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევთ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში იმ საქ­მის მა­სა­ლე­ბის ამ მას­შტა­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რო­მელ­საც გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს?

- რო­გორც ვიცი, გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" საქ­მის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდსა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის გვარ-სა­ხელს ადევს, მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დებ­ლე­ბი­სას. სა­ზო­გა­დოდ, არ მი­მაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი უნდა იყოს და­ფა­რუ­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამა­ზე უკვე იმ­დე­ნი რამ არის ცნო­ბი­ლი, დიდი გა­მო­ძი­ე­ბა აღარც სჭირ­დე­ბა.

ამა­ზე უკვე კარ­გა ხა­ნია სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კობ­დნენ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის ექ­სპერ­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი... რუ­სებ­მა თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე. ვეჭ­ვობ, სწო­რედ რუ­სე­ბის ჩა­რე­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი ფი­ნა­ლი. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნით, თუმ­ცა რო­დე­საც რუ­სებ­მა და­ი­ნა­ხეს საფრ­თხე, ეს ჯგუ­ფი შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა გა­და­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო-და­ღეს­ტნის სა­ზღვრის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ოპე­რა­ცი­ის გეგ­მა შე­იც­ვა­ლა...

თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­საძ­ლოა, ამ ჯგუ­ფის მომ­ზა­დე­ბით მარ­თლაც გეგ­მავ­დნენ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას, მე­ო­რე ვერ­სი­აა ის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წელი იყო და, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, შე­ექ­მნათ ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლა ამ ჯგუ­ფის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ. და კი­დევ - შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა ყო­ფი­ლი­ყო რუ­სეთ­თან, რათა მომ­ხდა­რი­ყო ლო­კა­ლი­ზა­ცია ამ ხალ­ხი­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ ყვე­ლა­ნი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რი­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლია და ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

- იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, ასე ილა­პა­რა­კონ, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა არ იყოს, რომ გა­ი­ძა­ხის, არა­ფერ შუ­ა­ში ვარო. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ახ­მე­ტი­და­ნაა და აკონ­ტრო­ლებ­და ამ რა­ი­ონ­სა და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ პა­ნკი­სის ხე­ო­ბას, არა­ვინ არა­ფერს ეკი­თხე­ბო­და. ეს თუ ასე იყო, მით უა­რე­სი მის­თვის. საკ­მა­რი­სია ამ ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე პირ­მა რამე თქვას, რომ ის ან სუ­ლე­ლის როლ­შია, ან მა­ტყუ­ა­რის.

- თუ ქარ­თვე­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი მარ­თლა ახ­ლდნენ ამ ჯგუფს, ისი­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­წი­რეს?

- ასე­თი ვა­რა­უ­დი თა­ვი­დან­ვე იყო. თუ გახ­სოვთ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ძი­ლე ტომ­რებ­ში არი­ან. შე­საძ­ლე­ბე­ლია, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ამ ტომ­რებ­ში ჩა­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ვეჭ­ვობ, რომ იქ სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბა არ მომ­ხდა­რა და ამ ჯგუ­ფის ნა­წი­ლი სა­ძი­ლე ტომ­რებ­ში­ვე და­ხო­ცეს. ყვე­ლას პირს ვერ აუკ­რავ, სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ, ჰყვე­ბი­ან ამის თა­ო­ბა­ზე. იქ და­ღუ­პუ­ლი ჩო­ხე­ლი არ იყო რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლი, ის ნამ­დვი­ლად იყო ინ­სტრუქ­ტო­რი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­ლდნენ ამ ჯგუფს და ჩვენ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ნა­წი­ლებ­მა ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში გა­ა­ნად­გუ­რეს არა მხო­ლოდ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, არა­მედ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც.

ომ­ბუდსმე­ნის ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­ულ­წილ­ად გა­ეხ­სნე­ბა ხელი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­თაც დღეს ფსევ­დო­კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის რე­ჟიმ­ში იძუ­ლე­ბუ­ლია ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ჩვენმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ლოპოტის ხეობაში თანამებრძოლებიც გაანადგურეს

ჩვენმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ლოპოტის ხეობაში თანამებრძოლებიც გაანადგურეს

2012 წლის აგვისტოს ბოლოს სასაზღვრო სოფელ ლაფანყურთან მეტად უცნაური და გასაიდუმლოებული პროცესები განვითარდა. ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციამ, რაც ამ პროცესებზე ოფიციალური წყაროებით ვრცელდებოდა, იმთავითვე გააჩინა უამრავი კითხვა და ეჭვი - იყო ყველაფერი ისე, როგორც ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლება აცხადებდა? დღეს კი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის პირველ წლიურ ანგარიშში ერთ-ერთ ეპიზოდად სწორედ ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაცია მოხვდა და გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეტად სკანდალურიც გამოდგა. რა არის ანგარიშში ისეთი, რაც აქამდე საზოგადოებამ არაოფიციალურად, დაღუპულ ჩეჩენთა ოჯახებისგან, ჩეჩნური დიასპორისგან ან ამა თუ იმ ექსპერტისგან არ იცოდა? - თითქმის არაფერი. თუმცა ამ ფაქტზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამთავრობო ვერსიისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე ოფიციალური პირი იწყებს ლაპარაკს. კითხვა ისმის ასე, - საქმე, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, უნდა მოხვედრილიყო კი ამგვარი მასშტაბით სახალხო დამცველის ანგარიშში? ამაზე უჩა ნანუაშვილს ერთი პასუხი აქვს: სახალხო დამცველის ინტერესის სფეროა ადამიანის უფლებების, მით უფრო, სიცოცხლის უფლების დარღვევის ნებისმიერი ფაქტი, შესაბამისად, ის ვალდებულია, ეს ფაქტები გამოიძიოს. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს, მათ შორის, კონფიდენციურ წყაროებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი წერს, რომ შსს-ს მაღალჩინოსანთა მითითება-თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან. "საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისში (ძირითადად, საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. დაპირებისამებრ, ჩეჩნეთში ყოველთვიურად, დაახლოებით, 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო"... "ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. ისინი ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ მათ იარაღს, აძლევდნენ საჭირო დოკუმენტებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ეს ვერსია თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა იჩქერიის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დისშვილმა, უმარ იდიგოვმა გაახმაურა. ის ამბობდა, რომ ეს სპეცოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების დადგმული ფარსი იყო და მის პიარს ემსახურებოდა. "ამ საწყლებს ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას. სპეციალურად ამისათვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს. სროლაც აუტეხეს..." - განაცხადა იდიგოვმა და იქვე დასძინა, მათ პირადად თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მისცა იარაღიო. სახალხო დამცველი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს, შსს-ს მაღალჩინოსნებს - სანდრო ამირიძესა და ზურაბ მაისურაძეს.

"წყაროს ინფორმაციით, ლა­ფანყურში დაბანაკებული ჯგუფის ქართველი წევრების მოვალეობაში შედიოდა ჯგუფის სამედიცინო მომსახურება, მეგზურობა დაღესტნის საზღვრამდე და ინსტრუქტაჟი. სპეცოპერაციის დროს დაღუპული ასლან მარგოშვილის მამა, მერაბ მარგოშვილი სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აცხადებს, რომ მისი შვილი წვრთნას გადიოდა შავნაბადას ბაზაზე, ხოლო სპეცოპერაციის დროს დაღუპული წიკლაური და ჩოხელი იყვნენ ამ ჯგუფის ინსტრუქტორები", - აღნიშნულია ანგარიშში. ომბუდსმენის შეფასებით, სავარაუდოდ, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ნანუაშვილი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, რომ შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშს გამოეხმაურა ქვეყნის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სახალხო დამცველის წარმოდგენილ ვერსიას "იდიოტობა" უწოდა. აბსურდად და პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად შეა­ფასა ეს შს ყოფილი მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძემ. "ეს იყო რუსების მიერ კარგად ორგანიზებული სპეცღონისძიება, მათ ისარგებლეს იმით, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ ყველა სტრუქტურა არეული იყო", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

- ბატონო მამუკა, გამართლებულად მიიჩნევთ სახალხო დამცველის ანგარიშში იმ საქმის მასალების ამ მასშტაბით გამოქვეყნებას, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს?

- როგორც ვიცი, გრიფი "საიდუმლო" საქმის რამდენიმე ეპიზოდსა და რამდენიმე ადამიანის გვარ-სახელს ადევს, მათ შორის, ინფორმაციის მიმწოდებლებისას. საზოგადოდ, არ მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იყოს დაფარული. სიმართლე გითხრათ, ამაზე უკვე იმდენი რამ არის ცნობილი, დიდი გამოძიება აღარც სჭირდება.

ამაზე უკვე კარგა ხანია საჯაროდ ლაპარაკობდნენ საკმაოდ მაღალი დონის ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები... რუსებმა თავიდანვე ყველაფერი იცოდნენ ამ სპეცოპერაციაზე. ვეჭვობ, სწორედ რუსების ჩარევამ განაპირობა ასეთი ფინალი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ოპერაცია იგეგმებოდა გარკვეული მიზნით, თუმცა როდესაც რუსებმა დაინახეს საფრთხე, ეს ჯგუფი შეიძლება მართლა გადასულიყო საქართველო-დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე, ოპერაციის გეგმა შეიცვალა...

თავდაპირველად, შესაძლოა, ამ ჯგუფის მომზადებით მართლაც გეგმავდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე გარკვეული გავლენის მოპოვებას, მეორე ვერსიაა ის, რომ არჩევნების წელი იყო და, არ არის გამორიცხული, შეექმნათ ისეთი ვითარება, რომ არჩევნების ჩაშლა ამ ჯგუფისთვის დაებრალებინათ. და კიდევ - შეიძლება გარკვეული შეთანხმება ყოფილიყო რუსეთთან, რათა მომხდარიყო ლოკალიზაცია ამ ხალხისა საქართველოში და შემდეგ ყველანი გაენადგურებინათ.

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავს.

- იძულებული არიან, ასე ილაპარაკონ, გია ლორთქიფანიძისა არ იყოს, რომ გაიძახის, არაფერ შუაში ვარო. ეს ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც წარმოშობით ახმეტიდანაა და აკონტროლებდა ამ რაიონსა და მის შემადგენლობაში არსებულ პა­ნკისის ხეობას, არავინ არაფერს ეკითხებოდა. ეს თუ ასე იყო, მით უარესი მისთვის. საკმარისია ამ ოპერაციის მონაწილე პირმა რამე თქვას, რომ ის ან სულელის როლშია, ან მატყუარის.

- თუ ქართველი ინსტრუქტორები მართლა ახლდნენ ამ ჯგუფს, ისინი მიზანმიმართულად გაწირეს?

- ასეთი ვარაუდი თავიდანვე იყო. თუ გახსოვთ, ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში დახოცილი ადამიანები საძილე ტომრებში არიან. შესაძლებელია, გარდაცვლილები ამ ტომრებში ჩაესვენებინათ, მაგრამ ვეჭვობ, რომ იქ სამხედრო შეტაკება არ მომხდარა და ამ ჯგუფის ნაწილი საძილე ტომრებშივე დახოცეს. ყველას პირს ვერ აუკრავ, სპეცრაზმელები, რომლებიც იქ იყვნენ, ჰყვებიან ამის თაობაზე. იქ დაღუპული ჩოხელი არ იყო რიგითი სპეცრაზმელი, ის ნამდვილად იყო ინსტრუქტორი. ეს ადამიანები ახლდნენ ამ ჯგუფს და ჩვენმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ლოპოტის ხეობაში გაანადგურეს არა მხოლოდ ჯგუფის წევრები, არამედ თა­ნამებრძოლებიც.

ომბუდსმენის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დღევანდელ ხელისუფლებას გარკვეულწილ­ად გაეხსნება ხელი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც დღეს ფსევდოკოჰაბიტაციის რეჟიმში იძულებულია ანგარიში გაუწიოს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა