პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალებმა" თამუნა ტყემალაძეს ოთხი შვილის გაჩენა გადააფიქრებინა
"ჩემი ცოლის დაქალებმა" თამუნა ტყემალაძეს ოთხი შვილის გაჩენა გადააფიქრებინა

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მუ­ნა ტყე­მა­ლა­ძეს გა­უ­ღი­მა­რი, უხე­ში, გა­მომ­ძალ­ვე­ლი ქა­ლის როლი აქვს. რო­გორც წესი, მა­ყუ­რე­ბელს ჰგო­ნია ხოლ­მე, რომ მსა­ხი­ო­ბი რე­ა­ლუ­რა­დაც ასე­თია, ამი­ტომ უცხო­ე­ბი გა­ღი­მე­ბულს რომ ხე­და­ვენ, უკ­ვირთ. სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­მუ­ნა ისე­თი­ვე ენერ­გი­უ­ლია, რო­გო­რიც მისი გმი­რი, თუმ­ცა სხვა მხრივ ეკას არაფ­რით ჰგავს.

- ახ­მე­ტე­ლის და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ. მა­ნამ­დე სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში მიწ­ვე­ვით ვთა­მა­შობ­დი ხოლ­მე.

- სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- მარ­ტი­ვად. კას­ტინგზე მი­ვე­დი ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს­თან და სე­რი­ალ­ში ამიყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე "შუა ქა­ლა­ქის" ორ სე­რი­ა­ში ვი­თა­მა­შე. ბავ­შვე­ბის ძიძა ვი­ყა­ვი, მა­ცა­ცო მერ­ქვა. სა­წყალ და მო­რი­დე­ბულ ძი­ძას ვთა­მა­შობ­დი, რო­მელ­მაც ვერ გა­ი­გო, სად მოხ­ვდა.

- გა­გი­ჭირ­დათ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მა­ში?

- პირ­ვე­ლად რომ წა­ვი­კი­თხე სცე­ნა­რი და რე­პე­ტი­ცია გა­ვი­ა­რეთ, რე­ჟი­სორ­მა რა­ღაც მი­თი­თე­ბე­ბი მომ­ცა და ინ­ტუ­ი­ცი­ით მივ­ხვდი, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეკა.

- მოგ­წონთ თქვე­ნი გმი­რი?

- არა.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით?

- რა­ღაც მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გო კი­დეც. ძნე­ლია ოთხი ბავ­შვის გაზ­რდა. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი, ოთხი ბავ­შვი მყო­ლო­და და ახლა გა­და­ვი­ფიქ­რე. ბევრ ქალს ვიც­ნობ, ბევ­რი შვი­ლი რომ ჰყავთ, სულ სახ­ლში რომ არი­ან და ვე­ღარ ხვდე­ბი­ან, სა­ი­დან რა მო­ი­ტა­ნონ და რა გა­ა­კე­თონ. მე­ზო­ბე­ლიც მყავს ასე­თი. ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნა მე­ო­თხე ბავ­შვი, პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რობს, მაგ­რამ მა­ინც ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბას ახერ­ხებს. ეკა ცუდი გოგო არაა, მაგ­რამ უხე­შია, ჩემი აზ­რით, თუმ­ცა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბიც აქვს - თა­ვი­სი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს.

- ახ­ლობ­ლე­ბის აზრი რო­გო­რია თქვენს როლ­ზე?

- ახ­ლო­ბე­ლი, რო­გორც წესი, არ გაკ­რი­ტი­კებს. გი­რე­კავს და გე­უბ­ნე­ბა, რა მა­გა­რი­აო. მათ უხა­რი­ათ და და­დე­ბი­თად მა­ფა­სე­ბენ, მაგ­რამ მე ხომ ვიცი, რა გა­მომ­დის კარ­გად და რა - არა. სე­რი­ალ­ში ჩემს თავს რომ ვუ­ყუ­რებ, ბევ­რი რამ არ მომ­წონს და ვფიქ­რობ ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა, უკე­თე­სად გა­მე­კე­თე­ბი­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ თა­მა­შის დროს ამას ვერ ვხვდე­ბი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ეპი­ზო­დის თა­მა­ში გა­გი­ჭირ­დათ?

- პირ­ველ სე­რი­ა­ში თა­მა­ში იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. მე­სა­მე ბავ­შვი, რო­მე­ლიც ახლა უკვე დი­დია, პირ­ვე­ლი სე­რი­ის გა­და­ღე­ბი­სას ჯერ ერთი წლი­საც არ იყო. დე­და­მის­ზე იყო მი­წე­ბე­ბუ­ლი. დე­დას გა­მო­არ­თვეს და მე, უცხო ქალს და­მა­ჭე­რი­ნეს. ბავ­შვი გა­დაბ­ჟირ­და. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. არ მიყ­ვარს, ბავ­შვე­ბი რომ ტი­რი­ან.

- ენერ­გი­უ­ლო­ბით თქვენს გმირს ძა­ლი­ან ჰგავ­ხართ...

- ისე­თი­ვე ენერ­გი­უ­ლი ნამ­დვი­ლად ვარ, მაგ­რამ სხვა მხრივ არაფ­რით ვგა­ვარ, არც გა­თხო­ვი­ლი ვარ და არც შვი­ლე­ბი მყავს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვგა­ვარ და მერე რო­გორ იქ­ნე­ბა, არ ვიცი. ოთხი შვი­ლი რომ არ მე­ყო­ლე­ბა, ეგ უკვე გა­ვარ­კვიე.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავთ?

- არა.

- არას­დროს გყვა­რე­ბი­ათ?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არას­დროს არ მყო­ლო­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მყავ­და. და­შო­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზი არ გვქო­ნია. იყო და აღა­რაა. მორ­ჩა. არა­ნა­ი­რი ტყუ­ი­ლი და ორ­პი­რო­ბა ჩვენ შო­რის არ ყო­ფი­ლა.

- სე­რი­ალ­ში ზარ­მა­ცი ქმა­რი გყავთ. ალ­ბათ გი­ფიქ­რი­ათ, რო­გო­რი ქმა­რი გინ­დათ, რომ გყავ­დეთ...

- ასეთ რა­მეს ვე­რა­ვინ გან­სა­ზღვრავს. რო­გო­რიც იქ­ნე­ბა, ისე­თი იქ­ნე­ბა. მერე თუ არ მო­გე­წო­ნე­ბა, და­იშ­ლე­ბით და მორ­ჩა. როცა მოგ­წონს ვინ­მე, მოგ­წონს მისი ცუდი და კარ­გი თვი­სე­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, ქერა იყოს, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, თეთ­რი კბი­ლე­ბი ჰქონ­დეს, მუ­შა­ობ­დეს, მან­ქა­ნა ჰყავ­დეს, მაგ­რამ არ მოგ­წონ­დეს.

- რო­გორც მივ­ხვდი, მე­ოც­ნე­ბე არ ხართ.

- სად მაქვს ოც­ნე­ბის დრო (იცი­ნის). ისე­დაც არ მიყ­ვარს მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რა აზ­რის არი­ან სე­რი­ალ­ში თქვენს გმირ­ზე?

- მშობ­ლე­ბი და ორი ძმა მყავს. ისი­ნი კრი­ტი­კუ­ლად მხო­ლოდ ჩემი წო­ნის მი­მართ არი­ან გან­წყო­ბი­ლი, და­ნარ­ჩენ­ზე არა­ფერ­ზე მაკ­რი­ტი­კე­ბენ. მინ­და წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. დი­ე­ტას ვერ ვი­ცავ და ვერც ვვარ­ჯი­შობ. მთე­ლი დღე ვერ ვჭამ და ექ­ვსი სა­ა­თის მერე ვი­წყებ ჭა­მას. შე­სა­ბა­მი­სად, ვერც წო­ნა­ში ვიკ­ლებ.

- ალ­ბათ პო­პუ­ლა­რო­ბას უკვე გრძნობთ...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ცი­ნე­ბა ხოლ­მე, ვინ­მე­ზე რომ ამ­ბო­ბენ, პო­პუ­ლა­რუ­ლი­აო. ხან მცნო­ბენ, ხან - ვერა. ვინც მცნობს, რომ გა­ვი­ღი­მებ, უკ­ვირთ. ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ სულ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ და არ ვი­ღი­მე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი ცნო­ბი­ლი არ ვარ, ჩემს და­ნახ­ვა­ზე მძღო­ლე­ბი იბ­ნე­ოდ­ნენ და მან­ქა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ (იცი­ნის).

- თე­ატ­რში თქვენს შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებ­ზე რას იტყვით?

- ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ. ვარ "შავ კე­ტებ­შიც", რომ­ლის რე­ჟი­სო­რი დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლია. დათო ტუ­რაშ­ვი­ლის პი­ე­საა. სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­უ­ღი­მა­რი ხელ­მწი­ფის თა­მა­შის შემ­დეგ, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი როლი მაქვს ამ სპექ­ტაკლში - "მა­მა­შას" ვთა­მა­შობ. საყ­ვა­რე­ლი და კარ­გი "მა­მა­შა" ვარ, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი სექსმუ­შა­კე­ბი და მათ­ზე ზრუ­ნავს.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემი ცოლის დაქალებმა" თამუნა ტყემალაძეს ოთხი შვილის გაჩენა გადააფიქრებინა

"ჩემი ცოლის დაქალებმა" თამუნა ტყემალაძეს ოთხი შვილის გაჩენა გადააფიქრებინა

"ჩემი ცოლის დაქალებში" თამუნა ტყემალაძეს გაუღიმარი, უხეში, გამომძალველი ქალის როლი აქვს. როგორც წესი, მაყურებელს ჰგონია ხოლმე, რომ მსახიობი რეალურადაც ასეთია, ამიტომ უცხოები გაღიმებულს რომ ხედავენ, უკვირთ. სინამდვილეში თამუნა ისეთივე ენერგიულია, როგორიც მისი გმირი, თუმცა სხვა მხრივ ეკას არაფრით ჰგავს.

- ახმეტელის და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ. მანამდე სხვადასხვა თეატრში მიწვევით ვთამაშობდი ხოლმე.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ აღმოჩნდით?

- მარტივად. კასტინგზე მივედი ეკა მჟავანაძესთან და სერიალში ამიყვანეს. მანამდე "შუა ქალაქის" ორ სერიაში ვითამაშე. ბავშვების ძიძა ვიყავი, მაცაცო მერქვა. საწყალ და მორიდებულ ძიძას ვთამაშობდი, რომელმაც ვერ გაიგო, სად მოხვდა.

- გაგიჭირდათ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაში?

- პირველად რომ წავიკითხე სცენარი და რეპეტიცია გავიარეთ, რეჟისორმა რაღაც მითითებები მომცა და ინტუიციით მივხვდი, როგორი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ეკა.

- მოგწონთ თქვენი გმირი?

- არა.

- როგორ დაახასიათებდით?

- რაღაც მომენტში შეიძლება გაუგო კიდეც. ძნელია ოთხი ბავშვის გაზრდა. ყოველთვის ვოცნებობდი, ოთხი ბავშვი მყოლოდა და ახლა გადავიფიქრე. ბევრ ქალს ვიცნობ, ბევრი შვილი რომ ჰყავთ, სულ სახლში რომ არიან და ვეღარ ხვდებიან, საიდან რა მოიტანონ და რა გააკეთონ. მეზობელიც მყავს ასეთი. ახლახან შეეძინა მეოთხე ბავშვი, პატარა სახლში ცხოვრობს, მაგრამ მაინც ბევრი რამის გაკეთებას ახერხებს. ეკა ცუდი გოგო არაა, მაგრამ უხეშია, ჩემი აზრით, თუმცა დადებითი თვისებებიც აქვს - თავისი შვილები ძალიან უყვარს.

- ახლობლების აზრი როგორია თქვენს როლზე?

- ახლობელი, როგორც წესი, არ გაკრიტიკებს. გირეკავს და გეუბნება, რა მაგარიაო. მათ უხარიათ და დადებითად მაფასებენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა გამომდის კარგად და რა - არა. სერიალში ჩემს თავს რომ ვუყურებ, ბევრი რამ არ მომწონს და ვფიქრობ ხოლმე, შეიძლება, უკეთესად გამეკეთებინა-მეთქი, მაგრამ თამაშის დროს ამას ვერ ვხვდები.

- ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდის თამაში გაგიჭირდათ?

- პირველ სერიაში თამაში იყო ჩემთვის ყველაზე რთული. მესამე ბავშვი, რომელიც ახლა უკვე დიდია, პირველი სერიის გადაღებისას ჯერ ერთი წლისაც არ იყო. დედამისზე იყო მიწებებული. დედას გამოართვეს და მე, უცხო ქალს დამაჭერინეს. ბავშვი გადაბჟირდა. ძალიან შემეშინდა. არ მიყვარს, ბავშვები რომ ტირიან.

- ენერგიულობით თქვენს გმირს ძალიან ჰგავხართ...

- ისეთივე ენერგიული ნამდვილად ვარ, მაგრამ სხვა მხრივ არაფრით ვგავარ, არც გათხოვილი ვარ და არც შვილები მყავს. ჯერჯერობით არ ვგავარ და მერე როგორ იქნება, არ ვიცი. ოთხი შვილი რომ არ მეყოლება, ეგ უკვე გავარკვიე.

- შეყვარებული გყავთ?

- არა.

- არასდროს გყვარებიათ?

- როგორ შეიძლება, არასდროს არ მყოლოდა შეყვარებული. მყავდა. დაშორების განსაკუთრებული მიზეზი არ გვქონია. იყო და აღარაა. მორჩა. არანაირი ტყუილი და ორპირობა ჩვენ შორის არ ყოფილა.

- სერიალში ზარმაცი ქმარი გყავთ. ალბათ გიფიქრიათ, როგორი ქმარი გინდათ, რომ გყავდეთ...

- ასეთ რამეს ვერავინ განსაზღვრავს. როგორიც იქნება, ისეთი იქნება. მერე თუ არ მოგეწონება, დაიშლებით და მორჩა. როცა მოგწონს ვინმე, მოგწონს მისი ცუდი და კარგი თვისებები. შეიძლება, ქერა იყოს, ცისფერთვალება, თეთრი კბილები ჰქონდეს, მუშაობდეს, მანქანა ჰყავდეს, მაგრამ არ მოგწონდეს.

- როგორც მივხვდი, მეოცნებე არ ხართ.

- სად მაქვს ოცნების დრო (იცინის). ისედაც არ მიყვარს მეოცნებეები.

- ოჯახის წევრები რა აზრის არიან სერიალში თქვენს გმირზე?

- მშობლები და ორი ძმა მყავს. ისინი კრიტიკულად მხოლოდ ჩემი წონის მიმართ არიან განწყობილი, დანარჩენზე არაფერზე მაკრიტიკებენ. მინდა წონაში დაკლება, მაგრამ არ გამომდის. დიეტას ვერ ვიცავ და ვერც ვვარჯიშობ. მთელი დღე ვერ ვჭამ და ექვსი საათის მერე ვიწყებ ჭამას. შესაბამისად, ვერც წონაში ვიკლებ.

- ალბათ პოპულარობას უკვე გრძნობთ...

- საქართველოში მეცინება ხოლმე, ვინმეზე რომ ამბობენ, პოპულარულიაო. ხან მცნობენ, ხან - ვერა. ვინც მცნობს, რომ გავიღიმებ, უკვირთ. ყველას ჰგონია, რომ სულ გაბრაზებული ვარ და არ ვიღიმები. ჯერჯერობით ისეთი ცნობილი არ ვარ, ჩემს დანახვაზე მძღოლები იბნეოდნენ და მანქანები ერთმანეთს ეჯახებოდნენ (იცინის).

- თეატრში თქვენს შესრულებულ როლებზე რას იტყვით?

- ახმეტელის თეატრში რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ. ვარ "შავ კეტებშიც", რომლის რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილია. დათო ტურაშვილის პიესაა. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გაუღიმარი ხელმწიფის თამაშის შემდეგ, ძალიან განსხვავებული როლი მაქვს ამ სპექტაკლში - "მამაშას" ვთამაშობ. საყვარელი და კარგი "მამაშა" ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სექსმუშაკები და მათზე ზრუნავს.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"