მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეგვიქმნეს საქართველოში სომხებმა ფეხბურთი
როგორ შეგვიქმნეს საქართველოში სომხებმა ფეხბურთი

ჟურ­ნა­ლის­ტი და პუბ­ლი­ცის­ტი ალექ­სან­დრე ქურ­დო­ბა­ძე სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო­ში ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტულ გა­მო­ცე­მებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, არის არა­ერ­თი წიგ­ნის ავ­ტო­რი.

"1961 წელს ბი­ძა­ჩემ­მა პა­ტა­რა წიგ­ნა­კი მომ­ცა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის სტა­ტის­ტი­კით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. აქე­დან და­ი­წყო ჩემი გა­ტა­ცე­ბა.

ბი­ძა­ჩემს ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და მუ­დამ მჩუქ­ნი­და სა­ფეხ­ბურ­თო წიგ­ნებს, კა­ლენ­დრებს, პროგ­რა­მებს. მერე თა­ვად და­ვი­წყე მათი შეგ­რო­ვე­ბა და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ, ჩე­ხურ, პო­ლო­ნურ, რუ­სულ და სხვა ქვეყ­ნე­ბის ენებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, პროგ­რა­მე­ბი, კა­ლენ­დრე­ბი, სა­ფეხ­ბურ­თო წიგ­ნე­ბი, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი...

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ჩემი კო­ლექ­ცია არა­სა­ფეხ­ბურ­თო ქვეყ­ნე­ბის (ფი­ნე­თი, ალ­ბა­ნე­თი, კვიპ­რო­სი და სხვა) ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი­თაც შე­ივ­სო.

სულ ვე­ლო­დი იმ დღეს, როცა ასე­თი­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა ქარ­თუ­ლა­დაც გა­მო­ვი­დო­და და იმ­დე­ნი მა­სა­ლა და­მიგ­როვ­და, სამ­წლი­ა­ნი შრო­მის შემ­დეგ, 1996 წელს თა­ვად გა­მო­ვე­ცი", - ამ­ბობს ქურ­დო­ბა­ძე.

ახლა კი აქვს სურ­ვი­ლი გა­ა­კე­თოს იგი­ვე, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ზე. მაგ­რამ ჯერ დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი და გვერ­დში მდგო­მი ვერ იპო­ვა:

"1973 წელს "ლელო" წერ­და, რომ სა­გან­გე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ წიგნს მო­ამ­ზა­დებ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ მო­ხერ­ხდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის გა­მო­ცე­მა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. არა­და, უნი­კა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მაქვს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ზე, სსრ კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი და I ლი­გი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დე­ბის მო­ნა­წი­ლე ჩვენს გუნ­დებ­ზე, ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე, მწვრთნე­ლებ­ზე, მსა­ჯებ­ზე, სა­ფეხ­ბურ­თო მოღ­ვა­წე­ებ­ზე.

ცნო­ბარს დარ­თუ­ლი ექ­ნე­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ცხრი­ლე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა სტა­ტის­ტი­კუ­რი მა­სა­ლა და სუ­რა­თე­ბი.

ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს არა­სა­ფეხ­ბურ­თო და მწი­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ყა­ზა­ხეთ­ში მო­ა­ხერ­ხეს და სამ (?!) ტო­მად გა­მოს­ცეს. ერთ-ერთი ავ­ტო­რი, ერ­ლან მა­ნა­შო­ვი წერს, რომ ყა­ზა­ხე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია და­ეხ­მა­რა და და­ა­ჯილ­დო­ვა კი­დეც.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ასე­თი ინ­ტე­რე­სი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა - რო­დე­საც თა­ნად­გო­მა ვი­თხო­ვე, მი­თხრეს, ეს ჩვე­ნი საქ­მე არ არი­სო".

ქურ­დო­ბა­ძე მი­იჩ­ნევს, ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის გა­მო­ცე­მა სწო­რე­დაც რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მეა:

"ბოლო პე­რი­ოდ­ში ისეთ გა­მო­ცე­მებს წა­ვა­წყდი, რო­მე­ლიც გულ­შე­მატ­კი­ვარს მე­ტის­მე­ტად მცდარ, მე ვი­ტყო­დი, მი­კერ­ძო­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც კი აწ­ვდის.

2003 წელს გა­მო­ცე­მულ­მა წიგნ­მა "ბოს­ფო­რი­დან კას­პი­ამ­დე - სომ­ხუ­რი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რია" მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ახლა ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­საც მო­ად­გნენ.

ავ­ტო­რი ალექ­სან­დრე გრი­გო­რი­ა­ნი მოგ­ვი­თხრობს სომ­ხუ­რი ფეხ­ბურ­თის ჩა­სახ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ოდ­ზე. სა­თა­ვე­ში­ვე ("ბოს­ფო­რი­დან კას­პი­ამ­დე") მაქ­სი­მა­ლუ­რად აით­ვი­სა "მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი" და ქარ­თულ ფეხ­ბურთზე ჭო­რებს ავ­რცე­ლებს.

გრი­გო­რი­ა­ნი, ვი­თომ, სხვა­თა შო­რის ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­ში სომ­ხე­ბი ფეხ­ბურ­თის სა­თა­ვე­ებ­თან იდ­გნენ. სო­მე­ხი ავ­ტო­რის წიგ­ნი­დან ერთ "მარ­გა­ლიტს" მო­ვიხ­მობ.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით პა­სუ­ხობს:

"ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის აკ­ვა­ნი სამ ქა­ლაქ­ში, თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და ფოთ­ში და­ირ­წა. ახლა სო­მეხ­თა "წვლილ­ზე": ფოთ­ში პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი 1906 წელს ნიკო ნი­კო­ლა­ძის ვაჟ­მა, გი­ორ­გიმ და ინ­გლი­სუ­რი მარ­გა­ნე­ცის კონ­სორ­ცი­უ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოს­კარ ზი­ვერ­ტმა და­ა­ფუძ­ნეს. გუნდში 1908 წელს მარ­თლაც და­ი­მა­ტეს სო­მე­ხი ალ­ხა­ზო­ვი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ გუნ­დის და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო.

1913 წელს დი­დი­ამ და ხოშ­ტა­რი­ამ, ამ ალ­ხა­ზოვ­თან და ტურ­კი­ანცთან ერ­თად ფო­თის გიმ­ნა­ზი­ებ­ში სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დე­ბი მარ­თლაც შექ­მნეს, ერთი ("კოლ­ხე­თი") მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის­გან შე­იქ­მნა, მე­ო­რე - ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გახ­ლდათ.

ბა­თუ­მის პირ­ველ გუნდს სა­თა­მა­შო ად­გი­ლის, ცივი და­ბის მი­ხედ­ვით "ხო­ლოდ­ნო-სლო­ბოდსკა­ია" ერ­ქვა. ის 1912 წელს შე­იქ­მნა და სო­მე­ხი არა­ვინ იყო. შემ­დე­გი გუნ­დი შექ­მნა ჩეხ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა კო­უ­ბამ.

ორი წლის შემ­დეგ, 1914 წელს ბა­თუმ­ში ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით რამ­დე­ნი­მე გუნ­დი შე­იქ­მნა, მათ შო­რის მარ­თლაც იყო "არაქ­სიც", რომ­ლის კა­პი­ტა­ნი ალა­ჯი­ა­ნი იყო და რო­მე­ლიც სულ სომ­ხე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ შეგვიქმნეს საქართველოში სომხებმა ფეხბურთი

როგორ შეგვიქმნეს საქართველოში სომხებმა ფეხბურთი

ჟურნალისტი და პუბლიცისტი ალექსანდრე ქურდობაძე საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნებაა. წლების განმავლობაში სპორტულ გამოცემებთან თანამშრომლობდა, არის არაერთი წიგნის ავტორი.

"1961 წელს ბიძაჩემმა პატარა წიგნაკი მომცა, რომელიც ქართული ფეხბურთის სტატისტიკით იყო აჭრელებული. აქედან დაიწყო ჩემი გატაცება.

ბიძაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარდა და მუდამ მჩუქნიდა საფეხბურთო წიგნებს, კალენდრებს, პროგრამებს. მერე თავად დავიწყე მათი შეგროვება და ერთ მშვენიერ დღეს ჩემს კოლექციაში აღმოვაჩინე ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, პოლონურ, რუსულ და სხვა ქვეყნების ენებზე გამოცემული საფეხბურთო ენციკლოპედიები, პროგრამები, კალენდრები, საფეხბურთო წიგნები, სტატისტიკური მონაცემები...

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩემი კოლექცია არასაფეხბურთო ქვეყნების (ფინეთი, ალბანეთი, კვიპროსი და სხვა) ენციკლოპედიებითაც შეივსო.

სულ ველოდი იმ დღეს, როცა ასეთივე ლიტერატურა ქართულადაც გამოვიდოდა და იმდენი მასალა დამიგროვდა, სამწლიანი შრომის შემდეგ, 1996 წელს თავად გამოვეცი", - ამბობს ქურდობაძე.

ახლა კი აქვს სურვილი გააკეთოს იგივე, მხოლოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაზე. მაგრამ ჯერ დამფინანსებელი და გვერდში მდგომი ვერ იპოვა:

"1973 წელს "ლელო" წერდა, რომ საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ წიგნს მოამზადებდა.

სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. საქართველოში წიგნის გამოცემა ძვირი სიამოვნებაა. არადა, უნიკალური სტატისტიკური მონაცემები მაქვს ქართული ფეხბურთის ისტორიაზე, სსრ კავშირის უმაღლესი და I ლიგისა და დამოუკიდებლობის პერიოდების მონაწილე ჩვენს გუნდებზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, მსაჯებზე, საფეხბურთო მოღვაწეებზე.

ცნობარს დართული ექნება სტატისტიკური მონაცემები, საბჭოთა კავშირის და საქართველოს ჩემპიონატების ცხრილები და მრავალი სხვა სტატისტიკური მასალა და სურათები.

ამ წიგნის გამოცემა აუცილებელია. ეს არასაფეხბურთო და მწირი ტრადიციების მქონე ყაზახეთში მოახერხეს და სამ (?!) ტომად გამოსცეს. ერთ-ერთი ავტორი, ერლან მანაშოვი წერს, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარა და დააჯილდოვა კიდეც.

სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ინტერესი არ შეინიშნება - როდესაც თანადგომა ვითხოვე, მითხრეს, ეს ჩვენი საქმე არ არისო".

ქურდობაძე მიიჩნევს, ქართული საფეხბურთო ენციკლოპედიის გამოცემა სწორედაც რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა:

"ბოლო პერიოდში ისეთ გამოცემებს წავაწყდი, რომელიც გულშემატკივარს მეტისმეტად მცდარ, მე ვიტყოდი, მიკერძოებულ ინფორმაციასაც კი აწვდის.

2003 წელს გამოცემულმა წიგნმა "ბოსფორიდან კასპიამდე - სომხური ფეხბურთის ისტორია" მოლოდინს გადააჭარბა. ახლა ჩვენი ფეხბურთის ისტორიასაც მოადგნენ.

ავტორი ალექსანდრე გრიგორიანი მოგვითხრობს სომხური ფეხბურთის ჩასახვისა და განვითარების პერიოდზე. სათავეშივე ("ბოსფორიდან კასპიამდე") მაქსიმალურად აითვისა "მოქმედების არეალი" და ქართულ ფეხბურთზე ჭორებს ავრცელებს.

გრიგორიანი, ვითომ, სხვათა შორის ამბობს, რომ საქართველოს ქალაქებში სომხები ფეხბურთის სათავეებთან იდგნენ. სომეხი ავტორის წიგნიდან ერთ "მარგალიტს" მოვიხმობ.

ჩვენი რესპონდენტი ისტორიის გაყალბების მცდელობას კონკრეტული ფაქტებით პასუხობს:

"ქართული ფეხბურთის აკვანი სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ფოთში დაირწა. ახლა სომეხთა "წვლილზე": ფოთში პირველი საფეხბურთო გუნდი 1906 წელს ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა, გიორგიმ და ინგლისური მარგანეცის კონსორციუმის წარმომადგენელმა ოსკარ ზივერტმა დააფუძნეს. გუნდში 1908 წელს მართლაც დაიმატეს სომეხი ალხაზოვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდის დამაარსებელი იყო.

1913 წელს დიდიამ და ხოშტარიამ, ამ ალხაზოვთან და ტურკიანცთან ერთად ფოთის გიმნაზიებში საფეხბურთო გუნდები მართლაც შექმნეს, ერთი ("კოლხეთი") მხოლოდ ქართველებისგან შეიქმნა, მეორე - ინტერნაციონალური გახლდათ.

ბათუმის პირველ გუნდს სათამაშო ადგილის, ცივი დაბის მიხედვით "ხოლოდნო-სლობოდსკაია" ერქვა. ის 1912 წელს შეიქმნა და სომეხი არავინ იყო. შემდეგი გუნდი შექმნა ჩეხმა მასწავლებელმა კოუბამ.

ორი წლის შემდეგ, 1914 წელს ბათუმში ეროვნული ნიშნით რამდენიმე გუნდი შეიქმნა, მათ შორის მართლაც იყო "არაქსიც", რომლის კაპიტანი ალაჯიანი იყო და რომელიც სულ სომხებით იყო დაკომპლექტებული.

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"