მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მსხვერპლზე მიდიან მოდელები - "ვოგის" რედაქტორის ინტერვიუ
რა მსხვერპლზე მიდიან მოდელები - "ვოგის" რედაქტორის ინტერვიუ

დი­ე­ტა, კას­ტინ­გი­დან კას­ტინგზე სირ­ბი­ლი, აგენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, უცხო ქა­ლაქ­ში გა­და­სახ­ლე­ბა - ასეთ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­ლე­ბი. ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნი­დან მომ­ღი­მა­რი გო­გო­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა არც ისე­თი ად­ვი­ლია, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

რე­ი­ტინ­გუ­ლი მო­დის ჟურ­ნა­ლის, "ვო­გის" ავ­სტრა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მის ყო­ფილ­მა რე­დაქ­ტორ­მა კრის­ტი კლე­მენტსმა მო­დის ბიზ­ნე­სის მკაცრ კა­ნო­ნებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. ის "ვო­გის" რე­დაქ­ტო­რი 25 წელი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნი­სა, ზედ­მე­ტად გამ­ხდარ გო­გო­ნებს კონ­ტრაქ­ტი შე­უ­წყდეთ, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან. ყვე­ლა მო­დელს გა­უ­გია ტერ­მი­ნი "პა­რი­ზუ­ლი სი­გამ­ხდრე". ეს ტერ­მი­ნი იმ მო­დე­ლებს ეხე­ბათ, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ და­გეგ­მილ შო­უ­ებ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გო­გო­ნა ვალ­დე­ბუ­ლია ისე­თი დი­ე­ტა და­იც­ვას, რომ ფი­გუ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ქსო­ვი­ლი "აი­ტა­ნოს".

კლე­მენ­ტის თქმით, კონ­ტრაქ­ტის­თვის გო­გო­ნე­ბი სა­ში­ნე­ლე­ბებს სჩა­დი­ან: ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი შიმ­ში­ლის გრძნო­ბის მო­საკ­ლა­ვად ქსო­ვილს ღე­ჭავს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე არა­ფერს ჭა­მენ, მუდ­მი­ვად და­დი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, რომ წვე­თო­ვა­ნი გა­ი­კე­თონ, რათა პო­დი­უმ­ზე გო­ნე­ბა არ და­კარ­გონ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­დელს იმის ში­შით, რომ ფო­ტოგ­რაფს ფო­ტო­სე­სი­ა­ზე შე­ნიშ­ვნა არ მი­ე­ცა, ან დი­ზა­ი­ნერს ჩვე­ნე­ბი­დან არ მო­ეხ­სნა, 2 დღე არა­ფე­რი უჭა­მია. რე­დაქ­ტორ­მა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ ერთ-ერთ ფო­ტო­სე­სი­ა­ზე შეხ­ვდა მო­დელს, რო­მელ­მაც 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ ისა­დი­ლა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მცი­რე ულუ­ფით. შე­დე­გად, მში­ერ გო­გო­ნას კა­მე­რის წინ თვა­ლე­ბის გა­ხე­ლა უჭირ­და და ეძი­ნე­ბო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია International Business Times-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: ანო­რექ­სი­ის მსხვერ­პლი ფრან­გი მო­დე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა მსხვერპლზე მიდიან მოდელები - "ვოგის" რედაქტორის ინტერვიუ

რა მსხვერპლზე მიდიან მოდელები - "ვოგის" რედაქტორის ინტერვიუ

დიეტა, კასტინგიდან კასტინგზე სირბილი, აგენტებთან ურთიერთობა, უცხო ქალაქში გადასახლება - ასეთ პირობებში ცხოვრობენ პროფესიონალი მოდელები. ჟურნალების გარეკანიდან მომღიმარი გოგონების ცხოვრება არც ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რეიტინგული მოდის ჟურნალის, "ვოგის" ავსტრალიური გამოცემის ყოფილმა რედაქტორმა კრისტი კლემენტსმა მოდის ბიზნესის მკაცრ კანონებზე გულახდილად ისაუბრა. ის "ვოგის" რედაქტორი 25 წელი იყო.

მიუხედავად სხვადასხვა ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნისა, ზედმეტად გამხდარ გოგონებს კონტრაქტი შეუწყდეთ, სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. ყველა მოდელს გაუგია ტერმინი "პარიზული სიგამხდრე". ეს ტერმინი იმ მოდელებს ეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთ დაგეგმილ შოუებში იღებენ მონაწილეობას. გოგონა ვალდებულია ისეთი დიეტა დაიცვას, რომ ფიგურამ ნებისმიერი ტიპის ქსოვილი "აიტანოს".

კლემენტის თქმით, კონტრაქტისთვის გოგონები საშინელებებს სჩადიან: ზოგიერთი მოდელი შიმშილის გრძნობის მოსაკლავად ქსოვილს ღეჭავს, დანარჩენები რამდენიმე დღე არაფერს ჭამენ, მუდმივად დადიან საავადმყოფოებში, რომ წვეთოვანი გაიკეთონ, რათა პოდიუმზე გონება არ დაკარგონ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოდელს იმის შიშით, რომ ფოტოგრაფს ფოტოსესიაზე შენიშვნა არ მიეცა, ან დიზაინერს ჩვენებიდან არ მოეხსნა, 2 დღე არაფერი უჭამია. რედაქტორმა ისიც განაცხადა, რომ ერთ-ერთ ფოტოსესიაზე შეხვდა მოდელს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ისადილა, რასაკვირველია, მცირე ულუფით. შედეგად, მშიერ გოგონას კამერის წინ თვალების გახელა უჭირდა და ეძინებოდა.

მომზადებულია International Business Times-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ანორექსიის მსხვერპლი ფრანგი მოდელი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება