მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის
სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის

მომ­ღე­რა­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი НТВ-ს გა­და­ცე­მა Центральное телевидение-ს სტუ­დი­ა­ში იყო მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც იმ ბრალ­დე­ბა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ მის მი­სა­მარ­თით გავ­რცელ­და. საქ­მე ეხე­ბა ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას, რო­მე­ლიც პავ­ლი­აშ­ვი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო.

"მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ინ­ტერ­ნე­ტი­დან შე­ვი­ტყვეთ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ. შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი არ არის. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი არის ის, რომ ავთო ადუ­აშ­ვი­ლი ჩემ­თვის ბიზ­ნეს­მე­ნი კი არა, ახლო ადა­მი­ა­ნი იყო. ყვე­ლა­ფერს გა­ვი­ღებ­დი იმის­თვის, რომ აქ და ჩემს გვერ­დით მდგა­რი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ეს პრო­ვო­კა­ცია იყო თუ არა, მე რამ­დე­ნი­მე ვერ­სია მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში იმ რე­ჟიმს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ფობ­და, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ჩემი და იმ ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და მოღ­ვა­წე­ო­ბენ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ახლა უკვე ნელ-ნელა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რე­გუ­ლირ­დე­ბა ქვეყ­ნებს შო­რის. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც უარ­ყო ეს ნა­ბოდ­ვა­რი", - აცხა­დებს მომ­ღე­რა­ლი.

პავ­ლი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ნა­ი­რი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა და ყვე­ლა­ფე­რი "ნა­ბოდ­ვა­რია", რო­მელ­საც კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი გა­არ­კვე­ვენ.

გა­სულ კვი­რა­ში გავ­რცლე­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძი­რა. ეს ფაქ­ტი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა უარ­ყო. ამას­თან, კბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პავ­ლი­აშ­ვი­ლის გვა­რი ზო­გი­ერთ ჩვე­ნე­ბა­ში არის, მაგ­რა ეს საქ­მის აღ­საძ­რა­ვად საკ­მა­რი­სი არ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის

სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის

მომღერალი სოსო პავლიაშვილი НТВ-ს გადაცემა Центральное телевидение-ს სტუდიაში იყო მიწვეული, სადაც იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მის მისამართით გავრცელდა. საქმე ეხება ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას, რომელიც პავლიაშვილის ბავშვობის მეგობარი იყო.

"მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტიდან შევიტყვეთ ამ ამბის შესახებ. შოკირებულები ვიყავით, მაგრამ ეს ყველაზე საშინელი არ არის. ყველაზე საშინელი არის ის, რომ ავთო ადუაშვილი ჩემთვის ბიზნესმენი კი არა, ახლო ადამიანი იყო. ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ აქ და ჩემს გვერდით მდგარიყო. რაც შეეხება იმას, ეს პროვოკაცია იყო თუ არა, მე რამდენიმე ვერსია მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოში მეფობდა, არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მადლობა ღმერთს, ახლა უკვე ნელ-ნელა ურთიერთობები რეგულირდება ქვეყნებს შორის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომელმაც უარყო ეს ნაბოდვარი", - აცხადებს მომღერალი.

პავლიაშვილის ინფორმაციით, არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ყველაფერი "ნაბოდვარია", რომელსაც კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ.

გასულ კვირაში გავრცლედა ინფორმაცია, რომ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძირა. ეს ფაქტი არჩილ კბილაშვილმა უარყო. ამასთან, კბილაშვილის ინფორმაციით, პავლიაშვილის გვარი ზოგიერთ ჩვენებაში არის, მაგრა ეს საქმის აღსაძრავად საკმარისი არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება