მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი დიდი ხანია მოდის კერპად აღიარეს და მისი ავანგარდული სტილი არაერთი დამწყები დიზაინერის შთაგონების წყაროა, მაგრამ როგორც ჩანს, ვარსკვლავს ასაკის მატებასთან ერთად გემოვნება ღალატობს.
სარა გეგმავს, საზოგადოების სამსაჯავროზე ახალი კოლექცია გამოიტანოს. სარა ფიქრობს, რომ თანამედროვე ქალმა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე წინდები უნდა ჩაიცვას.
რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ვარსკვლავი შვილებთან ერთად სეირნობისას გადაიღეს. სარას მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ჭრელი საშინაო წინდები ეცვა. ყველამ იფიქრა, რომ სარამ უბრალოდ თავის მოწესრიგება ვერ მოასწრო, აღმოჩნდა, რომ მისი გეგმები უფრო შორს მიდის. კრიტიკოსებმა პარკერს მოდის ჟურნალების გადათვალიერება ურჩიეს.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.