პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა"
"ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა"

ქარ­თუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის­თვის რუ­სე­თის ბა­ზა­რი ღიაა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და სწო­რედ ასეთ შე­თან­ხმე­ბას ქარ­თულ­მა და რუ­სულ­მა მხა­რე­ებ­მა დღეს რუ­სე­თის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში "რო­სელ­ხოზ­ნად­ზორ­ში" გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მი­აღ­წი­ეს.

ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის, ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოს­კოვ­ში გუ­შინ გა­ემ­გზავ­რა. შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც 2 სა­ათ­ზე მეტ ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ქარ­თულ­მა მხა­რემ რუს კო­ლე­გებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ამ სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­აც­ნო, რო­მელ­საც სა­ა­გენ­ტო სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის კუ­თხით სრუ­ლი კონ­ტრო­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მავს.

თა­ვის მხრივ, რუ­სულ­მა მხა­რემ ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმ მო­თხოვ­ნე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მოქ­მე­დებს და სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ზუ­რაბ ჩე­კუ­რიშ­ვილ­მა და "რო­სელ­ხოზ­ნად­ზო­რის" უფ­როს­მა სერ­გეი დანკვერ­ტმა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრინ­ცი­პუ­ლი შე­თან­ხმე­ბა უკვე მიღ­წე­უ­ლია და ქარ­თვე­ლი და რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენტზე მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

"ძი­რი­თა­დად სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა­ზე. ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენტზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა და ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია შე­უ­ფერ­ხებ­ლად შევა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე. რუ­სულ მხა­რეს მხო­ლოდ ერთი მო­თხოვ­ნა აქვს - სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვილ­მა.

რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი 2006 წლი­დან აკ­რძა­ლა. მა­შინ რუ­სუ­ლი მხა­რე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხზე და სა­ზღვრე­ბის უკონ­ტრო­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებ­და. 2006 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქარ­თველ და რუს კო­ლე­გებს შო­რის დღეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა"

"ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა"

ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი წარმატებით დასრულდა და სწორედ ასეთ შეთანხმებას ქართულმა და რუსულმა მხარეებმა დღეს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურში "როსელხოზნადზორში" გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ქართული დელეგაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. შეხვედრაზე, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, ქართულმა მხარემ რუს კოლეგებს საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული ვითარება, ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა და ის ღონისძიებები გააცნო, რომელსაც სააგენტო სურსათის უვნებლობის კუთხით სრული კონტროლის განსახორციელებლად სამომავლოდ გეგმავს.

თავის მხრივ, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია იმ მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც ამჟამად რუსეთში მოქმედებს და სავალდებულოა ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტის განსახორციელებლად.

ზურაბ ჩეკურიშვილმა და "როსელხოზნადზორის" უფროსმა სერგეი დანკვერტმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და ქართველი და რუსი სპეციალისტები ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობას განაგრძობენ.

"ძირითადად საუბარია რუსეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სერტიფიკატების შესაბამისობაში მოყვანაზე. ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი ძალიან მალე დასრულდება და ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე. რუსულ მხარეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

რუსეთმა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი 2006 წლიდან აკრძალა. მაშინ რუსული მხარე ქართული პროდუქციის ხარისხზე და საზღვრების უკონტროლობაზე პრეტენზიას აცხადებდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართველ და რუს კოლეგებს შორის დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ