პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა"
ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა"

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გიგი კა­ლან­და­ძეს პირ­და­პირ უთხრა, რომ თუ ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას მის­ცემ­და, იგი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით იქ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­ზეც სამი მოწ­მე, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ი­კი­თხნენ.

ახა­ლა­ია ბო­დიშს უხ­დის მას­თან ერ­თად ყვე­ლა ბრალ­დე­ბულს და მათ ოჯა­ხებს. "ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლა ბრალ­დე­ბულს და მათ ოჯა­ხებს იმის გამო, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ არი­ან საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, რომ ჩემ­თან არი­ან რა­ღაც­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ.

ამას­თან, დღე­ვან­დე­ლი მოწ­მე­ე­ბი მან სუსტ მოწ­მე­ე­ბად შე­ა­ფა­სა. "ვი­ფიქ­რე, თა­ვი­დან მა­ინც მო­იყ­ვან­დნენ ძლი­ერ მოწ­მე­ებს. თუ სულ ასე­თე­ბი ჰყავთ, კარ­გად ყო­ფი­ლა ჩვე­ნი საქ­მე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­გო­ნებს ასი­ნე­თას", - გა­ნა­ცხა­და ბაჩო ახა­ლა­ი­ამ. მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მოწ­მე­ებს პრო­კუ­რო­რე­ბი და­კი­თხვა­ში ხელს უშ­ლიდ­ნენ. "დღეს თუ ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ცხა­ლი გმი­რია, ესე­ნი არი­ან სწო­რედ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და ახლა მათ უწევთ თა­ვის მარ­თლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ახა­ლა­ი­ამ. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მოწ­მეს, ვინც ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჰყავს, სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ჰპირ­დე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, პრო­ცეს­ზე დღეს პირ­ვე­ლი სამი მოწ­მე და­ი­კი­თხა, რომ­ლე­ბიც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად არი­ან ცნო­ბი­ლი. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ბე­სიკ გოგ­ლი­ძის, და­ვით ხა­რა­იშ­ვი­ლი­სა და ნი­კო­ლოზ ქა­თა­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­ო­თხე ქვე­ით ბრი­გა­და­ში მუ­შა­ო­ბის დროს ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გიგი კა­ლან­და­ძეს, ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას და მათ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან მათ­ზე ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბა, მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. კერ­ძოდ, რო­გორც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი აცხა­დე­ბენ, მათ აგი­ნეს, მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ბუნ­ტის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­კე­ტეს და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე აძა­ხე­ბი­ნეს "გა­უ­მარ­ჯოს მე­ო­თხე ბრი­გა­დას".

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შემ­დეგ მათ და­ა­წე­რი­ნეს ახ­სნა- გან­მარ­ტე­ბე­ბი, რომ ბუნტს აპი­რებ­დნენ. ერთ-ერთი მოწ­მის, ბე­სიკ გოგ­ლი­ძის თქმით, მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა გიგი კა­ლან­და­ძემ და წელს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი არ­ბე­ნი­ნა. "ამას­თან, და­მა­წე­რი­ნეს წე­რი­ლი, რომ გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან. ეს წე­რი­ლი და­მა­წე­რი­ნეს მუ­ქა­რით, თით­ქოს ბუნ­ტი უნდა მოგ­ვე­წყო და თუ ამას არ დავ­წერ­დი, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ზე­წო­ლით დაგ­ვე­მუქრნენ. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა", - აღ­ნიშ­ნა პრო­ცეს­ზე ბე­სიკ გოგ­ლი­ძემ.

კი­დევ ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, და­ვით ხა­რა­იშ­ვილ­მა, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ დღე­ვან­დელ და­კი­თხვამ­დე ორი დღით ადრე იმ­ყო­ფე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­კუ­თა­რი ჩვე­ნე­ბის გა­და­სა­ხე­დად. მოწ­მის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბად შე­ა­ფა­სეს.

ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტის, და­ვით დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, მოწ­მე­ე­ბი პრო­კუ­რო­რებ­მა მი­იყ­ვა­ნეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და გა­აც­ნეს თა­ვი­ან­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, რისი უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­დათ. პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლებს შე­კი­თხვე­ბი ბაჩო ახა­ლა­ი­ა­მაც და­უს­ვა. პრო­ცეს­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­იწ­ვია ხმა­უ­რი მხა­რე­ებს შო­რის სი­ტყვი­ერ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ.

გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გიგი კა­ლან­და­ძეს და მათ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბულ ექვს პირს, მათ შო­რის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ გაგა მკურ­ნა­ლი­ძეს ბრა­ლი ორ ეპი­ზოდ­ში, ე.წ. სე­ნა­კის ეპი­ზოდ­ში, ასე­ვე ზვი­ად აბე­სა­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­ში ედე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა"

ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა"

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომელზეც სამი მოწმე, შეიარაღებული ძალების ყოფილი წარმომადგენლები დაიკითხნენ.

ახალაია ბოდიშს უხდის მასთან ერთად ყველა ბრალდებულს და მათ ოჯახებს. "ბოდიშს ვუხდი ყველა ბრალდებულს და მათ ოჯახებს იმის გამო, რომ ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ არიან საბრალდებო სკამზე, რომ ჩემთან არიან რაღაცნაირად დაკავშირებული", - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

ამასთან, დღევანდელი მოწმეები მან სუსტ მოწმეებად შეაფასა. "ვიფიქრე, თავიდან მაინც მოიყვანდნენ ძლიერ მოწმეებს. თუ სულ ასეთები ჰყავთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ეს ყველაფერი მაგონებს ასინეთას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ. მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმეებს პროკურორები დაკითხვაში ხელს უშლიდნენ. "დღეს თუ ვინმე საქართველოში ცოცხალი გმირია, ესენი არიან სწორედ ბრალდებულები და ახლა მათ უწევთ თავის მართლება", - აღნიშნა ახალაიამ. მისივე თქმით, ყველა მოწმეს, ვინც ბრალდების მხარეს ჰყავს, სამსახურში დაბრუნებას ჰპირდებიან.

რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, პროცესზე დღეს პირველი სამი მოწმე დაიკითხა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულებად არიან ცნობილი. შეიარაღებული ძალების ყოფილი წარმომადგენლების, ბესიკ გოგლიძის, დავით ხარაიშვილისა და ნიკოლოზ ქათამაძის განცხადებით, მეოთხე ქვეით ბრიგადაში მუშაობის დროს ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას და მათთან ერთად ბრალდებულების მხრიდან მათზე ღირსების შემლახველი მოპყრობა, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. კერძოდ, როგორც ყოფილი სამხედროები აცხადებენ, მათ აგინეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ბუნტის მცდელობის ბრალდებიდან გამომდინარე ორი დღის განმავლობაში ჩაკეტეს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე აძახებინეს "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას".

დაზარალებულების ინფორმაციით, ამის შემდეგ მათ დააწერინეს ახსნა- განმარტებები, რომ ბუნტს აპირებდნენ. ერთ-ერთი მოწმის, ბესიკ გოგლიძის თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გიგი კალანდაძემ და წელს ზემოთ შიშველი არბენინა. "ამასთან, დამაწერინეს წერილი, რომ გავთავისუფლებულიყავი შეიარაღებული ძალებიდან. ეს წერილი დამაწერინეს მუქარით, თითქოს ბუნტი უნდა მოგვეწყო და თუ ამას არ დავწერდი, ოჯახის წევრებზე ზეწოლით დაგვემუქრნენ. იძულებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა", - აღნიშნა პროცესზე ბესიკ გოგლიძემ.

კიდევ ერთმა დაზარალებულმა, დავით ხარაიშვილმა, ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ დღევანდელ დაკითხვამდე ორი დღით ადრე იმყოფებოდა პროკურატურაში საკუთარი ჩვენების გადასახედად. მოწმის აღნიშნული განცხადება ბრალდებულების ადვოკატებმა პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებად შეაფასეს.

ახალაიას ადვოკატის, დავით დეკანოიძის თქმით, მოწმეები პროკურორებმა მიიყვანეს პროკურატურაში და გააცნეს თავიანთი ჩვენებები, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. პროცესზე დაზარალებულად ცნობილებს შეკითხვები ბაჩო ახალაიამაც დაუსვა. პროცესზე რამდენჯერმე გამოიწვია ხმაური მხარეებს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ.

განსახილველ საქმეში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელ გაგა მკურნალიძეს ბრალი ორ ეპიზოდში, ე.წ. სენაკის ეპიზოდში, ასევე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ