საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანული სარაჯიშვილი - "როგორ შეიძლება, ადამიანი ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, სიყვარული არ გამოსცადოს?"
ნანული სარაჯიშვილი - "როგორ შეიძლება, ადამიანი ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, სიყვარული არ გამოსცადოს?"

პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვი იყო, 12 წლი­სას შე­სა­ნიშ­ნავ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის პა­ტი­ვი ხვდა წი­ლად, მი­უ­ხე­და­ვად დიდი წარ­მა­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც ფილმმა "მა­ნა­ნამ" მო­უ­ტა­ნა, ერთი პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე უარი თქვა, მაგ­რამ სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის სი­ტყვებ­მა მა­ინც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნა. კარ­გად ახ­სენ­დე­ბა სტუ­დენ­ტო­ბა, სო­ფი­კოს კინ­ტო­უ­რის შეს­რუ­ლე­ბა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. არას­დროს უთ­ქვამს უარი ეპი­ზო­დუ­რი თუ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა მის მიერ შექ­მნილ­მა მა­რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოქ­როს არ­წი­ვი" აიღო. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, არც ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი ყო­ფი­ლა და არც ზედ­მე­ტად წუ­ნია, მაგ­რამ ოჯა­ხი არ შექ­მნა, თუმ­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კი ჰყავ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ამ­ქვეყ­ნი­დან ისე წა­ვი­დეს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ ეწ­ვი­ო­სო, - მი­თხრა სიყ­ვა­რულ­ზე სა­უბ­რი­სას.

დღეს ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი დის­შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გა­ზარ­და. მსა­ხი­ობ­თან სა­უ­ბა­რი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბით და­ვი­წყეთ.

- შე­მოქ­მე­დე­ბა­ში პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ახ­ლე­ბი მაქვს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე" იწყებს ახალ გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან, ნატო გაგ­ნი­ძეს­თან, ბაჩო ჩა­ჩი­ბა­ი­ა­სა და ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­თან ერ­თად მე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო. ამის შე­სა­ხებ ბევ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, უბ­რა­ლოდ ვიცი, რომ კეთ­დე­ბა გა­სარ­თო­ბი შოუ, რო­მე­ლიც მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ეთერ­ში უნდა გა­ვი­დეს. გარ­და ამი­სა, ისევ "მზე­ზე" უნდა და­ი­წყოს კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი, რო­მელ­შიც მეც მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გუ­­ლი მწყდე­ბო­და "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან"-ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ რას ვი­ზამთ? ახლა ახალ სე­რი­ალს შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა

- ტრა­ბახ­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ, თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ მიყ­ვარს ზედ­მე­ტი სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვო­ბა მქონ­და და მათ შო­რის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სი­თაც. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა და ღვთის წყა­ლო­ბაა 12 წლის ასაკ­ში ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი, სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, იპო­ლი­ტე ხვი­ჩია, მე­დეა ჩა­ხა­ვა, იაშა ტრი­პოლ­სკი და ა.შ. ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და მათ­თვის პარტნი­ო­რო­ბის გა­წე­ვა, ეს მარ­თლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფილ­მს დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად, პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვი გავ­ხდი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე ის, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, რო­მელ­საც ნი­ჭი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გარ­და, იღ­ბა­ლიც სჭირ­დე­ბო­და. ცოტა არ იყოს შე­მე­შინ­და და ერთი პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე უა­რიც ვთქვი.

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის როლი პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში

- რო­გორც გი­თხა­რით, უარი ვთქვი სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა­ზე და გა­დავ­წყვი­ტე, პე­და­გო­გი­ურ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა, რად­გან ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ქალ­ბა­ტონ სე­სი­ლი­ას­თან ფილ­მის შემ­დეგ მე­გობ­რო­ბას ვაგ­რძე­ლებ­დი, ერთ დღე­საც მკი­თხა, სად აბა­რე­ბო და ვუ­თხა­რი, პე­და­გო­გი­ურ­ზე-მეთ­ქი, "Не в коем случае" - ასე მი­პა­სუ­ხა რუ­სუ­ლად. ეტყო­ბა, ში­ნა­გა­ნად მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, პა­ტა­რა ბიძ­გი მჭირ­დე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად და ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლი­ას სი­ტყვე­ბი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა. მარ­თა­ლია, მამა ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბის ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მას უნ­დო­და, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტეთ, თე­ატ­რა­ლურ­ში მე­ცა­და ბედი და თუ ვერ მოვ­ხვდე­ბო­დი, შემ­დეგ გა­ვი­დო­დი სხვა სას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩა­ვი­რი­ცხე და სტუ­დენ­ტი გავ­ხდი.

ერთ ოჯა­ხად შეკ­რუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­ნაა სტუ­დენ­ტო­ბა, გა­და­სა­რე­ვი პე­და­გო­გე­ბი მყავ­დნენ, მე­ო­თხე კურ­სზე სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი ბა­ტონ რეზო მირ­ცხუ­ლა­ვას­თან გა­ვა­კე­თეთ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. სპექ­ტაკ­ლი "ორი ბა­ტო­ნის მსა­ხუ­რი" იმ­დე­ნად კარ­გი გა­მოგ­ვი­ვი­და, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში შე­ვი­და. მა­შინ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან პა­ტა­რა სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ჯგუფ­ში ოთხი გოგო და ოთხი ბიჭი ვი­ყა­ვით, თით­ქმის ყვე­ლა ჯგუფ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს გა­და­სა­რე­ვად ვიც­ნობ­დით და ერთი ოჯა­ხი­ვით ვი­ყა­ვით შეკ­რუ­ლი. ჩვენს სას­წავ­ლე­ბელ­ში და­ნერ­გი­ლი იყო ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც "ხილ­თა ქება" ერ­ქვა, იწე­რე­ბო­და სცე­ნა­რი, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა ხილს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და და ვდგამ­დით სპექ­ტაკლს. ახლა ეს ტრა­დი­ცია აღარ არის, ეს კი არა, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თოდ შეც­ვლი­ლია, რომ შე­ვე­დი, ვერ ვი­ცა­ნი ჩვე­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი. ადრე ამ­დე­ნი ფა­კულ­ტე­ტი არ იყო, იქ მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბებ­სა და რე­ჟი­სო­რებს ზრდიდ­ნენ, სა­რე­ჟი­სო­რო­ზე კი 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ იღებ­დნენ, ამას­თან მხო­ლოდ ხუთ ადა­მი­ანს ეძ­ლე­ო­და ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის შან­სი. სხვა­თა შო­რის, დიდ­მა ნიაზ დი­ა­სა­მი­ძემ, რომ­ლის ხელ­შიც გა­ვი­ზარ­დე და რო­მე­ლიც ჩემი ახ­ლო­ბე­ლი გახ­ლდათ, ამ თე­მა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად იხუმ­რა. თურ­მე მე­გო­ბა­რი შეხ­ვედ­რია, რომ­ლის­თვი­საც უკი­თხავს, სად აბა­რე­ბო, იმას კი უპა­სუ­ხია, თე­ატ­რა­ლურ­ში სა­რე­ჟი­სო­რო­ზე, თან ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გან სულ ხუთ ადა­მი­ანს იღე­ბე­ნო, ხუთი რა არის, "ლოდ­კა­აო", ენა­მოს­წრე­ბუ­ლად უპა­სუ­ხია ნი­აზს (იღი­მის).

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის ნაც­ვლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კინ­ტო­უ­რი

- რო­დე­საც მე­ო­რე კურ­სზე გახ­ლდით, მა­შინ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში თა­მა­შობ­და, იმ პე­რი­ოდ­ში ბა­ტონ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ დად­გა "ხა­ნუ­მა", რო­მელ­შიც სო­ფი­კო ცნო­ბილ კინ­ტო­ურს ას­რუ­ლებ­და. მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ სო­ფი­კომ კვლავ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, შე­დე­გად ხა­ნუ­მას ცეკ­ვა შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი რჩე­ბო­და, ქო­რე­ოგ­რაფ­მა იური ზა­რეც­კიმ შე­მომ­თა­ვა­ზა ამ პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ვფიქ­რობ­დი, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის, სა­ლო­მე ყან­ჩე­ლის, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის გვერ­დით მე რო­გორ უნდა ვი­ცეკ­ვო-მეთ­ქი, მაგ­რამ დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ გავ­რის­კე, სხვა­თა შო­რის, სო­ფი­კო­მაც ნახა ჩემი ცეკ­ვა და შე­მა­ქო. ამის შემ­დეგ დავ­რჩი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენტს შტატ­ში არა­ვინ ამიყ­ვან­და, მაგ­რამ ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამ თე­ატ­რში დამ­ტო­ვეს.

პო­პუ­ლა­რო­ბის გამო გა­წე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი დი­დად არ მიყ­ვარ­და, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ სა­კი­თხში შე­ღა­ვათს მი­კე­თებ­დნენ, სა­მა­გი­ე­როდ, სხვა წრე­ებ­ში ვა­სა­ხე­ლებ­დი სკო­ლას, გახ­ლდით გუნ­დის დი­რი­ჟო­რი, სპორ­ტით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ა.შ. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ვავ­სებ­დი ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის უს­წავ­ლე­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ და­ნაკ­ლისს.

მსა­ხი­ო­ბო­ბის სიმ­ძი­მე

- დე­და­მი­წის ზურ­გზე არ არ­სე­ბობს მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს შე­მოქ­მე­დე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ხან მე­ტად მო­თხოვ­ნა­დია მსა­ხი­ო­ბი, ხან ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ამან დეპ­რე­სი­ა­ში არ უნდა ჩა­გაგ­დოს. სამ­წუ­ხა­როდ, მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თარ თავს არ ეკუთ­ვნის, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია რე­ჟი­სორ­ზე, ამი­ტომ ბევ­რი გუ­ლის­ტკე­ნა ახ­ლავს თან ამ პრო­ფე­სი­ას. ასე­თი პე­რი­ო­დის გა­და­სა­ლა­ხა­ვად პი­რა­დად მე მე­გობ­რებ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი, კუს ტბა­ზე სე­ირ­ნო­ბა, აუზ­ზე წას­ვლა მშვე­ლის. ჩემი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი როლი უნდა შე­ას­რუ­ლოს, არა­ფერ­ზე უნდა თქვას უარი. მე ყვე­ლა­ნა­ირ როლს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთან­ხმდე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ეპი­ზო­დუ­რი, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი თუ სხვა, შე­იძ­ლე­ბა, ის ეპი­ზო­დუ­რი როლი ისე კარ­გად ითა­მა­შო, რომ მთა­ვარ როლ­საც კი აჯო­ბოს. კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში, მთა­ვა­რი რო­ლე­ბის გარ­და, ვთა­მა­შობ­დი მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში და მინ­და გი­თხრათ, რომ ამა­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ­დი.

"ოქ­როს არ­წი­ვი" ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის

- ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ფილმ "გა­რი­გე­ბა­ში" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლის­თვის "ოქ­როს არ­წი­ვი" მი­ვი­ღე. შე­იძ­ლე­ბა, მსა­ხი­ობ­მა ასი გმი­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რო, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა ერთი შე­იყ­ვა­როს ძა­ლი­ან. ბევ­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ მარო სხვაგ­ვა­რად მი­ი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა და შე­იყ­ვა­რა. პი­რა­დად მე "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" გან­სა­ხი­ე­რე­ბულ პა­ტა­რა როლს უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი გმი­რი - ტურ­ფა.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი სიმ­პა­თია სა­პი­რის­პი­რო სქე­სი­სად­მი

- ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბაღი იყო, თუმ­ცა დედა იქ ხში­რად არ მა­ტა­რებ­და, სულ ვტი­რო­დი, წა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი, ვეხ­ვე­წე­ბო­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბაღ­ში ცოტა ხანს მო­მი­წია სი­ა­რულ­მა, ჩემ­ზე უფ­რო­სი ბიჭი მომ­წონ­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ქარ­თულს ვცეკ­ვავ­დი, მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სით, მაგ­რამ მერე ეტყო­ბა გა­და­მი­ა­რა, ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე (იღი­მის).

- წრფე­ლი გუ­ლით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ ყო­ფილ­ხართ?

- კი, რო­გორ არა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ისე წა­ვი­დეს ამ ქვეყ­ნი­დან, რომ ეს გრძნო­ბა არ ეწ­ვი­ოს და არ გა­მოს­ცა­დოს?

- და რა­ტომ და­შორ­დით ერ­თმა­ნეთს?

- რა ვიცი, ასე მოხ­და, ეტყო­ბა, ბედ­მა ასე ისურ­ვა. არა­და, არც ამ­ბი­ცი­უ­რი და არც წუ­ნია არ ვარ (იცი­ნის).

ის, რა­საც შეც­ვლი­და...

- მი­უ­ხე­და­ვად გუ­ლის­ტკი­ვი­ლი­სა, მა­ინც მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი, ამას ნამ­დვი­ლად არ შევ­ცვლი­დი, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ სა­კი­თხებს სხვაგ­ვა­რად მი­ვუდ­გე­ბო­დი. თავს ბევრ რა­ღა­ცა­ში ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ზე უარი მით­ქვამს და ახლა ვნა­ნობ.

- ოჯა­ხი რომ არ შექ­მე­ნით, ამას ნა­ნობთ? შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გქონ­დეთ, ამას შეც­ვლი­დით?

- კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია შევ­ცვლი­დი, მაგ­რამ ახლა გვი­ა­ნაა (იცი­ნის).

ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა და ტკი­ვი­ლი...

- ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვამ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის - დე­დის, მა­მის, დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მო­მა­ყე­ნა. ჩემი დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მან შვი­ლი და­მი­ტო­ვა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გავ­ზარ­დე, უკვე 26 წლი­საა, დღეს კი ერ­თად ვცხოვ­რობთ. ასე რომ, მარ­ტო არ ვარ, ყო­ველ­თვის გვერ­დით არი­ან მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი. ისე, ხან­და­ხან ადა­მი­ანს გჭირ­დე­ბა მარ­ტო­ო­ბა, ამა­საც თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს, მაგ­რამ ზო­გა­დად მარ­ტო­ო­ბა არ მი­ზი­დავს, ბევ­რს უკ­ვირს, რო­გორ იტან ამ­დენ რია-რი­ა­სო, მე ეს არ მა­ღი­ზი­ა­ნებს, თუ მო­მინ­დე­ბა, გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი კი­დეც, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, მოკ­ლედ, ზო­მი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში მი­სა­ღე­ბია (იღი­მის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ნანული სარაჯიშვილი - "როგორ შეიძლება, ადამიანი ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, სიყვარული არ გამოსცადოს?"

ნანული სარაჯიშვილი - "როგორ შეიძლება, ადამიანი ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, სიყვარული არ გამოსცადოს?"

პოპულარული ბავშვი იყო, 12 წლისას შესანიშნავ მსახიობებთან ერთად მუშაობის პატივი ხვდა წილად, მიუხედავად დიდი წარმატებისა, რომელიც ფილმმა "მანანამ" მოუტანა, ერთი პერიოდი მსახიობობაზე უარი თქვა, მაგრამ სესილია თაყაიშვილის სიტყვებმა მაინც თეატრალურ ინსტიტუტამდე მიიყვანა. კარგად ახსენდება სტუდენტობა, სოფიკოს კინტოურის შესრულება და რუსთაველის თეატრი. არასდროს უთქვამს უარი ეპიზოდური თუ მეორეხარისხოვანი როლების შესრულებაზე, თუმცა მის მიერ შექმნილმა მარომ საერთაშორისო ფესტივალზე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის "ოქროს არწივი" აიღო. როგორც თავად ამბობს, არც ძალიან ამბიციური ყოფილა და არც ზედმეტად წუნია, მაგრამ ოჯახი არ შექმნა, თუმცა შეყვარებული კი ჰყავდა, როგორ შეიძლება, ადამიანი ამქვეყნიდან ისე წავიდეს, რომ სიყვარული არ ეწვიოსო, - მითხრა სიყვარულზე საუბრისას.

დღეს ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი დისშვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც დის გარდაცვალების შემდეგ საკუთარი შვილივით გაზარდა. მსახიობთან საუბარი მის შემოქმედებაში არსებული სიახლეებით დავიწყეთ.

- შემოქმედებაში პატარ-პატარა სიახლები მაქვს. ტელეკომპანია "მზე" იწყებს ახალ გადაცემას, რომელიც გიორგი ვარდოსანიძესთან, ნატო გაგნიძესთან, ბაჩო ჩაჩიბაიასა და ალეკო მახარობლიშვილთან ერთად მე უნდა წავიყვანო. ამის შესახებ ბევრის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ ვიცი, რომ კეთდება გასართობი შოუ, რომელიც მარტის მეორე ნახევარში ეთერში უნდა გავიდეს. გარდა ამისა, ისევ "მზეზე" უნდა დაიწყოს კომედიური სერიალი, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას, გუ­­ლი მწყდებოდა "გოგონა გარეუბნიდან"-ის დასრულების შემდეგ, მაგრამ რას ვიზამთ? ახლა ახალ სერიალს შევთავაზებთ მაყურებელს, რაც ძალიან მახარებს.

უმნიშვნელოვანესი მოვლენა

- ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ მიყვარს ზედმეტი საუბარი, თუმცა ყველანაირად არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და მათ შორის შემოქმედებითი თვალსაზრისითაც. წარმოიდგინეთ, რამხელა წარმატება და ღვთის წყალობაა 12 წლის ასაკში ისეთ ადამიანებთან ერთად მუშაობა, როგორებიც იყვნენ სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია, მედეა ჩახავა, იაშა ტრიპოლსკი და ა.შ. ძალიან დიდი პატივი იყო მათთან ერთად მუშაობა და მათთვის პარტნიორობის გაწევა, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად, პოპულარული ბავშვი გავხდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაცნობიერე ის, რომ მსახიობობა ძალიან რთული პროფესიაა, რომელსაც ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გარდა, იღბალიც სჭირდებოდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა და ერთი პერიოდი მსახიობობაზე უარიც ვთქვი.

სესილია თაყაიშვილის როლი პროფესიულ არჩევანში

- როგორც გითხარით, უარი ვთქვი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარებაზე და გადავწყვიტე, პედაგოგიურში გამეგრძელებინა სწავლა, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარდა. ქალბატონ სესილიასთან ფილმის შემდეგ მეგობრობას ვაგრძელებდი, ერთ დღესაც მკითხა, სად აბარებო და ვუთხარი, პედაგოგიურზე-მეთქი, "Не в коем случае" - ასე მიპასუხა რუსულად. ეტყობა, შინაგანად მინდოდა მსახიობობა, პატარა ბიძგი მჭირდებოდა გადაწყვეტილების შესაცვლელად და ქალბატონი სესილიას სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა. მართალია, მამა ჩემი მსახიობობის ძალიან წინააღმდეგი იყო, მას უნდოდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა, მაგრამ გადავწყვიტეთ, თეატრალურში მეცადა ბედი და თუ ვერ მოვხვდებოდი, შემდეგ გავიდოდი სხვა სასწავლებლის გამოცდაზე. საბედნიეროდ, პირველივე წელს ჩავირიცხე და სტუდენტი გავხდი.

ერთ ოჯახად შეკრული თეატრალური ინსტიტუტი

- არაჩვეულებრივი ხანაა სტუდენტობა, გადასარევი პედაგოგები მყავდნენ, მეოთხე კურსზე სადიპლომო ნამუშევარი ბატონ რეზო მირცხულავასთან გავაკეთეთ მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლი "ორი ბატონის მსახური" იმდენად კარგი გამოგვივიდა, რომ მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში შევიდა. მაშინ თეატრალური ინსტიტუტი ძალიან პატარა სასწავლებელი იყო, ჯგუფში ოთხი გოგო და ოთხი ბიჭი ვიყავით, თითქმის ყველა ჯგუფში მცირე რაოდენობის სტუდენტები იყვნენ, მაგრამ ყველა ერთმანეთს გადასარევად ვიცნობდით და ერთი ოჯახივით ვიყავით შეკრული. ჩვენს სასწავლებელში დანერგილი იყო ტრადიცია, რომელსაც "ხილთა ქება" ერქვა, იწერებოდა სცენარი, ყველა სხვადასხვა ხილს განასახიერებდა და ვდგამდით სპექტაკლს. ახლა ეს ტრადიცია აღარ არის, ეს კი არა, თეატრალური ინსტიტუტი საერთოდ შეცვლილია, რომ შევედი, ვერ ვიცანი ჩვენი სასწავლებელი. ადრე ამდენი ფაკულტეტი არ იყო, იქ მხოლოდ მსახიობებსა და რეჟისორებს ზრდიდნენ, სარეჟისოროზე კი 5 წელიწადში ერთხელ იღებდნენ, ამასთან მხოლოდ ხუთ ადამიანს ეძლეოდა ამ ფაკულტეტზე სწავლის შანსი. სხვათა შორის, დიდმა ნიაზ დიასამიძემ, რომლის ხელშიც გავიზარდე და რომელიც ჩემი ახლობელი გახლდათ, ამ თემაზე ძალიან კარგად იხუმრა. თურმე მეგობარი შეხვედრია, რომლისთვისაც უკითხავს, სად აბარებო, იმას კი უპასუხია, თეატრალურში სარეჟისოროზე, თან ძალიან ვნერვიულობ, რადგან სულ ხუთ ადამიანს იღებენო, ხუთი რა არის, "ლოდკააო", ენამოსწრებულად უპასუხია ნიაზს (იღიმის).

სოფიკო ჭიაურელის ნაცვლად შესრულებული კინტოური

- როდესაც მეორე კურსზე გახლდით, მაშინ სოფიკო ჭიაურელი რუსთაველის თეატრში თამაშობდა, იმ პერიოდში ბატონმა რობერტ სტურუამ დადგა "ხანუმა", რომელშიც სოფიკო ცნობილ კინტოურს ასრულებდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ სოფიკომ კვლავ მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნება გადაწყვიტა, შედეგად ხანუმას ცეკვა შეუსრულებელი რჩებოდა, ქორეოგრაფმა იური ზარეცკიმ შემომთავაზა ამ პარტიის შესრულება, მაგრამ ძალიან შემეშინდა, ვფიქრობდი, ეროსი მანჯგალაძის, სალომე ყანჩელის, რამაზ ჩხიკვაძის გვერდით მე როგორ უნდა ვიცეკვო-მეთქი, მაგრამ დიდი ნერვიულობის შემდეგ გავრისკე, სხვათა შორის, სოფიკომაც ნახა ჩემი ცეკვა და შემაქო. ამის შემდეგ დავრჩი რუსთაველის თეატრში, მეორე კურსის სტუდენტს შტატში არავინ ამიყვანდა, მაგრამ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ამ თეატრში დამტოვეს.

პოპულარობის გამო გაწეული შეღავათები

- მოგეხსენებათ, ძალიან პოპულარული ბავშვი ვიყავი, ტექნიკური საგნები დიდად არ მიყვარდა, ამიტომ მასწავლებლები ამ საკითხში შეღავათს მიკეთებდნენ, სამაგიეროდ, სხვა წრეებში ვასახელებდი სკოლას, გახლდით გუნდის დირიჟორი, სპორტით ვიყავი გატაცებული და ა.შ. შემოქმედებითი თვალსაზრისით ვავსებდი ტექნიკური საგნების უსწავლელობით გამოწვეულ დანაკლისს.

მსახიობობის სიმძიმე

- დედამიწის ზურგზე არ არსებობს მსახიობი, რომელიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს შემოქმედების ყველა ეტაპზე, ხან მეტად მოთხოვნადია მსახიობი, ხან ნაკლებად, მაგრამ ამან დეპრესიაში არ უნდა ჩაგაგდოს. სამწუხაროდ, მსახიობი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, ის დამოკიდებულია რეჟისორზე, ამიტომ ბევრი გულისტკენა ახლავს თან ამ პროფესიას. ასეთი პერიოდის გადასალახავად პირადად მე მეგობრებთან ერთად სიარული, კუს ტბაზე სეირნობა, აუზზე წასვლა მშველის. ჩემი აზრით, მსახიობმა ყველანაირი როლი უნდა შეასრულოს, არაფერზე უნდა თქვას უარი. მე ყველანაირ როლს სიამოვნებით ვთანხმდები, იქნება ეს ეპიზოდური, მეორეხარისხოვანი თუ სხვა, შეიძლება, ის ეპიზოდური როლი ისე კარგად ითამაშო, რომ მთავარ როლსაც კი აჯობოს. კარიერის დასაწყისში, მთავარი როლების გარდა, ვთამაშობდი მასობრივ სცენებში და მინდა გითხრათ, რომ ამასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი.

"ოქროს არწივი" ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის

- ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის საერთაშორისო ფესტივალზე ფილმ "გარიგებაში" განსახიერებული როლისთვის "ოქროს არწივი" მივიღე. შეიძლება, მსახიობმა ასი გმირი განასახიერო, მაგრამ მაყურებელმა ერთი შეიყვაროს ძალიან. ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ მარო სხვაგვარად მიიღო მაყურებელმა და შეიყვარა. პირადად მე "ვერის უბნის მელოდიებში" განსახიერებულ პატარა როლს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან მიყვარს ჩემი გმირი - ტურფა.

შეყვარებული და პირველი სიმპათია საპირისპირო სქესისადმი

- ჩემს სახლთან ახლოს არაჩვეულებრივი ბაღი იყო, თუმცა დედა იქ ხშირად არ მატარებდა, სულ ვტიროდი, წამიყვანეთ-მეთქი, ვეხვეწებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბაღში ცოტა ხანს მომიწია სიარულმა, ჩემზე უფროსი ბიჭი მომწონდა, რომელთან ერთადაც ქართულს ვცეკვავდი, მოხიბლული ვიყავი მისით, მაგრამ მერე ეტყობა გადამიარა, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე (იღიმის).

- წრფელი გულით შეყვარებული თუ ყოფილხართ?

- კი, როგორ არა. როგორ შეიძლება, ადამიანი ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ ეს გრძნობა არ ეწვიოს და არ გამოსცადოს?

- და რატომ დაშორდით ერთმანეთს?

- რა ვიცი, ასე მოხდა, ეტყობა, ბედმა ასე ისურვა. არადა, არც ამბიციური და არც წუნია არ ვარ (იცინის).

ის, რასაც შეცვლიდა...

- მიუხედავად გულისტკივილისა, მაინც მსახიობი გავხდებოდი, ამას ნამდვილად არ შევცვლიდი, მაგრამ დანარჩენ საკითხებს სხვაგვარად მივუდგებოდი. თავს ბევრ რაღაცაში ვადანაშაულებ, რაღაც-რაღაცებზე უარი მითქვამს და ახლა ვნანობ.

- ოჯახი რომ არ შექმენით, ამას ნანობთ? შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ამას შეცვლიდით?

- კი, რასაკვირველია შევცვლიდი, მაგრამ ახლა გვიანაა (იცინის).

ყველაზე ტრაგიკული მოვლენა და ტკივილი...

- ყველაზე დიდი ტკივილი უსაყვარლესი ადამიანების დაკარგვამ, ოჯახის წევრების - დედის, მამის, დის გარდაცვალებამ მომაყენა. ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ მან შვილი დამიტოვა, რომელიც საკუთარი შვილივით გავზარდე, უკვე 26 წლისაა, დღეს კი ერთად ვცხოვრობთ. ასე რომ, მარტო არ ვარ, ყოველთვის გვერდით არიან მეგობრები, ნათესავები. ისე, ხანდახან ადამიანს გჭირდება მარტოობა, ამასაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ზოგადად მარტოობა არ მიზიდავს, ბევრს უკვირს, როგორ იტან ამდენ რია-რიასო, მე ეს არ მაღიზიანებს, თუ მომინდება, განვმარტოვდები კიდეც, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მოკლედ, ზომიერება ყველაფერში მისაღებია (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"