სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან
სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან

სი­კე­თეს სა­ო­ცა­რი ძალა აქვს, არ იკარ­გე­ბა, გა­დამ­დე­ბია და მრავ­ლდე­ბა. ამა­ში და­გარ­წმუ­ნებთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია - "კან­ფე­ტე­ბი­ა­ნი მძღო­ლი" (იხ. kvirispalitra.ge). ეს არის ამ­ბა­ვი ძია თე­მუ­რი­სა, რო­მე­ლიც, უამ­რა­ვი სხვა მძღო­ლის მსგავ­სად, მთე­ლი დღე სა­ჭეს უზის და მგზავ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის­თა­ნა­ვე კან­ფეტ­სა და ღი­მილს გჩუქ­ნის. მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ჟეს­ტით გა­ო­ცე­ბუ­ლი კი იძი­რე­ბი "პინკ ფლო­ი­დის" ან Deep Purple-ს მუ­სი­კა­ში, რო­მელ­საც მე­ლო­მა­ნი მძღო­ლი მუდ­მი­ვად უს­მენს.

"ბედ­ნი­ე­რე­ბის მა­ტა­რებ­ლად" მო­ნათ­ლუ­ლი ყვი­თე­ლი "მარ­შრუტ­კის" კე­თი­ლი მძღო­ლის ამ­ბით ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ყვე­ლა ეფე­რე­ბა მძღოლს, რო­მელ­მაც სიყ­ვა­რუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მო­ხატ­ვის ტრა­დი­ცია და­ამ­კვიდ­რა. სტა­ტი­ის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ორ დღე­ში ორასს გა­და­ა­ჭარ­ბა. "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე კი სტა­ტია სამი ათას­ზე მეტ­მა კაც­მა გა­ა­ზი­ა­რა. პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ კო­მენ­ტა­რებ­ში "ამის­ტე­ბი" და "იმის­ტე­ბი" ერ­თმა­ნეთს არ ლან­ძღა­ვენ და ერ­თსუ­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტა­ვენ სიყ­ვა­რულს მძღო­ლის მი­მართ.

ხალ­ხს სი­კე­თე ახა­რებს, რო­გორც ჩანს, ქვე­ყა­ნა­ში სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტია და თუ ვინ­მე გა­მო­ხა­ტავს ამას, ხალ­ხი ბედ­ნი­ე­რია...

"კარ­გი იქ­ნე­ბა, ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ. ასეთ კაცს და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა, ეგებ, მისი პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­დეს. და­წე­რეთ ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, ხალ­ხი ვი­თხოვთ!".

"სიყ­ვა­რუ­ლი, იმე­დი და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა - ეს არის ის ჯა­დოს­ნუ­რი სამი ელე­მენ­ტი, რაც გა­და­არ­ჩენს კა­ცობ­რი­ო­ბას. აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვეც­დე­ბი, გა­ვიც­ნო ეს ადა­მი­ა­ნი და ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კა­ცია ამ­ქვეყ­ნად".

ძლივს არ წა­ვი­კი­თხე მად­ლით სავ­სე კო­მენ­ტა­რე­ბი... ამ­დენ­მა უხამ­სო­ბამ, წყევ­ლამ და კრულ­ვამ თავი მო­მა­ბეზ­რა. თურ­მე შეგვძლე­ბია ერ­თმა­ნე­თის მო­ფე­რე­ბა. გა­ი­ხა­რეთ, კე­თი­ლო ხალ­ხო, გკოც­ნით და გე­ხუ­ტე­ბით ყვე­ლას და თემო ძი­ა­საც! თუ მე­ღირ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ძებ­ნი ამ ღვთის­ნი­ერ კაცს და გულ­ში ჩა­ვი­ხუ­ტებ!"

ვინ­მე ლა­შას გა­უჩ­ნდა აზრი:

"მგზავ­რე­ბის­გან ყვე­ლა­ზე მა­გა­რი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა, თუ 5 ივ­ნისს Deep Purple-ს კონ­ცერ­ტის ბი­ლეთს ვა­ჩუ­ქებთ! ვინც ხში­რად მგზავ­რობს მისი "მარ­შრუტ­კით", იცის, რაც უნდა უგუ­ნე­ბოდ იყოს, არ არ­სე­ბობს, მის­მა დახ­ვედ­რამ და მუ­სი­კამ კარგ გან­წყო­ბა­ზე არ და­ა­ყე­ნოს! ვინც იზი­ა­რებთ ამ იდე­ას, რამე მო­ვა­ხერ­ხოთ:) ჩვენც ვა­ჩუ­ქოთ სა­ჩუ­ქა­რი:)"

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ: გა­და­ცე­მა "სო­ცი­ოგ­რა­მა" - "ბედ­ნი­ე­რე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან

სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან

სიკეთეს საოცარი ძალა აქვს, არ იკარგება, გადამდებია და მრავლდება. ამაში დაგარწმუნებთ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატია - "კანფეტებიანი მძღოლი" (იხ. kvirispalitra.ge). ეს არის ამბავი ძია თემურისა, რომელიც, უამრავი სხვა მძღოლის მსგავსად, მთელი დღე საჭეს უზის და მგზავრებს ემსახურება. თუმცა, მათგან განსხვავებით, მიკროავტობუსში ასვლისთანავე კანფეტსა და ღიმილს გჩუქნის. მისი მოულოდნელი ჟესტით გაოცებული კი იძირები "პინკ ფლოიდის" ან Deep Purple-ს მუსიკაში, რომელსაც მელომანი მძღოლი მუდმივად უსმენს.

"ბედნიერების მატარებლად" მონათლული ყვითელი "მარშრუტკის" კეთილი მძღოლის ამბით ძალიან დაინტერესდა საზოგადოება - ყველა ეფერება მძღოლს, რომელმაც სიყვარულის თავისებურად გამოხატვის ტრადიცია დაამკვიდრა. სტატიის შესახებ კომენტარების რაოდენობამ ორ დღეში ორასს გადააჭარბა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე კი სტატია სამი ათასზე მეტმა კაცმა გააზიარა. პირველად მოხდა, რომ კომენტარებში "ამისტები" და "იმისტები" ერთმანეთს არ ლანძღავენ და ერთსულოვნად გამოხატავენ სიყვარულს მძღოლის მიმართ.

ხალხს სიკეთე ახარებს, როგორც ჩანს, ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია და თუ ვინმე გამოხატავს ამას, ხალხი ბედნიერია...

"კარგი იქნება, ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნოთ. ასეთ კაცს დაფასება სჭირდება, ეგებ, მისი პრობლემაც მოგვარდეს. დაწერეთ ანგარიშის ნომერი, ხალხი ვითხოვთ!".

"სიყვარული, იმედი და შრომისმოყვარეობა - ეს არის ის ჯადოსნური სამი ელემენტი, რაც გადაარჩენს კაცობრიობას. აუცილებლად შევეცდები, გავიცნო ეს ადამიანი და ვუთხრა, რომ ყველაზე ძლიერი კაცია ამქვეყნად".

ძლივს არ წავიკითხე მადლით სავსე კომენტარები... ამდენმა უხამსობამ, წყევლამ და კრულვამ თავი მომაბეზრა. თურმე შეგვძლებია ერთმანეთის მოფერება. გაიხარეთ, კეთილო ხალხო, გკოცნით და გეხუტებით ყველას და თემო ძიასაც! თუ მეღირსება საქართველოში დაბრუნება, აუცილებლად მოვძებნი ამ ღვთისნიერ კაცს და გულში ჩავიხუტებ!"

ვინმე ლაშას გაუჩნდა აზრი:

"მგზავრებისგან ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება, თუ 5 ივნისს Deep Purple-ს კონცერტის ბილეთს ვაჩუქებთ! ვინც ხშირად მგზავრობს მისი "მარშრუტკით", იცის, რაც უნდა უგუნებოდ იყოს, არ არსებობს, მისმა დახვედრამ და მუსიკამ კარგ განწყობაზე არ დააყენოს! ვინც იზიარებთ ამ იდეას, რამე მოვახერხოთ:) ჩვენც ვაჩუქოთ საჩუქარი:)"

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ: გადაცემა "სოციოგრამა" - "ბედნიერების მატარებელი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"