პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაეროს მონაცემებით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს"
"გაეროს მონაცემებით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს"

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­მოგ­რა­ფი­ი­სა და სო­ცი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ სუ­ლა­ბე­რი­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად სას­წრა­ფოდ ზო­მე­ბის მი­ღე­ბას სთხოვს. მისი თქმით, თუ რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბი არ მი­ვი­ღეთ, ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დე­ბა. გან­გა­შის სა­ფუძ­ველს გა­ე­როს კვლე­ვე­ბიც იძ­ლე­ვა, - სა­ქარ­თვე­ლო იმ 20 სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა და თუ ასე გაგ­რძელ­და, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა 2050 წლი­სათ­ვის 2 მლნ 985 000-მდე შემ­ცირ­დე­ბა.

- 70-იანი წლე­ბის ბო­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში სა­გან­გა­შო სუ­რა­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სჭარ­ბობ­დნენ და­ბა­დე­ბუ­ლებს. რაჭა-ლე­ჩხუმ­ში, გუ­რი­ი­სა და იმე­რე­თის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში ეს პრობ­ლე­მა აშ­კა­რად ჩან­და. მა­შინ ჩემ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ცე­კას მის­წე­რა და ამას­თან ბრძო­ლა და­ი­წყეს. შე­დე­გად, 80-იან წლებ­ში შო­ბა­დო­ბის ზრდა და­ი­წყო და ყვე­ლა­ზე მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს 1992 წელს მი­აღ­წია - 91 000 ბავ­შვი და­ი­ბა­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ პე­რი­ო­დი­დან შო­ბა­დო­ბა ერ­თბა­შად და­ე­ცა. ეს ეკო­ნო­მი­კურ­მა სი­დუ­ხ­ჭი­რემ და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა. ბევ­რი ოჯა­ხი ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და. ქორ­წი­ნე­ბე­ბი გა­და­ვად­და. ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი ქალი გახ­და და...

დღეს არის სოფ­ლე­ბი, სა­დაც აღარ იბა­დე­ბა ბავ­შვი.

ხალ­ხი სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებს ტო­ვებს. სა­გან­გა­შოა ისიც, რომ მა­ღა­ლია ჩვილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა. თუ არ გა­ტარ­და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხოვ­ნო­ბა და­ბა­დე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბას გა­და­ა­ჭარ­ბებს.

- რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი?

- სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა სა­შუ­ა­ლოდ 74 წე­ლია. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩვილ­თა მოკ­ვდა­ვო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ყო­ვე­ლი 1 000 და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი­დან 12 იღუ­პე­ბა. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით კი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო მა­ღა­ლია და 1 000-დან 20-22 ბავ­შვი იღუ­პე­ბა.

ამ­ხე­ლა სხვა­ო­ბა მო­ნა­ცე­მებს შო­რის იმი­ტომ არის, რომ აღ­რი­ცხვა არას­რუ­ლია. ვე­რა­ვინ გა­ვი­გებ­დით გო­გი­ტა აბა­ში­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრო­მელს რომ შემ­თხვე­ვით არ აღ­მო­ე­ჩი­ნა. ბავ­შვს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა არც ჰქო­ნია. დღეს ის არც გარ­დაც­ვლი­ლებ­შია და არც და­ბა­დე­ბუ­ლებ­ში. ასე­თი ბავ­შვე­ბი სტა­ტის­ტი­კა­ში არ ხვდე­ბი­ან. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფაქ­ტებს ით­ვლის, მაგ­რამ ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხომ არ კვდე­ბა. მით უფრო, რა­ი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბა სა­ჭი­რო არ არის ადა­მი­ა­ნის და­საკ­რძა­ლა­ვად, ამი­ტო­მაც ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი არ აღი­რი­ცხე­ბა. სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წელს 5 810 ბავ­შვი და­ი­ბა­და, ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით - 6 500. გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბი - სტა­ტის­ტი­კის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით 500 ბავ­შვით ნაკ­ლე­ბია აღ­რი­ცხუ­ლი. ეს იმი­ტომ, რომ ის 500 ბავ­შვი სამ­შო­ბი­ა­რო­ში არ და­ბა­დე­ბუ­ლა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სამ­შო­ბი­ა­როდ აზერ­ბა­ი­ჯან­ში მი­დი­ან, იქ აღი­რი­ცხე­ბი­ან და მერე ბრუნ­დე­ბი­ან, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბას­თან უფრო ახ­ლო­საა.

- პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბის შემ­დეგ შო­ბა­დო­ბამ არ მო­ი­მა­ტა?

- პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვამ შო­ბა­დო­ბა გა­ზარ­და. მე­სა­მე და მომ­დევ­ნო შვი­ლის და­ბა­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15%-მდეა გაზ­რდი­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი არ არის. ჩემი გათ­ვლით, 2050 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 500-600 ათა­სით შემ­ცირ­დე­ბა.

სტა­ტის­ტი­კით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 მლნ 176 000 კაცი ცხოვ­რობს. ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 3 მლნ 766 000 კაცს შე­ად­გენს. ქორ­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი ქა­ლის­თვის 25 წე­ლია, მა­მა­კა­ცის­თვის - 29 წელი. შემ­ცირ­და პირ­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბაც. ეს გა­ნა­პი­რო­ბა 90-იან წლებ­ში შო­ბა­დო­ბის და­ბალ­მა დო­ნემ. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა.

დღეს ჯვრის­წე­რას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არა აქვს. ბევ­რი წყვი­ლი ჯვარს იწერს და შვილს ისე აჩენს, რომ ხელი არა აქვს მო­წე­რი­ლი. მათი შვი­ლე­ბი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჯვრის­წე­რას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა მი­ე­ნი­ჭოს. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ბევ­რი 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გაეროს მონაცემებით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს"

"გაეროს მონაცემებით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს"

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე ხელისუფლებას დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სასწრაფოდ ზომების მიღებას სთხოვს. მისი თქმით, თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ, ქვეყანაში მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდება. განგაშის საფუძველს გაეროს კვლევებიც იძლევა, - საქართველო იმ 20 სახელმწიფოს შორის აღმოჩნდა, სადაც მოსახლეობის შემცირება შეინიშნება და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი მოსახლეობა 2050 წლისათვის 2 მლნ 985 000-მდე შემცირდება.

- 70-იანი წლების ბოლოს მთიან რაიონებში საგანგაშო სურათი აღმოვაჩინე. გარდაცვლილები სჭარბობდნენ დაბადებულებს. რაჭა-ლეჩხუმში, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში ეს პრობლემა აშკარად ჩანდა. მაშინ ჩემმა ხელმძღვანელმა ცეკას მისწერა და ამასთან ბრძოლა დაიწყეს. შედეგად, 80-იან წლებში შობადობის ზრდა დაიწყო და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 1992 წელს მიაღწია - 91 000 ბავშვი დაიბადა. სამწუხაროდ, ამ პერიოდიდან შობადობა ერთბაშად დაეცა. ეს ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ განაპირობა. ბევრი ოჯახი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა. ქორწინებები გადავადდა. ოჯახის მარჩენალი ქალი გახდა და...

დღეს არის სოფლები, სადაც აღარ იბადება ბავშვი.

ხალხი საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს. საგანგაშოა ისიც, რომ მაღალია ჩვილთა სიკვდილიანობა. თუ არ გატარდა დემოგრაფიული პოლიტიკა, გარდაცვლილთა რიცხოვნობა დაბადებულთა რიცხოვნობას გადააჭარბებს.

- როგორია დღევანდელი მონაცემები?

- სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 74 წელია. ეს მაჩვენებელი ჩვილთა მოკვდავობაზეა დამოკიდებული - ყოველი 1 000 დაბადებული ბავშვიდან 12 იღუპება. ჩვენი მონაცემებით კი მაჩვენებელი უფრო მაღალია და 1 000-დან 20-22 ბავშვი იღუპება.

ამხელა სხვაობა მონაცემებს შორის იმიტომ არის, რომ აღრიცხვა არასრულია. ვერავინ გავიგებდით გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებას, საკრებულოს თანამშრომელს რომ შემთხვევით არ აღმოეჩინა. ბავშვს დაბადების მოწმობა არც ჰქონია. დღეს ის არც გარდაცვლილებშია და არც დაბადებულებში. ასეთი ბავშვები სტატისტიკაში არ ხვდებიან. ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებიდან გამომდინარე ფაქტებს ითვლის, მაგრამ ყველა საავადმყოფოში ხომ არ კვდება. მით უფრო, რაიონებსა და სოფლებში გარდაცვალების ცნობა საჭირო არ არის ადამიანის დასაკრძალავად, ამიტომაც ყველა გარდაცვლილი არ აღირიცხება. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს 5 810 ბავშვი დაიბადა, ჩვენი მონაცემებით - 6 500. განსხვავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები - სტატისტიკის მონაცემებთან შედარებით 500 ბავშვით ნაკლებია აღრიცხული. ეს იმიტომ, რომ ის 500 ბავშვი სამშობიაროში არ დაბადებულა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აზერბაიჯანელები სამშობიაროდ აზერბაიჯანში მიდიან, იქ აღირიცხებიან და მერე ბრუნდებიან, ჩვენი ინსტიტუტის მაჩვენებელი რეალობასთან უფრო ახლოსაა.

- პატრიარქის მოწოდების შემდეგ შობადობამ არ მოიმატა?

- პატრიარქის ინიციატივამ შობადობა გაზარდა. მესამე და მომდევნო შვილის დაბადების მაჩვენებელი 15%-მდეა გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ეს დამაიმედებელი არ არის. ჩემი გათვლით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 500-600 ათასით შემცირდება.

სტატისტიკით, საქართველოში 4 მლნ 176 000 კაცი ცხოვრობს. ჩვენი ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მლნ 766 000 კაცს შეადგენს. ქორწინების საშუალო ასაკი ქალისთვის 25 წელია, მამაკაცისთვის - 29 წელი. შემცირდა პირველი ბავშვის დაბადებაც. ეს განაპირობა 90-იან წლებში შობადობის დაბალმა დონემ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება და სიკვდილიანობა გაიზრდება.

დღეს ჯვრისწერას იურიდიული ძალა არა აქვს. ბევრი წყვილი ჯვარს იწერს და შვილს ისე აჩენს, რომ ხელი არა აქვს მოწერილი. მათი შვილები ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებიან. ამიტომ აუცილებელია, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭოს. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი 30 წელს გადაცილებული დასაოჯახებელია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"