პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონის ბიძის გულახდილი ინტერვიუ
ქეით მიდლტონის ბიძის გულახდილი ინტერვიუ

ქეით მიდლტო­ნის ბი­ძამ, გარი გოლდსმიტ­მა კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ას შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­უ­ზი­ა­რა. ამი­ე­რი­დან ის პერ­სო­ნა ნონ გრა­ტაა.

20 წლის წინ 11 წლის ქეით მიდლტონ­მა ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ პრინცს გაჰ­ყვე­ბო­და ცო­ლად და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პა­ტარ­ძა­ლი გახ­დე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, უმ­ცროს დას­თან, პი­პას­თან ერ­თად სი­ა­მოვ­ნე­ბით ას­რუ­ლებ­და მაყ­რი­ო­ნის როლს თა­ვი­სი ბი­ძის - გარი გოლდსმი­ტის ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

ცოტა ხნის წინ ქე­ი­თი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ულა­მა­ზეს ქა­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, რაც კარ­გი ხა­სი­ა­თის, ბუ­ნებ­რი­ო­ბი­სა და ელე­გან­ტუ­რი ჩაც­მის მა­ნე­რის წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა, რო­გორც ბი­ძა­მი­სი ამ­ბობს, ყო­ველ­თვის როდი ყო­ფი­ლა ქე­ი­თი ასე­თი დახ­ვე­წი­ლი.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე ცელ­ქო­ბა ჰყვა­რე­ბია, გო­გო­ნე­ბის გა­სარ­თო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­და და და-ძმას­თან ერ­თად მშობ­ლი­უ­რი სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში ფრენ­ბურ­თსა და ბა­ლა­ხის ჰო­კე­ის თა­მა­შობ­და. ბი­ძის თქმით, რომ არა მისი ჩა­რე­ვა, ქე­ი­თი ასე­ვე დარ­ჩე­ბო­და "არი­ფად".

"ეს მე გა­ვუღ­ვი­ვე მო­დის სიყ­ვა­რუ­ლი, - არ მა­ლავს თა­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბებს გარი გოლდსმი­ტი, - სწო­რედ მე ვა­ჩუ­ქე ჩემს დის­შვილს მის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ნივ­თი - "გუ­ჩის" ჩან­თა".

თუმ­ცა ბიძა იმა­საც აღი­ა­რებს, რომ ქე­ითს თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და გუ­ლ­წრფე­ლი და კე­თი­ლი ხა­სი­ა­თი. "ქე­ი­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია, ჭკვი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლი შვი­ლი, რო­მე­ლიც ოჯახ­სა და სა­მე­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს მთლი­ა­ნად უძღვნის თავს, - ამ­ბობს ბიძა ამა­ყად, - ვფიქ­რობ, არც იმა­ში ეპა­რე­ბა ვინ­მეს ეჭვი, რო­გორ უყ­ვარს პრინ­ცი უი­ლი­ა­მი".

მიდლტო­ნე­ბის კლან­ში გარი გოლდსმი­ტი (ქე­ი­თის დე­დის უმ­ცრო­სი ძმა) თეთ­რი ყვა­ვია. მა­გა­ლი­თად, 2009 წელს მან გა­და­წყვი­ტა, სა­მე­ფო ოჯახ­თან თა­ვი­სი კავ­ში­რე­ბით თავი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა ახალ ნაც­ნო­ბებ­თან, მათ მა­რი­ხუ­ა­ნაც შეს­თა­ვა­ზა და უქ­მე­ე­ბის კარ­გად გა­ტა­რე­ბაც, მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის გო­გო­ნებ­თან ერ­თად. გა­რის ახა­ლი ნაც­ნო­ბი კი ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც შე­ნიღ­ბუ­ლი მუ­შა­ობ­და. ალ­ბათ არც ღირს იმა­ზე ლა­პა­რა­კი, ამ სირ­ცხვი­ლის შემ­დეგ რა ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და ქე­ი­თის ოჯა­ხი გა­რის­თან.

გოლდსმიტ­მა ამ­ჯე­რა­დაც გა­და­წყვი­ტა, მსოფ­ლი­ოს­თვის თავი შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა და სა­ა­რა­კო ჰო­ნო­რა­რის სა­ფა­სუ­რად და­თან­ხმდა ამ ინ­ტერ­ვი­უ­ზე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტთან მხო­ლოდ კარ­გი არ ულა­პა­რა­კია.

"ქე­ი­თი და პიპა ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან, - ამ­ბობს გოლდსმი­ტი, - ქე­ი­თი ბე­ჯი­თი და მშრო­მე­ლია, ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რი. თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე იმის უკან, რა­საც აკე­თებს, უზარ­მა­ზა­რი შრო­მა დგას. პიპა კი ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას მსუ­ბუ­ქად მი­უყ­ვე­ბა".

ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ გარი გოლდსმი­ტი, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯახ­მა ადრე უკვე გა­აფრ­თხი­ლა, თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის პი­რა­დი ცხო­ვრე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რა­ო­ბის­გან, უკვე მო­ღა­ლა­ტედ შე­რა­ცხა და ამი­ე­რი­დან იგი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტაა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქეით მიდლტონის ბიძის გულახდილი ინტერვიუ

ქეით მიდლტონის ბიძის გულახდილი ინტერვიუ

ქეით მიდლტონის ბიძამ, გარი გოლდსმიტმა კემბრიჯის ჰერცოგინიას შესახებ მოგონებები ჟურნალისტებს გაუზიარა. ამიერიდან ის პერსონა ნონ გრატაა.

20 წლის წინ 11 წლის ქეით მიდლტონმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ პრინცს გაჰყვებოდა ცოლად და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პატარძალი გახდებოდა. სამაგიეროდ, უმცროს დასთან, პიპასთან ერთად სიამოვნებით ასრულებდა მაყრიონის როლს თავისი ბიძის - გარი გოლდსმიტის ქორწინების ცერემონიაზე.

ცოტა ხნის წინ ქეითი დიდი ბრიტანეთის ულამაზეს ქალად გამოაცხადეს, რაც კარგი ხასიათის, ბუნებრიობისა და ელეგანტური ჩაცმის მანერის წყალობით მოიპოვა. თუმცა, როგორც ბიძამისი ამბობს, ყოველთვის როდი ყოფილა ქეითი ასეთი დახვეწილი.

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ცელქობა ჰყვარებია, გოგონების გასართობები ნაკლებად აინტერესებდა და და-ძმასთან ერთად მშობლიური სახლის უკანა ეზოში ფრენბურთსა და ბალახის ჰოკეის თამაშობდა. ბიძის თქმით, რომ არა მისი ჩარევა, ქეითი ასევე დარჩებოდა "არიფად".

"ეს მე გავუღვივე მოდის სიყვარული, - არ მალავს თავის დამსახურებებს გარი გოლდსმიტი, - სწორედ მე ვაჩუქე ჩემს დისშვილს მის ცხოვრებაში პირველი დიზაინერული ნივთი - "გუჩის" ჩანთა".

თუმცა ბიძა იმასაც აღიარებს, რომ ქეითს თავიდანვე ჰქონდა გუ­ლ­წრფელი და კეთილი ხასიათი. "ქეითი თავდაჯერებულია, ჭკვიანი, მზრუნველი შვილი, რო­მელიც ოჯახსა და სამეფო ვალდებულებებს მთლიანად უძღვნის თავს, - ამბობს ბიძა ამაყად, - ვფიქრობ, არც იმაში ეპარება ვინმეს ეჭვი, როგორ უყვარს პრინცი უილიამი".

მიდლტონების კლანში გარი გოლდსმიტი (ქეითის დედის უმცროსი ძმა) თეთრი ყვავია. მაგალითად, 2009 წელს მან გადაწყვიტა, სამეფო ოჯახთან თავისი კავშირებით თავი მოეწონებინა ახალ ნაცნობებთან, მათ მარიხუანაც შესთავაზა და უქმეების კარგად გატარებაც, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებთან ერთად. გარის ახალი ნაცნობი კი ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომელიც შენიღბული მუშაობდა. ალბათ არც ღირს იმაზე ლაპარაკი, ამ სირცხვილის შემდეგ რა ურთიერთობას შეინარჩუნებდა ქეითის ოჯახი გარისთან.

გოლდსმიტმა ამჯერადაც გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის თავი შეეხსენებინა და საარაკო ჰონორარის საფასურად დათანხმდა ამ ინტერვიუზე. რასაკვირველია, ჟურნალისტთან მხოლოდ კარგი არ ულაპარაკია.

"ქეითი და პიპა ძალიან განსხვავდებიან, - ამბობს გოლდსმიტი, - ქეითი ბეჯითი და მშრომელია, ყველაფერში ნიჭიერი. თუმცა ყოველივე იმის უკან, რასაც აკეთებს, უზარმაზარი შრომა დგას. პიპა კი ცხოვრების დინებას მსუბუქად მიუყვება".

ამ ინტერვიუს შემდეგ გარი გოლდსმიტი, რომელიც სამეფო ოჯახმა ადრე უკვე გააფრთხილა, თავი შეეკავებინა სამეფო ოჯახის წევრების პირადი ცხო­ვრების შესახებ ჭორაობისგან, უკვე მოღალატედ შერაცხა და ამიერიდან იგი პერსონა ნონ გრატაა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა