პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია დუმბაძე გაბუტულ ქმარს ყოველთვის პირველი ურიგდება
ნათია დუმბაძე გაბუტულ ქმარს ყოველთვის პირველი ურიგდება

მომ­ღე­რალ­მა ნა­თია დუმ­ბა­ძემ ბიზ­ნესს მოჰ­კი­და ხელი, შე­ი­ძი­ნა სო­ლა­რი­უ­მის აპა­რა­ტი, მე­გობ­რის სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში დად­გა და გარ­და იმი­სა, რომ თა­ვად სარ­გებ­ლობს, ეს საქ­მე შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც აქ­ცია. რო­გორც წესი, ქა­ლე­ბი სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას ზა­ფხულსთვის იწყე­ბენ, ნა­თია კი უკვე შე­უდ­გა ამ საქ­მეს და სპორ­ტკომ­პლექსში დიდ დროს ატა­რებს.

სა­სიკ­ვდი­ლო დი­ე­ტა

- 11 სა­ათ­ზე გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ, მი­ვირ­თმევ მსუ­ბუქ სა­უზ­მეს, ვჭამ მხო­ლოდ მო­ხარ­შულს, მა­გა­ლი­თად მო­ხარ­შულ კვერ­ცხს, ან მი­ვირ­თმევ ჩაის, შემ­დეგ მივ­დი­ვარ ერთ-ერთ სპორ­ტულ კომ­პლექსში და სამი სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ. ვი­წყებ ტრე­ნა­ჟო­რე­ბით, შემ­დეგ შევ­დი­ვარ სა­უ­ნა­ში, იქი­დან გა­და­ვი­ნაც­ვლებ აუზ­ზე და ბო­ლოს ისე­თი დაღ­ლი­ლი გა­მოვ­დი­ვარ, ფეხ­ზე ძლივს ვდგა­ვარ (იცი­ნის). მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში წო­ნის მა­ტე­ბის გამო გა­ვაქ­ტი­ურ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახა­ლი წლის "მსუ­ყე დღე­ე­ბის" შემ­დეგ ეს პრობ­ლე­მა ბევ­რს გვა­წუ­ხებს, ამი­ტომ ყო­ვე­ლი წლის მარ­ტში ფორ­მა­ში ჩა­სად­გო­მად ვი­წყებ ზრუნ­ვას, რათა ზა­ფხულს კარგ ფორ­მა­ში შევ­ხვდე. ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ 25 კილო და­ვი­კე­ლი, ახლა 8 კი­ლოს დაკ­ლე­ბა მინ­და, ამი­ტომ ვარ­ჯიშ­თან ერ­თად დი­ე­ტა­საც ვი­ცავ. მზა დი­ე­ტა­ზე არ ვარ, თა­ვად უკეთ ვიცი, რა არის სა­ჭი­რო, ამი­ტომ ჩემ მიერ მო­გო­ნილ დი­ე­ტას ვი­ცავ, რო­მელ­საც ჩემი მე­გობ­რე­ბი "სა­სიკ­ვდი­ლოს" უწო­დე­ბენ (იღი­მის). დღე­ში ორ­ჯერ ძი­რი­თა­დად მო­ხარ­შულ საკ­ვებს მი­ვირ­თმევ. შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე მხო­ლოდ ჩა­ი­ზე ვიყო და არა­ფე­რი ვჭა­მო, ალ­ბათ ამი­ტომ და­არ­ქვეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ასე­თი სა­ხე­ლი. ჩემი სა­მე­გობ­რო ძი­რი­თა­დად სულ დი­ე­ტა­ზეა, ხში­რად მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, შენ რად გინ­და დი­ე­ტა, ტყუ­ი­ლად იტან­ჯავ თავ­სო, მაგ­რამ მომ­წონს გამ­ხდა­რი ქა­ლე­ბი და თან თავს კარ­გად ვგრძნობ მა­შინ, როცა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. რო­გორც წესი, გა­ზა­ფხულ­ზე იმ­დენს ვიკ­ლებ, რომ ზა­ფხულ­ში, რაც უნდა ვჭა­მო, აღარ ვი­მა­ტებ. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მხრივ თა­ვის მოვ­ლას, სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში მა­ნი­კი­ურ-პე­დი­კი­უ­რის გა­სა­კე­თებ­ლად ორ კვი­რა­ში ერთხელ მივ­დი­ვარ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბუ­ნებ­რი­ვად ხვე­უ­ლი თმა მაქვს, ხში­რად არ ვის­წო­რებ და თვი­თონ ვი­კე­თებ ვარ­ცხნი­ლო­ბას. რა­ზეც უარს ვერ ვამ­ბობ, სო­ლა­რი­უ­მია, მუდ­მი­ვად გა­რუ­ჯუ­ლი ვარ, მით უმე­ტეს, რომ ახლა სო­ლა­რი­უ­მის აპა­რა­ტი ვი­ყი­დე, ჩემი მე­გობ­რის სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში დავ­დგი და გარ­და იმი­სა, რომ თა­ვად ვსარ­გებ­ლობ, შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც ვაქ­ციე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი მაქვს, ახლა აქ­ცი­ე­ბის და­გეგ­მვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

შო­პინ­გი

...ვგიჟ­დე­ბი, ვგიჟ­დე­ბი შო­პინგზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ვი­ძი­ნო სა­მო­სი. თუ ევ­რო­პა­ში ვერ ვა­ხერ­ხებ წას­ვლას, მან­ქა­ნით გა­დავ­დი­ვარ ტრაპ­ზონ­ში, სა­დაც მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი და საყ­ვა­რე­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი და იქ ვი­ძენ სა­ჭი­რო ნივ­თებს. ზა­ფხულ­ში, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის და­ბა­დე­ბის დღის­თვის გო­გო­ნებს და­გეგ­მი­ლი გვაქვს თურ­ქეთ­ში სა­შო­პინ­გოდ გა­დას­ვლა, თან და­ვის­ვე­ნებთ და თან ვი­გი­ჟებთ, რო­გორც გვჩ­ვე­ვია. თუ ვიცი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უცხო­ეთ­ში მო­მი­წევს გამ­გზავ­რე­ბა, აქ აღა­რა­ფერს ვყი­დუ­ლობ, მირ­ჩევ­ნია, ფული და­ვაგ­რო­ვო და იქ დავ­ხარ­ჯო, იქ სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით ფა­სე­ბი და­ბა­ლია, ხა­რის­ხი კი - მა­ღა­ლი და ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში მო­გე­ბუ­ლი რჩე­ბი. გარ­და ამი­სა, გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ზღვე­უ­ლი ხარ იმის­გან, რომ შენ­ნა­ირ სა­მოსს თბი­ლის­ში ბევრ ადა­მი­ან­ზე ნა­ხავ. ტრაპ­ზონ­ში მაქვს ისე­თი "ტო­ჩ­კე­ბი", სა­დაც კარ­გი რა­ღა­ცე­ბი იყი­დე­ბა და იქ მივ­დი­ვარ ხოლ­მე (იღი­მე­ბა). სა­შო­პინ­გოდ ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლი მა­ინც პა­რი­ზია, იქაც მაქვს ჩემი წერ­ტი­ლე­ბი, უკვე ვიცი, ამა თუ იმ მა­ღა­ზი­ა­ში რის სა­ყიდ­ლად უნდა წა­ვი­დე, რაც უნდა ვთქვათ, პა­რი­ზი ამ მხრივ შე­უ­და­რე­ბე­ლია. თბი­ლის­ში ძი­რი­თა­დად ბი­ჟუ­ტე­რი­ას ვი­ძენ, პე­კინ­ზე ძა­ლი­ან კარ­გი მა­ღა­ზი­ე­ბია, ბევ­რი ჭრე­ლი სამ­კა­უ­ლი იყი­დე­ბა, რაც ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში ჯდე­ბა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ იცის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­მო­სის მი­მართ და როცა სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის, ყო­ველ­თვის ჩა­მო­აქვს სა­ჩუქ­რე­ბი. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მისი ეს­პა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­დაც ერთი ჩე­მოდ­ნით გა­ვუშ­ვი და უკან ორით დაბ­რუნ­და - მე­ო­რე ჩე­მო­და­ნი სულ ჩემი ტან­საც­მლით იყო სავ­სე. მი­ყი­და ჯინ­სე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი, პი­ჯა­კე­ბი, რი­თაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა.

ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა

...ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი ყოვ­ელ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე სახ­ლში უმოქ­მე­დოდ ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია, სი­ახ­ლე­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ყო­ველ­თვის მე ვარ, შე­დე­გად კვი­რა­ში ერთი დღე მა­ინც მივ­დი­ვართ ერ­თად გა­სარ­თო­ბად. ბავ­შვო­ბი­დან დე­დას ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვყავ­დი, ყვე­ლა­ნა­ირ წრე­ზე დავ­დი­ო­დი და დატ­ვირ­თულ გან­რიგს მი­ვეჩ­ვიე, ამი­ტო­მაც ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა მი­ჭირს. ჩემი მე­უღ­ლე შე­და­რე­ბით პა­სი­უ­რია, მაგ­რამ ჩემ­თან არ გას­დის, უწევს აქ­ტი­უ­რად სი­ა­რუ­ლი. შვიდ­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვი­ცა­ნით და ვი­ცით, რა გვე­სი­ა­მოვ­ნე­ბა. თა­ვი­დან, რო­გორც ყვე­ლა წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ჩვენც ხში­რად ვკა­მა­თობ­დით, მა­შინ ბა­ჩოს ისე­თი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და, ძი­რი­თა­დად ვერ ვნა­ხუ­ლობ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახალ­გა­თხო­ვილ გო­გოს ყვე­ლა­ზე მე­ტად ქმრის გვერ­დით ყოფ­ნა უნდა, ის კი სულ გა­სუ­ლი იყო და ეს ხდე­ბო­და კა­მა­თის მი­ზე­ზი. თუმ­ცა შე­სა­რი­გებ­ლად პირ­ველ ნა­ბიჯს ყო­ველ­თვის მე ვდგამ­დი, ძა­ლი­ან რბი­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს, წყე­ნას მალე ვი­ვი­წყებ.ჩხუ­ბის დროს მინ­და რა­ღა­ცე­ბი გა­ვიხ­სე­ნო და ვუ­თხრა, შენ რომ ასე გა­მი­კე­თე, შენ რომ ასე მი­თხა­რი, მაგ­რამ არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა (იღი­მე­ბა).

შვი­ლი

...წელს დუდუ სკო­ლა­ში შე­დის, პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე გახ­დე­ბა და ამ მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პე­რი­ო­დის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. ახლა ბაღ­ში და­დის, ძა­ლი­ან პა­ტა­რა შე­ვიყ­ვა­ნე და კარ­გად შე­ე­გუა. აქ­ტი­უ­რია, დე­დას ჰგავს და ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ას ერ­გე­ბა (იღი­მის). რო­დე­საც და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ხან დე­და­ჩე­მი იტო­ვებს, ხან - ჩემი დე­დამ­თი­ლი, ხან კი­დევ, თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, თან მიმ­ყავს, მით უმე­ტეს, რომ ჩემ­თან ერ­თად კა­ფე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი უყ­ვარს. რაც შე­ე­ხე­ბა მამა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას, ხან­და­ხან ჩხუ­ბო­ბენ კი­დეც, ბაჩო ორი წლის ბავ­შვი­ვით ეთა­მა­შე­ბა, ეჩხუ­ბე­ბა და ებუ­ტე­ბა კი­დეც, რა­ზეც ყო­ველ­თვის მე­ცი­ნე­ბა.

ფარ­თი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით

...დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­ში ცოტა მო­ვი­კოჭ­ლებ, რად­გან ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობთ, ამ მხრივ ისი­ნი მა­ნე­ბივ­რე­ბენ. საჭ­მელს ჩემი დე­დამ­თი­ლი აკე­თებს, მაგ­რამ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მეც შე­მიძ­ლია, ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა ვიცი. ახლა გა­გიმ­ხელთ ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის სა­ლა­თის რე­ცეპტს. სხვა­თა შო­რის, არა­ერ­თხელ გაგ­ვი­მარ­თავს ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­თი ჩვენს სახ­ლში. ვხარ­შავ მი­დი­ებს, კრი­ვე­ტებს, მშრა­ლად ვი­ღებ თეფ­შზე, ვაყ­რი შავ წი­წა­კას, ყვი­თელ ყვა­ვილს და სვა­ნურ მა­რილს, შემ­დეგ ვა­მა­ტებ სა­ლა­თის დაჭ­რილ ფურ­ცლებს, ცალ­კე ვამ­ზა­დებ გარ­ნირს მა­ი­ო­ნე­ზით, კეტ­ჩუ­პი­თა და ცოტა ჩა­ჭყლე­ტი­ლი ნივ­რით, ამ სო­უსს ვას­ხამ მო­ხარ­შულ ზღვის პრო­დუქ­ტებს და ზე­მო­დან ვაფშვნი "სუ­ხა­რი­კებს", არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­დის.

სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რა

...მე და თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი, რო­გორც მომ­ღერ­ლე­ბი, ან­კა­რა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ი­ტინ­გულ გა­და­ცე­მა­ში მიგ­ვიწ­ვი­ეს და სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი გა­და­ცე­მა დაგ­ვით­მეს. სა­ნამ ან­კა­რა­ში ჩა­ვი­დო­დით, გა­ვუგ­ზავ­ნეთ ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბის ფო­ნოგ­რა­მე­ბი, ბენდმა შე­ის­წავ­ლა ისი­ნი და იქ ჩა­სუ­ლებ­მა უკვე ბენ­დის თან­ხლე­ბით შე­ვას­რუ­ლეთ სიმ­ღე­რე­ბი ინ­გლი­სურ, ფრან­გულ და თურ­ქულ ენებ­ზე. მარ­თა­ლია, გაგ­ვი­ჭირ­და თურ­ქუ­ლის სწავ­ლა, მაგ­რამ ეს დაბ­რკო­ლე­ბაც დავძლი­ეთ. ვმღე­რო­დით რო­გორც სო­ლო­სიმ­ღე­რებს, ასე­ვე დუ­ეტ­საც, რო­მე­ლიც მე და თი­კამ ჩავ­წე­რეთ. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო, რო­მელ­თა­ნაც აკა­პე­ლა­ში "სუ­ლი­კო" და "თბი­ლი­სო" შე­ვას­რუ­ლეთ. ამ გა­და­ცე­მას ისე­თი მა­გა­რი სტუ­დია ჰქონ­და, რომ ვერც ერთი ქარ­თუ­ლი შოუს სტუ­დი­ას ვერ შე­ვა­და­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი არ გვაქვს. შეს­ვლის­თა­ნა­ვე მე და თი­კას მუხ­ლე­ბი მოგ­ვეკ­ვე­თა, მაგ­რამ სიმ­ღე­რის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა მოგ­ვეხ­სნა. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ვო­ი­ა­ჟი თურ­ქეთ­ში, მაგ­რამ გული მწყდე­ბა, რომ სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­ვახ­მა­უ­რეთ თბი­ლის­ში, ეს ალ­ბათ ჩვე­ნი ბრა­ლიც იყო. გარ­და ამი­სა, კვი­რა­ში ერთხელ ვმღე­რი კლუბ­ში, ასე­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობ გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ში, ვცდი­ლობ, ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ კე­თილ საქ­მე­ში. ძა­ლი­ან მინ­და კლი­პის გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ეს ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ მხრივ ვე­რა­ფერს შეგ­პირ­დე­ბით.

გიჟი მძღო­ლი

...ჩემი აზ­რით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მძღო­ლი ვარ, მაგ­რამ გუ­შინ ირი­ნა ონაშ­ვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, აღა­რას­დროს ჩა­გიჯ­დე­ბი მან­ქა­ნა­ში, რო­გო­რი გი­ჟიც ხარ ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე მარ­თავ მან­ქა­ნა­სო. როცა სა­ჭეს­თან ვზი­ვარ, სის­წრა­ფეს ვერ ვგრძნობ, თუმ­ცა ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩქა­რა დავ­დი­ვარ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პატ­რულ­თან მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, მხო­ლოდ ერთი ინ­ცი­დენ­ტი მახ­სენ­დე­ბა: "ჯე­ოს­ტა­რის" პირ­ველ კონ­ცერ­ტზე, სა­დაც ჩემი ბედი უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო, გავ­ხდე­ბო­დი თუ არა მო­ნა­წი­ლე, მი­ვე­დი მან­ქა­ნით, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში არ მქონ­და მარ­თვის მოწ­მო­ბა. ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან ვა­ყე­ნებ­დი ავ­ტო­მო­ბილს, ეტყო­ბა, რა­ღაც და­ვარ­ღვიე და გა­მა­ჩე­რა პატ­რულ­მა. რომ ნახა, "პრა­ვა" არ მქონ­და, და­მა­ჯა­რი­მა და უმან­ქა­ნო­დაც დამ­ტო­ვა. ამის შემ­დეგ კარ­გად ვი­მე­ცა­დი­ნე და ერთ კვი­რა­ში მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე. ახლა ახა­ლი მან­ქა­ნა ვი­ყი­დე, რო­მე­ლიც ყვე­ლას მოს­წონს. მან­ქა­ნა­ში გარ­დე­რო­ბიც მაქვს მო­წყო­ბი­ლი, იქ ნა­ხავთ ნაირ-ნაირ ფეხ­საც­მელს, ტან­საც­მელს, პი­ჯაკს და დუ­დუს სა­თა­მა­შო­ებს. მან­ქა­ნა­შიც კი მიყ­ვარს სარ­კე­ში გაპ­რან­ჭვა, სხვა­თა შო­რის, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მას­წავ­ლა მან­ქა­ნის მარ­თვის დროს მე­სი­ჯო­ბა და ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი და მშვე­ნივ­რად ავით­ვი­სე (იცი­ნის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ნათია დუმბაძე გაბუტულ ქმარს ყოველთვის პირველი ურიგდება

ნათია დუმბაძე გაბუტულ ქმარს ყოველთვის პირველი ურიგდება

მომღერალმა ნათია დუმბაძემ ბიზნესს მოჰკიდა ხელი, შეიძინა სოლარიუმის აპარატი, მეგობრის სილამაზის სალონში დადგა და გარდა იმისა, რომ თავად სარგებლობს, ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც აქცია. როგორც წესი, ქალები საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას ზაფხულსთვის იწყებენ, ნათია კი უკვე შეუდგა ამ საქმეს და სპორტკომპლექსში დიდ დროს ატარებს.

სასიკვდილო დიეტა

- 11 საათზე გაღვიძების შემდეგ, მივირთმევ მსუბუქ საუზმეს, ვჭამ მხოლოდ მოხარშულს, მაგალითად მოხარშულ კვერცხს, ან მივირთმევ ჩაის, შემდეგ მივდივარ ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში და სამი საათი ვვარჯიშობ. ვიწყებ ტრენაჟორებით, შემდეგ შევდივარ საუნაში, იქიდან გადავინაცვლებ აუზზე და ბოლოს ისეთი დაღლილი გამოვდივარ, ფეხზე ძლივს ვდგავარ (იცინის). მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი, მაგრამ ბოლო პერიოდში წონის მატების გამო გავაქტიურდი. მოგეხსენებათ, ახალი წლის "მსუყე დღეების" შემდეგ ეს პრობლემა ბევრს გვაწუხებს, ამიტომ ყოველი წლის მარტში ფორმაში ჩასადგომად ვიწყებ ზრუნვას, რათა ზაფხულს კარგ ფორმაში შევხვდე. ორსულობის შემდეგ 25 კილო დავიკელი, ახლა 8 კილოს დაკლება მინდა, ამიტომ ვარჯიშთან ერთად დიეტასაც ვიცავ. მზა დიეტაზე არ ვარ, თავად უკეთ ვიცი, რა არის საჭირო, ამიტომ ჩემ მიერ მოგონილ დიეტას ვიცავ, რომელსაც ჩემი მეგობრები "სასიკვდილოს" უწოდებენ (იღიმის). დღეში ორჯერ ძირითადად მოხარშულ საკვებს მივირთმევ. შეიძლება მთელი დღე მხოლოდ ჩაიზე ვიყო და არაფერი ვჭამო, ალბათ ამიტომ დაარქვეს ჩემმა მეგობრებმა ასეთი სახელი. ჩემი სამეგობრო ძირითადად სულ დიეტაზეა, ხშირად მეჩხუბებიან, შენ რად გინდა დიეტა, ტყუილად იტანჯავ თავსო, მაგრამ მომწონს გამხდარი ქალები და თან თავს კარგად ვგრძნობ მაშინ, როცა საცურაო კოსტიუმში კარგად გამოვიყურები. როგორც წესი, გაზაფხულზე იმდენს ვიკლებ, რომ ზაფხულში, რაც უნდა ვჭამო, აღარ ვიმატებ. რაც შეეხება სხვა მხრივ თავის მოვლას, სილამაზის სალონში მანიკიურ-პედიკიურის გასაკეთებლად ორ კვირაში ერთხელ მივდივარ. იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს, ხშირად არ ვისწორებ და თვითონ ვიკეთებ ვარცხნილობას. რაზეც უარს ვერ ვამბობ, სოლარიუმია, მუდმივად გარუჯული ვარ, მით უმეტეს, რომ ახლა სოლარიუმის აპარატი ვიყიდე, ჩემი მეგობრის სილამაზის სალონში დავდგი და გარდა იმისა, რომ თავად ვსარგებლობ, შემოსავლის წყაროდაც ვაქციე, შეიძლება ითქვას, რომ პატარა ბიზნესი მაქვს, ახლა აქციების დაგეგმვით ვარ დაკავებული.

შოპინგი

...ვგიჟდები, ვგიჟდები შოპინგზე. მაქსიმალურად ვცდილობ, საზღვარგარეთ შევიძინო სამოსი. თუ ევროპაში ვერ ვახერხებ წასვლას, მანქანით გადავდივარ ტრაპზონში, სადაც მაქვს ამოჩემებული და საყვარელი სავაჭრო ცენტრი და იქ ვიძენ საჭირო ნივთებს. ზაფხულში, სალომე ბაკურაძის დაბადების დღისთვის გოგონებს დაგეგმილი გვაქვს თურქეთში საშოპინგოდ გადასვლა, თან დავისვენებთ და თან ვიგიჟებთ, როგორც გვჩვევია. თუ ვიცი, რომ უახლოეს მომავალში უცხოეთში მომიწევს გამგზავრება, აქ აღარაფერს ვყიდულობ, მირჩევნია, ფული დავაგროვო და იქ დავხარჯო, იქ საქართველოსთან შედარებით ფასები დაბალია, ხარისხი კი - მაღალი და ყველა ვარიანტში მოგებული რჩები. გარდა ამისა, გარკვეულწილად დაზღვეული ხარ იმისგან, რომ შენნაირ სამოსს თბილისში ბევრ ადამიანზე ნახავ. ტრაპზონში მაქვს ისეთი "ტოჩკები", სადაც კარგი რაღაცები იყიდება და იქ მივდივარ ხოლმე (იღიმება). საშოპინგოდ ყველაზე კარგი ადგილი მაინც პარიზია, იქაც მაქვს ჩემი წერტილები, უკვე ვიცი, ამა თუ იმ მაღაზიაში რის საყიდლად უნდა წავიდე, რაც უნდა ვთქვათ, პარიზი ამ მხრივ შეუდარებელია. თბილისში ძირითადად ბიჟუტერიას ვიძენ, პეკინზე ძალიან კარგი მაღაზიებია, ბევრი ჭრელი სამკაული იყიდება, რაც ჩემს გემოვნებაში ჯდება. ჩემმა მეუღლემ იცის ჩემი დამოკიდებულება სამოსის მიმართ და როცა საზღვარგარეთ მიდის, ყოველთვის ჩამოაქვს საჩუქრები. ამ მხრივ გამორჩეული იყო მისი ესპანეთში მოგზაურობა, სადაც ერთი ჩემოდნით გავუშვი და უკან ორით დაბრუნდა - მეორე ჩემოდანი სულ ჩემი ტანსაცმლით იყო სავსე. მიყიდა ჯინსები, მაისურები, პიჯაკები, რითაც ძალიან გამახარა.

ცოლ-ქმრის ურთიერთობა

...ურთიერთობაში სიახლეები ყოვ­ელთვის აუცილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მე სახლში უმოქმედოდ ჯდომა არ შემიძლია, სიახლეების ინიციატორი ყოველთვის მე ვარ, შედეგად კვირაში ერთი დღე მაინც მივდივართ ერთად გასართობად. ბავშვობიდან დედას ძალიან დატვირთული ვყავდი, ყველანაირ წრეზე დავდიოდი და დატვირთულ განრიგს მივეჩვიე, ამიტომაც ერთ ადგილზე გაჩერება მიჭირს. ჩემი მეუღლე შედარებით პასიურია, მაგრამ ჩემთან არ გასდის, უწევს აქტიურად სიარული. შვიდწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით და ვიცით, რა გვესიამოვნება. თავიდან, როგორც ყველა წყვილის ცხოვრებაში ხდება, ჩვენც ხშირად ვკამათობდით, მაშინ ბაჩოს ისეთი სამსახური ჰქონდა, ძირითადად ვერ ვნახულობდი. მოგეხსენებათ, ახალგათხოვილ გოგოს ყველაზე მეტად ქმრის გვერდით ყოფნა უნდა, ის კი სულ გასული იყო და ეს ხდებოდა კამათის მიზეზი. თუმცა შესარიგებლად პირველ ნაბიჯს ყოველთვის მე ვდგამდი, ძალიან რბილი ხასიათი მაქვს, წყენას მალე ვივიწყებ.ჩხუბის დროს მინდა რაღაცები გავიხსენო და ვუთხრა, შენ რომ ასე გამიკეთე, შენ რომ ასე მითხარი, მაგრამ არაფერი მახსენდება (იღიმება).

შვილი

...წელს დუდუ სკოლაში შედის, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე გახდება და ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდისთვის ვემზადებით. ახლა ბაღში დადის, ძალიან პატარა შევიყვანე და კარგად შეეგუა. აქტიურია, დედას ჰგავს და ყველანაირ სიტუაციას ერგება (იღიმის). როდესაც დაკავებული ვარ, ხან დედაჩემი იტოვებს, ხან - ჩემი დედამთილი, ხან კიდევ, თუ არის საშუალება, თან მიმყავს, მით უმეტეს, რომ ჩემთან ერთად კაფეებში სიარული უყვარს. რაც შეეხება მამა-შვილის ურთიერთობას, ხანდახან ჩხუბობენ კიდეც, ბაჩო ორი წლის ბავშვივით ეთამაშება, ეჩხუბება და ებუტება კიდეც, რაზეც ყოველთვის მეცინება.

ფართი ზღვის პროდუქტებით

...დიასახლისობაში ცოტა მოვიკოჭლებ, რადგან ჩემი მეუღლის მშობლებთან ვცხოვრობთ, ამ მხრივ ისინი მანებივრებენ. საჭმელს ჩემი დედამთილი აკეთებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მეც შემიძლია, ყველაფრის კეთება ვიცი. ახლა გაგიმხელთ ჩემი და ჩემი მეგობრების საყვარელი ზღვის პროდუქტების სალათის რეცეპტს. სხვათა შორის, არაერთხელ გაგვიმართავს ზღვის პროდუქტების ფართი ჩვენს სახლში. ვხარშავ მიდიებს, კრივეტებს, მშრალად ვიღებ თეფშზე, ვაყრი შავ წიწაკას, ყვითელ ყვავილს და სვანურ მარილს, შემდეგ ვამატებ სალათის დაჭრილ ფურცლებს, ცალკე ვამზადებ გარნირს მაიონეზით, კეტჩუპითა და ცოტა ჩაჭყლეტილი ნივრით, ამ სოუსს ვასხამ მოხარშულ ზღვის პროდუქტებს და ზემოდან ვაფშვნი "სუხარიკებს", არაჩვეულებრივი გამოდის.

სასიმღერო კარიერა

...მე და თიკა მახალდიანი, როგორც მომღერლები, ანკარაში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის რეიტინგულ გადაცემაში მიგვიწვიეს და საათნახევრიანი გადაცემა დაგვითმეს. სანამ ანკარაში ჩავიდოდით, გავუგზავნეთ ჩვენი სიმღერების ფონოგრამები, ბენდმა შეისწავლა ისინი და იქ ჩასულებმა უკვე ბენდის თანხლებით შევასრულეთ სიმღერები ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებზე. მართალია, გაგვიჭირდა თურქულის სწავლა, მაგრამ ეს დაბრკოლებაც დავძლიეთ. ვმღეროდით როგორც სოლოსიმღერებს, ასევე დუეტსაც, რომელიც მე და თიკამ ჩავწერეთ. გადაცემის წამყვანი ცნობილი მომღერალი იყო, რომელთანაც აკაპელაში "სულიკო" და "თბილისო" შევასრულეთ. ამ გადაცემას ისეთი მაგარი სტუდია ჰქონდა, რომ ვერც ერთი ქართული შოუს სტუდიას ვერ შევადარებ, საქართველოში მსგავსი არ გვაქვს. შესვლისთანავე მე და თიკას მუხლები მოგვეკვეთა, მაგრამ სიმღერის დაწყებისთანავე ყველანაირი ნერვიულობა მოგვეხსნა. ძალიან წარმატებული იყო ჩვენი ვოიაჟი თურქეთში, მაგრამ გული მწყდება, რომ სათანადოდ ვერ გავახმაურეთ თბილისში, ეს ალბათ ჩვენი ბრალიც იყო. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ვმღერი კლუბში, ასევე ვმონაწილეობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად გამართულ კონცერტებში, ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ამ კეთილ საქმეში. ძალიან მინდა კლიპის გადაღება, მაგრამ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ უახლოეს მომავალში ამ მხრივ ვერაფერს შეგპირდებით.

გიჟი მძღოლი

...ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი მძღოლი ვარ, მაგრამ გუშინ ირინა ონაშვილი მეუბნებოდა, აღარასდროს ჩაგიჯდები მანქანაში, როგორი გიჟიც ხარ ცხოვრებაში, ასევე მართავ მანქანასო. როცა საჭესთან ვზივარ, სისწრაფეს ვერ ვგრძნობ, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ჩქარა დავდივარ. მიუხედავად ამისა, პატრულთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, მხოლოდ ერთი ინციდენტი მახსენდება: "ჯეოსტარის" პირველ კონცერტზე, სადაც ჩემი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, გავხდებოდი თუ არა მონაწილე, მივედი მანქანით, მაგრამ იმ პერიოდში არ მქონდა მართვის მოწმობა. ფილარმონიასთან ვაყენებდი ავტომობილს, ეტყობა, რაღაც დავარღვიე და გამაჩერა პატრულმა. რომ ნახა, "პრავა" არ მქონდა, დამაჯარიმა და უმანქანოდაც დამტოვა. ამის შემდეგ კარგად ვიმეცადინე და ერთ კვირაში მართვის მოწმობა ავიღე. ახლა ახალი მანქანა ვიყიდე, რომელიც ყველას მოსწონს. მანქანაში გარდერობიც მაქვს მოწყობილი, იქ ნახავთ ნაირ-ნაირ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პიჯაკს და დუდუს სათამაშოებს. მანქანაშიც კი მიყვარს სარკეში გაპრანჭვა, სხვათა შორის, ჩემმა მეგობარმა მასწავლა მანქანის მართვის დროს მესიჯობა და ტელეფონზე ლაპარაკი და მშვენივრად ავითვისე (იცინის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება