პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - თუ ფინანსთა მინისტრი არ დაგვაფინანსებს, ”მის მიმართ მძიმე, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ”
ირაკლი ალასანია - თუ ფინანსთა მინისტრი არ დაგვაფინანსებს, ”მის მიმართ მძიმე, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ”

სა­კონ­ტრაქ­ტო ჯარ­ზე გა­დას­ვლას ქვე­ყა­ნა 2016 წლის ბო­ლოს, 2017 წლის და­სა­წყის­ში შეძ­ლებს. ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ეს ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მაა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დენს გა­ი­ღებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო, ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით ჯა­რის ტრანსფორ­მა­ცია-რე­ფორ­მა­ზე. ალა­სა­ნია აცხა­დებს, რომ არ­სე­ბობს ზუს­ტი გათ­ვლე­ბი, რა დას­ჭირ­დე­ბა ასეთ ტრანსფორ­მა­ცი­ას.

"დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად 75% გვყავს სა­კონ­ტრაქ­ტო მომ­სა­ხუ­რე ჯარ­ში. უკვე და­ვი­წყეთ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა სა­მარ­თლებ­რი­ვა­დაც და რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, შემ­ცირ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი 15-დან 12 თვემ­დე. მაგ­რამ, მინ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ პრო­ფე­სი­ულ არ­მი­ა­ზე გა­დას­ვლას ბუ­ნებ­რი­ვად ებ­მის რე­ზერ­ვის მომ­ზა­დე­ბის, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის სტრა­ტე­გია. გუ­შინ ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი გვქონ­და და გან­ხილ­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ შტაბ­ში. მა­ის­ში, ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა ეს გეგ­მა. ეს ორი პა­რა­ლე­ლუ­რი, თან­მდე­ვი პრო­ცე­სი უნდა იყოს - პრო­ფე­სი­ულ არ­მი­ა­ზე გა­დას­ვლა და საბ­რძო­ლო, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ზერ­ვის შექ­მნა", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამას აქვს თა­ვი­სი ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბი.

"რა თქმა უნდა, თუკი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი არ დაგ­ვე­თან­ხმე­ბა, მი­ვი­ღებთ გა­დამ­ჭრელ, მძი­მე ზო­მებს მის მი­მართ, რომ დაგ­ვა­ფი­ნან­სოს", - ხუმ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ალასანია - თუ ფინანსთა მინისტრი არ დაგვაფინანსებს, ”მის მიმართ მძიმე, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ”

ირაკლი ალასანია - თუ ფინანსთა მინისტრი არ დაგვაფინანსებს, ”მის მიმართ მძიმე, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ”

საკონტრაქტო ჯარზე გადასვლას ქვეყანა 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში შეძლებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ეს ამბიციური გეგმაა და დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გაიღებს საზოგადოება, სახელმწიფო, ფინანსური კუთხით ჯარის ტრანსფორმაცია-რეფორმაზე. ალასანია აცხადებს, რომ არსებობს ზუსტი გათვლები, რა დასჭირდება ასეთ ტრანსფორმაციას.

"დღეს პრაქტიკულად 75% გვყავს საკონტრაქტო მომსახურე ჯარში. უკვე დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივადაც და როდესაც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, შემცირდება სავალდებულო სამსახური 15-დან 12 თვემდე. მაგრამ, მინდა გაითვალისწინოთ, რომ პროფესიულ არმიაზე გადასვლას ბუნებრივად ებმის რეზერვის მომზადების, მობილიზაციის გეგმის შემუშავების სტრატეგია. გუშინ ძალიან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და განხილვა გაერთიანებულ შტაბში. მაისში, ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვექნება ეს გეგმა. ეს ორი პარალელური, თანმდევი პროცესი უნდა იყოს - პროფესიულ არმიაზე გადასვლა და საბრძოლო, ტერიტორიული და სამოქალაქო რეზერვის შექმნა", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ამას აქვს თავისი ფინანსური გათვლები.

"რა თქმა უნდა, თუკი ფინანსთა მინისტრი არ დაგვეთანხმება, მივიღებთ გადამჭრელ, მძიმე ზომებს მის მიმართ, რომ დაგვაფინანსოს", - ხუმრობით აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა