გერმანელმა სუპერმოდელმა ჰეიდი კლუმმა საკუთარი შვილი, 7 წლის ჰენრი დახრჩობისგან იხსნა. ვარსკვლავი შვილებთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად ჰავაის სანაპიროზე ისვენებს. წყალში თამაშის დროს ჰეიდის ვაჟი და მისი ორი ძიძა მოულოდნელად ტალღამ გაიტაცა. პაპარაცებმა შემთხვევის ფირზე აღბეჭდვა შეძლეს.
რომ არა კლუმი და მისი საყვარელი, ბიჭუნა დაიხრჩობოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
"ოკეანეში დიდი ტალღები იყო. ძალიან შემეშინდა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. წყლიდან ყველანი უვნებლები გამოვიყვანეთ", - განაცხადა მოდელმა.
ამჟამად მოდელის ვაჟიც და მისი ძიძებიც თავს კარგად გრძნობენ.
მომზადებულია people.com-ის მიხედვით.