სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გაუსაძლის პირობებში არიან. ამის შესახებ აღსაზრდელთა მშობლები საუბრობენ. მათი თქმით, დაწესებულებაში შენობა ავარიულია და წვიმის დროს წყალი ოთახებში ჩადის. საბავშო ბაღში, სამზარეულოს გარდა, მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ.
სიღნაღის გამგებელი რამაზ პოპიაშვილი აცხადებს, რომ ბაღის რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანხები გამოიყო და აღდგენით სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ.