მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვალერი თელიამ პოლიციელის მუნდირი დაიცვა, რისი ვალდებულიც იყო"
"ვალერი თელიამ პოლიციელის მუნდირი დაიცვა, რისი ვალდებულიც იყო"

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ბა­თუმ­ში, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აჭა­რის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და ვა­ლე­რი თე­ლი­ამ მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დი­რი და­იც­ვა, რისი ვალ­დე­ბუ­ლიც იყო.

"არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მომ­ხდა­რა და მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი იყო. ად­გი­ლი ჰქონ­და მხო­ლოდ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­სა და ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქეს შო­რის გარ­კვე­ულ და­ძა­ბულ სა­უ­ბარს. მან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი და კონ­კრე­ტუ­ლად ვა­ლე­რი­ან თე­ლია 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავს აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას. ეს ადა­მი­ა­ნი სწო­რედ იმ დღეს, სწო­რედ იმ წუ­თებ­ში მი­ე­მარ­თე­ბო­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპე­რა­ცი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ვგუ­ლის­ხმობ ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნას და მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას. მე მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ვი­ღა­ცამ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი წა­შა­ლა და ჩვენ ეს დავ­მა­ლეთ. თქვენ ნა­ხეთ გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის დაკ­ვნა, იქ დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. არა­ფე­რი არ დაგ­ვი­მა­ლავს, არაფ­რის აღი­ა­რე­ბა ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა, ჩვენ ვამ­ბობთ სი­მარ­თლეს. ეს არის ჩემი პა­სუ­ხი. აქვე მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ტექ­ნი­კოს თა­ნამ­შრო­მელს რამე გა­დაც­დო­მა ჰქონ­და თუ არა და წა­ე­შა­ლა თუ წა­შა­ლა ჩა­ნა­წე­რი, ეს არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ამო­ვი­ღეთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­დან ფი­რე­ბი და გა­ვავ­რცე­ლეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მოხ­დე­ბო­და აშშ-ში და ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლი­მე რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის­თვის მო­ქა­ლა­ქეს, მი­თუ­მე­ტეს, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა რომ მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან გთხოვთ, ყვე­ლა კარ­გად და­ფიქ­რდეთ. ვა­ლე­რი თე­ლი­ამ გა­მო­ი­ჩი­ნა ნე­ბის­ყო­ფა, რა თქმა უნდა, უსი­ა­მოვ­ნოა და არ ვა­მარ­თლებ, არ ვფიქ­რობ, რომ იდე­ა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა ყვე­ლა­ფე­რი - შე­იძ­ლე­ბო­და უფრო უკე­თე­სა­დაც ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მას აქვს მუნ­დი­რის ღირ­სე­ბის გან­ცდა, ის არის პო­ლი­ცი­ე­ლი, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ის იყო ვალ­დე­ბუ­ლი და­ეც­ვა სა­კუ­თა­რი მუნ­დი­რი", - გა­ნუ­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ბა­თუმ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის დას­კვნის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

მი­სი­ვე აზ­რით, ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლია, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან კი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

"მე ვფიქ­რობ, ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლია. ის, რაც მოხ­და, გა­ნი­მუხ­ტა. სა­ი­ას­თან ჩვენ გახ­სნი­ლად ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. მინ­და კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტო, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე. ჩემი მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია შეხ­ვდა სა­ი­ას ხელ­მძღვა­ნელს, ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რი კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მენ­დით მას, რომ ჰქო­ნო­და ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან წვდო­მა", - აღ­ნიშ­ნა შს მი­ნის­ტრმა.

ბა­თუმ­ში, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის სამ თა­ნამ­შრო­მელ­სა და აჭა­რის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს ვა­ლე­რი თე­ლი­ას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი 28 მარტს მოხ­და.

რო­გორც საია-ს იუ­რის­ტი გი­ორ­გი ხიმ­ში­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბი­სას მათ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა და მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტი ის­რო­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ იმა­ვე დღეს ჯერ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ საია-ს მძღო­ლი რო­მან ფარ­ტე­ნა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნას ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ნიშ­ნებს არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რი­თაც თე­ლი­ას ავ­ტო­მან­ქა­ნას ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­უქ­მნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე ახ­ლომ­დე­ბა­რე ერთ-ერთი ობი­ექ­ტის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

საია-ში შსს-ს ცალ­მხრი­ვო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ მათი მძღო­ლის მიერ საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც არ ჰქონ­და ვა­ლე­რი თე­ლი­ას უფ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

საია თე­ლი­ას­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვ­და, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მომ­ხდარ ფაქ­ტზე დღეს დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­ად­გი­ნა, რომ ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა არ დას­ტურ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ვალერი თელიამ პოლიციელის მუნდირი დაიცვა, რისი ვალდებულიც იყო"

"ვალერი თელიამ პოლიციელის მუნდირი დაიცვა, რისი ვალდებულიც იყო"

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ბათუმში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს შორის მომხდარი ინციდენტი გაზვიადებულია და ვალერი თელიამ მხოლოდ პოლიციელის მუნდირი დაიცვა, რისი ვალდებულიც იყო.

"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი გაზვიადებული იყო. ადგილი ჰქონდა მხოლოდ აჭარის პოლიციის უფროსსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს შორის გარკვეულ დაძაბულ საუბარს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აჭარის პოლიციის უფროსს. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერიან თელია 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. ეს ადამიანი სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ წუთებში მიემართებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ვგულისხმობ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენას და მის გამოაშკარავებას. მე მოვისმინე განცხადებები, რომ ვიღაცამ ვიდეოკამერების ჩანაწერები წაშალა და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ გენერალური ინსპექციის დაკვნა, იქ დეტალურადაა გაწერილი, რა მოხდა სინამდვილეში. არაფერი არ დაგვიმალავს, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს არის ჩემი პასუხი. აქვე მინდა განვმარტო, რომ ტექნიკოს თანამშრომელს რამე გადაცდომა ჰქონდა თუ არა და წაეშალა თუ წაშალა ჩანაწერი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ფირები და გავავრცელეთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა აშშ-ში და ევროპის ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიმე რეგიონის პოლიციის უფროსისთვის მოქალაქეს, მითუმეტეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფს სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა. ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ. ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და არ ვამართლებ, არ ვფიქრობ, რომ იდეალურად წარიმართა ყველაფერი - შეიძლებოდა უფრო უკეთესადაც ყოფილიყო, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა, ის არის პოლიციელი, აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი და ის იყო ვალდებული დაეცვა საკუთარი მუნდირი", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე გენერალური ინსპექციის დასკვნის საკითხზე კომენტირებისას.

მისივე აზრით, ინციდენტი ამოწურულია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან კი თანამშრომლობას გააგრძელებს.

"მე ვფიქრობ, ინციდენტი ამოწურულია. ის, რაც მოხდა, განიმუხტა. საიასთან ჩვენ გახსნილად ვითანამშრომლებთ. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩემი მოადგილე ლევან იზორია შეხვდა საიას ხელმძღვანელს, ჩვენ აბსოლუტური კომფორტი შევუქმენდით მას, რომ ჰქონოდა ინფორმაციასთან წვდომა", - აღნიშნა შს მინისტრმა.

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას შორის ინციდენტი 28 მარტს მოხდა.

როგორც საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

საია-ში შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.

საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდარ ფაქტზე დღეს დასკვნა გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დასტურდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ