პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თედო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატთა წარდგენას მის გამო აჭიანურებს
თედო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატთა წარდგენას მის გამო აჭიანურებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში ელ­ჩო­ბის ხუთი კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას თედო ჯა­ფა­რი­ძის გამო აჭი­ა­ნუ­რებს. ამის შე­სა­ხებ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია დღეს გავ­რცელ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არის მცდე­ლო­ბა, რომ თედო ჯა­ფა­რი­ძე სხვა კან­დი­და­ტუ­რით ჩა­ა­ნაც­ვლონ, რის­თვი­საც ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­ულ გა­რი­გე­ბა­საც კი სთა­ვა­ზო­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ელ­ჩო­ბის კან­დი­დატ თედო ჯა­ფა­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

თედო ჯა­ფა­რი­ძემ და­უ­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტში ელ­ჩო­ბის კან­დი­დატ­თა წარ­სად­გენ სიას სწო­რედ მის გამო არ აწერს ხელს, მაგ­რამ არა­ფე­რი იცის იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გა­რი­გე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი.

"მე ამის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვიქ­ნე­ბი. თავს ნუ გა­ვიხ­დით სა­სა­ცი­ლოდ. მე ასე­თი არც ელ­ჩო­ბა არ მინ­და და არც არა­ფე­რი. მე არ­სა­დაც არ მეჩ­ქა­რე­ბა და ქუ­თა­ი­ში თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ", - გა­ნუ­ცხა­და თედო ჯა­ფა­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ით­ქვა, რომ გა­ე­რო­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბულ­გა­რეთ­სა და ჩი­ნეთ­ში ელ­ჩო­ბის კან­დი­დატ­თა პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნას პრე­ზი­დენ­ტი ხელს არ აწერს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თედო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატთა წარდგენას მის გამო აჭიანურებს

თედო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატთა წარდგენას მის გამო აჭიანურებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელჩობის ხუთი კანდიდატის წარდგენას თედო ჯაფარიძის გამო აჭიანურებს. ამის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ თედო ჯაფარიძე სხვა კანდიდატურით ჩაანაცვლონ, რისთვისაც ახალ ხელისუფლებას გარკვეულ გარიგებასაც კი სთავაზობენ.

"ინტერპრესნიუსი" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიდ ბრიტანეთში ელჩობის კანდიდატ თედო ჯაფარიძეს დაუკავშირდა.

თედო ჯაფარიძემ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ელჩობის კანდიდატთა წარსადგენ სიას სწორედ მის გამო არ აწერს ხელს, მაგრამ არაფერი იცის იმის თაობაზე, თუ რა გარიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი.

"მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. თავს ნუ გავიხდით სასაცილოდ. მე ასეთი არც ელჩობა არ მინდა და არც არაფერი. მე არსადაც არ მეჩქარება და ქუთაიში თავს მშვენივრად ვგრძნობ", - განუცხადა თედო ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს".

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ითქვა, რომ გაეროში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბულგარეთსა და ჩინეთში ელჩობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენას პრეზიდენტი ხელს არ აწერს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა