პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოგრაფი გარეული ფრინველების გადასაღებად ორიგინალურ ხრიკებს მიმართავს
ფოტოგრაფი გარეული ფრინველების გადასაღებად ორიგინალურ ხრიკებს მიმართავს

ფო­ტოგ­რა­ფე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო კად­რის­თვის მსხვერ­პლზე ხში­რად მი­დი­ან. ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ფო­ტოგ­რა­ფებს სა­შიშ მტა­ცებ­ლებ­ზე "ნა­დი­რო­ბა" შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბი­თა და ფო­ტო­კა­მე­რით უწევთ. ამი­ტომ ისი­ნი ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან ორი­გი­ნა­ლურ ხრი­კებს მი­მარ­თონ.

41 წლის ფო­ტოგ­რა­ფი ჰენ­რიკ ია­ნოვ­სკი ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში მრა­ვა­ლი წე­ლია მუ­შა­ობს. მის­მა კო­ლე­გამ სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფო­ტოგ­რა­ფის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ჰენ­რიკს ფრინ­ვე­ლე­ბის ტბა­ში გა­და­ღე­ბა სურ­და, მაგ­რამ მის და­ნახ­ვა­ზე ისი­ნი ფრთხე­ბოდ­ნენ და მიფ­რი­ნავ­დნენ.

კო­ლე­გა ფო­ტოგ­რა­ფის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ია­ნოვ­სკი ყი­ნუ­ლით სავ­სე ტბა­შია ჩაფ­ლუ­ლი, ფო­ტო­კა­მე­რა გა­სა­ბერ ნავ­ზე მო­თავ­სე­ბულ თეთრ ტო­მა­რა­ში აქვს და­მა­ლუ­ლი, ზე­მო­დან კი სა­თა­მა­შო გედი უდევს. სა­სურ­ვე­ლი კად­რის­თვის ჰენ­რი­კი ცივ წყალ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

"თუ არ გსურს, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო, ობი­ექტს უნდა ჩა­უ­საფ­რდე და ყვე­ლა­ზე ცო­ცხალ ემო­ცი­ას და­ე­ლო­დო. ასე­ვეა ფრინ­ვე­ლებ­შიც. არ შე­ვა­წუ­ხე და კად­რე­ბიც კარ­გი გა­მო­ვი­და. ვერ აგიღ­წერთ რას გან­ვიც­დი, რო­დე­საც ათა­სო­ბით იხ­ვის, ბა­ტის, წე­რო­სა და გე­დის გა­რე­მოც­ვა­ში ვარ და ვერც კი მამ­ჩნე­ვენ", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ფოტოგრაფი გარეული ფრინველების გადასაღებად ორიგინალურ ხრიკებს მიმართავს

ფოტოგრაფი გარეული ფრინველების გადასაღებად ორიგინალურ ხრიკებს მიმართავს

ფოტოგრაფები საინტერესო კადრისთვის მსხვერპლზე ხშირად მიდიან. ველური ბუნების სფეროში მომუშავე ფოტოგრაფებს საშიშ მტაცებლებზე "ნადირობა" შიშველი ხელებითა და ფოტოკამერით უწევთ. ამიტომ ისინი ზოგჯერ იძულებულნი არიან ორიგინალურ ხრიკებს მიმართონ.

41 წლის ფოტოგრაფი ჰენრიკ იანოვსკი ველურ ბუნებაში მრავალი წელია მუშაობს. მისმა კოლეგამ სახალისო ფოტოები გადაიღო, რათა საზოგადოებისთვის ფოტოგრაფის ერთი ჩვეულებრივი დღე ეჩვენებინა. ჰენრიკს  ფრინველების ტბაში გადაღება სურდა, მაგრამ მის დანახვაზე ისინი ფრთხებოდნენ და მიფრინავდნენ.

კოლეგა ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ იანოვსკი ყინულით სავსე ტბაშია ჩაფლული, ფოტოკამერა გასაბერ ნავზე მოთავსებულ თეთრ ტომარაში აქვს დამალული, ზემოდან კი სათამაშო გედი უდევს. სასურველი კადრისთვის ჰენრიკი ცივ წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

"თუ არ გსურს, რომ ხელოვნური ფოტოები გადაიღო, ობიექტს უნდა ჩაუსაფრდე და ყველაზე ცოცხალ ემოციას დაელოდო. ასევეა ფრინველებშიც. არ შევაწუხე და კადრებიც კარგი გამოვიდა. ვერ აგიღწერთ რას განვიცდი, როდესაც ათასობით იხვის, ბატის, წეროსა და გედის გარემოცვაში ვარ და ვერც კი მამჩნევენ", - ამბობს ფოტოგრაფი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს