პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო პავლიაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებ, დავადგინო მათი ვინაობა, ვისგანაც ეს ყველაფერი გავრცელდა და გამოვაქვეყნებ"
სოსო პავლიაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებ, დავადგინო მათი ვინაობა, ვისგანაც ეს ყველაფერი გავრცელდა და გამოვაქვეყნებ"

"ბიზ­ნეს­მენ ავთო ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ერთ-ერთი პირი სოსო პავ­ლი­აშ­ვილს მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად ასა­ხე­ლებს", - გა­ნა­ცხა­და მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა "პრეს-პრეს­ში" სტუმ­რო­ბი­სას, რო­მელ­მაც მოწ­მის ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ღერ­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჯერ და­წყე­ბუ­ლი არ არის.

"ერთ-ერთი პირი, ამ საქ­მის მო­ნა­წი­ლე მას ასა­ხე­ლებს, რო­გორც მკვლე­ლო­ბის შემ­კვეთს, მაგ­რამ ეს არ არის დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტი. ამ ჩვე­ნე­ბის გამო ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მე. თუკი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც იქ­ნე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი ამ მო­საზ­რე­ბის გა­სამ­ყა­რე­ბე­ლი, მა­შინ მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა.

მა­ნამ­დე კი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. "ალია" ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის სოსო პავ­ლი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო სოსო, რას ფიქ­რობთ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე?

- რაც ით­ქვა, რომ თქვა, თით­ქოს აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ეს იყო ტყუ­ი­ლი. კბი­ლაშ­ვილ­მა კი თქვა ის, რომ ვი­ღა­ცის ნათ­ქვამ სი­ტყვა­ზე არა­ვის არ აქვს უფ­ლე­ბა, თქვას ის, რომ აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ბა­ტონ კბი­ლაშ­ვილს და ქალ­ბა­ტონ წუ­ლუ­კი­ანს, ასე­თი კარ­გი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვის­თვის. ასე რომ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ძა­ლი­ან გთხოვთ, და­ა­ნე­ბეთ თავი ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფე­რის ძი­ე­ბას...

- კბი­ლაშ­ვილ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ავთო ადუ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- მიმ­დი­ნა­რე­ობს და უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს სი­მარ­თლე, რა მოხ­და და რო­გორ მოხ­და. ჩემი ახ­ლო­ბე­ლი კა­ცია მკვდა­რი. ასე რომ, ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ ერე­ვით, რად­გან თქვენ­გან მო­დის ნე­გა­ტი­ვი.

- კი არ ვე­რე­ვით, თქვე­ნი პო­ზი­ცი­ის მოს­მე­ნაც გვინ­და?

- ჰოდა, გა­და­უ­ხა­დეთ მად­ლო­ბა ილია მე­ო­რეს, რომ­ლის ლოც­ვე­ბი­თაც მო­ვი­და ახა­ლი მთავ­რო­ბა.

- ადუ­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვე­ნი დის მე­უღ­ლეც ცი­ხე­შია და მი­გაჩ­ნი­ათ, რომ უკა­ნო­ნოდ ზის?

- თქვენ ხომ გა­ი­გეთ, რაც გი­თხა­რით. მა­შინ მოგ­ცემთ ტე­ლე­ფონს, და­უ­კავ­შირ­დით ად­ვო­კატს და პა­სუხს ის გაგ­ცემთ. მე მა­შინ ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ­ღარ მი­რე­კავთ. მე გი­თხა­რით, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ ილია მე­ო­რეს, რად­გან მისი ლოც­ვით მო­ვი­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- მოგ­ვე­ცით თქვე­ნი ად­ვო­კა­ტის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი.

- ჩემი არ არის.

- აბა, ვი­სია?

- ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვინც საქ­მის კურ­სშია.

- თქვე­ნი ად­ვო­კა­ტი არ არის?

- მე არ მყავს ად­ვო­კა­ტი, რად მინ­და ად­ვო­კა­ტი. მე ად­ვო­კა­ტი არ მჭირ­დე­ბა. ვინ რა გი­თხრათ და რო­გორ გი­თხრათ, დას­ხე­დით სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და იქ ილა­პა­რა­კეთ.

- ჩვენ ცალ­მხრი­ვად რომ გვინ­დო­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, მერ­წმუ­ნეთ, თქვენ ნამ­დვი­ლად არ და­გი­რე­კავ­დით?

- რა, რის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბა, ჩემო კარ­გო.

- მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბობს მომ­წე, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად გა­სა­ხე­ლებთ?

- ეს თქვა ვი­ღა­ცამ იმის­თვის, რომ ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი ცნო­ბი­ლია. ყვე­ლა­ფე­რი ირ­კვე­ვა, ჯერ არა­ვინ არ იცის რა მოხ­და. ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ ერე­ვით და ნუ უშ­ლით ხელს საქ­მის ძი­ე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა ასე, რად­გან აქ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი წყდე­ბა. ჩემი ახ­ლო­ბე­ლია მკვდა­რი. მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, და­ვად­გი­ნო მათი ვი­ნა­ო­ბა, ვის­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­რცელ­და და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ.

- ფიქ­რობთ, რომ თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ შავი პი­ა­რი შეგ­ნე­ბუ­ლად აა­გო­რეს?

- აბა, თქვენ­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ თქვან, გე­სი­ა­მოვ­ნე­ბო­დათ.

- რა თქმა უნდა, არა.

- მა­გა­შია საქ­მე. ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, რო­მე­ლი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი­დან წა­მო­ვი­და ეს სი­ტუ­ა­ცია, ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვი­გებთ. მე ყვე­ლას გთხოვთ ძა­ლი­ან, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ჩერ­დით. მოვა დრო, მე ყვე­ლა­ფერს დავ­წერ.

- რო­დის დად­გე­ბა ეს დრო, როცა ყვე­ლა­ფერს და­წერთ?

- რო­გორც კი ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, გე­ნაც­ვა­ლოთ ყვე­ლას ჩემი თავი. მე ყვე­ლა მიყ­ვარ­ხართ, გე­ფე­რე­ბით და მე­ნატ­რე­ბით. გი­ხა­რო­დეთ, რომ ილია მე­ო­რეს ლოც­ვით მო­ვი­და ახა­ლი მთავ­რო­ბა, ამა­ზე და­წე­რეთ.

- იმე­დი გაქვთ, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა?

- ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა.

მი­რან­და ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

გა­ზე­თი "ალია"

სოსო პავლიაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებ, დავადგინო მათი ვინაობა, ვისგანაც ეს ყველაფერი გავრცელდა და გამოვაქვეყნებ"

სოსო პავლიაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებ, დავადგინო მათი ვინაობა, ვისგანაც ეს ყველაფერი გავრცელდა და გამოვაქვეყნებ"

"ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი პირი სოსო პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "პრეს-პრესში" სტუმრობისას, რომელმაც მოწმის ვინაობა არ დაასახელა და აღნიშნა, რომ მომღერლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ დაწყებული არ არის.

"ერთ-ერთი პირი, ამ საქმის მონაწილე მას ასახელებს, როგორც მკვლელობის შემკვეთს, მაგრამ ეს არ არის დადგენილი ფაქტი. ამ ჩვენების გამო ცალკეა გამოყოფილი საქმე. თუკი სხვა მტკიცებულებებიც იქნება მოპოვებული ამ მოსაზრების გასამყარებელი, მაშინ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კბილაშვილმა.

მანამდე კი ტელეკომპანია "მე-9 არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. "ალია" ამ საკითხზე კომენტარისთვის სოსო პავლიაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო სოსო, რას ფიქრობთ მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე?

- რაც ითქვა, რომ თქვა, თითქოს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ეს იყო ტყუილი. კბილაშვილმა კი თქვა ის, რომ ვიღაცის ნათქვამ სიტყვაზე არავის არ აქვს უფლება, თქვას ის, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ კბილაშვილს და ქალბატონ წულუკიანს, ასეთი კარგი კადრების შერჩევისთვის. ასე რომ, ჟურნალისტებო, ძალიან გთხოვთ, დაანებეთ თავი ყველასა და ყველაფერის ძიებას...

- კბილაშვილმაც დაადასტურა, რომ ავთო ადუაშვილის საქმეზე ძიება მიმდინარეობს?

- მიმდინარეობს და უნდა მიმდინარეობდეს. ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე, რა მოხდა და როგორ მოხდა. ჩემი ახლობელი კაცია მკვდარი. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ნუ ერევით, რადგან თქვენგან მოდის ნეგატივი.

- კი არ ვერევით, თქვენი პოზიციის მოსმენაც გვინდა?

- ჰოდა, გადაუხადეთ მადლობა ილია მეორეს, რომლის ლოცვებითაც მოვიდა ახალი მთავრობა.

- ადუაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვენი დის მეუღლეც ციხეშია და მიგაჩნიათ, რომ უკანონოდ ზის?

- თქვენ ხომ გაიგეთ, რაც გითხარით. მაშინ მოგცემთ ტელეფონს, დაუკავშირდით ადვოკატს და პასუხს ის გაგცემთ. მე მაშინ ძალიან გთხოვთ, ნუღარ მირეკავთ. მე გითხარით, მადლობა გადაუხადეთ ილია მეორეს, რადგან მისი ლოცვით მოვიდა ახალი ხელისუფლება.

- მოგვეცით თქვენი ადვოკატის ტელეფონის ნომერი.

- ჩემი არ არის.

- აბა, ვისია?

- ეს ის ადამიანია, ვინც საქმის კურსშია.

- თქვენი ადვოკატი არ არის?

- მე არ მყავს ადვოკატი, რად მინდა ადვოკატი. მე ადვოკატი არ მჭირდება. ვინ რა გითხრათ და როგორ გითხრათ, დასხედით სამზარეულოში და იქ ილაპარაკეთ.

- ჩვენ ცალმხრივად რომ გვინდოდეს ინფორმაციის გავრცელება, მერწმუნეთ, თქვენ ნამდვილად არ დაგირეკავდით?

- რა, რის ინფორმაციის გაშუქება, ჩემო კარგო.

- მთავარი პროკურორი გამოვიდა და თქვა, რომ საქმეში არსებობს მომწე, რომელიც მკვლელობის შემკვეთად გასახელებთ?

- ეს თქვა ვიღაცამ იმისთვის, რომ ჩემი სახელი და გვარი ცნობილია. ყველაფერი ირკვევა, ჯერ არავინ არ იცის რა მოხდა. ძალიან გთხოვთ, ნუ ერევით და ნუ უშლით ხელს საქმის ძიებას. არ შეიძლება ასე, რადგან აქ ადამიანების ბედი წყდება. ჩემი ახლობელია მკვდარი. მე ყველაფერს გავაკეთებ, დავადგინო მათი ვინაობა, ვისგანაც ეს ყველაფერი გავრცელდა და გამოვაქვეყნებ.

- ფიქრობთ, რომ თქვენ წინააღმდეგ შავი პიარი შეგნებულად ააგორეს?

- აბა, თქვენზე ეს ყველაფერი რომ თქვან, გესიამოვნებოდათ.

- რა თქმა უნდა, არა.

- მაგაშია საქმე. ყველაფერი გაირკვევა, რომელი პროვოკატორებიდან წამოვიდა ეს სიტუაცია, ამ ყველაფერს გავიგებთ. მე ყველას გთხოვთ ძალიან, ჯერჯერობით გაჩერდით. მოვა დრო, მე ყველაფერს დავწერ.

- როდის დადგება ეს დრო, როცა ყველაფერს დაწერთ?

- როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, გენაცვალოთ ყველას ჩემი თავი. მე ყველა მიყვარხართ, გეფერებით და მენატრებით. გიხაროდეთ, რომ ილია მეორეს ლოცვით მოვიდა ახალი მთავრობა, ამაზე დაწერეთ.

- იმედი გაქვთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამოძიება ობიექტურად ჩატარდება?

- ამაში ეჭვი არ მეპარება.

მირანდა ნაბახტეველი

გაზეთი "ალია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება