პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალურმა ინსპექციამ საია-სა და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაასრულა
გენერალურმა ინსპექციამ საია-სა და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაასრულა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ "ბა­თუ­მის სახ­ლის" სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ამო­ღე­ბას და ვი­დე­ო­ფი­რის და­ზი­ა­ნე­ბას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ ეს და­უ­დევ­რო­ბით მოხ­და.

ამას­თან, უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სხვა ობი­ექ­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით დად­გინ­და, რომ აჭა­რის შს სა­ა­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა არ დას­ტურ­დე­ბა.

ასე­თია ბა­თუმ­ში, 28 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და აჭა­რის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრო გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის დას­კვნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ას­რუ­ლა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ა­სა და მო­ქა­ლა­ქე როინ ფარ­ტე­ნა­ძეს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე.

შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ 2013 წლის 28 მარტს, ბა­თუმ­ში, გორ­გას­ლი­სა და გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე, აჭა­რის ა/რ მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ვა­ლე­რი­ან თე­ლია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნით ახორ­ცი­ე­ლებ­და ოპე­რა­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, რა დრო­საც მას სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბა შე­უქ­მნა გორ­გას­ლის ქუ­ჩი­დან მი­მა­ვალ­მა "მერ­სე­დე­სი"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნამ, რო­მელ­საც მარ­თავ­და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე როინ ფარ­ტე­ნა­ძე. ვ. თე­ლი­ამ დამ­რღვევ მძღოლს ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი მის­ცა, რა­ზეც როინ ფარ­ტე­ნა­ძემ რამ­დე­ნი­მე ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით უპა­სუ­ხა და ვ. თე­ლი­ას ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ვ.თე­ლი­ამ ავ­ტო­მან­ქა­ნა უკან დას­წია და გა­ა­ჩე­რა. ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი როინ ფარ­ტე­ნა­ძე აგ­რე­სი­უ­ლი იყო და ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით მი­მარ­თავ­და ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას. ვ.თე­ლი­ამ დამ­რღვევ მძღოლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნა თავი და მი­უ­თი­თა, რომ მას ემოძ­რა­ვა საგ­ზაო წე­სე­ბის დაც­ვით, თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფის­გან, მო­უ­წო­და მას სიმ­შვი­დი­სა­კენ, და­ას­რუ­ლა მო­ქა­ლა­ქეს­თან სა­უ­ბა­რი და გა­ე­მარ­თა თა­ვი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნის­კენ. ამის შემ­დგომ მო­ქა­ლა­ქე როინ ფარ­ტე­ნა­ძემ კვლავ გა­აგ­რძე­ლა აჭა­რის ა/რ მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ა­სად­მი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მათ შო­რის გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა. ამ დროს "მერ­სე­დე­სი"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და მო­ქა­ლა­ქე რ.ფარ­ტე­ნა­ძის თან­მხლე­ბი პირი, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რ.ფარ­ტე­ნა­ძის დამ­შვი­დე­ბას. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი.

აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვის მიზ­ნით, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი­დან მო­ახ­დი­ნეს ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბა. კერ­ძოდ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი - გ. ს. მი­ვი­და გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კო­მერ­ცი­ულ ობი­ექტ "ბა­თუ­მის სახ­ლში", სა­ი­და­ნაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტის გარე ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ამო­ღე­ბა, რა დრო­საც გ. ს-მ და­უ­დევ­რო­ბით ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩა­ნა­წე­რის ამო­ღე­ბა და და­ა­ზი­ა­ნა არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფა­ი­ლე­ბი, რომ­ლის აღ­დგე­ნაც შემ­დგომ­ში ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. გ.ს-ს მიერ არ მომ­ხდა­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის და­მალ­ვა, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­უ­დე­ვა­რი ქმე­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შეც­დო­მის შე­სა­ხებ გ.ს-მ პა­ტა­კით აც­ნო­ბა მის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნელს. ამის შემ­დეგ მან მო­ძებ­ნა ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ამ­სახ­ვე­ლი წყა­რო, კერ­ძოდ, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "ავერ­სი"-ს აფ­თი­ა­ქის გარე ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რი­დან ამო­ი­ღო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრომ იმა­ვე დღეს გა­ავ­რცე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

იმა­ვე დღეს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა, რის შე­დე­გა­დაც "ავერ­სი"-ს აფ­თი­ა­ქის ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი­თა და გა­მო­კი­თხუ­ლი პი­რე­ბის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბით არ და­დას­ტურ­და ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა", - ნათ­ქვა­მია შსს-ის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გ.ს-ს გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კო­მერ­ცი­ულ ობი­ექტ "ბა­თუ­მის სახ­ლში" გარე ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის შეგ­ნე­ბუ­ლად და­ზი­ა­ნე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, თუმ­ცა და­ვა­ლე­ბის და­უ­დე­ვა­რი და არა­ჯე­რო­ვა­ნი შეს­რუ­ლე­ბის გამო, მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა დის­ციპ­ლი­ნუ­რი სას­ჯე­ლი და გა­მო­ე­ცხა­და სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი.

ბა­თუმ­ში, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის სამ თა­ნამ­შრო­მელ­სა და აჭა­რის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, ვა­ლე­რი თე­ლი­ას შო­რის ინ­ცი­დენ­ტი 28 მარტს მოხ­და.

რო­გორც საია-ს იუ­რის­ტი გი­ორ­გი ხიმ­ში­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბი­სას მათ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა და მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტი ის­რო­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ იმა­ვე დღეს ჯერ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ საია-ს მძღო­ლი რო­მან ფარ­ტე­ნა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნას ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ნიშ­ნებს არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რი­თაც თე­ლი­ას ავ­ტო­მან­ქა­ნას ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­უქ­მნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე ახ­ლომ­დე­ბა­რე ერთ-ერთი ობი­ექ­ტის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

საია-ში შსს-ს ცალ­მხრი­ვო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ მათი მძღო­ლის მიერ საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც არ ჰქონ­და ვა­ლე­რი თე­ლი­ას უფ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. საია თე­ლი­ას­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

გენერალურმა ინსპექციამ საია-სა და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაასრულა

გენერალურმა ინსპექციამ საია-სა და აჭარის შს სამმართველოს უფროსს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაასრულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამართალდამცველების მიერ "ბათუმის სახლის" სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერის ამოღებას და ვიდეოფირის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს დაუდევრობით მოხდა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ სხვა ობიექტიდან ამოღებული ვიდეომასალით დადგინდა, რომ აჭარის შს საამართველოს უფროსის, ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დასტურდება.

ასეთია ბათუმში, 28 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გენერალური ინსპექციის დასკვნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 28 მარტს, ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია, სამსახურებრივი ავტომანქანით ახორციელებდა ოპერატიულ საქმიანობას, რა დროსაც მას საავარიო ვითარება შეუქმნა გორგასლის ქუჩიდან მიმავალმა ,,მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე როინ ფარტენაძე. ვ. თელიამ დამრღვევ მძღოლს ხმოვანი სიგნალი მისცა, რაზეც როინ ფარტენაძემ რამდენიმე ხმოვანი სიგნალით უპასუხა და ვ. თელიას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. აღნიშნულის შემდეგ ვ.თელიამ ავტომანქანა უკან დასწია და გააჩერა. ავტომანქანიდან გადმოსული როინ ფარტენაძე აგრესიული იყო და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ვალერიან თელიას. ვ.თელიამ დამრღვევ მძღოლს ოფიციალურად წარუდგინა თავი და მიუთითა, რომ მას ემოძრავა საგზაო წესების დაცვით, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან, მოუწოდა მას სიმშვიდისაკენ, დაასრულა მოქალაქესთან საუბარი და გაემართა თავისი ავტომანქანისკენ. ამის შემდგომ მოქალაქე როინ ფარტენაძემ კვლავ გააგრძელა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასადმი უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენება, რამაც გამოიწვია მათ შორის გარკვეული დაძაბულობა. ამ დროს ,,მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა მოქალაქე რ.ფარტენაძის თანმხლები პირი, რომელიც ცდილობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რ.ფარტენაძის დამშვიდებას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეტალებში გარკვევის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან მოახდინეს ჩანაწერების ამოღება. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი - გ. ს. მივიდა გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ ,,ბათუმის სახლში", საიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის ამოღება, რა დროსაც გ. ს-მ დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა. გ.ს-ს მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტის დამალვა, ზემოაღნიშნული დაუდევარი ქმედებით გამოწვეული შეცდომის შესახებ გ.ს-მ პატაკით აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს. ამის შემდეგ მან მოძებნა ინციდენტის ამსახველი ალტერნატიული ვიდეომასალის ამსახველი წყარო, კერძოდ, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ,,ავერსი"-ს აფთიაქის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა მედია საშუალებებით.

იმავე დღეს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რის შედეგადაც ,,ავერსი"-ს აფთიაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა", - ნათქვამია შსს-ის გენერალური ინსპექციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, გ.ს-ს გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება არ განუხორციელებია, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი 28 მარტს მოხდა.

როგორც საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

საია-ში შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ