საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე სერაფიმე - "ქართველი სასულიერო პირის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დადებითი მოვლენაა"
 მეუფე სერაფიმე - "ქართველი სასულიერო პირის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დადებითი მოვლენაა"

ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი პირ­ვე­ლად შეხ­ვდა აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ პირს და ეს ფაქ­ტი უკვე და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბორ­ჯო­მი­სა და ბა­კუ­რი­ა­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე სე­რა­ფი­მემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ, რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს დახ­მა­რე­ბით, აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო მთავ­რო­ბას შეს­თა­ვა­ზა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა შეხ­ვედ­რა ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სო­ხუმ­ში, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

"ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, მაგ­რამ, ფაქ­ტია, რომ პირ­ვე­ლად, სოჭ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შეხ­ვდა აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ პირს. ამ შეხ­ვედ­რას ორი აფხა­ზი მეც­ნი­ე­რი- და­მე­ნია და ღვინ­ჯი­ლია, ასე­ვე რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მი­ტო­პო­ლი­ტი ილა­რი­ო­ნი ეს­წრე­ბო­და. შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლუ­ლი იყო ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო და დღე­ვან­დე­ლი ეკ­ლე­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბი. აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ­მა პირ­მა, ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფხაზ­მა ხალ­ხმა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თა, რომ აფხა­ზი ხალ­ხი ის­წრაფ­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, რომ ის მად­ლო­ბე­ლია რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­სი, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თი აღი­ა­რა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა და ასე­ვე ის­წრაფ­ვის, რომ ეკ­ლე­სი­უ­რა­დაც მო­ი­პო­ვონ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ამა­ზე რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ილა­რი­ონ­მა, უთხრა, რომ კა­ნო­ნი­კურ ჩარ­ჩო­ებ­ში უნდა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეკ­ლე­სი­ურ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს",-გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა სე­რა­ფი­მემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ილა­რი­ო­ნის ნათ­ქვამ­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ას ეკუთ­ვნის.

მე­უ­ფე სე­რა­ფი­მეს გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე და­ის­ვა სა­კი­თხი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ჩაბ­რძა­ნე­ბა სო­ხუმ­ში, რა­ზეც აფხა­ზუ­რი მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, ან­ქვაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2008 წლის ომმა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა მათ, რომ ცალ­კე უნდა იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბის­გან, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი სა­ქარ­თვე­ლოს წი­აღ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

"ან­ქვაბ­მა თქვა - პა­ტივს ვცემთ ქარ­თველ ხალ­ხს, თქვა, რომ უსურ­ვებს ქარ­თველ ხალ­ხს და სა­ხელ­მწი­ფოს მშვი­დო­ბას, მაგ­რამ ჩვენ, აფხა­ზი ხალ­ხი ვდგა­ვართ და­მო­უ­კი­დე­ბელ გზა­ზეო", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სე­რა­ფი­მემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, და­ი­გეგ­მა თუ არა მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი, მე­უ­ფე სე­რა­ფი­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა, შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ აღი­ნიშ­ნა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მსგავ­სი შეხ­ვედ­რა მო­მა­ვალ­შიც შედ­გე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლი და რუსი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­თან შეხ­ვედ­რა 29 მარტს სოჭ­ში შედ­გა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მეუფე სერაფიმე - "ქართველი სასულიერო პირის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დადებითი მოვლენაა"

 მეუფე სერაფიმე - "ქართველი სასულიერო პირის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დადებითი მოვლენაა"

ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველი სასულიერო პირი პირველად შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველ პირს და ეს ფაქტი უკვე დადებითი მოვლენაა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ, რუსეთის საპატრიარქოს დახმარებით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შესთავაზა, შესაძლებელი იყო თუ არა შეხვედრა ქართველი სასულიერო პირების სოხუმში, რაზეც უარი მიიღო.

"ეს შეუძლებელი გახდა, მაგრამ, ფაქტია, რომ პირველად, სოჭში, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველ პირს. ამ შეხვედრას ორი აფხაზი მეცნიერი- დამენია და ღვინჯილია, ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტოპოლიტი ილარიონი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იყო ჩვენი სამომავლო და დღევანდელი ეკლესიური ურთიერთობების საკითხები. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველმა პირმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, რომ აფხაზი ხალხი ისწრაფვის დამოუკიდებლობისთვის, რომ ის მადლობელია რუსეთის სახელმწიფოსი, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ასევე ისწრაფვის, რომ ეკლესიურადაც მოიპოვონ დამოუკიდებლობა. ამაზე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ილარიონმა, უთხრა, რომ კანონიკურ ჩარჩოებში უნდა იყოს ნებისმიერი მცდელობა, რომ ყველაფერი ეკლესიურ კანონმდებლობას უნდა ექვემდებარებოდეს",-განაცხადა მიტროპოლიტმა სერაფიმემ და აღნიშნა, რომ ილარიონის ნათქვამში იგულისხმებოდა, რომ აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციას ეკუთვნის.

მეუფე სერაფიმეს განცხადებით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი, შესაძლებელი იყო თუ არა ქართველი სასულიერო პირების ჩაბრძანება სოხუმში, რაზეც აფხაზური მხარის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ეს შეუძლებელია.

ქართველი სასულიერო პირის თქმით, ანქვაბმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა მათ, რომ ცალკე უნდა იყვნენ ქართველებისგან, რომ შეუძლებელია მათი საქართველოს წიაღში დაბრუნება.

"ანქვაბმა თქვა - პატივს ვცემთ ქართველ ხალხს, თქვა, რომ უსურვებს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს მშვიდობას, მაგრამ ჩვენ, აფხაზი ხალხი ვდგავართ დამოუკიდებელ გზაზეო", - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.

რაც შეეხება კითხვას, დაიგეგმა თუ არა მსგავსი შეხვედრები, მეუფე სერაფიმემ განაცხადა, რომ ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა, შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი შეხვედრა მომავალშიც შედგება.

როგორც ცნობილია, ქართველი და რუსი სასულიერო პირების აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა 29 მარტს სოჭში შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?