პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა პაპუაშვილი: "ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"
ზაზა პაპუაშვილი: "ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"

"მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ჩას­ვლას ყო­ველ­თვის დიდი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. ხე­ლოვ­ნე­ბა ჩვე­ნი ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვე­ნი ია­რა­ღი იყო. ამ გზით ვაჩ­ვე­ნებ­დით, ვინ ვი­ყა­ვით და ისი­ნიც ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ერ­თან ჰქონ­დათ საქ­მე და არა ადა­მი­ა­ნე­ბის ნაკ­რებ­თან. ოლეგ ტა­ბა­კოვ­მა "გო­დოს მო­ლო­დინ­ში" რომ ნახა, თქვა, თავი და­ვა­ნე­ბოთ ამ ნი­ჭი­ერ, ნა­გი­ჟარ ქარ­თვე­ლებს. მათი მწყემსვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს მათ რა­ი­მე სა­ზღვრებ­სა და ჩარ­ჩო­ებ­ში ჩა­კეტ­ვა­სო. ეს ხომ ჩვე­ნი აღი­ა­რე­ბაა", - მე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი, მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც სა­უ­ბა­რი ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გრი­გოლ ვა­შა­ძის წე­რი­ლით და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც მან აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ რუს კო­ლე­გას გა­უგ­ზავ­ნა:

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის გამო ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი" მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ აგ­ვის­ტოს ომი­დან სამი თვის თავ­ზე მი­ნის­ტრი ვა­შა­ძე რუ­სეთ­ში ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ჩაყ­ვა­ნას თა­ვად ითხოვ­და.

- ვა­შა­ძი­სად­მი, სა­ნამ მი­ნის­ტრი გახ­დე­ბო­და და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ჭა­ობ­ში ჩა­ეფ­ლო­ბო­და, სიმ­პა­თი­ით ვი­ყა­ვი გამ­სჭვა­ლუ­ლი. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და მას­თან და ნი­ნოს­თა­ნაც შეხ­ვედ­რა. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყო, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ეს კაცი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დღე­ვან­დელ უმ­რავ­ლე­სო­ბას რუ­სე­თუ­მე­ო­ბას სწა­მებს და ჩვენ გვაბ­რა­ლებს იმას, რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც თვი­თონ არის. უსა­ხო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც დღეს პრე­ზი­დენ­ტი ჰქვია, მოგ­ვი­წო­დებს, მი­დით ხალ­ხთან და გა­ი­გეთ მათი ტკი­ვი­ლი. ნუ ახ­დენთ ზე­მოქ­მე­დე­ბას მე­დი­ა­ზე, ნუ ცდი­ლობთ დე­პუ­ტა­ტე­ბის გად­მო­ბი­რე­ბა­სო; შე­მარ­ყე­ვე­ლია, რო­დე­საც კრა­ვის ქურ­ქში გახ­ვე­უ­ლი ეს პირ­წა­ვარ­დნი­ლი ნა­ძი­რა­ლა ასე ლა­პა­რა­კობს.

რო­დე­საც ეს აღ­ვი­რახ­სნი­ლი, ქვეყ­ნის წი­ნა­შე უზარ­მა­ზა­რი ბო­რო­ტე­ბის ჩამ­დე­ნი კაცი ასე თავ­ხე­დობს, ჩემი მოთ­მი­ნე­ბა მთავ­რდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი კრი­ჭა­ში ედ­გეს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას?! რა იყო ამ­დენ ხანს გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა? რას ლა­პა­რა­კობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებ­ში ან უცხო­ეთ­ში კაცი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სი­ძულ­ვი­ლის ობი­ექ­ტი გახ­და? ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი გა­მუდ­მე­ბით ქარ­თველ ხალ­ხს ახ­სე­ნებს. ვის გუ­ლის­ხმობს, ვის შეს­ჩი­ვის? იმ ხალ­ხს, ვინც სამ­შობ­ლო­დან გა­აქ­ცია ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად? იმ ხალ­ხზე ლა­პა­რა­კობს, რო­მელ­საც ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­უ­კარ­გა, ამო­ხო­ცა, ქო­ნე­ბა წა­არ­თვა და ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტა? მთე­ლი ეს რი­ტო­რი­კა სიგ­ნა­ლია უცხო­ე­თის­თვის, აქა­ო­და, ისე­თი დე­მოკ­რა­ტი ვარ, არ­ჩევ­ნე­ბიც კი დავ­თმეო. სა­ა­კაშ­ვი­ლი რისი დამთმო­ბია?! მან კი არ დათ­მო, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი თავ­ზე და­ვა­ღუ­ნეთ, თო­რემ რისი დამთმო­ბი იყო ეს წუწ­კი?! ხალ­ხმა სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გას­ცა მას ოქ­ტომ­ბერ­ში და ახლა 19 აპ­რილს ცდი­ლო­ბენ რა­ღა­ცას. ვის ეძა­ხი­ან ამ დღეს?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ზაზა პაპუაშვილი: "ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"

ზაზა პაპუაშვილი: "ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"

"მოსკოვში ქართველი ხელოვანების ჩასვლას ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. ხელოვნება ჩვენი ბრძოლის საშუალება, ჩვენი იარაღი იყო. ამ გზით ვაჩვენებდით, ვინ ვიყავით და ისინიც ხვდებოდნენ, რომ ერთან ჰქონდათ საქმე და არა ადამიანების ნაკრებთან. ოლეგ ტაბაკოვმა "გოდოს მოლოდინში" რომ ნახა, თქვა, თავი დავანებოთ ამ ნიჭიერ, ნაგიჟარ ქართველებს. მათი მწყემსვა შეუძლებელია. ნურავინ იფიქრებს მათ რაიმე საზღვრებსა და ჩარჩოებში ჩაკეტვასო. ეს ხომ ჩვენი აღიარებაა", - მეუბნება მსახიობი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, რომელთანაც საუბარი ყოფილი კულტურის მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილით დავიწყეთ, რომელიც მან აგვისტოს ომის შემდეგ რუს კოლეგას გაუგზავნა:

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსკოვში გამართული კონცერტების გამო ანსამბლი "ერისიონი" მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე მინისტრი ვაშაძე რუსეთში ქართველი ხელოვანების ჩაყვანას თავად ითხოვდა.

- ვაშაძისადმი, სანამ მინისტრი გახდებოდა და "ნაციონალური მოძრაობის" ჭაობში ჩაეფლობოდა, სიმპათიით ვიყავი გამსჭვალული. ძალიან მიხაროდა მასთან და ნინოსთანაც შეხვედრა. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ აღმოჩნდა ეს კაცი სააკაშვილის ხელისუფლებაში, მაგრამ ეს მისი არჩევანია.

"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ უმრავლესობას რუსეთუმეობას სწამებს და ჩვენ გვაბრალებს იმას, რისი გამკეთებელიც თვითონ არის. უსახო ადამიანი, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ჰქვია, მოგვიწოდებს, მიდით ხალხთან და გაიგეთ მათი ტკივილი. ნუ ახდენთ ზემოქმედებას მედიაზე, ნუ ცდილობთ დეპუტატების გადმობირებასო; შემარყეველია, როდესაც კრავის ქურქში გახვეული ეს პირწავარდნილი ნაძირალა ასე ლაპარაკობს.

როდესაც ეს აღვირახსნილი, ქვეყნის წინაშე უზარმაზარი ბოროტების ჩამდენი კაცი ასე თავხედობს, ჩემი მოთმინება მთავრდება. შეიძლება პრეზიდენტი კრიჭაში ედგეს საკუთარ ქვეყანას?! რა იყო ამდენ ხანს გაჭიანურებული ელჩების დანიშვნა? რას ლაპარაკობს სატელევიზიო გამოსვლებში ან უცხოეთში კაცი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში სიძულვილის ობიექტი გახდა? ასეთი პრეზიდენტი გამუდმებით ქართველ ხალხს ახსენებს. ვის გულისხმობს, ვის შესჩივის? იმ ხალხს, ვინც სამშობლოდან გააქცია ლუკმაპურის საშოვნელად? იმ ხალხზე ლაპარაკობს, რომელსაც ტერიტორიები დაუკარგა, ამოხოცა, ქონება წაართვა და ციხეში გამოკეტა? მთელი ეს რიტორიკა სიგნალია უცხოეთისთვის, აქაოდა, ისეთი დემოკრატი ვარ, არჩევნებიც კი დავთმეო. სააკაშვილი რისი დამთმობია?! მან კი არ დათმო, ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?! ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა მას ოქტომბერში და ახლა 19 აპრილს ცდილობენ რაღაცას. ვის ეძახიან ამ დღეს?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია